Tag Archives: ბლოგერული ძალა

#7 იპოვეთ მეგობარი ბლოგერი

ეს პოსტი ეძღვნება ჩემს მეგობარ ბლოგერს!

ეს არის მეშვიდე გაკვეთილი პოსტების სერიაში: 30 გაკვეთილი უკეთესი ბლოგისთვის

დღევანდელი გაკვეთილი შეეხება ბლოგერების მეგობრობას… ამას წინათ ვდარდობდი ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ მეთქი, ჰოდა დროა დამეგობრდეთ, მეგობრებო :D

თეორია

თუ გსურთ წარმატებული და პოპულარული ბლოგი გქონდეთ, იპოვნეთ ადამიანი (ან ადამიანები), ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მერწმუნეთ, სხვა ბლოგერთან ძალების გაერთიანებით დიდ ხეირს ნახავთ.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს მეგობარი ბლოგერი: (წყარო)

1. მას შეუძლია შეაფასოს თქვენი პოსტი მის გამოქვეყნებამდე

– უამრავჯერ მიჩვენებია ზოგიერთი პოსტი გამოქვეყნებამდე თინისთვის. უამრავჯერ მოუცია მას შენიშვნა და უამრავჯერ გადამიხდია მისთვის მადლობა ამის გამო. ასევე პირიქით, ის მაჩვენებს ხოლმე თავის პოსტებს და მე ვეუბნები, რა შეიძლებოდა სხვანაირად დაეწერა.

2. იგი ყოველთვის მოგისმენთ და გაიგებს თქვენს სიტუაციას

– ხანდახან არ ღირს ხოლმე ძალიან გაბრაზებული პოსტების დაწერა. როცა ეს მინდება, უბრალოდ ვრთავ მესინჯერს და ვინმეს ვუყვები ყველაფერს. თუ თქვენც იგივეს გააკეთებთ და ეს ვინმე – მეგობარი ბლოგერი აღმოჩნდება – დამიჯერეთ, არ წააგებთ. პირველ რიგში, ის გირჩევთ საერთოდ ღირს თუ არა ამაზე დაწერა, მეორე რიგში, უამრავ რჩევას მოგცემთ კონკრეტულად სიტუაციის შესახებ და მესამე რიგში, პირველი იქნება, ვინც დააკომენტებს პოსტზე – ეს კი ნამდვილად სასიხარულოა.

3. თქვენ შეგიძლიათ რაიმე პროექტის ერთად დაწყება

– მე და თინი საათობით ვმჯდარვართ და პროექტებზე გვიფიქრია. მართალია, მას ყოველთვის ეზარება რაღაცეების კეთება, მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომელიმე ჩემს მომავალ პროექტში ისე ჩავითრიო, რომ ვეღარ ამოძვრეს.

4. ის აუცილებლად დაგლინკავთ თავის პოსტებში, თქვენ დალინკავთ მას თქვენსაში.

5. თქვენ შეგეძლებათ გაავრცელოთერთმანეთის პოსტები სოციალურ ქსელებში

6. თქვენ შეგეძლებათ ერთმანეთის ქომიუნითი-ების გაზიარება

– ო, ეს ძალიან საინტერესო პუნქტია. მე და ჩემი მეგობარი ბლოგერი სხვადასხვა სამყაროებს მივეკუთვნებით. თვით ონლაინ სოციუმებიც კი არ გვაქვს საერთო. მე – ანტიკური Forum.ge-ელი ვარ, ის კი თსუ-ს ფორუმის ძირძველი შთამომავალი. ასე და ამგვარად ხვდებოდა თურმე ჩემი პოსტების ლინკები რაღაც პერიოდის განმავლობაში თსუ-ს ფორუმზე, ისე რომ მე აზრზეც არ ვიყავი. ჰეჰეე…

7. ერთმანეთს დაეხმარებით მოტივაციის შენარჩუნებაში

– რაც მახსენდება… ამას გადახედეთ after კრიზის.

8. შეგეძლებათ ერთმანეთის ბლოგებზე გესტ-პოსტების წერა

– იხილეთ ჩემი პოსტი თინის ბლოგზე, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული გახდა მის ბლოგზე, ყოველ შემთხვევაში 37 კომენტარი აქვს.

9. შეგიძლიათ ერთმანეთის უნიკალური ტალანტების გაზიარება

– მოგეხსენებათ, ძალიან კარგად გამომდის კოდებთან ურთიერთობა. შესაბამისად, თინის ბლოგს უმეტესწილად მე ვუვლი ხოლმე, ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში – ვეხმარები. სამაგიეროდ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ფოკუსირებული ვარ ჩემი ბლოგის ტექნიკურად გამართვაზე და კოდებში ვიხლართები, ის ბევრი კრეატიული იდეებით მამარაგებს.

10. თქვენს განკარგულებაში ორჯერ უფრო მეტი ბლოგერული ძალა იქნება

– რაც ნიშნავს: +1 Like facebook-ზე, +1 ბლოგროლ.გე-ზე ან +1 ხმა ნებისმიერ ბლოგერულ შეხლა-შემოხლაში.

Continue reading