Shortie

დროებით ვცხოვრობ მშობლებთან.

საკუთარ ლეპტოპზე ინტერნეტი არ მაქვს.

ახლაც ჩემი ძმის კომპიუტერს  ვიყენებ.

აქვე: თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, ყველაზე იაფი და მარტივი ინტერნეტი მირჩიეთ ლეპტოპისთვის, კვლევების დრო არ მაქვს, როცა ინტერნეტთან ვხვდები.

ვიცი რომ ბლოგი მივატოვესავით, მაგრამ  ჯერ-ჯერობით ასეა საჭირო. თქვენი რჩევებიდან რომელიმე ინტერნეტ პაკეტს ჩავრთავ და მერე უპრობლემოდ დავუბრუნდები წერას.

ძალიან რთული პერიოდი მაქვს და მერე ყველაფერზე ერთბაშად დავწერ, ან ნაწილ-ნაწილ.

P.S. დღეს ელვისში რომელიღაცამ დამინახეთ. პირველ სართულზე, შესასვლელიდან მარცხნივ რომ იჯექი, ბიჭთან ერთად. გამარჯობა, მეც დაგინახე. :)

14 Comments

  1. მაქსიმალს ახლა აქცია აქვს: თვეში 28 ლარი დაგიჯდება (6 თვის განმავლობაში) უსბ-მოდემი. :)
    თუმცა, არ ვიცი, როგორი სიჩქარე აქვს, ადრე მქონდა ოთახის მოდემი და სიჩქარე ჰქონდა დაბალი.

  2. ტელეკომს ააქვს დღეს აქციის ბოლო დღე, თვეში ინტერნეტში როგორც მეგობრებმა მითხრეს 15 ლარს იხდიო.

  3. მიდიხარ კანაპეში, უკვეთავ ყავას, რთავ ვაი-ფაის და თუ გინდა მთელი დღე იინტერნეტე, სანამ დაიკეტება :)

  4. მაგთიფიქსი!
    ჩემებს აქვთ და კმაყოფილები არიან.
    ასევე ბევრ ნაცნობს აქვს რაიონში (ნეტა არ ქონდეთ, ხო დავსვენებდი)

    ესეიგი მიიღე გადაწყვეტილება?

  5. მე ძირითადად ვსარგებლობ ბლუთუსი+ტელეფონი – და მაგთის ინტერნეტ-პაკეტებს ვყიდულობ.

    პლიუს, ბრაუზერს ვუთიშავ ხოლმე სურათების ჩატვირთვას და მერე right-click-ით შეგიძლია მხოლოდ ის სურათები ჩატვირთო, რომლებიც დაგაინტერესებს

  6. მე მაგთიფიქსი მაქვს მაქსიმუმ 90კბ/წ მოდის სიჩქარე . თბილისში ცოტა უჭირს რეგიონებში ბევრად სწრაფია. ბლოგზე საწერად გამოდგება ყოველ შემთხვევაში.ფილმების გადმოწერაზე ვწვალობ ერთადერთი სხვა მხრივ ნორმალურია. თვეში 45 ლარი დაგიჯდება მოდემი 150 ლარი ღირს.

  7. GELINK ჩართე
    კომენტარები რაც ვნახე ყველა დაბალ სიჩქარიანია
    GELINK მაგარია ძაან
    30 ლარიანი ჩარტე გლობალი+ლოკალურს 5/5 მბ/წმ, 45 ლარიანს ჩართვა + 1 კომპიუტერით 8 მბ/წმ. ყველაზე ნაღდი ესაა. თუ იაფიანი გინდა კიდე GELINKI ჩართე 15 ლარიანი, სიჩქარე 1/1 მბ/წმ

Leave a Reply