გიწვევთ სოციალური მედიის დღეზე

by Sweety on 29 ივნისი, 2010 · 17 comments

in სოციალური მედია

ხვალ, ოთხშაბათს, 30 ივნისს, საღამოს 6 საათზე, ყველა ბლოგერსა და სოციალური მედიის წარმომადგენელს გიწვევთ “სოციალური მედიის დღეზე” მთაწმინდის პარკის ამფითეატრში!

ჩატარდება 5 პრეზენტაცია, რომლებსაც წარმოადგენენ ქართველი ბლოგერები – ლანდიშა, გაბო, საბუნია, მე და ბიბლუსის კორპორატიული ბლოგის ავტორი გიორგი გიორგაშვილი.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ვებ-გვერდი SMDAY.singular.ge ან ფეისბუქის ივენტი bit.ly/SMDAYtb

საერთაშორისო ეფექტის კიდევ უფრო გასაზრდელად ყველას გთხოვთ არ დაიზაროთ და facebook connect-ით დარეგისტრირდეთ აქ:

meetup.com/Mashable/8480/

ამისათვის უბრალოდ დააჭირეთ I’m Interested- ღილაკს!

თბილისის “სოციალური მედიის დღე” უკვე შევიდა მსოფლიოში დაგეგმილ 584 შეხვედრათა შორის ტოპ-40-ში დამსწრეთა რაოდენობის მიხედვით (32 ადგილი! Update: უკვე მე-20!!! ♥).

ორგანიზატორებმა სპეციალური მადლობის წერილი მოგვწერეს! ♥ ♥ ♥ და ასევე პარასკევს გამოგვიგზავნეს სტიკერები და მაისურები, რომლებიც სამწუხაროდ ალბათ ხვალამდე ვერ ჩამოაღწევს. :(

ღონისძიებაზე იქნება უფასო პიცა და სასმელი, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი საყვარელი სპონსორი – “სინგულარ ჯგუფი“! :love:

გამიხარდება თუ თქვენს ბლოგებზე დაწერთ მიმოხილვებს და შთაბეჭდილებებს ღონისძიებასთან დაკავშირებით!

აბა, ხვალამდე! გელით ყველას!

P.S. გამოიყენეთ Twitter-ის ოფიციალური ჰაშტაგი – #smday

P.P.S. flickr-ზე ატვირთულ სურათებს დაურთეთ ტეგი SMDAY

მთაწმინდის პარკის რუკა

{ 2 trackbacks }

სოციალური მედიის დღე | Siyvarulovna's Blog
29 ივნისი, 2010 at 11:04 pm
Tweets that mention გიწვევთ სოციალური მედიის დღეზე | ბლოგი - Sweet.ge -- Topsy.com
30 ივნისი, 2010 at 11:53 am

{ 15 comments… read them below or add one }

1 Katieé.Ge 29 ივნისი, 2010 at 6:24 pm

რა მალაზი გვერდიააა :) )) და პრეზენტაციებიც საინტერესო :) )
I’m there! :)

პასუხი

2 Teonee 29 ივნისი, 2010 at 6:26 pm

dzaan kaia… dzaan mixariaa… dzaan moval… maika ar shemxvdebaa??? an tundac patala stikeri rame ra samaxsovroood…. sweet shen glavni xar da mitrie raaa

პასუხი

3 ex-me 29 ივნისი, 2010 at 6:52 pm

უჰ არც ბლოგერი რომ არ ვარ და არც სოციალური მედიის წარმომადგენელი რა ვქნაა?? ძალიან მინდა მოსვლა :( ((

პასუხი

4 giogiorgi12 29 ივნისი, 2010 at 6:54 pm

და მანდ რომ წამოვიდეს ადამიანი ბლოგერი უნდა იყოს თუ რა უნდა ქნას ?

პასუხი

5 Sweety 29 ივნისი, 2010 at 7:21 pm

მინიმუმ ფეისბუქი ან ტვიტერი უნდა ჰქონდეს თუ ბლოგი არა :)

პასუხი

6 giogiorgi12 1 ივლისი, 2010 at 2:10 am

ეგენი ორივე მაქ პახოდუ ძველი მიგდებული ბლოგიც თავისი 200 ვიზიტორიც :D

პასუხი

7 ქრისტი 29 ივნისი, 2010 at 8:42 pm

მეც მინდა წამოსვლა, თან ძალიან, მაგრამ ბლოგერი ნაცნობების არ არსებობას ცოტა მაბრკოლებს :) არადა, პრეზენტაციებიც მაინტერესებს :)

პასუხი

8 ჰექსე 30 ივნისი, 2010 at 12:10 am

მოდი და გეყოლება ბლოგერი ნაცნობები
სოციალური ხალხი ვართ ბლოგერები :) ))

პასუხი

9 tammrii 30 ივნისი, 2010 at 12:56 pm

არც მე მყავს ნაცნობები, მაგრამ მოვდივარ!!!!

პასუხი

10 mari** 29 ივნისი, 2010 at 10:28 pm

როგორ მინდა წამოსვლა… :) magram albat ver wamoval :(

პასუხი

11 ადო 29 ივნისი, 2010 at 11:41 pm

ხვალ გნახავთ!

პასუხი

12 სიყვარულოვნა 30 ივნისი, 2010 at 2:12 pm

საიტი მომეწონა ძალიან და მეც მოვდივარ = ))

პასუხი

13 TreZoRA 1 ივლისი, 2010 at 1:51 am

კარგი იყო

გამიხარდა შენც რო გაგიცანი

პასუხი

14 Sweety 1 ივლისი, 2010 at 11:15 am

შე სიმპათიურო :) ))

პასუხი

15 TreZoRA 1 ივლისი, 2010 at 12:05 pm

:D (დავიმორცხვე :D )

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</