შეიბრალეთ თქვენი ჰაროლდ კრიკი!

by Sweety on 25 იანვარი, 2010 · 10 comments

in დღიური,ფილმები

პოსტი შეიცავს სპოილერებს!

წაკითხვა არ არის რეკომენდირებული, თუ არ გაქვთ ნანახი ფილმები:

Eternal Sunshine of the Spotless Mind,

Truman Show,

და Stranger Than Fiction.

ყოველ საღამოს, აი, როცა ძილის წინ საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და იმდენად დაღლილი ვარ, რომ ნორმალურ თემაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, თვალწინ მიდგება ყოველდღიური სერიალი ჩემს ცხოვრებაზე სახელწოდებით – “ეს რომ სხვანაირად იყოს“.

ამ სერიალში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ალისა – სარკის მიღმეთში.

ყველაფერი მართლა სხვანაირადაა!

ხან მდიდარი ვარ, ხან ღარიბი, ხან ძველი წელთაღრიცხვის ხანაში ვცხოვრობ, ხან სულ სხვა პლანეტაზე, ხანაც მითიური არსებებით გარშემორტყმული, ძველი ბერძნული ან ეგვიპტური მითოლოგიის პერსონაჟი ვარ.

ვოცნებობ და დავქრივარ ამ საოცარ სამყაროებში სადამდეც ფანტაზია და წარმოსახვის უნარი მეყოფა.

ჰოდა, წუხელ რატომღაც ამეკვიატა, რომ ვიღაც დოქტორ ჰოვარდის მსგავსმა უგულომ მეხსიერების ნაწილი წამიშალა.

ვცხოვრობ კი არა – ვცოცხლობ. ვერაფერს ვიხსენებ. თვით ჰიპნოზის სეანსებიც არ მშველის. ადამიანების სახეებს ვცნობ, მაგრამ არ ვიცი, სად შევხვედრივარ. საკუთარ ნაწერებს ვკითხულობ და არ ვიცი, როდის დავწერე. ჩემს თავს ვუყურებ სარკეში და თითქოს გუშინ სულ სხვანაირი ვიყავი. გუშინდელიდან დღემდე კი 1000 წელი გავიდა!

ესეც არ კმაროდა, რომ პარალელურად საშინელი ექსპერიმენტის მსხვერპლი გავხდი.

ვინმე ქრისტოფის ნაირმა გიჟმა თავი ისეთ რეალურ შოუში ამომაყოფინა, სადაც მთელი დანარჩენი სამყარო ყოველდღე აკვირდება ჩემს მოქმედებებს.

აბა, ვის რაღაში ვჭირდებოდი მეხსიერება წაშლილი?

ჩემი ქმარი, მეგობრები, ნაცნობები, მშობლები, ეს ბლოგიც და მთელი ჩემი ცხოვრებაც მათი დიდი გეგმის ნაწილია და ყოველ საღამოს ტელევიზორთან მოკალათებული მილიონობით მაყურებლის გასართობი.

დავდივარ ასე უუფლებო და უარაფრო, დარწმუნებული, რომ ყველაფერი იდეალურადაა.

მაგრამ, საბოლოოდ, მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მე კარენ ეიფელის მსგავსი გადარეულის მიერ გამოგონილი ერთი უბრალო პერსონაჟი ვარ და მისი ლეპტოპის პატარა დაწკაპუნებაზეა დამოკიდებული ჩემი ბედი. რაც კარენს თავში მოუქრის ის გადამხდება და ვინაიდან გენიალური ნაწარმოებები არასდროს მთავრდება ბანალური დასასრულით, როგორც ჩანს არც მე მიწერია ტრუმანის სამყაროსავით დალაგებული, საათივით აწყობილი რუტინა.

ჰოდა, ძვირფასო კარენ, გთხოვ, რამე მომიხერხო!

ვიცი, რომ შენ გენიალური ავტორი ხარ, მაგრამ რჩევას თუ მიიღებ ჩემგან – ნუ გგონია, რომ მთავარი ორიგინალური დასასრულია.

სინამდვილეში, მთავარია პერსონაჟი გყავდეს გენიალური, რომელიც ორიგინალურად გაიკვლევს გზას ბედნიერ დასასრულამდე!!!

მე კი, ვინაიდან შენივე გამოგონილი ვარ, შენც კარგად მოგეხსენება, რომ გასაფუჭებლად არ ვღირვარ და მეტად საინტერესო პერსონაჟი ვარ იმ წიგნისთვის, ცხოვრება რომ ეწოდება. სწორედ ამიტომ მოგმართავ თხოვნით…

დამიბრუნე დაკარგული მეხსიერება, რომ ადამიანებს თვალი გავუსწორო!

დამანახე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სარკეში დავტოვე გუშინ!

დამიხსენი ამ ჩაკეტილი სივრციდან და ჩემს ზეცაში კარები გააღე, რომ გავიდე და თავისუფლად ვიარო დედამიწაზე ჩემი პატარა, ბედნიერი რუტინიანად.

ნუ დამტანჯე!

შეიბრალე შენი საცოდავი ჰაროლდ კრიკი…

.

.

.

.

.

P.S. მარტო იმას ვდარდობ, ჰარუჰი სუზუმიასავით არ დამემართოს და რაც ზემოთ დავწერე, არ გამირეალურდეს :|

.

.

{ 10 comments… read them below or add one }

1 Candy 25 იანვარი, 2010 at 1:26 pm

კაი პოსტია :) ოღონდ ჰაროლდი გვარად კრიგი იყო და ჩაასწორე :)
luv ya, sweetie.

პასუხი

2 Sweety 25 იანვარი, 2010 at 1:47 pm

Harold Crick – ასე იწერება და არა მგონია “გ”-დ იკითხებოდეს

http://www.imdb.com/character/ch0008720/

პასუხი

3 Dv0rsky 25 იანვარი, 2010 at 3:23 pm

მაგარი ფილმია ჰაროლდ კრიკი! :)

პასუხი

4 Goddess 25 იანვარი, 2010 at 3:41 pm

ვაიმეეე… დავიწყებ იმით, რომ უზომოდ, უზომოდ მიყვარს Eternal Sunshine of the Spotless Mind.
ახლა კი, რაც შეეხება ასეთ “დღის სიზმრებს” .. მეგონა, მარტო მე ვიყავი დაწყებითი სკოლის ასაკში ჩარჩენილი ზრდასრული ქალი :D
ჩემს ოცნებებში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია აღარ ვთამაშობ, ხშირად ვარ ყოვლისშემძლე, ზებუნებრივი ძალებით შემკული ელFი… წიპა.. რამე ბოროტი ძალა ჩითავს ხოლმე დედამიწაზე, ხალხი ითიშება.. და გვეღვიძება მხოლოდ “რჩეულთ”, ანუ, ვინც ვთამაშობთ, ან გვითამაშია ლაინეიჯი… :D :D :D და ა.შ… აღარ გავაგრძელებ შემდგომ მძაფრსიუჯეტიან ოცნებებს.

პასუხი

5 Sweety 25 იანვარი, 2010 at 5:50 pm
6 Spieler 26 იანვარი, 2010 at 11:05 am

დაგვბაფე და დაგვარეჩარჯე შილენის შვილები :D

პასუხი

7 irina abramishvili 25 იანვარი, 2010 at 7:00 pm

You don’t tell me things Joel, I am open book)

პასუხი

8 Emotions.ge Vax 26 იანვარი, 2010 at 1:01 am

მდიაა

—–
სპამერი ვარ დესცავარ!

პასუხი

9 ჩიბი 26 იანვარი, 2010 at 10:31 am

სამწუხაროდ სუზუმიას შესაძლებლობები მხოლოდ მე მაქვს =)))

პასუხი

10 Sweety 26 იანვარი, 2010 at 1:27 pm

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</