Tag Archives: ბაკურიანი

საახალწლოდ

გადავწყვიტე რომ ხშირად ვპოსტო. ხშირად = ხშირად. შესაძლოა ზოგჯერ უბრალოდ ერთი ფოტო ან წინადადება დავპოსტო, იმედია არ მიწყენთ :)

სამსახურში ვარ და ველოდები facebook-ზე საკონკურსო ფოტოების ატვირთვას (ვისაც აინტერესებს – დეტალები).

დღეს შუადღისას ბაკურიანში მივდივარ 1 კვირით. ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს. პირდაპირ სამსახურიდან სამარშუტო ტაქსში უნდა ვდურთო თავი. ახალ წელს იქ შევხვდები. ძალიან მიხარია, უზომოდ. ეს პირველი ახალი წელი იქნება რომელსაც ოჯახის გარეშე შევხვდები.

დღეს დილით სამსახურში რომ მოვდიოდი, ტაქსისტმა (როგორც ტაქსისტებს სჩვევიათ) წუწუნი დაიწყო: “ეჰ, ზოგისთვის ახალი წელია, ზოგისთვის კი გაჭირვება და უბედურებაო… ჩემთვის ახალი წელი მაშინაა, როცა ფული მაქვსო…”

ჩემთვის სულაც არ არის ეგრე :( როგორ შეიძლება, ახალი წელს გრძნობდე მხოლოდ მაშინ, როცა ფული გაქვს? ესე იგი ყოველი თვის ბოლოს ხელფასი რომ მერიცხება, ახალი წელი უნდა მქონდეს?

ახალი წელი წელიწადში ერთხელ მაქვს. მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა ფული, გარემო და განწყობა, ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება მომავლის იმედთან და მხნეობასთან. ჭამა–სმა და ღრეობა ჩემთვის ახალი წელი არ არის. ახალი წელი ასევე არ არის ფეირვერკები. არც საახალწლო კონცერტები.

ახალი წელი მინდა სადმე ტყეში, თოვლში. ასეთ ადგილას. ზედმეტი ხმაურისა და ბათქა–ბუთქის გარეშე.

წელს მექნება მხოლოდ 1 ბოთლი ღვინო, თბილი ჩუსტები და სიხარულით სავსე გული. მეტი არაფერი არ მჭირდება ახალი წლის დასახვედრად.

გარეთ თოვლიც თუ იქნება… :love:

What I’ve Been Up To

ბოლო დროს იშვიათად ვიცლი საწერად. არადა რამდენი რამ ხდება.

არა, არა, ეს წინადადება სხვანაირად უნდა დამეწყო:
ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ საწერად ვეღარ ვიცლი.

ბოლო ერთი თვის მანძილზე:

  • ექიმმა დამინიშნა სათვალე, რომელიც კომპიუტერთან და კითხვის დროს უნდა მეკეთოს.

  • სტუმრად მიმიწვიეს ფორტუნა პლიუსზე გადაცემა “ბლოგომანიაში”.

მთელი თინეიჯერობა “ფორტუნა პლიუს”-თან ერთად მაქვს გატარებული. ვიცოდი ყველა DJ, ყველა გადაცემა, 24/7-ზე რადიო მქონდა ჩართული. ერთი პერიოდი DJ-ობაზეც კი ვოცნებობდი. ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ რადიომ ჩამოაყალიბა (იმიტომაც მეძახის ყველა – პაპსავიკს :D ). ამ რადიო სადგურმა ჩემზე და ჩემს თაობაზე მართლა დიდი გავლენა მოახდინა და მე მომწონს ეს გავლენა. დღემდე მჯერა – “ფორტუნა პლუსი”, MTV და ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, ახლა ასეთი არ ვიქნებოდი, არც ეს ბლოგი მექნებოდა, არც თქვენ წაიკითხავდით ამ სიტყვებს. ა, ხო, და ეს რეკლამა არ იყო. დღეს მე რადიოს საერთოდ აღარ ვუსმენ (თუ internetradio.ge-ს არ ჩავთვლით). Continue reading