Tag Archives: ბარკემპი

ახალი დიზაინი: cupcakes

ისე მომწონს ეს ახალი დიზაინი მზად ვარ ყოველ საათში ახალი პოსტი ვწერო. არ ვიცი რატომ მოქმედებს ეს დიზაინის ფენომენი ბლოგერზე, მაგრამ ბევრისგან გამიგია რომ როცა დიზაინი მოსწონთ უფრო შთაგონებით წერენ პოსტებს.

ისეთი არაფერი მახსენდება, რომ დავწერო ახლა და უნდა მივედ-მოვედო რაღაცეებს.

არ ვიცი მეჩვენება თუ რა არის, მგონი ბლოგიი შესამჩნევად აჩქარდა, ისე აღარ ჭედავს, როგორც წინა დიზაინის დროს…

ეჭვი მქონდა, რომ დიზაინის ბრალი იყო და ახლა დავრწმუნდი რა.

ალექსას რანკი ისევ გამეზარდა. მსოფლიოს პირველ 500,000 საიტში ვარ უკვე.

ზაფხულის ბოლომდე მიზნად მაქვს დასახული ტოპ 100,000 :D

* * *

დღეს მე და თინის ინდური ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე გვინდოდა წასვლა მაგრამ ვერ წამოვიდა… სახლში დასაჯეს თუ რაღაც… მერე მეც დამეზარა მარტო წასვლა, ჰოდა მომიწია მთელი დღე სახლში ყოფნა. არადა ახლა ხო მექნებოდა კაი ფოტოები დასაბლოგად და შეიძლება მეშოპინგა კიდეც…

* * *

ახალი ამბავი მაქვს, 17 აპრილს ერევანში იწყება ბარკემპი და იქ ვაპირებ წასვლას. რაღაც დაფინანსება იჩითება მგონი. მოკლედ ბაქოს გადავიტან რამენაირად… თან თუ არ ვცდები აღდგომის 4 დღე ემთხვევა ზუსტად. კაი 4 დღიანი შვებულება გამოვა…

მაგრამ რაღაც ისე აღტაცებული არ ვარ, როგორც ბაქოზე ვიყავი. თითქოს ჩაწყვეტილი მაქვსო ყველაფერი.  :( Continue reading

Barcamp Caspian 2009

ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე დავესწრო 2009 წლის ბარკემპს ბაქოში და ავიყოლიე ჩემი ქმარიც. :jump:

მარტო ჩემი ქმარი კი არა მგონი ყვავა და პიკოლინაც ავიყოლიე… თუ გამოვიდა ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ, ძალიან მხიარული მოგზაურობა გამოგვივა.

რაც მთავარია, ყველა ბლოგერს შეუძლია დაესწროს ბარკემპს ანუ შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად წამოვიდეს.

რა არის ბარკემპი?

იხილეთ სტატია ვიკიპედიაში – BarCamp

BarCamp Caspian is an International conference for Information Technologies, Internet and New Media specialists.

It is a part of global ‘BarCamp’ conference movement that is known for its’ open and constructive structure where everybody helps to organize and bring new ideas that make the context always new, interesting, helping and teaching.

The main idea of the BarCamp Caspian’09 is to promote and exchange the current developments that are driving the global Internet industry, new media projects and the working life of those who are scientifically or professionally occupied in this field of activity.

The conference will consist of simultaneous 4 sessions which include presentations, workshops, messages and discussions, will be held at once, each of them being 30 minutes long. More than 50 presentations will be held during the day. Participants are free to choose any sessions and topics to visit and make presentations about.

Continue reading