Tag Archives: ბლოგინგი

#11: რევიუ-პოსტი (Review – Post)

ამ გაკვეთილის მიზანია, დაგანახოთ თუ რატომ არის რევიუ-პოსტები პოპულარული მკითხველებში და როგორ იწერება კარგი რევიუ-პოსტი.

დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანმა იცის რა არის review (ანუ მიმოხილვა).

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს არაერთხელ დაუწერია რევიუ-პოსტი. ზოგი კი მხოლოდ მიმოხილვების წერით შემოიფარგლება. ასეთი ბლოგის ნათელი მაგალითია  ნიკა ესებუას (იგივე ლეონარდ შელბი) ბლოგი – Faukclub.

მეც არა ერთხელ დამიწერია რევიუები და მათ უზარმაზარი გამოხმაურებაც მოჰყოლია. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, უფრო ხშირად რომ ვწერო მიმოხილვითი პოსტები, ჩემი მკითხველების რაოდენობა გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა.

ჩემი რევიუ-პოსტები (რაც მახსენდება):

რა სარგებლობა მოაქვს რევიუებს მკითხველისთვის?

ამ გაკვეთილების განმავლობაში ალბათ ხშირად მიხსენებია, რომ თუ გსურთ გყავდეთ ბევრი მკითხველი და იყოთ წარმატებული ბლოგერი, უნდა წეროთ მკითხველისთვის სასარგებლო და გამოსადეგ თემებზე.

ინტერნეტში მოხეტიალე ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს რჩევებსა და განხილვებს ამა თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ. Continue reading

#10: სასარგებლო გვერდები

ეს არის მეათე გაკვეთილი კურსიდან 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის

დღევანდელი თქვენი დავალებაა შექმნათ პოსტი/გვერდი სადაც ჩამოთვლილი იქნება თქვენი ბლოგის პოსტები სხვადასხვა თემების ან კატეგორიების მიხედვით.

თემას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია რომ ეს პოსტები ბლოგზე მოხვედრილ მკითხველს გამოადგება და მათ ბლოგის სიღრმეებში ჩაძირავს, აიძულებს უფრო ძველი და რთულად საპოვნელი პოსტები ამოქექონ და წაიკითხონ.

არსებობს სასარგებლო გევრდის რამდენიმე ტიპი:

  • თემატური სასარგებლო გევრდი – მაგალითი: დამხმარე პოსტები ბლოგიდან Sweet.ge; დამხმარე პოსტები კიკიტოს ბლოგიდან;
  • სერიული პოსტების სასარგებლო გვერდი – მაგალითი: 30 გაკვეთილი
  • დროის მიხედვით დაკავშირებული პოსტების სასარგებლო გვერდი – ასეთი გევრდი ჯერ არ მაქვს შექმნილი ამ ბლოგზე მაგრამ უახლოეს მომავალში შევქმნი. დროის მიხედვით დაკავშირებული პოსტებია წელიწადის/თვის/კვირის ერთი და იგივე მონაკვეთში დაწერილი პოსტები. მაგალითად “საზაფხულო პოსტები”, “სეზონის საუკეთესო პოსტები”, “წლის ყველაზე პოპულარული ოცეული” და ა.შ.

მაგალითები პრობლოგერის ბლოგიდან:

რატომ უნდა გააკეთოთ ეს?

სასარგებლო გვერდს სასარგებლო იმიტომ ჰქვია რომ მას ყველასთვის სარგებელი მოაქვს:

1. კარგად ჩანს ბლოგის არქივი – ძველი, კარგი პოსტების მოძებნა გაცილებით ადვილია

2. გეხმარება საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციაში – გუგლი უფრო ადვილად აინდექსირებს არქივებში ჩაძირულ პოსტებს.

3. იზიდავს მკითხველს და მოტივაციას უჩენს მას, რეგულარულად შემოიხედოს თქვენს ბლოგზე სასარგებლო კონტენტის წასაკითხად.

გააპიარეთ სასარგებლო გვერდი

მსგავსი სასარგებლო გვერდების გაპიარება სოციალურ მედიაში უფრო მეტ მკითხველს შეგძენთ ვიდრე – ბლოგის მთავარი გვერდისა, რადგან როგორ უკვე ავღნიშნე, მსგავსი პოსტების ნაკრები უფრო ადვილად გაარკვევს ახალ მკითხველს ბლოგის სტრუქტურაში და აიძულებს მას ძველი პოსტების წასაკითხად კიდევ და კიდევ დაბრუნდეს ბლოგზე.

დავალება:

შექმენით სასარგებლო გვერდი და განათავსეთ მისი ლინკი გამოსაჩენ ადგილას. შეგიძლიათ საქმეს კრეატიულად მიუდგეთ და პატარა ბანერიც გააკეთოთ, რომელიც თვალს ლინკზე მეტად მოიტაცებს.

სასარგებლო გვერდების ლინკები როგორც ყოველთვის კომენტარებში გამოუშვით! :)

რეიტინგები – მერვე კვირა

ეს არის “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებისათვის” კურსის სტუდენტების რეიტინგი.

ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ დავალებების კეთება – შეგიძლიათ ამ წუთიდან შემოგვიერთდეთ.

გახსოვდეთ რომ პირველი სამი ადგილი საპრიზოა!

ვინც 30 გაკვეთილის დასრულებისას მოიპოვებს ამ საპრიზო ადგილებს, მათ სასიამოვნო საჩუქრები ელით ;)

მაშ ასე!

მერვე კვირის შედეგები სტუდიაში!

  • კიკიტო – 24 ქულა
  • Meloholica – 19 ქულა
  • თაა – 19 ქულა
  • Chaotic – 18 ქულა
  • Angeldilo – 15 ქულა
  • ლილიანი – 14 ქულა
  • Kate_Alukard – 11 ქულა
  • Killer – 6 ქულა
  • vasasi -6 ქულა
  • ნატოშა – 3 ქულა
  • ირინა_ქ – 3 ქულა
  • რაჭველა – 3 ქულა
  • Mr.Picasso – 3 ქულა
  • Supernatural – 3 ქულა
  • Alice – 2 ქულა
  • უტვინო – 2 ქულა

თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ Excel-ის ცხრილი (სადაც მაქვს დათვლილი ქულები).

თუ რომელიმე დავალება გამომრჩა და არ არის ცხრილში შეტანილი მომწერეთ კომენტარებში და გამოვასწორებ!

კიდევ ერთხელ ვამახვილებ თქვენს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ თუ არ გაგიკეთებიათ არცერთი დავალება – ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

დაიწყეთ ახლავე – 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს

#9: გადაჭერი მკითხველის პრობლემა

ეს გახლავთ რიგით მეცხრე გაკვეთილი პოსტების სერიაში 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის.

magicbox

თეორია

დღევანდელი თქვენი გაკვეთილი ეხება, მკითხველისთვის პრობლემის გადაჭრას.

ამ ‘დავალებას’ ბევრი წარმატებული ბლოგერი ყოველდღიურად თავისი სურვილით ასრულებს.

მათი მოტივაციაა:

  1. მკითხველებზე შთაბეჭდილების მოხდენა
  2. მკითხველების მოტივირება მეორედაც დაბრუნდნენ ბლოგზე
  3. მკითხველების მოტივირება გაავრცელონ ბლოგი მეგობრებში

პრობლემების აღმოჩენის 6 მეთოდი

1. გადაჭერით საკუთარი პრობლემები

მშვენივრად მოახერხა ეს ჩვენმა მეგობარმა ბლოგერმა – კიკიტომ, როდესაც დაწერა პოსტი Email Me from Blogger.

კიკიტოს გაუჩნდა სურვილი გაეკეთებინა ბლოგის sidebar-ში ისეთი ბმული რომელზე დაწკაპუნებითაც მკითხველი პირდაპირ მისწერდა მას იმეილს. Continue reading

Blogger.com with Custom Domain

large-hosting

მთხოვეს დაწერეო ტუტორიალი დომენის მიბმის შესახებ, მაგრამ რომც დამეწერა უმეტესობა ვერ გააკეთებდა.

ამიტომ გთავაზობთ ასეთ ვარიანტს…

მთელი მუღამი იმაშია რომ ბლოგსპოტზე ებმება ჰოსტი და არა დომენი.

თუ ჰოსტი გაგაჩნიათ მაშინ ვერ ვხვდები რად გინდათ ბლოგსპოტი, როდესაც შესაძლებელია ვორდპრესის ძრავის დაყნება და მშვიდად ცხოვრება.

თუ ჰოსტი გაგაჩნიათ, მაგრამ მაინცდამაინც ბლოგსპოტი გსურთ, ჰოსტინგის სერვისი რომელიც Sweet.ge-ს (ანუ მე), Spieler.ge-ს და Tiny.ge-ს ემსახურება, იძლევა უფასო შეუზღუდავ ჰოსტინგს ყველა ბლოგერისთვის და შეგიძლიათ მოგვმართოთ!

აქვე მივაწერ, რომ ვორდპრესის ბლოგების ინსტალაციას/გამართვა, დიზაინების შექმნ შეგიძლიათ მე შემიკვეთოთ.

ამ ამბავში ჰოსტი არაფერ შუაშია, ეს ჩემს მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მომსახურებაა.

ანუ საბოლოოდ – თქვენ გაქვთ შემდეგი ვარიანტები:

მიბმა .Com დომენზე:

1) თუ დომენი შეძენილი არა გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ ბლოგსპოტის ადმინკიდან შეიძინოთ და ის ავტომატურად მიებმება ბლოგს.

2) თუ დომენი შეძენილი გაქვთ, იგი უნდა მიაბათ ჰოსტინგს. მიბმის პროცესის შესახებ ადმინკაში არის ტუტორიალი და ჰოსტინგის არსებობის შემთხვევაში ეს ძალიან მარტივი პროცესია.

მიბმა .Ge დომენზე:

1) თუ დომენი შეძენილი არა გაქვთ, შეუკვეთეთ registration.ge-დან NS-ებში ჩაწერეთ თქვენი ჰოსტის მიერ მოცემული NS-ები (თუ ჩემი ჰოსტი გინდათ, მომწერეთ და მე მოგცემთ NS-ებს!)

2) თუ დომენი შეძენილი გაქვთ უნდა შეიძინოთ ჰოსტი რადგან რეგისტრაციისას NS-ები დაგჭირდებათ. (ან ისევ და ისევ აიღოთ ჩვენი ჰოსტი, რომლის NS-ებია: ns.alva.ge და ns2.alva.ge)

ვიცი რომ ეს არ არის სრულყოფილი ტუტორიალი, მაგრამ ამაზე კონკრეტულად ვეღარ დავწერ. ყველა ჰოსტს თავისი ადმინკა აქვს და თავისებურად დასჭირდება მიბმა.