19 იან 10

იანვრის შოპინგი

By Sweety at 4:00 pm | წაიკითხულია 28996-ჯერ |
41

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს არ მოსწონს ასეთი “რა ვიყიდე” პოსტები, მაგრამ ფოტოსა და ფოტოს შუა მაინც ვწერ პირად რაღაცეებს. თანაც ზოგჯერ ონლაინ შოპინგის კარგ რჩევებს / ფასდაკლების კუპონებს დავწერ.

ასე რომ ვისაც არ მოგწონთ გამოტოვეთ, ვისაც მოგწონთ და…

ნივთები რაც გამოვიწერე იანვარში

ჩანთა

$ 25.80

Forever21.com | $ 25.80

ცოტა გამოსასვლელია. გეთანხმებით.

$ 12.80

Forever21.com | $ 12.80

ზაფხულში ყველაფერზე წავა. შიგნით რამდენიმე ჯიბე აქვს.

$ 24.80

Forever21.com | $ 24.80

სიმართლე რომ ვთქვა, ეს ჩანთა დიდად არ მომეწონა თავიდან, მაგრამ თინის მოეწონა ძალიან. გინდა თუ არა იყიდე, მაგარი ჩანთააო.

ჰოდა, ვიყიდე…

რომ ჩამოვა, თუ მართლა არ მომეწონა, დავაბრალებ თინის და ვაჩუქებ.

დადგეს და ატაროს! აბა რა ვქნა? :D

ფეხსაცმელი

$24.40

Urbanog.com | $24.40

საწვიმარი ბოტი, რამდენი ხანია მინდა!!! ძალიან მომწონს. იმედია რომ ჩამომივა, მერე არ გადახმება ყველაფერი სიცხით და ერთხელ მაინც იწვიმებს. ^_^

$31.99

Urbanog.com | $31.99

ესეც თინიმ ამარჩევინა. თინის გარეშე არასდროს ვ-ონლაინ-შოპინგობ.

რამე თუ მომეწონა, ეგრევე ვულინკავ და ისიც რჩევებს მაძლევს.

კუპონი:

Urbanog.com-ზე 50$-ზე მეტი ღირებულების ნივთებს თუ გამოიწერთ, Checkout-ისას ჩაწერეთ კოდი: freeship და უფასო შიფინგი გერგებათ ამერიკის ფარგლებში.

ტანსაცმელი

$ 6.80

Forever21.com | $ 6.80

იანვრის ონლაინ შოპინგიდან ერთი საცოდავი ზედა შემრჩა.

სამაგიეროდ, დედაჩემმა მიყიდა 2 ლამაზი ზედა და ერთი ჯინსი. (სხვათაშორის სამივეში 63 ლარი გადაიხადა, აქედან ჯინსი მხოლოდ 19 ლარი ღირდა. მაღაზია X-Brand – პეკინზე, აჭარასთან.)

სოფელში რომ ვიყავი ეგ ჯინსი მეცვა და ერთ-ერთი ზედა.

მერე მე თვითონაც ვიყიდე მამიდას ნაჩუქარი ფულით კიდევ ერთი ჯინსი. 39 ლარი

ერთი სიტყვით რომ ვიძახდი, ტანსაცმელი საერთოდ არ მაქვს ზამთრისთვის მეთქი, უცბად რაღაცეები მომიგროვდა.

კუპონი:

Forever21.com-ზე $75 ან მეტი ღირებულების ნივთების შეძენისას უფასო ტრანსპორტირება მოქმედებს. Checkout-ისას ჩაწერეთ კოდი: SHIPFREE

სათვალე

$8.99

Urbanog.com | $8.99

უსაყვარლესია :) )

რასთან უნდა გავიკეთო არ ვიცი, მაგრამ რომ არ მეყიდა არ შეიძლებოდა :) )

Urbanog.com | $9.90

იმედია მომიხდება და ეს გვერდით წითელი გვირგვინის ლოგოც ძალიან ბანძი არ იქნება, თუ არადა გავყიდი ან გავაჩუქებ.

სამკაული

ბრილიანტი | საფირი | ოქრო

$ 15 - ბრილიანტი | საფირი | ოქრო

ეს bidz.com-ზე მოვიგე. 15$ ძალიან ცოტაა. რომ ჩამომივა, უნდა მივიტანო იუველირთან, მართლა ოქრო+საფირი+ბრილიანტია ნეტა?

ვერცხლი | ცირკონი

ვერცხლი | ცირკონი - $3

მარგალიტი

$11 - მარგალიტი

ეს ვუყიდე დედაჩემს (ჩემი ჭკუით საახალწლოდ, მაგრამ დაიგვიანა). არ ვიცი რამდენად მოეწონება… :| თან მეშინია უცებ რომ დაინახავს, არ ეგონოს ბევრი ფული მივეცი და ცუდად არ გახდეს.

ესენიც bidz.com-ზე მოვიგე.

აჰ! და კიდევ ფრჩხილის ქლიბები უნდა ჩამომივიდეს ჩემთვის და თინისთვის.

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

41 კომენტარი

ვაიმე,რა საყვარელია ვარდისფერი სათვალე :) მეც მინდა…ჩექმაც ძალიან მაგარია და კიდევ,საზაფხულო ჩანთა მომწონს :)

 

აუ ვარდისფერი ჩანთA DA ბოტები მაგრად მომეწონა <3

 

წეღან დავწერე პოსტი ქართულ ონლაინ მაღაზიებზე და მერე შემოვედი აქ. თურმე, ჩვენი გემოვნება ცოტათი ერთმანეთს ემთხვევა… Forever21.com | $ 12.80 <- ამ ჩანთას ჩემს wish list-შიც აღმოაჩენ თუ ჩემს პოსტს ნახავ ;)

 

მესამე ჩანთა მართლა ყველაზე უკეთესია ჩემი აზრით :)

 

ერთი კვირაა ფრჩხილების ქლიბებს დავეზებ
საიდან გამოიწერეთ? მანახეთ აბა?

 
 

ისა და შავ ჩანთაზე ამბობ არ მომეწონაოო თუ ვერცხლისფერზე ? : )
თუ ვერცხლისფერზეა საუბარი ეგეთი აქვს ჩემს მეგობარს და უსაყვარლესია… ანუ სურათზე ისეთი მაგარი არაა როგორც რეალურადაა …. : ) რამდენი ხანია ვეჩალიჩები რომ მაჩუქოს :D მაგრამ sweet ის ნაირი კეთილი ხომ არაა ყველა ? : )

 

ვაიმე წეღან რამდენი ვწერე
და არ დაპოსტილა

რა წერე ასეთი? არც სპამშია და არც მომლოდინეებში :|

 
 

მე მომწონს ესეთი პოსტები : ) აუ ბოტები და ვარდისფერი სათვალე ძალიან მომეწონა :)
ეგეთი უცნაური სათვალეები მეც მაქვს :) )

 

რა კომპანიას ჩამოატანინე :?

 
 

მე ძალიან მიყვარს ეს პოსტები, ვისაც არ მოწონს კიდე ჩვენ გვაცალოს :D :P
ყველაპერი ძალიან მომეწონა იმ ნაცრისპერი ჩექმის გარდა,რაღაც სქელძირიანია ძაან,თუ არადა მე მეჩვენება?? ჩანთები კიდე მართლა მაგარია!

 

მე ესეთი პოსტები მომწონს :D :*
და სათვალე კიდე რა საყავრელიაა <3

 

შენმა პოსტმა მეც დამაწერინა :)

 

Ici ra mainteresebss? bidz.com-idan gadamzidit icer chveulebrivad? xom arikargeba mainc samkaulia…

 
იაკო
at 2010-01-20 20:43:50

და ბიდზიდან რომ გამოწერე ნივთები shipping რომელი აარჩიე ? მე გამოვიწერე და 3 თვეა არ ჩამოსულა საქართველოს ფოსტით

 

აი პირველ ჩანთაზე გავგიჟდი, ძალიან მომეწონა. ეგეთი სტილის ალკოტში ჰქონდათ ორმოცად და რომელს მივმართო აღარ ვიცი :) )

 

ასწორებს ასეთი პოსტები;) საწვიმარი ჩექმა მაგრად მომეწონა, ძალიან ლამაზ ფერებშია :)

 

gamarjobat, sweet gtxov tu shegidzlia mitxari ra bidz.comidan rogor gamoiwere raa movige magram ver viwer :S

 

addressshi ra misamarti chavwero?
:S

 

auuu sweet adresshi chavwere logixis misamarti da telshi kide baramis da ra moxdeba ? order codi momivida sad unda vnaxo sadaa es nivtebi gtxov mitxari raaa
:( :*

იმეილში ეწერება სადაც უნდა ნახო…

 
 

რა კარგი ჩანთებია, ძალიან მომეწონა, თინის რომ მოეწონა კარგია დზაან, ყელსაბამებიც და ბოტიც კაია, მეც მასე ვიყავი პირველად რომ ვიყიდე მასეთი საწვიმარი, მახსოვს ერთი თვის მერე იწვიმა :D :D

 
 

საწვიმარი ბოტი მომეწონა ძაან. მეც ვიყიდიდი ეგეთს, თანაც აშკარად მჭირდება.

ჰმმ, ჩემი ჩამოვიდა და ცოტა მოუხეშავია…
თუ გინდა მოგყიდი :D

 
 

ამდენი რაღაცის გამოწერა ძვირი არაა :O

 

Sweety რა მინდა გკითხო ძან მინდა რაღაცეების გამოწერა urbanog.com-დან და სიტყვაზე 50$ის რაღაცეები რამდენი დამიჯდება საბოლოოდ? (დასტავკა)

15 დოლარი ამერიკამდე, თბოლისამდე კი წონით/მოცულობით არის, ასე რომ გააჩნია რას იწერ, ფეხსაცმელი – დიდი გამოდის სადღაც 20-30 ლარი თითოზე უნდა იანგარიშო.

სათვალეები და ეგეთი პაჭი-პუჭები – 15-30 ლარი.

 
 

20-30 ლარი ერთი წყვილი თუ ცალი?? და ალბათ კიდე ისეთი შეიძლება არ იყოს როგორიც ხატია….

მე ყველაფერი ისეთი ჩამომივიდა, როგორიც ხატია/აღწერაში წერია.

უბრალოდ უნდა იცოდე, როგორ შეარჩიო…

 
 

sweeeeet tracking nomeri momweres bidz.comidan magram baramis saitze rom vwer ar moidzebna rezultatio da ra vqnaaa? ;( :(

ვაი არ ვიცი, ბარამს დაუკავშირდი.

 
 

sweety: dzaann momwoonnss sazapxuloo chantaa daa mindaa viyidoo asevee sxva ragaceebiii daa ra rogorr undaa vqnaa romm gamovweroo???

პლასტიკური ბარათი ან ფეიფალი დაგჭირდება. დანარჩენი ადვილია.

 
 

რა მაინტერესებს და ის სამკაული მართლა ბრილიანტის აღმოჩნდა ? :D

არ შემიმოწმებია ჯერ იუველირთან მაგრამ აწერია რომ ბრილიანტია. :)

და საბაზრო ფასი $150.

 
 
ნინია
at 2010-03-06 23:32:12

ყველაფერი ძალაინ კარგია და ასეთი პოსტები დადე ხოლმე ,მე კიდე ვიცი ერთი საიტი” http://www.citesygirl.com ” ,ოღონდ ტრანსპორტირება რა ჯდება და დანარენი რა როგორ ხდება აზრზე არ ვარ,და თუ ვინმემ იცით მითხარით

 
ნინია
at 2010-03-07 00:12:53

ეხლა შევამოწმე და “Anne Michelle Addiction-53 Zipper Bootie” —-urbanog.com-ზე უფრო ძვირი ღირს ვიდრე citesygirl.com-ზე

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: