Shopping in July და გადამზიდების მიმოხილვა

უკვე 2 თვეა მგონი ონლაინ შოპინგის შესახებ არაფერი დამიწერია ხან ფული არ მქონდა, რომ რამე გამომეწერა, ხან Paypal-ის ანგარიში დამიბლოკეს, ხანაც უბრალოდ არ მეცალა. ახლა Paypal-ს ბლოკი მოვხსენი, ფულიც ჩამერიცხა და ცოტათი დროც გამოვნახე. ამიტომ მკითხველების თხოვნით ვდებ უკანასკნელი, სამიოდე დღის წინანდელი შოპინგის შედეგებს.

ფასი – $17

ფასი – $18

ფასი – $24

მარტო ჩემი შეძენილი ნივთების სურათები რომ არ დავყარო, ერთ-ორ სასარგებლო რჩევასაც მოვაყოლებ ონლაინ შოპინგის შესახებ.

ადრე ნანუკამ დაწერა გადამზიდების შედარება. თუ არ ვცდები ლოჯიქსი და ბარამი იყო მის მაგალითებში. სამწუხაროდ ნანუკამ ბლოგი გააუქმა და ის პოსტი ვეღარ ვიპოვე.

გადამზიდების შერჩევის კრიტერიუმები

გადავწყვიტე, ჩამომეწერა ყველა ის კრიტერიუმი თუ რის მიხედვით ავირჩიე ჩემი ფავორიტი გადამზიდი და ერთმანეთისთვის შემედარებინა პირველი ოთხი გადამზიდი რომელიც გამახსენდა.

1. მოხერხებული ვებ-გვერდი

ჩემი აზრით გადამზიდს უნდა ჰქონდეს ისეთი ვებ-გევრდი, სადაც მომხმარებელი შექმნის თავის პერსონალურ ანგარიშს და შეეძლება ამანათების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგება, ბალანსის შემოწმება, ინვოისების ამობეჭდვა და ა.შ.

2. ავტომატური შეტყობინებები გადაზიდვის ყველა ეტაპზე

ლოჯიქსის მომხმარებელი როცა ვიყავი, ყველაზე მეტაც ის მაღიზიანებდა, რომ ყოველი ახალი ამანათის გამოწერისთანავე უნდა მიმეწერა პერსონალური იმეილი რომ “შევუკვეთე და გთხოვთ, მზადყოფნა გამოაცხადეთ”. ასევე უნდა მიმეწერა ტრეკინგის კოდები და ხანდახან ინვოისის ასლიც უნდა გამეგზავნა.

USA2Georgia-სთან გადასვლის შემდეგ კი ყველა ეს პრობლემა მომეხსნა. მე ვუკვეთავ მხოლოდ ამანათს და დანარჩენს გადამზიდი თვითონ მატყობინებს. თანაც იმეილები გადაზიდვის ყველა ეტაპზე მომდის:

  • ამანათის USA-ში მიღება,
  • ტვირთის მზადება გამოსაგზავნად,
  • ტვირთის გამოგზავნა თბილისში,
  • ტვირთის ჩამოსვლა,
  • გადასახდელი ინვოისი (თუ ბალანსზე არასაკმარისი თანხაა),
  • შეტყობინება ინვოისის ავტომატურად გადახდის შესახებ (თუ ბალანსზე თანხა მაქვს),
  • გადახდილი ინოვოისი

შედეგად მე ყოველთვის ვიცი, სად არის ჩემი ტვირთი.

3. დამრგვალება

დამრგვალება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ტვირთის წონა ცდება ერთ კილოგრამს და ერთი კილოგრამის ზემოთ ამანათის თითოეული ასი გრამი ჩვენს ჯიბეზე საგრძნობლად მოქმედებს.

ვერაფრით შევძელი გამერკვია საერთოდ აქვს თუ არა ბარამს დამრგვალება. დანარჩენ ქართულ გადამზიდებს აქვთ დამრგვალების შემდეგნაირი წესი:

თუ ამანათი 500 გრამზე ნაკლებია, სამივე გადამზიდი გვახდევინებს 500 გრამის შესაბამის თანხას.

თუ ამანათი 500 გრამზე მეტია, მაგრამ 1 კილოგრამზე ნაკლები, სამივე გადამზიდი გვახდევინებს 1 კილოგრამის შესაბამის თანხას.

ხოლო თუ ამანათი 1 კილოგრამზე მეტია:

  • USA2Georgia და ლოჯიქსი – არ ამრგვალებენ! ანუ იხდი ზუსტად იმდენს რამდენსაც იწონის ამანათი.
  • ონექსი – ამრგვალებს ყოველ 100 გრამზე! (რაც პრინციპში იგივე გამოდის, რომ არ დაამრგვალოს)

დამრგვალების მხრივ ამ გადამზიდებს შორის დიდი პრინციპული განსხვავება არ არსებობს (ერთადერთი ბარამზე ვერ გავარკვიე დამრგვალების რა მეთოდით მუშაობენ).

4. ამანათის გადაფუთვა და ზომაში შემცირება

6 მაისს USA2Georgia-ს კორპორატიულ ბლოგზე გამოჩნდა პოსტი “ახალი გადაფუთვის სერვისი“, რამაც სიხარულისგან ჭყლოპინი დამაწყებინა. თუ ამ პოსტს წაიკითხავთ მიხვდებით რატომაც.

გადალაგების ახალი სერვისი ნიშნავს, რომ შეგვიძლია დავივიწყოთ მოცულობითი წონა ტანსაცმლის გამოწერისას. Usa2Georgia დიდ საფოსტო ყუთით მისულ ტანსაცმელს გადაიტანს საფოსტო პარკებში და გადაზიდვისას დაითვლის ამანათის რეალურ წონას.

გადალაგების და ზომაში შემცირების სერვისის შესახებ სხვა გადამზიდების ვებ-გვერდებზე ვერაფერი წავიკითხე. :/

5. კვირაში 2 რეისი

იცით რას ნიშნავს კვირაში ორი რეისი? იმას, რომ ონლაინ შოპინგი დამთავრებული არ მაქვს და ამანათი უკვე კარებთან მელოდება. :D

მას შემდეგ რაც USA2Georgia-მ კვირაში ორი რეისი შემოიღო, ამანათები გამოწერიდან 5-7 დღეში ჩამომდის. გაოგნებული ვარ! :O დანარჩენი გადამზიდები რამდენადაც გავარკვიე, კვირაში მხოლოდ ერთ რეისს ახორციელებენ, რაც ამანათისთვის ლოდინის დროს 10 დღიდან 2 კვირამდე ზრდის.

გარდა ამისა, ხშირად ჩამოტანისას საბაჟოს 300 ლარიან ლიმიტს უფრო ადვილად დაიცავთ. ანუ თქვენი სხვადასხვა დროს მისული ამანათები მალევე გამოიგზავნება და ერთმანეთს არ დაემატება.

6. საკურიერო მომსახურება

თბილისის მასშტაბით ამანათს ოთხი გადამზიდიდან სამი სახლში მოგართმევთ.

ბონუსები:

  • მხოლოდ USA2Georgia-ში შეგიძლია შეიტანო ანგარიშზე რა თანხაც გინდა და შემდეგ პერიოდულად ხარჯო, სხვადასხვა ამანათების ჩამოსვლისას. ზედმეტი თანხა შენი ანგარიშის ბალანსზე ინახება და ახალი ამანათის ჩამოსვლისთანავე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში ბალანსს ავტომატურად ეჭრება.
  • მხოლოდ USA2Georgia-ს გააჩნია კორპორატიული ბლოგი. :love:

მე USA2Georgia-ს ერთგული მომხმარებელი ვარ იმ დრომდე სანამ უკეთესი გადამზიდი არ გამოჩნდება. თუმცა ამ პირობებში, ვერ ვხდები რა უნდა შემომთავაზოს ახალმა გადამზიდმა ისეთი, რომ შეჩვეულ სერვისზე უარი ვთქვა.

თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ონლაინ შოპინგის დროს?

რა სერვისების დანერგვას ან გაუმჯობესებას ისურვებდით ამ ოთხი გადამზიდის საქმიანობაში?

46 Comments

  1. მაგ გადამზიდების გარდა უამრავი გადამზიდია, რომლებიც ჩამოთვლილებიდან ოთხივეზე კარგად მუშაობენ.
    უსა2გ-ს 5-7 დღეში არასდროს არ ჩამოუტანია ,რაც ეგ ორი რეისი შემოიღო.მაგ მხრივ ძალიან უნამუსო კომპანიაა,მიზეზები არ ელევათ.
    ამანათის საკურიერო მომსახურებას რაც შეეხება, ნებისმიერი გადამზიდი იმავე დღესვე მოგიტანს სახლში, უსა2გ კი მხოლოდ მესამე დღეს,საწვავს ზოგავენ :)))
    ნუ,მოკლედ, არაა ეს კარგი გადამზიდი მინდოდა მეთქვა.
    არ ვარ არცერთი კომპანიის წარმომადგენელი. უბრალოდ სტაჟიანი გამომწერი ვარ და ძალიან კარგად ვერკვევი ყველა გადამზიდში.
    დამრგვალება კარგად ეხერხებათ, იცოცხლე:)))
    საიტი კი ნამდვილად მოწესრიგებული აქვთ,ერთადერთი ეგ მაკმაყოფილებს.
    ამანათის გადაფუთვას რაც შეეხება, სულ იმ მეორე ოთახში გავდივარ ხოლმე, რომ ხელმეორედ ავწონო. 400 გრამში 800 დამიწერეს ამას წინათ :|

    ისე ერთ-ერთ გადამზიდს ახლა საზაფხულო აქცია აქვს და 6.5 დოლარია კგ. ლოჯიქსს სამაისო აქცია ჰქონდა ძალიან მაგარი, მარტო სუფთა წონა. უსას არაფერი არ აქვს :|

    მოკლედ, სუფთა “ქართული” რეისი აქვთ :)))

    1. “მაგ გადამზიდების გარდა უამრავი გადამზიდია, რომლებიც ჩამოთვლილებიდან ოთხივეზე კარგად მუშაობენ.”

      მაგალითად? ვებ-გვერდები დაწერე რა. ყველს დავტესტავ.

      და ეგ დაგვიანებები დაემთხვა ვულკანს, რომლის დროსაც ყველა გადამზიდს პრობლემები ჰქონდა.

      ჩემთვის ერთხელაც არ დაუგვიანია usa2georgia-ს. იმ ვულკანის პერიოდში არ გამომიწერია.

      100% კმაყოფილი ვარ მათი სერვისის. :love:

  2. getit.ge ამათ ბრიტანეთშიც აქვთ მაღაზია, ასოს.ცომ -იდან გამოვიწერე 6 დღეში აქ მქონდა :)) ბრიტანეთიდან ბევრად მალე ჩამოდის სამშაბათს იგზავნება და ხუთშაბათს აქაა. ამაზე ნამდვილად შემიძლია თქმა , რომ კარგია.

    კიდევ შოპზილა. ძალიან კარგი სერვისი აქვთ. ამას წინათ ბევრი მიჯდებოდა ჩამოტანა და სანამ გამოგზავნიდნენ დამირეკეს ამერიკიდან, ამდენი დოლარისაა გადასახადი და გინდათ თუ უკან გავგზავნოთო. (ჭურჭელი იყო და ზომაში შემცირება არ შეიძლება, რომ არ დაზიანდეს.)

    ერთადერთი ის ნაკლია, რომ მეზარება ხოლმე თიბისი-ში გასვლა და გადახდა. ოსმპ აპარატებზე არ არიან და ბარათითაც 2 დღეში ჯდება იმათ ანგარიშზე. ბანკში გადახდა სჯობს.
    კიდევ არის რამდენიმე, მაგრამ ,სამწუხაროდ, ახლა ვტესტავ ჯერ :))

  3. რატო არ სარგებლობ Bestex-ით?

    ყოველ შემთხვევაში გეცადა მაინც

    http://www.bestex.ge

    ჩვენ სტრაიკზე ვეშები მაგით ჩამოგვაქ, შედარებით ახალია მარა ზა ტო პროგრესულია და ფასები კაი აქ და მუშაობს არ ძინავს.

    1. იმიტომ რომ usa2georgia-სთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, საუკეთესოა და სხვაგან გადასვლას არ ვაპირებ.

  4. gagecineba da aii zustag egeti baletkebi gushin viyide kutaisshi bazrobaze 15 larad.
    ai zustad egetia,chasapenic ki egeti ak :D:D:D
    da romeli saitebidan icer upro xshirad shen sweet?

    1. ეგ ბალეტკები ძალიან მომეწონა. ეგდოს მაინც რას მიშლის :)))

      მაღლები ბევრი მაქვს…

  5. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა.
    მე პირადად, usa2georgia-ს მომსახურებით ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ეტაპზე სურვილიც არ მაქვს, რომ სხვა კომპანია ვცადო.

  6. ყველა გადამზიდებიდან რაც არსებობს, უმეტესობას არ აქვს პეიპალი და შეუძლებელია ამერიკაში მყოფმა ადამიანმა გაუგზავნოს სხვა ფიზიკურ პირს, რომელიც იმყოფება საქართველოში.

    1. შესაძლებელია :)) იბეიდან ვიწერ ხოლმე ხშირად, ჩემი ფეიფალით, რომელიც თურქეთზე მაქვს გაკეთებული. მაგრამ მიგზავნიან სადაც მინდა ;)

      გადამზიდებს აქვთ ფეიფალი, რამდენიმეს.

  7. იცი რა არის,
    usa-ს კლიენტი ვარ
    ვყოფილვარ ხოლმე უკმაყოფილო, იაკოსაც ვეთანხმები ბევრ რამეში
    ამ ორ რეისის დროს 4–ჯერ, თუ მეტჯერ გამოვწერე და 1 ჩამოვიდა მარტო შედარებით ადრე
    დანარჩენმა 2 კვირა დამიგვიანა
    მაგრამ მაინც რაღაცნაირად კომფორტულია
    თუნდაც საიტის პანელი მომწონს, ყველაფერს იქვე აგვარებ და მეილებიც რათქმაუნდა.
    მიფიქრია ლოგიქსზე გადასვლაზე, მაგრამ არ მომწოს ეს ყველაფრის შენით შეტყობინების მეთოდი
    მაგრამ ისინი სახლში მაშინვე მოტანის სერვიზით დიდ პლიუსს იწერენ, რაც უსას დიდი მინუსია
    ასევე ბესტექსზეც ვფიქრობდი, მაგრამ ოფისი ნიუ იორკში აქვთ და ცალკე ტაქ-ების ხდის თავი არ მაქვს.
    მოკლედ ჯერ-ჯერობით უსას ერთგული ვარ და ველოდები ეს რეისები მწყობრში როდის ჩადგება, იმიტომ რომ თურქეთის ავიახაზების გამო ქონდათ პრობლემები.
    დანარჩენით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, კარგია 10 მდე გადამზიდი მაინც რომ გვყავს და ხელს გვიწყობენ შოპინგში ^_^

  8. რა პრობლემას ვაწყდები და ფეხსაცმლის ზომებში ვერ ვერკვევი:(urbanog.comიდან ვიწერ და სრულ ფეხს,37ს რომელი ზომა შეესაბამება,6.5 თუ 7 ვერ გავიგე:(იქნებ მითხრაათ

  9. და კიდევ,ფეხსაცმლის ღირებულებას მხოლოდ გადამზიდის თანხა ემატება?ანუ თქვატ ღირს 23.60 და დაახლოებით 1 კილოა,მხოლოდ 8$ დაემატება?

    1. დამავიწყდა პასუხის ფუნქციის გამოყენება :D

  10. interesni 37 ზომა თუ გაქ ფეხი არამგონია 7 გაწყობდეს. მგონი უფრო 6.5 :)

    რაც შეეხება ღირებულებას პროდუქტის ფასის გარდა შეილება ონლაინ-შოფ-ს ქონდეს tax იმ შტატზე სადაც მიდის შეკვეთა. ნუ დიდი არაფერი რამდენიმე დოლარის ბაზარია, შეიძლება 1 დოლარისაც, პლუს კიდე შეიძლება ამერიკის-შიდა ტრანსპორტირება გექნეს გადასახდელი თუ რამე ოფერით არ იწერ რომელიც უფასო გადაზიდვას გთავაზობს შტატების საზღვრებში. ამას ემატება შენი ქართული გადამზიდის ტარიფი და ეგაა.

  11. პაიპალს ქართულ საბანკო ანგარიშზე ამუშავებ, თუ უცხოურ საბანკო ანგარიშზე გაქვს მიბმული?

  12. USA2G-ს კიდევ ერთი პლუსი რომ მომსახურების ანაზღაურების რამოდენიმე მოსახერხეელი მეთოდი გააჩნია.

  13. იცი რა დაგავიწყდა? “აქვთ ოფისი” კი/არა და მაგ ცხრილიდან 2 ეგრევე ამოვარდებოდა ლოჯიქსი და ონიქსი :) ასევე “აქვთ ქალაქის ტელეფონი” კი/არა იგივე კომპანიებისთვის. უმისამართო და ლაილაის ნომრიან კომპანიასთან მე არ დავიჭერდი საქმეს. დაგვიანებებზე ბევრი ჩემი მეგობარი გარბი-გარმობის ამ გადამზიდავებში, იმიტომ რომ ეგ ერთი კონკრეტული გადამზიდავის პრობლემა არ არის.

  14. მე პირადად USA2GEORGIA-ს მომსახურებით ვსარგებლობ უკვე დიდი ხანია, შეიძლება იდეალური კომპანია არ არის და ბევრი მინუსიც აქვთ, მაგრამ ბევრი პლიუსები აქვთ, რომლების გამოც ღირს ამ ორგანიზაციით სარგებლობა, მაგალითად:
    1. მართვის პანელი
    2. შეტყობინებები ნებისმიერ ეტაპზე
    3. ავტომატური გადახდები ( თუ ბალანსზე თანხა საკმარისია )
    4. მოხერხებული ბალანსის შევსება, პირდაპირ მართვის პანელიდან
    5. ფეიბოქსით გადახდა, ბანკებში გადახდა
    6. გადაფუთვის სერვისი
    7. საკურიერო მომსახურება
    8. ოფისიდან გატანაც კი კომფორტულია, ოთახის ნომერი ვუთხარი და მომენტალურად ჩემი ამანათი გამოცურდა საიდანღაც :) ( ავღფთოვანდი )
    9. POSTERMINAL – იც აქვთ, იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო თანხა გაქვს გადახდილი.

    მოკლეთ მე კმაყოფილი ვარ :)

    1. და კიდევ ციფრულ device-ზე რომ გაწერინებენ ხელს? :))) ეგ დაგავიწყდა <3

  15. U2G -s martlac magari moxerxebuli saiti aqvs da karrgi comunikacia.

    Rac sheexeba servisebis damatebas, kargi iqneba rom amerikashi amanatebis shekovneba daamaton. Ramodenimejer momivida rom ertma magaziidan adre movida, meoredan ki gvian da 300 lars gadacda.. Mere unda inerviulo jarimaze an ganbajebis gadaixado.. Amitom kargi iqneba rom es servisi daamaton rom eseti gautvaliscinebeli shemtxvevebis dros shesadzlebeli ikos erti amanati sheakovno da shemdeg reisze camoigo.

    Danarchenit dzalian kmakofili var u2g – s momsaxureobit.

    P.s sorry lat-istvis. iOS gadavakene da ka – s dakeneba damavickda

  16. უსა2ჯ-ს რეიტინგი სახეზეა, თუ შეხედავ რეისის ცამოსვლის დღეს რა ხდება ხოლმე. მე მაგალითად სახლში მოტანა სულ არ მაწყობს, თუნდ სულ მაშინვე მოუტანიათ, ვაი და არ ვარ სახლში, ან ვერ ვგეგმავ, სახლში ვერ დავჯდები, რომ მაგათ ველოდო და ამერიკა არაა, რომ კართან დამიტოვონ :) ამიტომ ნორმალურ ოფისში მისვლა მირჩევნია

    1. ჰო მეც სულ სამსახურში ვარ და შესვენებაზე გავდივარ ხოლმე.
      არ მაწყობს სახლში მოტანა…

  17. USA2GEORGIA-ს და სხვა ავტომატიზირებული სისტემების პლიუსი ის არის, რომ ადამიანები არ ეჩხირებიან შენს საქმეში :| PayPal-ის არ ქონის გამო მივმართე ერთ-ერთ გადამზიდს (სახელს არ ვიტყვი ხო?) , სადაც მითხრეს ჩვენი PayPal-ით შეგიძლია ისარგებლოო. ოპერატორის თუ ვინც არის, მაგის უყურადღებობის გამო გადაიდო ჩემი ამანათის ჩამოსვლა კაცმა არ იცის როდემდე :| დასასვენებლად ვერ მივდივარ მაგის გამო =(

  18. USA2GEORGIA-ს გარდა სხვა არცერთის მომსახურება არ გამომიყენებია.
    ამ კომპანიის კმაყოფილიც ვყოფილვარ და უკმაყოფილოც.
    ისეც მოხდა, რომ დროულად მომიტანეს ყველაფერი და ვიღაცის მიერ გამოწერილი გაყის პისტოლეტის გამო გადადებულ რეისსაც ველოდე თვენახევარი. კიდევ, მაშინ საწყობიდან გატანაზე შემემნა რაღაც პრობლემა, არ მახსოვს ზუსტად რა. ახალ ოფისში არ ვყოფილვარ და იმედია გააუმჯობესეს.
    წონის დამრგვალებას რაც შეეხება, მე ამაზონზე ან სხვა საიტზე, საიდანაც ვყიდულობ, ვამოწმებ ხოლმე რამდენია წონა, იქ lb-ებში წერია, მაგრამ ონლაინ კონვერტორით გადამყავს და წინასწარ ვიცი რამდენი იქნება. 2 კგ-ზე მეტი არასოდეს არაფერი გამომიწერია და ჯერჯერობით არ მოვუტყუებივარ :)

  19. ლოლ, უსას ყველა თანამშრომელმა რომ დაპოსტა :)) არ გცნობდეთ მაინც.

    1. რომელია მეც მითხარი, მადლობა უნდა გადავუხადო პირადად :love:

    2. იაკო არაუშავს ნუ ინერვიულებ :) მისამართი მალე გექნებათ

  20. usa2georgia.com რულიტტტ. შეუფერხებლად მუშაობს ჩემთან მიმართებაში

  21. გამარჯობა Sweet )) შეგიძლია ინტერნეტ საიტები მომწერო,რომელსაც შენ იცნობ უკვე ) დიდი მადლობა წინასწარ ))

  22. ხალხ ხომ არ იცით ისეთი სერვისი, პირიქით, საქართველოდან რომ რომ ხდებოდეს ამერიკაში ამანათების გაგზავნა? რამოდენიმე კი არის, მაგრამ დიდ თანხას ითხოვენ. მაგ ფედექსი 178 ლარს ითხოვს ორ კილოში, DHL 201–ს იგივე წონაში… ამათ გარდა სხვა ამანათის ტრანსპორტირების სერვისი ხომ არ იცით ? სასწრაფოდ მჭირდება :(

  23. მეც usa2georgia-თი ვსარგებლობ,მარა გამტანჯეს,არც ის შველის, რომ ყოველდღიური რეისები დანიშნეს,რა აზრი აქვს რო, ეხლაც , 22 ში ჩაუვიდათ ჩემი ამანათი,28ში გამოგზავნეს, 5 ნოემბერს იქნება თბილიშში და მერე როდის მომიტანენ კიდე რამდენიმე დღე უნდა, ანუ მიღებიდან 2კვირანახევარზე ადრე მაგათთგან არ უნდა ელოდო არაფერს,და სხვათაშორის წონაშიც პატარა უზუსტობა იყო წინაზე.
    ის მართალი კია რომ საიტი ნამდვილად კარგ დონეზე აქვთ და შეტყობინებებიც, მარა რახან ასე აგვიაბნებენ, სხვა გადამზიდს მივმართავ უკვე

  24. u2g-ს მომახრებელი ვიყავი კაი ხანი სანამ ბესტეხ-i (www.mimino.us) არ გამოჩნდა, პარასკევს გამოზაგვნილი ამანათები თბილისში უკვე სამშაბათ ოთხშაბათს შეგიძლია აიღო, u2g-თი გამოზგავნილი კი როგორც საიტზე უწერიათ და ასევე როგორც ჩემმა პრაქტიკამ მიჩვენა მინიმუმ 10 დღე სჭირდება რომ თბილისამდე ჩამოვიდეს (გამოგზავნიდან) წონაში კიდევ უნამუსოდ იტყუებიან

  25. მე პირადად აქ რაც წავიკითხე არცერთით არ ვსარგებლობ და ძალიანაც კმაყოფილი ვარ ჩემი გზავნილით სახელად Gzavnili.com

Leave a Reply