Tag Archives: აურა

End of Highschool Drama

წუხელ დოდკამ მომწერა, ძალიან დავიღალე ამ დაძაბულობით და მოდი ვილაპარაკოთო.

დაახლოებით 3 საათი ვლაპარაკობდით.

მითხრა, ბევრ რამეში ხარ მართალიო… გავარკვიეთ ყველა ბუნდოვანი საკითხი, რაც გვქონდა ერთმანეთთან და დავასკვენით, რომ არაფერი არ გვაქვს გასაყოფი და საჩხუბარი.

პირიქით, საქმეში საუკეთესო გუნდი ვართ და ერთად იმდენი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია… ჩვენ კიდევ ამ დროს კონფლიქტში ვფლანგავთ, ნერვებს ვისახიჩრებთ, გარშემო ცუდ აურას ვქმნით…

ამოვისუნთქე ამ ლაპარაკის შემდეგ… ბოლო დღეები ისე ცუდად ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი დაძაბულობისგან, ათასი იდეა და საქმე მქონდა მოწოლიილ და გიჟივით F5-ს ვაჭერდი, აბა ვინ რა მომწერა და ვინ რა მიპასუხა.

რა ვისწავლე ამ კონფლიქტიდან:

  • არ უნდა ვენდო ადამიანებს ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს
  • სანამ სხვას რამეზე აგრესიულ პასუხს მივწერ უნდა ავდგე კომპიუტერიდან, გავიარ-გამოვიარო, კარაქიანი პური შევჭამო, ცივი წყალი დავაყოლო და თუ მაინც შემრჩება აგრესია, მაშინ ვუთხრა ის, რასაც მართლა ვფიქრობ…
  • რამდენიმე ადამიანზე რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა

განმიმტკიცდა რწმენა რომ: Continue reading

Feng Shui

რამდენიმე დღის წინ ნანუკას ბლოგზე წვაიკითხე პოსტი რომ სახლი ფენ შუის სტილში უნდა მოვაწყოო და დავინტერესდი რა იყო ფენ შუი. სიტყვა გაგონილი მქონდა მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა არ ვიცოდი.

დღეს ჩავატარე მცირე კვლევა და რაღაც e-წიგნიც გადმოვწერე ფენ შუის შესახებ. ისე ჩამითრია და გამიტაცა მეტი რომ არ შეიძლება.

აქვე: ვინმეს ქართულად თუ გაქვთ ფენ შუის შესახებ რამე წიგნი ან ბროშურა, სიამოვნებით ვითხოვებდი. :user:

მაშ ასე…

რა არის ფენ შუი?meditation_feng_shui

ფენ შუი არის ძველი ჩინური ხელოვნება. სახელი ჩინურად ნიშნავს ”ქარი და წყალი”.

ქარსაც და წყალსაც უდიდესი ენერგია აქვს, რაც ჩვენს ცხოვრებას დადებითი აურით ავსებს. ფენ შუი თავისი ძირეული აზრით ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების – ყველაფერი რაც გარს გვაკრავს ყოველდღიურად – მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის (წყლისა და ჰაერის მსგავსი) ნაკადის შესაქმნელად.

ფენ შუი ძირითადად საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მოწყობის ფორმულაა, თუმცა იგი ასევე იძლევა რჩევებს ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად.

ისე დავინტერესდი, რომ ბლოგზე დავიწყებ სხვადასხვა საინტერესო სტატიების გადმოქართულებას ფენ შუის შესახებ, რასაც ინტერნეტში ძრომიალისას წავაწყდები. მოდით დღეს ზოგადი აურის გასაწმენდი რჩევებით დავკმაყოფილდეთ:

  • ღრმად ჩაიხედეთ საკუთარ გულში და არ შეგეშინდეთ ამის! ეს ერთადერთი გზაა განავითაროთ და შეცვალოთ საკუთარი თავი. იყავით საკუთარ თავთან მართალი – თქვენ იმსახურებთ სიმართლეს და დაფასებას.
  • გაშალეთ ხელისგულები, დახუჭეთ თვალები და გაიწოდეთ ხელები მაღლა, თითქოს ელით რომ ვიღაცამ უნდა აგწიოთ და გულში ჩაგიკრათ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სული გააერთიანოთ სამყაროსთან (ჩემს წინა პოსტს მაგონებს ეს ფრაზა)
  • წარმოიდგინეთ თქვენი გულიდან, ფილტვებიდან და ხელისგულებიდა გამოსხივებული ენერგია და ეს ენერგია ეხება ყველაფერს რაც გზად შეხვდება.
  • განასხივეთ ენერგია თქვენი სხეულიდან, გაგზავნეთ იგი სამყაროს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში
  • ხმამაღლა გაიმეორეთ მანტრა: ”მე მზად ვარ ნებისმიერი სახის დადებითი ცვლილებისკენ”

შემდეგი პოსტი ამ თემაზე იქნება ფერების მნიშვნელობა ფენ შუის მიხედვით.

პ.ს. ხვალ ვაპირებ სახლის კარგად დალაგებას და ფენ შუის პრინციპების განხორცილებას.