8 ივლ 08

Start Blogging with Blogger.Com

By Sweety at 10:27 pm | წაიკითხულია 6048-ჯერ |
51

ეს პოსტი ეძღვნება ყველა დამწყებ ბლოგერს :)

ქვემოთ თქვენ ნახავთ Tutorial-ს თუ როგორ უნდა შევქმნათ და შემდგომ დავხვეწოთ ბლოგი Blogger.Com-ზე.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ რაღაცის გაკეთება გინდათ ბლოგზე, ეს არ არის შეუძლებელი!
თუ რაღაცას თქვენით ვერ აკეთებთ, გვკითხეთ რჩევა!
რაც მთავარია არ დანებდეთ Default-ებს.

1. ვრეგისტრირდებით www.blogger.com-ზე:
ვავსებთ შესაბამის ველებს რეგისტრაციის ფორმაში. უმჯობესია ბლოგი დაარეგისტრიროთ gmail-ის მაილზე. თუ რატომ ამას მოგვიანებით მრავალჯერ შეიტყობთ!

register_blogger

ვქმნით პირად დომეინს. შეამოწმეთ არის თუ არა დომეინი თავისუფალი.

name_blogger

ვირჩევთ სასურველ დიზაინს
2. ვაყენებთ ყველა აუცილებელ settings რათა ცხოვრება შემდგომ ჯოჯოხეთად არ გვექცეს :) )
შევდივართ Dashboard-ზე.
გადავდივართ Settings ტაბზე.
აქვე გავარჩიოთ Settings-ში არსებული ყველა განყოფილება:

Basic

Title: ჩვენი ბლოგის სათაური. ჩანს ყველაზე მაღლა, ე.წ. Header-ში.

Description: ჩვენი ბლოგის მოკლე აღწერა. ჩანს სათაურის ქვეშ, უფრო მომცრო ასოებით.

Add your blog to our listings?: თუ გვინდა რომ ჩვენი ბლოგის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს აქ ვნიშნავთ YES-ს. თუ არა და NO.

Let search engines find your blog?: თუ გვინდა რომ ჩვენი ბლოგის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს აქ ვნიშნავთ YES-ს. თუ არა და NO.

Show Quick Editing on your Blog?: ეს კაი რაღაცაა და Yes მონიშნეთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ Dashboard-ზე შეუსვლელად შეასწოროთ თქვენი პოსტები.

Show Email Post links?: თუ აქ მონიშნავთ YES-ს, მაშინ ბლოგზე ყოველი პოსტის მერე გამოჩნდება ლინკი, რომელზე დაჭერითაც თქვენი ბლოგის სტუმრებს შეეძლებათ იმეილით გაუგზავნონ მეგობრებს პოსტი.

Adult Content?: თუ მონიშნავთ YES-ს, ბლოგზე შემოსვლისას სტუმარი დაინახავს გამაფრთხილებელ წარწერას რომ ამ ბლოგზე განთავსებულია უფროსებისთვის განკუთვნილი მასალა (სავარაუდოდ პორნო :) )

Global Settings (Applies to all of your blogs.)
Show Compose Mode for all your blogs?: აქ აუცილებლად მონიშნეთ YES. :)

Enable transliteration?: ეს ქართულ ენაზე წარმოებული ბლოგებისთვის არაა საჭირო. აქედან ირთვება ინდური არაბული და სხვა დამწერლობების არსებობა Post-Editor-ში.

Publishing
ამ განყოფილებიდან შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ თქვნი დომენი. ან გადაყვიდეთ დამოუკიდებელ დომენზე.

Formatting
Show: რამდენი პოსტი უნდა გამოჩნდეს პირველ გვერდზე. ან ბოლო რამდენი დღის განმავლობაში დაწერილი პოსტები. სასურველია მონიშნოთ 5 პოსტი.

Date Header Format: აქ ვირჩვეთ იმ თარიღის ფორმატს, რომელიც გამოქვეყნდება ყოველი პოსტის სათაურში.

Archive Index Date Format: აქ ვირჩვეთ იმ თარიღის ფორმატს, რომელიც გამოჩნდება არქივში.

Timestamp Format: აქ ვირჩევთ იმ დროის ფორმატს, რომელიც გამოჩნდება ყოველი პოსტის ბოლოს/დასაწყისში

Time Zone: ვუთითებთ ჩვენს სასაათო სარტყელს

Language: ვირჩევთ ენას (ჯობს დატოვოთ ინგლისურზე)

Convert line breaks: მონიშნეთ YES. თუ თქვენ დამწყები ბლოგერი ხართ ახსნა შორს წაგვიყვანს. თუ არ ხართ და ისედაც მიხვდებით რას ნიშნავს ეს.

Show Title field: გამოვაჩინოთ თუ არა სათაურის ველი

Show Link fields: გამოვაჩინოთ თუ არა ბმულების ველები. უმჯობესია მონიშნოთ YES, რადგან ოდესმე რომ დაგჭირდეთ, Hell knows როდის იპოვით ამას. :) )) (მეც ეგრე დამემართა თავის დროზე)

Enable float alignment: სიმართლე გითხრათ ეს არ ვიცი რას ნიშნავს და მონიშნეთ NO

Post Template: აქ რასაც ჩაწერთ, ავტომატურად გამოჩნდება Editor-ში ყოველი ახალი პოსტის დაწერისას.

Comments

Comments: ჩავრთოთ ან გამოვრთოთ კომენტარები. უმჯობესია აქ ჩავრთოთ და თუ რომელიმე პოსტზე არ მოგვინდება კომენტარების წაკითხვა იმ კონკრეტულ პოსტს გავუთიშოთ Editor-დან.

Who Can Comment?: ეს აუცილებლად შეცვალეთ Anyone-ზე. თორემ ბევრს ეზარება მხოლოდ კომენტარის გულისთვის დარეგისტრირება. თანაც ანონიმური კომენტარები თავისებური ოსტრატაა :D

Comments Default for Posts: არ შეცვალოთ!

Backlinks: ჩართეთ Show

Backlinks Default for Posts: არ შეცვალოთ!

Comments Timestamp Format: აქ ვირჩევთ იმ დროის ფორმატს, რომელიც გამოჩნდება ყოველი კომენტარის ბოლოს/დასაწყისში

Comment Form Message: აქ ჩაწერეთ მისასალმებელი სიტყვები იმ ადამიანისთვის ვინც აპირებს კომენტარის გაკეთებას

Show comments in a popup window? მონიშნეთ YES. ამის შედეგად კომენტარების ფანჯარა გაიხსნება ცალკე და არ განაახლებს იმ გვერდს რომელსაც კითხულობთ.

Enable comment moderation?: აქ მონიშნეთ NO თუ გსურთ რომ კომენტარები ავტომატურად გამოქვეყნდეს. თუ მონიშნავთ YES, მაშინ კომენტარებს სათითაოდ უნდა მისცეთ Approve, სანამ ისინი გამოქვეყნდება ბლოგზე. მე პირადად NO მაქვს მონიშნული.

Show word verification for comments?: თუ გეშინიათ სპამერების ჩართეთ YES, თუ გეშინიათ მეგობრების დაკარგვის ჩართეთ NO. :D

Show profile images on comments?: ბეზუსლოვნად მონიშნეთ YES. ეს ჩართავს კომენტარებში თქვენი სტუმრების ავატარებს.

Comment Notification Email: ყველა კომენტარი (მათ შორის წაშლილიც) მოვა ამ გრაფაში მითითებულ იმეილზე.

Archiving

Archive Frequency: დაარქივების სიხშირე ან საერთოდ გაუქმება. მონიშნეთ სურვილისამებრ.

Enable Post Pages?: მონიშნეთ YES. რაც უზრუნველყოფს თითოეული პოსტისთვის ცალკეულ გვერდს. (განსაკუთრებით დაუფიქრებლაად მონიშნონ იმათმა ვისაც შემდგომში სურს ბლოგზე “Read More” ფუნქციის დაყენება)

Site Feed

Allow Blog Feeds: მონიშნეთ Full. თუ თქვენ დამწყები ბლოგერი ხართ ახსნა შორს წაგვიყვანს. თუ არ ხართ… მაინც შორს წაგვიყვანს :(

Post Feed Redirect URL: დაიკიდეთ ჯერ ჯერობით. მერე მივუბრუნდებით.
Email

BlogSend Address: ამ გრაფაში მიტითებულ იმეილზე გაიგზავნება თქვენი დაპოსტილი ყველა პოსტი.

Mail-to-Blogger Address: ამ გრაფაში ჩაწერეთ კოდური სიტყვა. მიღებულ იმეილის მისამარტზე გაგზავნილი სტატია ავტომატურად გამოქვეყნდება თქვენს ბლოგზე. აქვე არის ორი არჩევანის საშუალება: ეგრევე გამოაქვეყნოთ მიღებული მასალა, თუ შევინახოთ draft-ში. მონიშნეთ სურვილისამებრ.

OpenID

გამოტოვეთ!

Permissions

აქ ვხედავთ ორ განყოფილებას:

Blog Authors (შეზღუდულია 100 ავტორამდე)
Add Authors: თუ დააჭერთ ამ ღილაკს, გამოჩნდება ველი სადაც შეგიძლიათ შეიყვანოთ მეგობრის იმეილი. თჲ თქვენი მეგობარი მოგცემთ თანხმობას, მას შეეძლება თქვენს ბლოგზე პოსტვა.

მაგალითი: ვთქვათ დავპატიჟე მეგობარი რომელიც უკვე დარეგისტრირებულია blogger.com-ზე (თვალსაჩინოებისთვის ვპატიჟებ ჩემს მეორე ექაუნთს, რომ თქვენც განახოთ რა მოხდება)
1. შეიყვანეთ ველში ავტორის იმეილი.

invite1 2. თუ პასუხი აგვიანებს ან ავტორს არ მიუვიდა თქვენი გაგზავნილი დაპატიჯების წერილი, აჭერთ Invite Again. თუ გადაიფიქრეთ ავტორის მოპატიჟება დააჭირეთ Remove-ს.invite2 3. ავტორი იღებს ასეთი შინაარსის წერილს და აკლიკებს წერილში მოცემულ ლინკზე. invite3 4. ავტორი რეგისტრირდება ან შეყავს უკვე არსებული სამომხმარებლო ანგარიშის მონაცემები.invite4

5. აქედან თქვენ შეგიძლიათ მოხსნათ სხვა ავტორი თქვენი ბლოგიდან ან პირიქით მიანიჭოთ ადმინისტრატორის ფუნქციები. (დაიმახსოვრეთ! არასდროს მიანიჭოთ სხვას ადმინისტრატორის ფუნქციები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბლოგის ერთი სამომხმარებლო ანგარიშიდან მეორეზე გადატანა გინდათ)

invite5

Blog Readers (შეზღუდულია 100 მკითხველამდე)

Who can view this blog?: აქ გაქვთ საშუალება აირჩიოთ თქვენი მკითხველი.
თუ მონიშნავთ Anybody-ს, თქვენი ბლოგის წაკითხვა შეეძლება ყველას, ვისაც ეცოდინება ბლოგის მისამართი.

თუ მონიშნავთ Only People I Choose, თვქნი ბლოგის წაკითხვა შეეძლება ყველას, ვის იმეილის მისამართსაც შეიყვანთ ქვემოთ მოცემულ გრაფაში.

თუ მონიშნავთ Only Blog Authors, ბლოგს წაიკითხავენ მხოლოდ ბლოგის ავტორები. თუ ავტორები მხოლოდ თქვენით შემოიფარგლება, ამ უკანასკნელი ოფციის გამოყენებას არ გირჩევთ. (2 თვეში დეპრესიას აიკიდებთ კაკ მინიმუმ)
ამით ამოიწურა Settings-პანელის შესაძლებლობების მიმოხილვა.

უახლოეს მომავალში დავბრუნდები Layout-თან დაკავშრებული პრობლემების გადასაჭრელი გზებით!

Fight the Defaults, People!

P.S. დიზაინის შესაცვლელად გაყევით ამ ბმულს: დიზაინის შეცვლა

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

51 კომენტარი

გმირი ქალი ხარ ჩემს თვალში :დ

 
ბეთხოვენა
at 2008-07-09 02:29:00

Fight the Defaults, People!
+2 .
ზეპატიოსანი ტუტორიალია.

 

შენ მე დამეხმარე! მადლობა!:)

 
მარი
at 2008-07-09 12:22:00

ბეთხოვენა ეგ ჩემი დევიზია ცხოვრებაში :) )))))

 

Fight the Defaults, People!
– ვაა, მაგარია! :) ამ ფრაზად ღირს მთელი პოსტი :D

 

მომავალი ბლოგერები ამას დაგიფასებენ!

მარა ჩვენში დარჩეს და ვორდპრესი გაცილებით ჯობია ბლოგერს, უბრალოდ ბლოგერი უფრო მარტივია დამწყებთათვის.

 
nati kuda
at 2008-07-09 20:36:00

მაგარი ხარ, მარ : )

მმ.. დიზაინზე ველი პოსტს, ძალიან მაინტერესებს..

 
 

ჰუჰ…ყველაფერი თითქმის ასე მქონდა:))) მაინც გამომადგა ეს ტუტორიალი :დამწყებიბლოგერისსმაილლიკი: :D

 
ნინია
at 2009-09-08 21:55:54

არ შედის ;(

 

tkven giceriaT: უმჯობესია ბლოგი დაარეგისტრიროთ gmail-ის მაილზე.

gavxseni blogi. registraciisas mivutite yahoo-s maili.

sheizlba rom gmailze gadavide? da tu gadavedi, aseti gadasvlis mere igive privilegiebit visargebleb, ritac g-mailit daregistrirebuli blogeri?

Sheizleba tu ara blogger-ze username-is shecvla? tu ki, rogor?

(P.S. vgulisxmob usernames da ara im saxels, romelic gamoitaneba gverdze)

Username-ს შეცვლა Edit Profile-დან შეიძლება.

Dashboard-ზე უნდა მოძებნო.

რაც შეეხება gmail-ს თუ გადახვედი იგივე პრივილებიებით ისარგებლებ ცხადია, მაგრამ როგორ უნდა გადახვიდე ეგ არ ვიცი. ისევ პროფილიდან რედაქტირება სცადე აბა…

 
 
ხათო
at 2009-10-18 16:51:55

მარის ჩემი ”ნიზკი პოკლონი ” :) გულისხმიერებისა და გულწრფელობისთვის :)

ერთს დავამატებ–გინდა გახდე ბლოგერი? :) გარისკე, მაგრამ იცოდე უნდა აზროვნებდე კაკ მინიმუმ , როგორც დოდი და მარი :)
და გაითვალისწინეთ თქვენი ასაკიც, ”განრისხებული ანდელოზისა” და სიცფერთვალება ანგელოზის” დროგადასული ისტორიები, ცრემლი, სენტიმენტალიზმი და თვითგვემა არავის აინტერესებს:),დაწრეთ ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავთ(თუნდაც ოპტიკური სათვალიდან),ასხისი თვალით დანახულიც არავის აინტერესებს, ნუ, გოგო გვახარიას თვალი მაინც სხვაგვარად იჭვრიტება :) ეს გამონაკლისია :) .
ხო და წარმატებებს გისურვებთ პატარა ბლოგერებო :*

 

საგანძური ხარ!

მადლობა :*

 
 

ვორდპრესზე როდის იქნება ტუტორიალები? :user:

ვორდპრესზე რისი ტუტორიალი გინდა? :user:

 
 

მე რუსულად ჩავრთე და მაგდენი რამე არ იყო :(

 

აუუუუუ ვერ ვაკეტეეეეეებ

 

აუუუუუ ვერ ვაკეთეეეეეებ

ნუთუ ასე ძნელია?

რას ვერ აკეთებ?

 
 

არა ვსოოო გავაკეთე

 

მადლობა ამის ავტორს….ძაან მიჭირდა და ახლა გავაკეთე ბლოგი…

 
 
NaTTaTTu =]]
at 2009-11-24 23:52:51

აუუუ sweet იციი მინდა მეც გავაკეთო ბლოგიი დააა ვერ ვაკეთებ (((( რეგისტრაციას რომ გავდივააარ პაროლზეე ატრაკებს რაგაცაას :( (((

ქართულ კლავიატურაზე ხომ არ გაქვს გადართული.

წაიკითხე რას ატრაკებს :)

 
 
წიწი
at 2009-11-27 12:15:06

au sweet dizains ver vuketeb da ra vqnaa? :( ((

ამ ტუტორიალითაც ვერა?

http://sweet.ge/design/

 
 

გავაკეთე ახალი ბლოგი მინდოდა და გავაკეთე :)

 
ნონა
at 2009-12-31 01:23:08

მეც მინდა ბლოგის გაკეთება თანაც ძაან, თუმცა არ გამომდის,ზემოთ მითითებულ ლინკს http://www.blogger.com სურათებზე ნაჩვენებ გვერდზე არ გადავყავარ, შეგიძლია რამით დამეხმარო Sweety?

 

Da shen blogger.com idan gaq es nlog da mere pirad domenzE dasmuli? Tu sCripT giyeniA? da iqneb gamando ra SCripTia? :? ;)

wordpress.org-ია ეს :)

 
 

ა ჰო აზრზე ვარ ეგ… და მაგის გეო ლენგვიჯი იშოვება ხო თუ შენ თარგმნE?

 

გაქართულებული აქვს ვიღაცას. ლინკი არ მახსოვს.
მე ჩემი ნათარგმნი მიყენია.

 
GRaPHiC_BoY
at 2010-01-09 18:43:50

DA BLOGGERi KAI PONTIA NETa? SHEN TU ICI ANU YVELAFRIS UFLEBA GAQ? TU PROSTA DIZAINS CVLI?

 

ყველაფრის უფლება რას ნიშნავს? :) )

 
GRaPHiC_BoY
at 2010-01-09 19:20:13

RAS DA ROGORC SCRIPTSHI SHEGAQ SAKUTARI KOREKTIVEBI DA A.SH… MAND ALBAT (BLOGGER.COM) ZE MARTO DIZAINI, TEMEBIS SHEQMNA DA MSGAVSI RAMEEBIS GAKETEBIS UFLEBA GAQ XO?

 
GRaPHiC_BoY
at 2010-01-09 19:37:41

ვინმემ მომეცით აბა ლინკი ვისაც ბლოგერზე გაქთ გაკეთებული თქვენი ბლოგი ნიმუში მინდა ვნახო :)

 
GRaPHiC_BoY
at 2010-01-09 19:52:08

skype: dima_berishvili sweeT tu shegilia momcere blogtan dakavshirebiT ra roca gecleba

 

გასაგებია რომ ძან ვჭედავ მაგრამ blogger.com ზე რომ დამარეგისტრირეთ ის და ეს ერთია? მე აქ მინდა(((

აქ მარტო მე ვპოსტავ :)

 
 
მარიი
at 2010-01-25 23:01:29

blogs i’m following mand ra unda chavweroo? :(

 
GRaHiC_BoY
at 2010-01-27 05:20:39

Sweet Ratom ar gamomexmaurE? didad ar shegawuxeb ubralod patara daxmareba gamiwie…. iqneb monaxo cota dro mainc… shen ar tqvi qartveli blogerebi corani varto? :D xoda xeli sheuwye momravlebas

 
GRaHiC_BoY
at 2010-01-27 16:48:55

sweet ratom ar mexmianebi? didad tacs ar shegawyen patara daxmareba minda :S

ჩაგამატე ვსიოჰ!

 
 

და იცი რა მაინეტერსებს გეთ რომ დააბოლოვო აი ეგ ფულით უნდა?

კი ოცდაათი ლარი ღრირს .გე დომენი

registration.ge

 
 

ვერ ვრეგისტრირდები.. :(
re-entero მიწერს passwordze. არადა ორჯერ შემყავს იგივე პაროლი,8 ასეზე მეტია.. :(

sign in with Google არ აქვს სადმე?

 
 

If you already have a Google Account, you can sign in here. ეს წერია..
http://www.blogger.com ამ ლინკზე შევდივარ და პირდაპირ google account-s მიგდებს. ოღონთ ისეთი ფორმა არაა ზუსტად მაღლა რომ გაქვთ ნაჩვენები

sign in here-ს დააჭირე. აი რასაც გეუბნება იმას :)

 
 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: