#9: გადაჭერი მკითხველის პრობლემა

ეს გახლავთ რიგით მეცხრე გაკვეთილი პოსტების სერიაში 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის.

magicbox

თეორია

დღევანდელი თქვენი გაკვეთილი ეხება, მკითხველისთვის პრობლემის გადაჭრას.

ამ ‘დავალებას’ ბევრი წარმატებული ბლოგერი ყოველდღიურად თავისი სურვილით ასრულებს.

მათი მოტივაციაა:

  1. მკითხველებზე შთაბეჭდილების მოხდენა
  2. მკითხველების მოტივირება მეორედაც დაბრუნდნენ ბლოგზე
  3. მკითხველების მოტივირება გაავრცელონ ბლოგი მეგობრებში

პრობლემების აღმოჩენის 6 მეთოდი

1. გადაჭერით საკუთარი პრობლემები

მშვენივრად მოახერხა ეს ჩვენმა მეგობარმა ბლოგერმა – კიკიტომ, როდესაც დაწერა პოსტი Email Me from Blogger.

კიკიტოს გაუჩნდა სურვილი გაეკეთებინა ბლოგის sidebar-ში ისეთი ბმული რომელზე დაწკაპუნებითაც მკითხველი პირდაპირ მისწერდა მას იმეილს.

ვინაიდან არ იცოდა, თუ როგორ კეთდებოდა ეს, სავარაუდოდ დაგუგლა, გაარკვია და გახარებულმა დეტალური პოსტიც დაწერა, რათა საყვარელი მკითხველებისთვის გაეზიარებნა თავისი აღმოჩენა.

(ამის მერე კიკიტომ კიდევ ორი “პრობლემატური” პოსტი დაწერა და საერთოდაც, მომავალში ბევრჯერ უნდა ვახსენო “კიკიტოს ქეისები”, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, ნიჭიერი და მზარდი ბლოგერის, მაგრამ – ეგ მომავალში…)

როდესაც პრობლემა გაქვთ, სავარაუდოდ მარტო არ ხართ და იგივე პრობლემა შესაძლოა ბევრ სხვასაც აწუხებდეს ამიტომ არ დაიზაროთ თქვენი პატარ-პატარა “ტექნიკური” თუ “თეორიული აღმოჩენების მკითხველებისთვის გაზიარება.

2. დააკვირდით შეკითხვებს საძიებო სისტემების რეფერალ სიტყვებში

keywordთუ თქვენ შესრულებული გაქვთ წინა დავალება “დააკვირდით სტატისტიკას“, აუცილებლად გექნებათ ბლოგზე Google Analytics-ის კოდი ჩასმული.

Google Analytics გვაძლევს სრულ ისტორიას თუ ვინ რა სიტყვა/ფრაზა გამოიყენა ჩვენი საიტის საპოვნელად.

ჩემი ბლოგის საძიებო სიტყვებში ჩანს ასეთი რეზულტატი:

როგორ ვიშოვოთ ფული  – 9

რაც იმას ნიშნავს რომ ჩემმა მკითხველებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 9-ჯერ იპოვეს ჩემი ბლოგი ამ ფრაზით.

რაც ასევე იმას ნიშნავს რომ მომიწევს ამ თემაზე პოსტის გამოცხობა :D

ასევე შემხვდა საძიებო სიტყვა:

ოთახის მოწყობა, ყველაზე კარგი ფერები

რაც ჩემს ერთი პერიოდის ფენ-შუითი გატაცებას უნდა დავაბრალო, მაშინ ვწერდი სახლის მოწყობაზე და როგორც ხედავთ Google-მა არ მაპატია.

3. სთხოვეთ მკითხველებს დაგისვან შეკითხვები

ალბათ თვალი მოგიკრავთ ჩემს ბლოგზე გვერდისთვის ”მკითხე!” ეს გვერდი 2008 წელს შევქმენი და მართალია ბოლო თვეებში ცოტა მიგდებული მაქვს, მაგრამ ის ისევ მუშაობს და თქვენ ყველას შეგიძლიათ დამისვათ შეკითხვები ნებისმიერ თემაზე.

მაგრამ ყველაზე სასარგებლო ამ ისტორიიდან არის ის რომ თქვენც შეგიძლიათ იგივენაირი გევრდი შექმნათ თქვენი ბლოგისთვის. (იხილეთ მსგავსი გვერდი ტომუშკას ბლოგზე)

ამგვარი კითხვა/პასუხის გევრდები მკითხველის პრობლემებს ყველაზე ნათლად ასახავს და თქვენც მოგეცემათ საშუალება უკეთ გადაჭრათ ეს პრობლემები.

გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ:

  • დროდადრო მოაწყოთ გამოკითხვები
  • შექმნათ საკონტაქტო ფორმა (Contact Form) – თუ არ იცით, დაგუგლეთ!
  • მისწეროთ იმეილი ბოლო კომენტატორს და ჰკითხოთ ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა.

4. მოძებნეთ პრობლემები სხვა საიტებზე

ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოდგება იმ ბლოგერებისთვის ვინც ახლახანს დაიწყო ბლოგინგი და არ ჰყავს იმდენი მკითხველი რომ მათი პრობლემების შესახებ უხვი ინფორმაცია მიიღოს.

არსებობს ძალიან კარგი საიტი – GetSatisfaction.com – სადაც მომხმარებლები სვამენ შეკითხვებს და გამოთქვამენ უკმაყოფილებას ამა თუ იმ პროდუქტის / ბრენდის შესახებ. (ნუ, იქ იდეებს და ქება-დიდებასაც წერენ, მაგრამ ეგ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გვაინტერესებს)

შეგიძლიათ გადახედოთ და თავისუფლად მიიღოთ პრობლემების დღიური დოზა. :D

პირადად მე გირჩევთ რეგისტრაცია გაიაროთ და თქვენი ბლოგიც დაარეგისტრიროთ. რის შემდეგაც, პატარა მოცემული კოდის ბლოგზე ჩასმისთანავე, მარჯვნივ (ან მარცხნივ) გამოჩნდება ისეთივე Feedback-ის კნოპკა, როგორსაც ხედავთ ჩემს ბლოგზე.

სხვათაშორის ზედ თუ დააჭერთ, ძალიან საინტერესო რაღაც გაიხსნება ;)

5. შეკითხვების შესაგროვებლად გამოიყენეთ სოციალური მედია და ფორუმები

Facebook-ი, Twitter-ი, თბილისის ფორუმი… ეს საიტები შესაძლებლობას გაძლევთ ადვილად მოიპოვოთ “დღის შეკითხვა” და პოსტი სახე მისცეთ მას.

6. ჰკითხეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს

და ბოლოს – არ დაივიწყოთ თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები “რეალური ცხოვრებიდან”.

ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა უამრავ ახალ პრობლემას აღმოგაჩენინებთ – მთავარია იყოთ ამ თემაზე ფოკუსირებული.

პრაქტიკა

  1. გაარკვიეთ რა პრობლემები აქვს თქვენს მკითხველს
  2. აირჩიეთ ისეთი პრობელმა რომელიც მკითხველების უმეტესობას აქვს
  3. დაწერეთ პოსტი, სადაც გადაჭრით ამ პრობლემას
  4. პოსტების ლინკები, როგორც ყოველთვის, კომენტარებში ან ტრეკბეკებით გამოუშვით.

წინა დავალებები შეგიძლიათ მოძებნოთ და შეასრულოთ აქ – 30 გაკვეთილი

18 Comments

  1. მადლობა მარ, რა სასიამოვნოა გადამიარა ათმა ფერმა :D :*

    ანუ მე ეს დავალება შესრულებული მაქვს, მაგრამ ამ feedback-ს გავაკეთებ

  2. 1.გაარკვიეთ რა პრობლემები აქვს თქვენს მკითხველს
    2.აირჩიეთ ისეთი პრობელმა რომელიც მკითხველების უმეტესობას აქვს
    3.დაწერეთ პოსტი, სადაც გადაჭრით ამ პრობლემას

    1. პრობლემების რა გითხრა მაგრამ შეკითხვები და ინტერესები ყოველთვის აქვთ ხოლმე.
    2. ჩემი ბლოგის შინაარსიდან გამომდინარე მკითხველების უმეტესობა მაინც თავის მოვლაზე და ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე მეკონტაქტება
    3. რამდენიმე პოსტი მაქვს ზუსტად ამ მიზეზით დაწერილი, მათ შორის

    3.1 სახის მასაჟი

    3.2 თაფლის მასაჟი

    3.3 ზედმეტი კილოგრამები
    ასე რომ დავალება მქონია წინსწრებით შესრულებული

  3. მარი რატო არ იპოსტებ კომენტარები ეგრევე?
    ამ წუთას იმხელა კომენტარი გამოვაცხვე და სად გაქრა?

    1. :D აღარ მეგონა მაგ კითხვას კიდევ ვინმე თუ დასვამდა

      კომენტერის ფორმის თავზე დიდი შავი ასოებით ხო წერია:

      ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

      იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

      ბევრი ბმულები იყო იმ კომენტარში და აკისმეტმა სპამად მიიჩნია. მაგრამ უკვე ჩანს :)))

  4. კომენტერის ფორმის თავზე დიდი შავი ასოებით ხო წერია

    არ წერიააააააააააა
    ჩემთან არ ჩანს რო რამე ეწეროს :) მაგრამ ამის მერე მეცოდინება

    1. აუ ახლა ლოგ აუთი გავაკეთე და მართლა არ ჩანს.

      :s

      კაშმარ! ახლა გამოვასწორებ. ბოდიში!

    1. არაა… ეგ სულს სხვა რაღაცაა..

      უფრო კონკრეტული პრობლემის გადაჭრა სცადე აბა..

Leave a Reply to თაა Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.