Shopping Spree – Makeup and cosmetics

რატომ მიყვარს Ebay? იმიტომ, რომ იქ უამრავი ფინწიკლუშკის ძალიან იაფად გაჩითვა შეიძლება. ძალიან მეშლება ნერვები იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ფეიფალი ოფიციალურად შემოსული და მეც “ლევი” გზებით მაქვს მოპოვებული იბეიზე შოპინგის შესაძლებლობა.

რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელია სხვადასხვა იუზერების მიერ შედგენიილ ნაკრებების ყიდვა. ალბათ გახსოვთ სულ რაღაც $50-ად შეძენილი დაახლოებით 300 დოლარის ღირებულების სკრეპბუქის მასალები.

ამჯერად უფრო დიდი შოკისთვის მოემზადეთ. გუშინ კოსმეტიკა და მაკიაჟის ნაკრებები საოცარ ფასად შევიძინე.

24 ნივთი – $15, ტრანსპორტირება – $10

კოსმეტიკის ჩანთა/ჩანთის ორგანაიზერი – $3. ტრანსპორტირება – უფასო

ბევრი კოსმეტიკა – $10.5, ტრანსპორტირება – $8.5

TRACEY REESE FOR CLINIQUE - $20, ტრანსპორტირება – $7,99

Estee Lauder, ყველაფერი $28, ტრანსპორტირება $2

ამ ყველაფერს ცხადია მე მარტო ვერ გამოვიყენებ. ამიტომ ძირითადად Giveaway-ებზე გავათამაშებ ბლოგზე და Pink.ge-ზე.

ნეტავ ეს ყველაფერი ადგილობრივ კოსმეტიკის მაღაზიებში რომ მეყიდა რა დამიჯდებოდა?

 

25 Comments

  1. TRACEY REESE FOR CLINIQUE – $20, ტრანსპორტირება – $7,99

    მარტო ეს არის ფასეული მთელი აქ ჩამოთვლილთაგან
    ამ ძალიან იაფიანმა კოსმეტიკამ ძალიან ცუდ დღეში შეიძლება ჩაგიგდოს კანი

    1. იაფიანი არც ერთი არაა, ბევრი კოსმეტიკა ერთად რმ ყრია ეგ საკმაოდ კარგი ბრენდებია:
      Cover Girl
      Estee Lauder
      NYC

      პირველ ფოტოზე კი – კლინიკის ბლესკები.

  2. ძალიან ბევრი კოსმეტიკის ფოტოზე რასაც ვხედავ, მგონი იქიდან უმეტესობას ვერ გამოიყენებ ისეთი ტიპის კოსმეტიკაა. მე მგონი გამყიდველმაც მარტივი Giveaway გააკეთა და რამდენიმე დოლარის სანაცვლოდ მოიშორა ნივთები… იმედია ვცდები

  3. რა ვქნა, მე ასე იაფად ნაპოვნ რაღაცებს არ ვენდობი და ი-ბეის ვერ დავუმეგობრდი. თან აქ მაღაზიებში ხშირადაა ფასდაკლება ბევრ კარგ პროდუქტზე და კომპიუტერთან დაშტერებას, ისევ ცოცხლად გასეირნება და დათვალიერება მირჩევნია.

    Giveaways კი – მშვენიერი აზრია :)

      1. გამარჯობა sweet, რაღაც საქმე მაქვს შენთან და შეგიძლია სკაიპი დამიტოვო?

  4. არ გინდა მაგ “ლევი” გზით გადახდის მეთოდები მასწავლო? :)
    რაღაცეების გამოწერა მეც მინდა და დიდად დამავალებ თუ დამეხმარები… :) :)

  5. მეც ვნახე ი-ბეიზე კარგი რაღაცეები მარა ვისაც ვკითხე არ გამოიწერო მაქედანო :( kethy-სი არ იყოს, მეც ძალიან გამიხარდება თუ დამეხმარები :D :*

  6. ეგ საიტი რომ არ არსებობდეს…წარმოდგენაც არ მინდა.ისეთ ფასებში ვყიდულობ აუქციონზე საჭირო ნივთებს, რომ მე თვითონ არ მჯერა. ნუ ეხლა, ნერვები კი უნდა და მოთმინება, მაგრამ ღირს.

  7. გვეღირსება როდისმე საქართველოში ფეიფალის შემოსვლა? თითქოს აპრიებდნენ არადა

  8. იცი რა მაინტერესებსს ? ქუთაიში ჩამომივა? ან როგორ უნდა ვიყიდო ვერ მივხვდი :| რამდენ ხანში ჩამოვა

  9. მეც მაქვს იბეიდან გამოწერის შესაძლებლობა, თუმცა კოსმეტიკას ნამდვილად არ გამოვიწერ მაქედან. შანსი არაა. ყველაფერი უხარისხო იქნება. კოსმეტიკისთვის არსებობს ბევრი სხვა საიტი.

  10. :) რა იაფად გიშოპინგია, უსევ შემშურდა; Estee Lauder-ის მარტო ერთ თვალის ჩრდილში მაქვს $28 მიცემული.. და CLINIQUE -ის ერთი კრემი მიჯდება 2-ჯერ $ 20:)

    კოსმეტიკას ვერ ვიყიდი Ebay-ზე, ვერც ტანსაცმელს..

    სამაგიეროდ მანქანა მყავდა მაქ ნაყიდი და ბევრზე ბევრი წიგნები:)

  11. სვითიიი, ციფრულის გამოწერა მინდა ebay-დან და იქნებ დამეხმარო. გეხვეწები, გემუდარები და ა.შ

  12. რაღაც შარფის გამოწერა მინდა მაქედან და ხომ ვერ დამაკვალინებდი? :)

  13. სვითი იცი რა მინდოდა მეკითხა :D .. იბეიდან რაღაც იაფიანი რამეების გამოწერა მინდა და პრობლემა არ არის ხოლმე ვთქვათ რომ არ ჩამოვიდეს ან რომ მოგატყუონ რამეში ??

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.