შევცვალო თუ არა კომენტარების სისტემა?

ძალიან დიდი ხანია მინდა კომენტარების რამე უფრო მოქნილი სისტემა დავაყენო.

მაგალითად Disqus – რომელიც მკითხველს საშუალებას მისცემს თავისი facebook-ის, twitter-ის, myspace-ის ან openid-ის მეშვეობით დაპოსტონ.

Disqus ჯერ-ჯერობით საუკეთესოა (დემონსტრაციისთვის იხილეთ mashable.com-ის კომენტარები) და დღესვე დავაყენებდი, რომ არ იყოს ერთი პრობლემა.

ყველა წინა კომენტარის threading დაიკარგება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადრე პოსტის ქვეშ ერთმანეთს reply-ს მეშვეობით პასუხობდით და ეს ზედა კომენტარის ქვეშ, ოდნავ შეწეული ჩანდა, ანუ ვიზუალურად ხვდებოდი ვინ ვის პასუხობს, Disqus-ის დაყენების შემდეგ ყველა გამოჩნდება ქრონოლოგიურად – threading-ის გარეშე. და ვინაიდან reply-ს დროს არ უთითებ ადამიანის სახელს ვისაც პასუხობ, ქრონოლოგიურად დალაგების შემთხვევაში კომენტარი ჰაერში გასროლილს დაემსგავსება.

ახლა რასაც ვიყენებ კომენტარებისთვის ამ პლაგინს Brians Nested COmments ჰქვია და დღემდე ვერცერთი სხვა პლაგინი მისი threading-ის ექსპორტს ვერ აკეთებს თავის ბაზაში. ყველას გადააქვს ქრონოლოგიურად.

ჰოდა რა ვქნა?

ისეთი მრავალ-კომენტარიანი პოსტებში როგორიცაა PayPal in Georgia: დელფის მეთოდი – სულ მთლად აირევ დაირევა და ვინ ვის პასუხობდა ვეღარ გავიგებთ.

არსებობს ერთი გამოსავალი.

ყველა კომენტარი რომელიც ვიღაცის პასუხია და ძალიან ამოვარდნილია შინაარსიდან ხელით (OMG!) ჩასწორდეს და წინ დაერთოს მიმართვის ფორმა @ნიკი. რაც ძალიან მეზარება! :(

არადა რაც დრო გადის მით უფრო მეტი და მეტი კომენტარი გროვდება და მით უფრო მეტად მინდა Disqus-ზე გადასვლა.

აბა, ბლოგოსფეროს PHP ვეფხვებო და ლომებო, რა solution-ს შესთავაზებთ კოდებში გახლართულ სვითის?

შენ კი, ჩვეულებრივო მკითხველო, მირჩიე დავაყენო თუ არა Disqus? აზრი ექნება შენთვის თუ არა ძველი კომენტარების threading-ს?

35 Comments

    1. IntenseDebate ეკუთვნის აუტომატიქსს, იმავე კორპორაციას, რომელიც გვთავაზობს ვორდპრესს. ამიტომ მანდ ინტეგრაცია უფრო ადვილია.

      1. პოსტში შემეშალა – Disqus მეგონა აუტომატიკის.
        ანუ იმ სოფტს ვგულისხმობდი რომელიც აუტომატიკის იყო და აგერ შენ ჩამისწორე :)

        მადლობა

  1. გასაგებია! ვიცი და ვიცნობ IntenseDebate-ს!

    მე ვამბობ ახლა რაც მაქვს იქიდან როგორ გადავიტანო კომნეტარები ისე, რომ threading არ დაიკარგოს??????

    1. ანუ, ძველი დატოვე, როგორცაა, იმპორტირების გარეშე და ახალი წავა ID-ში, Disqus-ში, TPC-ში, რომელსაც აირჩევ.
      Brians Nested COmments პლაგინი რომ გამორთო, WP შეინარჩუნებს სტრუქტურას? “Enable threaded (nested) comments” თუ ჩართულია?

      1. არა არ ინარჩუნებს.

        ეგეთი დამპალი პლაგინია ეს ბრაიანის კომენტარები :(

  2. რატომ mashable.com მეც ამ სისტემას ვიყენებ :P ვინ გითხრა მარი რომ მხოლოდ ასე თანმიმდევრობით ლაგდება კომენარები ამას თავად განსაზღვრავ როგორ დალაგდეს შენი სურვილისამებრ შეწეულად თუ თანმიმდევრულად პასუხები ასევე არც ძველი კომენტარები გეკარგება ამ პოსტს გადახედე http://gochagabodze.blogspot.com/2010/01/blog-post_06.html რამდენიმე სხვა პროგრამაც მაქვს განხილული. დაყენებისას მიუთითებ რომ ყველა კომენტარის გადატანა გინდა . და არ დაგეკარგება კომენტარები.

    1. კომენტარები კი არა threading დაიკარგება.

      კომენტარები გადავა ჩვეულებრივად.

      რო დააყენებ მერე შეგიძLია ახალი კომენტარები ისევ threaded გააკეთო მაგრამ ძველები იქნება ქრონოლოგიურად…

      1. და ძველები იყოს მაშინ რა პრობლემაა ძველ კომენტარებს ვინ კითხულობს ???? ამ საშუალებით ბევრად მეტ ადამიანს ექნება საშუალება დაკომენტირების სხვადასხვა სოციალურიი ქსეკლების ექაუნთებით ერთადერთი სმაილები არ აქვს და ცუდია
        IntenseDebate ვერაფრით დავაყენე ვიზუალურად ბევრად მომწონს ფუნქციები პრინციპში ერთი და იგივეა

        1. ხოდა მაგას გეკითხებოდით ზუსტად ძველი კომენტარები დავიკიდო თუ არა მეთქი.

          ამაღამ დავაყენებ და ვნახოთ როგორ შეეგუებით :)

          სმაილები რა საჭიროა…

          IntenseDebate-ჯობია ნამდვილად.

        2. და რა პრობლემა იყო? ჩემს ტესტ-ბლოგზე, ბლოგსპოტზე, უპრობლემოდ დავაყენე, შენი კომენტარი რომ ვნახე.

          1. template რომ ავტვირთე ნაცვლად იმისა რომ ახალი ჩასწორებული ვერსია ამოეგდო ბლოგერის საწყის გვერდზე გადახტა

  3. დავაყენე და არ დაიკარგა პასუხები :))))

    ვაშაააა!!!!

    აბა გასინჯეთ კაია ახალი კომენტარები?

  4. ვაიმეე კომენტარებიი დაიკარგა ჩემთააან და რა ვქნაა : ((((

    აუ გავგიჟდები : (

  5. კი, მარი, ძალიან მომეწონა! :* თან საყვარელი ფონტია ქართულად რომ ვწეერ! :D

  6. აუ დავაყენე და კომენტარები გაქრაა : O

    ვაიმეე ვეღარ აღვადგეენ? : O

  7. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ქონდა როგორი იქნებოდა მაგრამ ესე უფრო მოსახერხებელი ჩანს :) :)

  8. უძალიანმაგრესია!!! ეხლა უკვე შემიძლია არ ვიჭეჭყო თავი ნიკის მოფიქრებაზე და ჩემი ტვიტერის ან ფეისბუქის სახელით შემოვიდე :) მაგარია =)

    1. ეს კი საშუალებას მისცემს სხვა მკითხველებს ტვიტერზე მოგემატონ ფოლოვერად :)))

    1. uninstall გაუკეთე თვითონ ინტენს დებატს :)

      ან დაელოდე როდის ჩართავენ სინქრონიზაციას.

      1. uninstall რო გავუკეთო რო მთლიანად წაიშლება სისტემა ???? ძველი სისტემა კიდე არ მინდა, საშინელებაა : (

        მეორე სქუიზს თუ რაღაცაას ვერ ვაყენებ თორე იმას დავაყენებდი, ადრე დავრეგისტრირდი მანდ და კოდს მეორედ აღარ მიგდებს : |

        ვითომ ღირს დალოდება? : ს ეჰ.. ჩემი კომენტარები : (

        არ შეიძლება რამენაირად აღვადგინო : (

  9. ვაშაააააააააა : ))

    დავაყენე დისქუისი : )))

    ისე ამ ინთენს დებათზე წეღან ვეძებდი რაღაცეებს და სმაილები დავამატე : ) საყვარელი სმაილებია ისე : ) დაამატე შენსას, მოუხდება :ბის:

  10. მე გამოვაქვეყნე და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მუშაობს, მგონი რაღაცა ნულები და ერთიანებშია საქმე.

    1. იმიტომ რომ ამას არ აქვს ქართული კლავიატურის მხარდაჭერა.

      ვთხოვ ვინმეს იქნებ გააკეთოს პლაგინი :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.