შენ მოდი

by Sweety on 11 ოქტომბერი, 2009 · 18 comments

in დღიური,ოჯახი,ურთიერთობები

არ ვიცი, რატომ არ ვწერ ხოლმე როგორ მიყვარხარ.

ისე მიყვარხარ და ისე მენატრები, რომ ხანდახან მინდა თვალები დავხუჭო და აღარ ვიცხოვრო სანამ არ მოხვალ.

ყოველ მოახლოებაზე, შენი სურნელი რომ მცემს, ჩემში რაღაც არაადამიანური ინსტინქტები იღვიძებს.
მინდება, დაგახრჩო ან გიკბინო ან ცოტაოდენი ხორცი მოგაგლიჯო.
შენც იცი ეს და ჩემი კანიბალური ვნების დასაკმაყოფილებლად ხელზე კბენის უფლებას მაძლევ ხოლმე. მერე ნაკბილარები გემჩნევა :(
რა ვქნა, რომ ასე უცნაურად გამოვხატავ სიყვარულს?
რაღაც ისეთი გემო გაქვს. არცერთი საჭმლის, რაღაც სხვა.

არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ყოველ დღე წინაზე უფრო მძაფრად მიყვარდები.

ახლა ძალა გამოცლილი ვზივარ. მთელი დღეა ვდარდობ შენზე. თან ვმუშაობ, თან ვდარდობ, თან საჭმელს ვაკეთებ, თან ვდარდობ, თან სახლს ვალაგებ, თან ვდარდობ…
არ გირეკავ, მაგრამ სულ შენზე ვფიქრობ და რომ გავიფიქრებ ხოლმე, აი ახლა დავურეკავ, ზუსტად მაშინ ისმის შენი ზარი.
როგორ ხდება, რომ სულ მასწრებ?

ჩემთან რომ ხარ, ვფიქრობ, ”ნეტავ წავიდეს ერთი-ორი დღე, დავფიქრდები, ვიმუშავებ, რამეს ვისწავლი, საკუთარ თავს მივხედავ”-მეთქი…

მაგრამ როგორც კი მიდიხარ – მთელი სხეული მტკივდება და გული მეკაწრება.
და სანამ მივხვდები რომ უსაშველოდ მომენატრე, ლამის სისხლისგან დავიცალო…

მეორე დღეა რაც წახვედი და სახლი სახლს არ ჰგავს, კარები – კარებს, კედელი – კედელს, საწოლი – საწოლს.
გარშემო რაღაც მახინჯი სიჩუმეა ჩამოწოლილი. თანაც ისეთი მძიმე, ისეთი სქელი, არსად ეტევა…
ღამით კედლებიდან, რაღაც უცნაური არსებები გამოდიან და მთელს სახლში დაფხაჭუნობენ. უკან არ ვიხედები. ამათი მეშინია… ამათ კიდევ შენი ეშინიათ. ნეტავ სად წახვედი…
შენს გარეშე თავს ისე მარტო ვგრძნობ…
თან სხვაც არავინ მინდა მოვიდეს… ვერავინ გამართობს, ვერავინ მანუგეშებს…
შენ მოდი რა, შენ მოდი!!!!

{ 18 comments… read them below or add one }

1 თი 11 ოქტომბერი, 2009 at 8:16 am

ვაუ რა ლამაზი პოსტია. ალბათ როგორ გაუხარდება როცა წაიკითხავს.
მმმ.. მომენატრა ეხლა :)

პასუხი

2 kikito 11 ოქტომბერი, 2009 at 11:40 am
3 kate_alukard 11 ოქტომბერი, 2009 at 12:43 pm

რა გინდოდა სვით რას მატირებ ამ დილა უთენია :D ;(

პასუხი

4 kate_alukard 11 ოქტომბერი, 2009 at 12:45 pm

სვით აი ზოგი ჭირი მარგებელიას კლასიკური მაგალითი :) )) ახლა შეგიძლია სარეცხი მანქანა დილით ჩართო :)

პასუხი

5 Sweety 11 ოქტომბერი, 2009 at 3:56 pm

ხო ეგ მართალია… მაგრამ დღეს წყალი არ მაქვს :D აი ბედის ირონია…

პასუხი

6 Spieler 11 ოქტომბერი, 2009 at 10:41 pm

დილით არა, შუადღით… ღამე და დილით მღვიძავს, მერე ვიძინებ პირველისკენ :yes:

პასუხი

7 DreaMar 11 ოქტომბერი, 2009 at 12:51 pm

ai mesmis siyvaruliii )))

პასუხი

8 აკო 11 ოქტომბერი, 2009 at 6:49 pm

თავიდან მეგონა რომ გლობალი გაგეთიშა :შ

პასუხი

9 Spieler 11 ოქტომბერი, 2009 at 7:53 pm

<3 გენათალე… დავიწვი და აღარავარ… მეც მიყვარხარ… უზომოდ… სიგიჟემდე… :user: :blush: :love:

პასუხი

10 Sweety 11 ოქტომბერი, 2009 at 9:01 pm

ეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

ჩემი დამწვარი ბურთიიი… :( ((

მოდი იარები მოგიშუშო… ჩქარა გამოიქეციიიი :( ((

პასუხი

11 Spieler 11 ოქტომბერი, 2009 at 10:43 pm

ლოლ, გენათალე…

მკითხველისთვის:

მარი მეძახის გვერდით ოთახიდან:

“კავკაზუსს ერთი და იგივე წერილი ექვსჯერ რო მივწერო (ან ხუთჯერ), შედეგი უფრო სწრაფად იქნება?”

პასუხი

12 ირინა_ქ 11 ოქტომბერი, 2009 at 10:00 pm

დავიგრუზე ცოტათი : ) :|
კარგია სიყვარული : ) :X

პასუხი

13 ლილიანი 12 ოქტომბერი, 2009 at 3:36 am

უა !! ძერსკ!!

პასუხი

14 Dianiko 12 ოქტომბერი, 2009 at 10:25 pm

How Sweet :) (mm)

პასუხი

15 ekusi 17 ოქტომბერი, 2009 at 12:14 am

მგონი შენ ჩემი ახალი საყვარელი ”სერიალი” ხარ ….
ამ ბოლო დროს აქ უფრო ხშირდ შემოვდივარ ვიდრე ჩემს საკუთარ ბლოგზე :2kiss: უსაყვარლესიი ხარრრ …:2kiss: :2kiss: :2kiss:

პასუხი

16 Sweety 17 ოქტომბერი, 2009 at 4:18 am

:2kiss:

მადლობა

პასუხი

17 nattus 24 ოქტომბერი, 2009 at 9:34 pm

xshirad shemovdivar shen blogze da dzaan momwons magram arasdros mifiqria komentaris datoveba,magram es posti ise momewona ro ver aggiwer didi mmadlba amistvis,mec ese miyvars mara vici ro ar mova :( :(

პასუხი

18 მარი 18 ივნისი, 2010 at 5:04 pm

დზალიან მაგარიაა მომწონს

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</