Introduction Week v.2.0

დღეს იწყება მეორე სემესტრის შესავალი კვირა.

დაახლოებით 700 ახალი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა ხრონინგენში. ამ კვირაში ისინი ზუსტად იგივე გამოცდილებას მიიღებენ, რაც მე აგვისტოში მივიღე. ამჯერად ჩემი მონაწილეობა იმით განისაზღვრა, რომ ESN-ის წარმომადგენელი და ჯგუფის ლიდერი გავხდი. მე და ანდრე ერთად ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენი ჯგუფის ნომერი 31-ია. დაახლოებით 12-მდე სტუდენტი მოგვბარდება.

პირველი დღე შედარებით მარტივია: ჯერ ქალაქის ცენტრი უნდა დავათვალიერებინოთ, შემდეგ ჩვენთან საერთო საცხოვრებელში ვახშამი გავუმართოთ და ღამე – კლუბში წავიყვანოთ. მომდევნო დღეებში ექსკურსიები, სპორტული და კულტურული აქტივობები, წვეულებები და სხვა საინტერესო რამეებია დაგეგმილი.

ერთი სიტყვით, იდეა ისაა, რომ ძველმა სტუდენტებმა ახლებს გზა გაუკვალონ და ხრონინგენული სტუდენტური ცხოვრების ფერხულში ჩააბან.

The sexiest branded t-shirt i've ever worn ^^ #Groningen #GROIntroWeek #esnguide #esn #introductionweek

A photo posted by Mariam Sweet (@belladore) on

ეს ჩვენი ჯგუფია: ორი ამერიკელი, ორი ესპანელი, ერთი ავსტრიელი, ერთი შვეიცარიელი, ერთი პოლონელი, ერთი მალაიზიელი, ერთი ჩინელი და ერთი ბულგარელი. როგორც წინა პოსტებში ვახსენე, ანდრე ბრაზილიელია.

Intro Week 2

პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, კლუბები მოვიარეთ. ბავშვებმა ბანძი კოქტეილები დალიეს – ვერცერთი ვერ დათვრა.
მე ვერ ვსვამ. 28 დღიანი უშაქრო დიეტა დავიწყე და არაფერს არ ვიღებ, რაც შაქარს შეიცავს – ამას სხვა პოსტში მოვყვები.

ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. მთავარი ეს არის. ასეთ ინტერნაციონალურ ჯგუფებში ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიური დამოკიდებულება. საბედნიეროდ დიპლომატია უხვად დამაბერტყა ბუნებამ. ნებისმიერ სიტუაციაში ფასილიტატორი ვხდები და ყველა კონფლიქტს უსისხლოდ ვაგვარებ. მთავარია, მე არავინ გამაბრაზოს. :)

Cute shots from last night. I didnt drink any though… ^^

A photo posted by Mariam Sweet (@belladore) on

აქვე უნდა ჩავინიშნო ერთ-ერთი ამერიკელი გოგოს, ალექსას ბლოგ პოსტი ინტრო-ვიკის შესახებ.

ერთ-ერთ დღეს კულტურული აქტივობები გვქონდა. მე ჰოლანდიის ისტორია და იმპროვ-კომედიის კლასები ავირჩიე.

იმპროვ-კომედია, ანუ იმპროვიზაციული თეატრი, ძალიან მაგარი რამეა. აქ არ არსებობს წინასწარი სცენარი, მსახიობები უშუალოდ სპექტაკლის მიმდინარეობისას იგონებენ რეპლიკებს და სიუჟეტს. მეგონა, განსაკუთრებული იუმორის/თეატრალური ნიჭით უნდა ყოფილიყავი დაჯილდოებული ეს რომ შეგძლებოდა, მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა. არსებობს სპეციალური წესები და ტექნიკები, რომლებიც შეგიძლია აითვისო და ამის შემდეგ იმპროვიზირება ყველას შეუძლია – თუმცა მე გამიძნელდა. ერთადერთი და უმთავრესი წესი, რასაც იმპროვი მოითხოვს, საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლაა.

როორც წესი, ყოველთვის ვცდილობ კომფორტის ზონიდან გავიდე ხოლმე. სწორედ ამიტომ მიყვარს მარტო მოგზაურობა, საკუთარ თავს არასტანდარტულ სიტუაციებში ვაგდებ და მომწონს დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ვიზრდები ამ სიტუაციებში. მაგრამ იმპროვის დროს უამრავი “მოწმე” გყავს და შეგრძნებები ათმაგად მძაფრია. ინგლისურ ენაზე იმრპოვიზირებაც გამირთულდა. ალბათ ოდესმე კვლავ მივუბრუნდები, მაგრამ ახლა არა, ისედაც ძალიან სტრესულ გარემოში მიწევს ცხოვრება…

ამ ფოტოზე ფრანგ ბიჭთან ვცდილობ იმპროვიზირებული დიალოგის გაბმას, სადაც მოსაუბრის ყოველი რეპლიკის ბოლო სიტყვები შეძლებისდაგვარად უნდა გაიმეორო და შენი იდეა დაამატო. ეს სავარჯიშო აქტიური მოსმენის უნარს ავითარებს. სათქმელად ადვილია, განსახორციელებლად – საკმაოდ რთული…

improv

იმპროვ-კომედიის დასი, რომელმაც ჩვენ ჩაგვიტარა მასტერ კლასი, გრონინგენის ინგლისურენოვანი დასია – Stranger Things Have Happened. მათი წარმოდგენების ნახვა დასის Youtube-ის არხზეც შეგიძლიათ.

ახალი დიზაინი: cupcakes

ისე მომწონს ეს ახალი დიზაინი მზად ვარ ყოველ საათში ახალი პოსტი ვწერო. არ ვიცი რატომ მოქმედებს ეს დიზაინის ფენომენი ბლოგერზე, მაგრამ ბევრისგან გამიგია რომ როცა დიზაინი მოსწონთ უფრო შთაგონებით წერენ პოსტებს.

ისეთი არაფერი მახსენდება, რომ დავწერო ახლა და უნდა მივედ-მოვედო რაღაცეებს.

არ ვიცი მეჩვენება თუ რა არის, მგონი ბლოგიი შესამჩნევად აჩქარდა, ისე აღარ ჭედავს, როგორც წინა დიზაინის დროს…

ეჭვი მქონდა, რომ დიზაინის ბრალი იყო და ახლა დავრწმუნდი რა.

ალექსას რანკი ისევ გამეზარდა. მსოფლიოს პირველ 500,000 საიტში ვარ უკვე.

ზაფხულის ბოლომდე მიზნად მაქვს დასახული ტოპ 100,000 :D

* * *

დღეს მე და თინის ინდური ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე გვინდოდა წასვლა მაგრამ ვერ წამოვიდა… სახლში დასაჯეს თუ რაღაც… მერე მეც დამეზარა მარტო წასვლა, ჰოდა მომიწია მთელი დღე სახლში ყოფნა. არადა ახლა ხო მექნებოდა კაი ფოტოები დასაბლოგად და შეიძლება მეშოპინგა კიდეც…

* * *

ახალი ამბავი მაქვს, 17 აპრილს ერევანში იწყება ბარკემპი და იქ ვაპირებ წასვლას. რაღაც დაფინანსება იჩითება მგონი. მოკლედ ბაქოს გადავიტან რამენაირად… თან თუ არ ვცდები აღდგომის 4 დღე ემთხვევა ზუსტად. კაი 4 დღიანი შვებულება გამოვა…

მაგრამ რაღაც ისე აღტაცებული არ ვარ, როგორც ბაქოზე ვიყავი. თითქოს ჩაწყვეტილი მაქვსო ყველაფერი.  :( Continue reading ახალი დიზაინი: cupcakes

ალექსა, ბლოგერების მეგობარი

როგორც შეგპირდით წინა პოსტში, ალექსას გასაუმჯობესებელ ტუტორიალს გთავაზობთ.

პირველ რიგში, ავხსნათ როგორ მუშაობს ალექსას რანკი.

ეს არის ალექსას toolbar-ის მომხმარებლების მიერ მონახულებული საიტების საშუალო რეიტინგი.

აქედან გამომდინარე, თუკი გვინდა რომ საიტი მოხვდეს ალექსას რეიტინგში, ან უკვე მოხვედრილია მაგრამ გვინდა რეიტინგი აუმაღლდეს, უნდა გამოვიყენოთ ალექსას toolbar-ი და ყველა ჩვენი საიტის მომხმარებელს მოვუწოდოთ მის დაყენებისკენ.

თავისთავად ალექსას toolbar-ი დიდი არაფერი პროდუქტია, უბრალოდ უკავშირდება ალექსას ბაზებს და ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, თუ რა გვერდებს ათვალიერებთ. შესაბამისად, ამ გვერდების რეიტინგი იმატებს ან იკლებს.

Alexa Toolbar-ის დაყენების ინსტრუქცია: http://www.alexa.com/site/download

გარდა Toolbar-ის დაყენებისა თქვენი ალექსას რანკის გასაზრდელად შეგიძლიათ ბლოგზე დააყენოთ ალექსას ვიჯეტები, რომელთა დაყენების ინსტრუქციაც იხილეთ აქ: http://www.alexa.com/site/site_stats/signup

ჩემი რჩევა: ყველაზე გამოსადეგი ბოლო ორი ვიჯეტია…