Tag Archives: ანეკდოტი

ჩარგალი

გამგზავრება

9-ს რომ 15 აკლდა დევიმ დამირეკა. ზუსტად 2 წუთის გახელილი მქონდა თვალები. უაზროდ ჭერს მივშტერებოდი და ვიხსენებდი ვინ ვიყავი, რა დღეა, სად ვარ და რატომ რეკავს ეს მაღვიძარა. დევის ხმამ გამომაფხიზლა და ისეთი სისწრაფით დავიწყე ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და თან ჭამა, რომ გაოცებულმა დედაჩემმა ერთი მომაძახა “რამე არ დაგრჩეს” და “არ დააგვიანოო”. მეტის თქმას მაინც ვერ მოასწრებდა.

სასწრაფოდ ტაქსში ჩავხტი და შეხვედრის ადგილისკენ ანუ – სპორტის სასახლისკენ გავეშურე.

შეხვედრის ადგილზე 9 ბლოგერი დამხვდა: ლეონსიო, დევი, Kate Alukard, Doody, წყარო, ბექა, ჰექსე, ნიკა და კნუტი.

გვაკლდა მხოლოდ ლანდიშა და ფსიქე. ფსიქეც მალევე მოვიდა. ლანდიშა კი, რომ გადავურეკეთ ახალი გაღვიძებული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ მისთვის სახლში გაგვევლო.

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, დათო, დევის ნაწილი

ლეონსიო, ბექა, წყარო, ალუკარდი, Doody, დევის ნაწილი

წყარო, ჰექსე, დათო, ალუკარდი, კნუტი

წყარო, ჰექსე, Doody, ალუკარდი, კნუტი

ყველაზე მეტად ბაზარში საჭმლის ყიდვის პროცესი გაიწელა. ლეონსიო ბექა და ნიკა წავიდნენ. ჩვენ სამარშუტო ტაქსში დავრჩით. დაგვცხა, მოგვწყურდა, საწყალი ლანდიშაც თურმე ტრასაზე გველოდებოდა იმდენი ხანი, მაგრამ “ესეც გაივლისო” უთქვამს ბრძენს და 12 საათი იქნებოდა როცა თბილისიდან გავედით. ეს კი მართლა ღირდა ამდენ ლოდინად.

ლეონსიო და ბექა

ლეონსიო და ბექა

მე და დევი ერთად ვისხედით და ბლოგის ბრენდინგზე, განვითარებაზე და სტრატეგიებზე ვსაუბრობდით. მერე გლამურულ თემებს და ჟურნალ კოსმოპოლიტენსაც გადავწვდით. ორივე იქ ვმუშაობდით. საუბარმა ისე გაგვიტაცა და გზა ისე გაილია, ვერც გავიგე. ამასობაში ჟინვალის წყალსაცავს მივადექით და მცირე ფოტოგრაფიულ-ბლოგერული შესვენების მოწყობა გადავწყვიტეთ. Continue reading