სერიალების პარადოქსი

ძალიან საინტერესო დასკვნა გავაკეთე ბოლო ხანებში.

ადრე, როდესაც არ ვმუშაობდი და დრო თავზე საყრელად მქონდა, ვუყურებდი რამდენიმე ამერიკულ სერიალს ერთდროულად.

ზოგი მათგანი on-going-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიზოდების გადაღება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და ახალი ეპიზოდის გამოსვლას მთელი ერთი კვირა უნდა ელოდო. მერე სანამ ტორენტზე დაიდება, მერე სანამ ვინმე გადმოწერს ტორენტიდან და ქართულ საიტზე ატვირთავს, მერე სანამ იმ ლინკს ფორუმზე დადებენ… მოკლედ მთელი ჯაჭვია გასავლელი.

ამიტომ სულ ვბრაზობდი, რატომ გამოდიოდა სერიები კვირაში ერთხელ და არა უფრო ხშირად.

ვფიქრობდი, ნუთუ ამერიკელებს მოთხოვნილება არა აქვთ რომ კვირაში ორ-სამ სერიას უყურონ-მეთქი. ან თუნდაც ყოველდღე, როგორც ბრაზილიურ სერიალებს…

და ასე გაბრაზებული ვუყურებდი ყველაფერს და ეპიზოდიდან ეპიზოდამდე სული კბილით მეჭირა.

ახლა ისეთი დაკავებული ვარ საერთოდ არ მახსენდება, როდის რომელი სერიალის ახალი ეპიზოდი გამოდის.

რომც მახსენდებოდეს, სახლში სამსახურიდან დაბრუნებულს და დაღლილს სულაც არ მინდება რომელიმე სერიალის ჩართვა, მირჩევნია ის ძვირფასი, თავისუფალი ორი საათი ბლოგების კითხვას, წერას ან რამე სხვა შედარებით ინტერაქტიულ საქმიანობას დავუთმო.

აღმოვაჩინე რომ ის ერთ კვირიანი შუალედი ზუსტად საკმარისია იმისთვის რომ ნებისმიერი სერიალის შინაარსს თვალი სრულად მიადევნო.

ჭკვიანები ყოფილან ამერიკელები.

ეს ბრაზილიური სერიალები კი ნაღდად უსაქმურებისთვისაა! ყოველდღე… ჰუჰ!

P.S. 2 კვირის დაგროვილი Ugly Betty მაქვს… რა ვქნა, ვუყურო? ;)

19 Comments

  1. თუ დაიწყე ალბათ უკეთესი იქნება რომ გააგრძელო რადგანაც მაინ დაგაინტერესებს მერე თავისუფალი დრო რომ გექნება და რომ უყურებ დაისვენებ. :) ბრაზილიურ სერიალებს რაც შეეხება არც მე მომწონს. მხოლოდ რამდენიმე ადრე რომ მქონდა ნანახი ეგ მომეწონა ეხლა იმედზე კარგად დავიწყებული “ფარული ვნება” დაიწყება და მიხარია. მაგარი სერიალი იყო და ძალიან მომწონდა.

    1. ერთი ბრაზილიური სერიალი მიყვარდა ”სიყვარულის სახელით” (Por Amor) და მეორე – ”კლონი”

      მაგათ ვუყურებდი მარტო.

      ”კლონს” დაჟე ახლაც დავჯდები და ვუყურებ რომ მოიპოვებოდეს გადმოსაწერი ბმულები… :D

  2. მანდ რა მომენტია იცი კიდე, ვთქვათ უყურებ 5 ან მეტ სერიალს ერთდროულად (ჩემ კონკრეტულ შემთხვევში ეგრეა), ანუ დღეს ერთი სერიალი გამოდის, ხვალ მეორე, ზეგ მესამე და ესე მთელი კვირის განმავლობაში და ასე ვთქვათ ინაზღაურებ რომელიმე ერთი სერიალის მუღამს და მოლოდინს.

  3. თუ გაინტერესებს უყურე. ისე მგონი რამე უფრო საინტერესო და გასართობი სერიალის მონახვაც შეილება.. რავიცი რავიცი…

  4. შენა, ბრაზილიურ სერიალებთან პრობლემა გაქვს რამე? :)
    ვგიჟდები მაგათზე!!!
    აი ყველა ესპანურენოვანი სერიალის დედაც, ბებიაც, ბაბუაც და ბუბა კიკაბიძეც!!! :D :D :D

    1. იმაში რომ მეგონა ყველას ერთი სული ჰქონდა სერიიდან სერიამდე და ეგრე არ აღმოჩნდა.

  5. sex and the city inglisurad am saitze devso chemma amxanagmadaadvilad viwero mesaits wreebs vartyav fdaver vipove gtxov inglisuris (arainglisuri subtitrebit) linki momtsere tu moaxerxebrom zustad in gverdze movxvde. GMADLOBT! {= ~N~

  6. სასოწარკვეთილ დიასახლისებს ვუყურებ მე – 6 სეზონის მე -10 ეპიზოდზე ვარ გაჩერებული ახლა შესვენებაა აქვთ , 3 იანვარს დაბრუნდებიან და იმისთანა მომენტში გაჩერდნენ ………… :ლომკა:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.