Tag Archives: აქცია

დიალოგიო?!…

Woot woz zet?

spyვინც გაიცინოს ეშმაკი იყოს! :yes:

საპროტესტო აქცია

ხვალ  3 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იმართება განმეორებითი აქცია ”დიდი ათეულის” მხარდასაჭერად.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:  http://www.gevision.tv/

უგემური პიცა

დღეს ძლიან დატვირთული დღე იყო. ვიარე მთელი დღე.

დანიურ სახლში შევიარე, საახალწლო რაღაცეები აქვთ მოტანილი და შესასვლელში ყავა ”პელე”-ს აქცია იყო. მიმიპატიჟეს ყავა დალიეო. მეც მივედი და დამალევინეს რაღაც ახალი ყავა ”პელე ჩემპიონი”. ძაან გემრიელი იყო. თან მაღაზიას ვათვალიერებდი თან ყავას ვსვამდი. ძალიან სასიამოვნო იყო.

გადავწყვიტე მეყიდა ის ყავა და ჩექაუთის დროს კალამი მაჩუქეს. :jump:

უფრო დიდ ქილაში რომ მეყოდა მგონი ჩაიდანს მაჩუქებდნენ :user: იქვე ედოთ და ვერ ვკითხე…
მერე გამოსვლისას იმ გოგოს სურათი გადავუღე და ყავის ჭიქებს. მევასება ეგეთი რაღაცეები. თავი ამერიკაში მგონია :D

ყავა პელეს აქცია

ყავა პელეს აქცია

0512200895

ჭიქები :)

მოკლედ დანიურში საახალწლო განწყობა დამეუფლა და გადავწყვიტე რომ კოტე სანამ ჩამოვა ნაძვის ხე  ავაწყო და დავახვედრო. ძალიან გაუხარდება ხვალ იქნებ გუდვილშიც გავიარო და რამე ახალი სათამაშო ვიყიდო ნაძვისხისთვის. :user:

მერე ერთი პატარა შეხვედრა მქონდა საქმიანი. კარგი წინადადება მივიღე. დიდი ხანია მინდა მაგ საქმისთვის ხელის მოკიდება და ფული არ მქონდა. აქ კი ყველაფერს გამზადებულს მაძლევენ უბრალოდ მენეჯმენტი მეხება როგორც გავიგე. და იდეები ბევრი იდეები! :love:

საღამოს ყვავას ავადექი სახლში. ორ ახალ პროექტზე დახმარება ვთხოვე. მოეწონა. მგონი რაღაც გამოვა. ჯერ კიდევ შესათანხმებელია ერთ ადამიანთან. ერთი პროექტი მუსიკალურია. მეორე – ვიდეო.

მერე წავედი ძევიშნიკზე ფანტასტიკოში. ეგ რაღაც იტალიური რესტორანია. მე, დოდკა, ჰანი, პიკოლინა და ნატალი ვიყავით. დანარჩენებმა ვერ მოახერხეს მოსვლა. პიცა და პასტა საშინლად უგემური იყო. :( მანდ მეორედ აღარ მივალ. ყველაზე კარგი პიცა მაინც გუდვილის კაფეშია.

მერე ნატალიმ და ოთომ წამომიყვანეს სახლში. ერთი საათი იქნება რაც მოვედი.

რაღაც უგემური პოსტი გამოვიდა. :(

ცუდ ხასიათზე ვარ. სახლში რომ მოვედი ემესენი აციმციმდა. იმან მომწერა და დავიგრუზე.

პ.ს. ხვალ სახლი უნდა დავალაგო. არ დამეზაროს რა! :(

p.p. s. იმის დაწერა დამავიწყდა, რომ დღეს სახლიდან რომ გამოვედი, ერთი ნახევარი საათი შიშის გრძნობა მქონდა. გუშინდელი პოსტის გამო. მეგონა შიშველი ვიყავი და ყველა მე მიყურებდა. ალბათ გამივლის ხო? :(

X