Sims 2: Castaway

ძალიან მაგარი თამაში. ვისაც არასდროს არ უთამაშია იმათთვის ავხსნი რას წარმოადგენს: ეს არის ტამაგუჩის ტიპის თამაში ოღონდ ცხოველის მაგივრად ადამიანები გყავს. რეალური ცხოვრების სიმულატორია.წიპა Second Life Offline :)

მთელი საღამო ამას მივუძღვენი გუშინ. ფორუმზე თემა იყო გახსნილი და მომენატრასავით. თან გრუზში ვიყავი…

ყველაზე საინტერესო სიმსია რაც მითამაშია ოდესმე.

ლოსთი რომ არის სერიალი ზუსტად იმ სტილშია. თან თავი უნდა გადაირჩინო და თან მისტიკური რაღაცეები გამოიკვლიო.

ერთხელ მაიმუნმაც მცემა :(

ყველაზე მეტად relationship management-ი მიჭირს.სხვა სიმებს ძნელად ვუმეგობრდები და თან მეზარება რა… :(

ვოფშემ სიმსში კი არა ისედაც ძალიან ინტროვერტი გავხდი ცხოვრებაში.

არავისთვის არაფრის თქმა აღარ მინდა.

სიმსში ყველაზე მეტად მე ის მხიბლავს რომ ყველა საშუალება გეძლევა აისრულო ის რაც რეალურ ცხოვრებაში არ გაქვს.

მაგალითადაიშენო დიდი სახლი, გახდე სუპერვარსკვლავი, გაირიყო უდაბურ კუნძულზე, აწარმოო ბიზნესი ან გაიჩინო მაგარი საყვარელი…

-Yes, I DID create a Sim just like you! And Yes! I DID have sex with you!

[ :D იშ! ]

ყურადღება! სკრინები შეიცავს სპოილერების ელემენტს [მინიმალურად მაგრამ მაინც]

გზას ვიკაფავ იდუმალი ტაძრის ნანგრევებისკენ

გზას ვიკაფავ იდუმალი ტაძრის ნანგრევებისკენ

ჩემი პირველი მოკრეფილი ქოქოსი

ჩემი პირველი მოკრეფილი ქოქოსი

რაღაც ქანდაკებას მესამე თვალი ჩავუსვი შუბლზე და მომწამვლელი აირი გამოუშვა ცხვირიდან

რაღაც ქანდაკებას მესამე თვალი ჩავუსვი შუბლზე და მომწამვლელი აირი გამოუშვა ცხვირიდან

მაგარი მიტოვებული სახლი ვიპოვე კუნძულზე

მაგარი მიტოვებული სახლი ვიპოვე კუნძულზე

17 Comments

  1. არასდროს არ მითამაშია მსგავსი თამაში :)
    პერსონაჟი თავად უნდა შექმნა თუ უკვე არის ”ბაზა”
    მაგ , მე თუ მინდა ვინმე მკვლელის პერსონა შევქმნა , ან ვინმე მეძავის, ან თუნდაც უცხოპლანეტელის :P შემიძლია?

    1. კი უცხობლანეტელებიც არი დეტალებში შეგიძია დაამსგავსო საკუთარ თავს ან ვისაც გინდა; )

      1. აუუუ რა მაგარიაა :)
        სულ მინდიდა ერთი უცხოპლანეტელი მყოლოდა :)
        ჩამოვქაჩავ მაგ თამაშს :)

  2. ეჰხ, ეჰხ, რამდენიმე წლის წინ აქტიურად ვთამაშობდი და რანაირი სიმი არ მყოლია, ყველა ასპირეიშენისა და ცხოვრების წესის (მეგობრობის გარდა :D ). ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხლა გადმოწერა და თამაში რატომღაც საერთოდ არ მინდება, აი ლაპარაკი და სკრინების დათვალიერება კი მომწონს :D

  3. ვაიმე მგონია მოჩვენებები დამეწყო :(
    ასე მახსოს რომ კომენტარი გავაკეთე ამ თემაზე და სინამდვილეში არ გამიკეთებია :(

  4. ხალხო, კომენტარები ვორდპრესს მოდერაციისთვის გადააქავ ამიტომ ნუ შიშობთ რომ რამე დაიკარგა. ყველა კომენტარი ჩანს და მერე ვაეფრუვებ. Don’t Worry!

  5. ძალიან კარგი თამაშია. მე მითამაშია.. არასოდეს მოგბეზრდებათ ! უბრალოდ ჩემს კომპში არასოდეს მითამაშია რადგან ვერ ვიწერ ხოლმე… და საიდან გადმოვწერო ისე რომ ვირუსებს ავაცილო თავი ? :) :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.