She’s Here!

ძალიან ცოტა დრო მაქვს რომ ეს პოსტი გამოვაქვეყნო.

სასტუმროში დავაბინავე.

უძილობისგან, ნერვიულობისგან და ემოციური გადაღლილობისგან გული მიმდის.

ახლა სახლში ვარ 1 საათით გამოსული რომ შხაპი მივიღო და ცოტა დავისვენო.

8-ზე სავახშმოდ უნდა წავიყვანო…

იმდენ სურათებს ვუღებ, მგონი შევძულდები :D

Late Night Update: ყავა ვენდი ჩენგთან ერთად

სინგულარ ჯგუფი გეპატიჟებათ ვენდისთან ყავის დასალევად პროსპეროს კაფეში, ხვალ, საღამოს 8 საათზე. წინასწარ მომწერეთ რომ გინდათ წამოსვლა. ყავა და ნამცხვარი უფასოა :)


26 thoughts on “She’s Here!”

  1. გილოცავ! :)კარგია,რომ შეძელი იმის გაკეთება,რაც გინდოდა.
    პ.ს გასწორებული თმა გიხდება.

  2. არა მარი, რას ამბობ.. :)

    ერთი სული მაქვს, პოსტს როდის გამოაცხობ ამ თემაზე..

    თან მაინტერესებს, თან მჭირდება. :)

  3. სვითის ბლოგიდან გავიგე Xiaxue-ს არსებობა და მისი ბლოგის კითხვა დავიწყე. მომეწონა ნამდვილად. მაგრამ, აბსოლუტურად გულწრფელად და ობიექტურად მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი, ქართული ბლოგსფეროს დივა გაცილებით ბუნებრივი, ლამაზი და დადებითი გარეგნობისაა, ვიდრე ეს გოგონა.

    :) სვით, გბალელშიკობ როგორც შენი ბლოგის ერთ ერთი მორიგი მკითხველი, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ გამოივიდეს ამ ბლოგერთან, ვიდრე ეს დაგეგმილი გაქვს. შენ ასე ძალიან ელოდი მის ჩამოსვას.

    1. მის ბლოგს რომ გადახედო, ნახავ რომ აფოტოშოპებს სკუთარ სურათებს, თვითონ წერს. + კარგი მაკიაჟი. თუმცა, არ არის ნამდვილად ცუდი გოგო :)

  4. იმედია ელვის დაინერში არ წაიყვან :) – ამას სერიოზულად გწერ :)

    პროსტა ჩვენთან ევასებათ ეგეთი მატრაკვეცობები. თბილისობაზე სტუმრად ჩამოსული იაპონელები მეტალ-პლასტმასის ქარხნებში მიჰყავთ ხოლმე და არა სამწვადაოდ :) არადა უცხოელებს ყოველთვის ეგზოტიკა აინტერესებთ, ხინკალი, მწვადი, ხაჩაპური (ეს ამშემთხვევაში, რადგან ვახშამზეა) და არა ის რასაც თავისთანაც ხედავენ ყოველდღე :)

    1. რა ელვის დაინერში დღეს შქმერული და მწვადი ჩავაცეცხლე :D

  5. გილოცავ, წარმომიდგენია როგორ გიხარია :D
    ხოდა, არ უხდება მაგ აზიელს ქერა თმები იმჰო :S
    :კუსფეხი:

  6. 你是很漂亮 – ეს გადაეცი :D და უთხარი შენი დიდი ქართველი პაკლონიკი ჩინეთიდან თქო ! =))))

Leave a Reply