სექსი დიდ ქალაქში – თბილისური პრემიერა

გუშინ საღამოს 9-ის ნახევარზე კინოთეატრ ამირანში ფილმის “სექსი დიდ ქალაქში 2” პრემიერა გაიმართა. მოსაწვევი ადრევე მქონდა, ჩემი და სალომეს ახალი ბლოგის დამსახურებით.

სხვათაშორის გავოცდი მოსაწვევის ორიგინალურობით. მოსაწვევი წარმოადგენდა ახალი ფილმის საუნდტრეკების კრებულს!

(სიმღერების გადმოწერა უკვე ჩვენი ბლოგიდან შეგიძლიათ)

"სექსი დიდ ქალაქში 2" - მოსაწვევი/CD
"სექსი დიდ ქალაქში 2" - მოსაწვევი/CD

ჩემი უთავბოლობის გამო გახსნით ნაწილზე დამაგვიანდა. კინოს დაწყებამდე 10 წუთით ადრე მივედი. ფოიეში ულამაზესი სარკის კუბებით გამოსახული მანჰეტენის ინსტალაცია იყო განთავსებული. მე რომ შევედი მთელი ფოიე ბრჭყვიალა სარკის ნამტვრევებით, თეთრი ყვავილებით, სანთლებით და ბევრი, ბევრი კოქტეილის ჭიქებით იყო მოფენილი. გული დამწყდა, რომ ერთი კოსმოპოლიტენიც კი არ შემხვდა.

საბედნიეროდ უშუალოდ კინოზე არ დამაგვიანდა, რაც HairHaus-ის ჯადოსნური სტილისტის, ნატალის დამსახურებაა, რომელმაც 2 წუთში მოიფიქრა თუ რა უნდა ექნა ჩემი თმისთვის და გამოუვალი სიტუაციიდან გამომიყვანა. გარდა იმისა რომ HairHaus-მა მთლიანად იზრუნა ჩემს გუშინდელ გარეგნობაზე, მათ ისეთი მოულოდნელი სითბო და გულისხმიერება დამახვედრეს, რომ მე სხვა სალონისკენ არასდროს, არასდროს აღარ გავიხედავ! (შეგიძლიათ HairHaus-ს დაუმეგობრდეთ Facebook-ზე)

დარბაზში რომ შევედი, საჩუქრების გათამაშება მიმდინარეობდა. სცენაზე ორგანიზატორებთან ერთად ია ფარულავა და ნანიკო ხაზარაძე იდგნენ და მოგებულ საჩუქრებს არიგებდნენ.

მერე დაიწყო ფილმი.

სალომემ, რომელიც პრემიერაზე რაღაც მიზეზების გამო ვერ წამოვიდა, ვერ მოითმინა და ადრევე უყურა ფილმს. გაფრთხილებული ვყავდი, რომ დიდი მოლოდინი არ უნდა მქონოდა, თვითონ უფრო მეტ ინტრიგას და სკანდალს მოელოდა, მაგრამ იმედი ცოტათი გაუცრუვდა.

იმდენმა ადამიანმა დაწერა twitter-ზე – უბანძესი ფილმიაო – დიდი მოლოდინი არც მქონია, ამიტომაც თამამად ვამბობ, რომ ფილმმა ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.

ფილმის ყურებისას ყველა ჩემი არსებული პრობლემა დამავიწყდა, მთლიანად ჩართული ვიყავი და როცა დავინახე ქერი დიორის “გაზეთის” კაბაში (სეზონი 3) გამოწყობილი ჩამოვიდა თავისი სახლის კიბეებზე…

ვიგრძენი, რომ ეს იყო Sex and the City-ს ფანებთან გამოსამშვიდობებელი სერია.

არ ვიცი, ვის ნოსტალგიაზე იყო აგებული მთელი სიუჟეტი, რეჟისორის, სცენარის ავტორების, მსახიობების თუ ყველასაზე ერთად, მაგრამ ფილმში კარგად ჩანდა, თუ როგორ ენატრება ქერის 90-იანები, ხოლო დარბაზში – როგორ ენატრებათ ფანებს სერიალი.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არც ერთი კინო ის აღარაა რაც 90-იანების 45 წუთიან ეპიზოდებად მოწოდებული მეგობრობა, სიყვარული, სტილი, მოდა, სექსი და ნიუ იორკი. არც ქერი და მისტერ ბიგი არიან იგივე, რაც 10 წლის წინ იყვნენ.

როცა კერი შეხვდა ბიგს, ბიგმა თქვა – Abso-fucking-lutely! ჩვენ ყველანი იქ ვიყავით!

და კერის 10 წელი დასჭირდა, რომ მისთვის თავი შეეყვარებინა და ცოლად გაჰყოლოდა. ჩვენ კი 10 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მისტერ ბიგი შეგვეყვარებინა!!!

ახლა ქერი და ბიგი ერთად ბერდებიან. ბიგი ზის მათ საერთო ნიუ-იორკულ ბინაში, უყურებს ტელევიზორს და ქერის ეშინია, რომ ისინი გახდებიან კიდევ ერთი მოსაწყენი წყვილი, რომლებიც საღამოობით მხოლოდ ტელევიზორის ყურებით ირთობენ თავს…

ბედნიერება არ არის მიზნის მიღწევა, ბედნიერება მიღწეულის შენარჩუნებაა. ჩვენ კი ხანდახან თვითონაც არ ვიცით რა გვინდა ცხოვრებაში.

მიღწეული მიზნები და ახდენილი ოცნებები ძალიან მალე უფასურდება. მიზნამდე მისასვლელი გზის გავლა ბევრად უფრო საინტერესო გვეჩვენება, ვიდრე ის მდგომარეობა, როდესაც მიზანს ვაღწევთ.

ცხოვრებაში არ არსებობს ბედნიერი დასასრულები, მაგრამ არც ჩვეულებრივი დასასრულები არსებობს… ყველაფერი რაც გვგონია, რომ დასრულდა, სინამდვილეში ყოველთვის გრძელდება რაღაც ახალი სახით, ახალ ფორმად.

დედა გრძელდება შვილად, სიყვარული – მეგობრობად, სერიალი – კინოდ… და მერე კინოც მთავრდება.

“სექსი დიდ ქალაქში” დასრულდა, მაგრამ ქერი, შარლოტა, სამანტა, მირანდა და მე ისევ ვეძებთ ბედნიერებას.

22 thoughts on “სექსი დიდ ქალაქში – თბილისური პრემიერა”

  1. “ბედნიერება არ არის მიზნის მიღწევა, ბედნიერება მიღწეულის შენარჩუნებაა. ჩვენ კი ხანდახან თვითონაც არ ვიცით რა გვინდა ცხოვრებაში.” ამინ! :)
    P.S: ძალიან კარგად გამოიყურები ფოტოზე და უფრო გამხდარი მეჩვენები;)

  2. ძალიან ლამაზი ხარ და პოსტიც კარგია ძალიან, განსაკუთრებით ბოლო მომეწონა: )

  3. სვითი, you are so f***ing beautiful! :love:

    სხვა სიტყვები ვერ მოვძებნე, მაპატიე : ))

  4. მაარ მართლა ძალიან ლამაზად ხარ აქ და ნუ იტყუებიი, არ ვიჯერებ მე რომ დაფოტოშოპებულია :)

    იცი რა მომეწონა ამ პოსტში ყველაზე მეტად? შენი ემოცია, შენი ცხოვრება გააიგივე…

    “..ქერი, შარლოტა, სამანტა, მირანდა და მე ისევ ვეძებთ ბედნიერებას.”

    და საერთოდაც განა ბედნიერი დასასრულები არ არსებობს ცხოვრებაში, არა, საერთოდ არ არსებობს დასასრული… “დასასრულის” მერე რაღაც ყოველთვის თავიდან იწყება, და თუ რაღაც ახალი ისევ იწყება, მაშინ დასასრული ვერ შეგვაშინებს!…

  5. არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ძალიან ლამაზი ხარ. თავად ფილმს სიამოვნებით ვნახავ რამდენიმე დღეში . მართალია სერიალს არ ვუყურებდი არასოდეს მაგრამ ფილმის პირველი სერია მომეწონა და მეორესაც სიამოვნებით ვნახავ .

  6. მართლა ძალიან ლამაზად ხარ და კარგ ტანზე ხარ

  7. “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”.

  8. მგონი არც ისე ცუდი იყო ფილმი.
    მარი, შენი ფოტო რომ დავინახე, სათვალე ჩამოვიწიე და ისე შევხედე :D ძაან ლამაზად ხარ :)

  9. მეც მიყვარს ეს სერიალი, სიამოვნებით დავესწრებოდი პრემიერასაც :/

  10. კარგი პოსტია
    პოზიტიური და შედარებით უფრო ხალისიანი ვიდრე წინები :)

  11. “იმდენმა ადამიანმა დაწერა twitter-ზე – უბანძესი ფილმიაო – დიდი მოლოდინი არც მქონია, ამიტომაც თამამად ვამბობ, რომ ფილმმა ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.”

    აი ზუსტად მასე მომივიდა მეც :)

  12. არა აშკარად მომწონს ეს ადამიანი,როგროც გარეგნობით ასევე თავისი შემოქმედებითი აზროვნებით!…….. :))

Leave a Reply