გიწვევთ სოციალური მედიის დღეზე

ხვალ, ოთხშაბათს, 30 ივნისს, საღამოს 6 საათზე, ყველა ბლოგერსა და სოციალური მედიის წარმომადგენელს გიწვევთ “სოციალური მედიის დღეზე” მთაწმინდის პარკის ამფითეატრში!

ჩატარდება 5 პრეზენტაცია, რომლებსაც წარმოადგენენ ქართველი ბლოგერები – ლანდიშა, გაბო, საბუნია, მე და ბიბლუსის კორპორატიული ბლოგის ავტორი გიორგი გიორგაშვილი.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ვებ-გვერდი SMDAY.singular.ge ან ფეისბუქის ივენტი bit.ly/SMDAYtb

საერთაშორისო ეფექტის კიდევ უფრო გასაზრდელად ყველას გთხოვთ არ დაიზაროთ და facebook connect-ით დარეგისტრირდეთ აქ:

meetup.com/Mashable/8480/

ამისათვის უბრალოდ დააჭირეთ I’m Interested– ღილაკს!

თბილისის “სოციალური მედიის დღე” უკვე შევიდა მსოფლიოში დაგეგმილ 584 შეხვედრათა შორის ტოპ-40-ში დამსწრეთა რაოდენობის მიხედვით (32 ადგილი! Update: უკვე მე-20!!! ♥).

ორგანიზატორებმა სპეციალური მადლობის წერილი მოგვწერეს! ♥ ♥ ♥ და ასევე პარასკევს გამოგვიგზავნეს სტიკერები და მაისურები, რომლებიც სამწუხაროდ ალბათ ხვალამდე ვერ ჩამოაღწევს. :(

ღონისძიებაზე იქნება უფასო პიცა და სასმელი, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი საყვარელი სპონსორი – “სინგულარ ჯგუფი“! :love:

გამიხარდება თუ თქვენს ბლოგებზე დაწერთ მიმოხილვებს და შთაბეჭდილებებს ღონისძიებასთან დაკავშირებით!

აბა, ხვალამდე! გელით ყველას!

P.S. გამოიყენეთ Twitter-ის ოფიციალური ჰაშტაგი – #smday

P.P.S. flickr-ზე ატვირთულ სურათებს დაურთეთ ტეგი SMDAY

მთაწმინდის პარკის რუკა

17 Comments

  1. რა მალაზი გვერდიააა :))) და პრეზენტაციებიც საინტერესო :))
    I’m there! :)

  2. dzaan kaia… dzaan mixariaa… dzaan moval… maika ar shemxvdebaa??? an tundac patala stikeri rame ra samaxsovroood…. sweet shen glavni xar da mitrie raaa

  3. უჰ არც ბლოგერი რომ არ ვარ და არც სოციალური მედიის წარმომადგენელი რა ვქნაა?? ძალიან მინდა მოსვლა :(((

  4. და მანდ რომ წამოვიდეს ადამიანი ბლოგერი უნდა იყოს თუ რა უნდა ქნას ?

    1. მინიმუმ ფეისბუქი ან ტვიტერი უნდა ჰქონდეს თუ ბლოგი არა :)

      1. ეგენი ორივე მაქ პახოდუ ძველი მიგდებული ბლოგიც თავისი 200 ვიზიტორიც :D

  5. მეც მინდა წამოსვლა, თან ძალიან, მაგრამ ბლოგერი ნაცნობების არ არსებობას ცოტა მაბრკოლებს :) არადა, პრეზენტაციებიც მაინტერესებს :)

    1. მოდი და გეყოლება ბლოგერი ნაცნობები
      სოციალური ხალხი ვართ ბლოგერები :)))

Leave a Reply to TreZoRA Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.