Shopping Spree – Clothing

ხანდახან დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ მთელი შენი გარდერობი განახლებას საჭიროებს. სწორედ ასეთი მომენტი დამიდგა ოქტომბრის დასაწყისში და მას შემდეგ თბილისის უამრავი მაღაზია მოვიარე, თუმცა ყველაზე კარგი ფასები და ნორმალური ხარისხი მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში აღმოვაჩინე.

ყველაზე დაბალი ფასებით “შოდი“-ს მაღაზიათა ქსელი გამოირჩევა. აქ საქონელი ყოველ კვირას ახლდება და თან საკმაოდ კარგი რაღაცების პოვნა შეიძლება. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ხალხით ყველაზე ნაკლებად გადატვირთული რუსთაველის ფილიალია ხოლმე და გასახდელის რიგში დგომა აქ შედარებით ნაკლებად მოგიწევთ.

ასევე მომეწონა Peacocks-ის ფასები, თუმცა ჩემთვის ბევრი ვერაფერი შევარჩიე. ძირითადად აქსესუარებისკენ მიმირბოდა თვალი. ასევე საინტერესოა Shana-ს კოლექციაც. თუმცა მე რომ მივედი უკვე თითქმის ყველაფერი საინტერესო გაყიდული დამხვდა.

თუმცა “შოდის” ისეთი ფასები და იმდენად მრავალ ფეროვანი პროდუქცია აქვს, ამიერიდან ვიცი სად უნდა დაიწყოს ჩემი ყოველი მომდევნო შოპინგი.

4 Comments

  1. მახსოვს გეხმარებოდი არჩევა მოგროვებაში :D სასიამოვნო პროცესიი იყოო :)::

  2. აუუ მეარ მევასება შოდი და მალსიი : | ყველას ერთნაირები აცვიათ

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.