Tag Archives: ამფითეატრი

ახალი მედიის ფორუმი – დაგვიანებული პოსტი!

12 და 13 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართა, სადაც ყველა ბლოგერს, ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეეძლო დასწრება.

პირველი დღე, ავტობუსში

პირველი დღე, ავტობუსში

პრეზენტაციები

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იმ პრეზენტაციების უმეტესობას, რომელთა მოსმენაც მინდოდა ვერ დავესწარი – მაგ დროს მე თვითონ მქონდა პრეზენტაციები.

პირველ დღეს პერსონალურ ბლოგებზე ჩავატარე პრეზენტაცია, რომელსაც 15-მდე ადამიანი დაესწრო (მათ შორის იყო სოროსის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც კომპლიმენტებით ამავსო და ძალიან გამიხარდა!)

პრეზენტაციის ვირტუალური ვერსია:

ფორუმის პირველ დღეს ძალიან დავიღალე, გამოუძინებელი ვიყავი, ვერც უცხოელებიდან გავიცანი ვინმე და ვერც ქართველებიდან.

მეორე დღე უფრო დატვირთული აღმოჩნდა. Continue reading

ახალი მედიის ფორუმი – განახლება

დღეს გახდა ცნობილი პრეზენტაციების და სემინარების განრიგი და ასევე წამომსვლელთა ვინაობა.

ჩემი პრეზენტაციები ჩატარდება:

ორშაბათს, ამფითეატრში, 11:30 —12:30

პირადი ბლოგების ძალა ~ გაიგე რით სჯობს პირადი ბლოგები თემატურს, რა ძალას ფლობენ პირადი ბლოგების ავტორები, როგორ შევქმნათ საუკეთესო პირადი ბლოგი. დაესწარი საქართველოში ყველაზე პოპულარული პირადი ბლოგის ავტორის პრეზენტაციას და გაიგე მეტი ე.წ. ”პერსონალკებზე”.

სამშაბათს, ამფითეატრში, 10:00 —11:00

WordPress – საუკეთესო ბლოგპლატფორმა ~ ვორდპრესის ძრავი მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოწონებადია პროფესიონალ ბლოგერებს შორის. გაიგე ტექნიკური დეტალები და ვორდპრესის შესაძლებლობები.

სამშაბათს, მწვანე პავილიონში, 15:30 —16:30

ის, რაც ყველა ბლოგერმა უნდა იცოდეს ~ გინდა პოპულარული ბლოგი გქონდეს? მკითხველების რიცხვი ერთი ათად გაგეზარდოს? მაშინ დაესწარი ამ პრეზენტაციას და შეიძინე ყველა ის აუცილებელი უნარ-ჩვევა, რაც ყველა ბლოგერს უნდა გააჩნდეს. ყველაზე პრაქტიკული რჩევები და ხერხები დამწყები ბლოგერის წარმატებისთვის!

მოსაწვევები უკვე დაგზავნილია. შეამოწმეთ იმეილები.

მთაწმინდის პარკში შევხვდებით!