15 ნოე 09

Scrapbooking

By Sweety at 5:36 pm | წაიკითხულია 597-ჯერ |
30

ბოლო დროს სკრეპბუქინგმა გამიტაცა.

ჭკუიდან გადავდივარ ისეთ ლამაზ სკრეპბუქებს ვნახულობ ინტერნეტში.

Scrapbooking-ი არის პირადი და ოჯახური ისტორიის შენახვის ერთ-ერთი მეთოდი. ფოტოსურათების, დაბეჭდილი მედიის და სამახსოვრო ნივთების გაფორმებულ ალბომებში ან სკრეპბუქებში ჩაკვრა.

მმ… ეს თიიიითთქმის იგივეა რაც ბლოგი ოღონდ უფრო პირადი, ფერადი და ნაკლები ტექსტით.

გადაწყვეტილი მაქვს რამდენიმე ალბომი ვიყიდო.

ერთი – ჩემი პირადი, ერთი – ჩემი და კოტესი და ერთიც – სადაქალოს სამახსოვრო მომენტებისთვის.

უფრო კარგად რომ გაიგოთ სკრეპბუქის იდეა, Legally Blonde 2-დან სკრინშოტები ამოვჭერი:

Legally Blonde 2[2003][ENG][DVDRip].avi_000038538

Legally Blonde 2[2003][ENG][DVDRip].avi_000044836

Legally Blonde 2[2003][ENG][DVDRip].avi_000086878

Legally Blonde 2[2003][ENG][DVDRip].avi_000052594

Legally Blonde 2[2003][ENG][DVDRip].avi_000077911

Legally Blonde 2[2003][ENG][DVDRip].avi_000116324

რა არის საჭირო სკრეპბუქინგის დასაწყებად:

  1. ალბომი
  2. შესავსები გვერდები
  3. მჭრელი მოსახერხებელი მაკრატელი
  4. წებო / სკოჩი / სტიკერები
  5. ბარათები, მოხატული ფერადი ქაღალდები.
  6. საჟურნალო კალამი

ყველაზე კარგი რესურსი ინტერნეტში: Scrapbook.com

მალე ვაპირებ მასალების გამოწერას. თუ ვინმე გატაცებულია სკრეპბუქინგით, მომწერეთ!

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

30 კომენტარი

ვაიმე ამან თუ გამიტაცა მერე საერთოდ ვეღარაფერს გავაკეთებ ისე მიყვარს
ასეთი რამეების ჭრა და ჩაწებება
ძალიან ლამაზებია
:-.)

 

ვაიმეე ჩემი ბავშვობის სკრეპბუქები გამახსენდა :love:
რამდენი ხანია არ გამიკეთებია, ცხოვრების რამდენი სასკრეპბუქე ეტაპი გავმაზე ნწ ნწ :D

 

აუ ბავშობაში ვაკეთებდი ხოლმე, ბანბანერკებიდან ვარდების და შამპანიურების სურათებს ვჭრიდი რამე დაბადების დღის ფურცელი რო გამეფორმებინა, მაგრამ სადაა ეს რვეულები ეხლაა ვინ იცის, ისე ძალიან მაგარიაა :D

 

თუ გინდათ სკრეპბუქერების მინი-კლუბი ჩამოვაყალიბოთ :D

 

მეგონა, ასეთი ფინთიკუშკა რაღაცეები მხოლოდ 13-15 წლის საქალბატონეებს ევასებოდათ. პრინციპში, მე ახლაც არ მესმის რატომ მოსწონთ გოგოებს ფოჩებიანი ბლოკნოტები და ალბომები :D :D :D

იმიტომ რომ გოგოები ვართ :) )

კაცებს კიდევ იარაღები, მანქანები, ნადირობა და ჯარისკაცები მოგწონთ. WTF? :D

 

ბიჯო, მეც მასე არ ვარ.
გეუბნევი ხანდახან ეჭვი მეპარება რომ გოგო ვარ, ან გოგოს სხეულში კაცის ტვინი ჩადეს რომელიც ამავდროულად ჰომოსექსუალია რადგან ქალები აშკარად არ მიზიდავენ :D :D

წინა ცხოვრებაში გარყვნილი ჰომოსექსუალი იქნებოდი და ღმერთმა ქალის სხეულით დაგსაჯა (თუ დაგაჯილოდვა?) :D

 
 
 

საღოლ მართლა საღოლ, გოგო თუ ამდენს შეძლებდა, ასეთი კაი ბლოგის გაკეთებას არ მეგონა :) )))))))

თენქიუ! :) ))

 
 

ესეიგი, ეს პოსტი რომ სადმე ისე მენახა, აი შენ ბლოგზე კია რა სადმე ისე, ვიფიქრებდი რომ თინეიჯერის დაწერილია :ჵ

huh! ორი წლის წინ ვიყავი თინეიჯერი, განა ეგეთი ბებერი ვარ :D

 
 
ანა
at 2009-11-16 21:34:01

au dzaan magariaaa:))mec mkonda daaxloebit egeti da atas ragacas vakravdi, sadac rames vnaxavdi amosachrels yvelafers vtenidi :D

P.S temastan aranair kavshirshia araa, magram sweetis minda vtxovo iknwb erti patara tutoriali dagviceros internetit nayidi nivtebis ganbajebastan dakavshirebit, if you have any information.bevr adamians acuxebs es problema da super popularuli posti gaxdeba darcmunebuli var.me piradad exla 300larze meti girebulebis cignis gamocera minda da azze ar var ra xdeba saertod, meubnebian cignsac ganbajeba undao(raxan 300lars acharbebs) WTF?…

გუშინ გამოვიწერე ზუსტად 300$-იანი კამერა და თუ დაექვემდებარა განბაჟებას აუცილებლად დაწერ ამაზე პოსტს. დიდი მადლობა რომ ეს თემა წამოსწიე!

 

დაექვემდებარება აბა რას იზავს :)

 
 
 

უიჰ =))) ჩემს დაქალს აქვს აი უამრავი. საოჯახო სადაქალო საშეყვარებულო მოკლედ საყველაფრო =)))) თან არც ეზარება ღმერთმანი :| მე კიდე მესიკვდილება ეგეთი რაღაცები სასწაულად =))))

 

ჰა–ჰა )) აი მე ყოველთვის მიყვარდა ბლოკნოტები.. ფოჩებით, ბლოკნოტებით, კოდებით, გულიკებით, ყვავილებით და ა.შ. ) უბრალოდ ისაა, რომ მერე შევსებისთვის საკმაოდ ზარმაცი ვარ. ამიტომ ვყიდულობდი და ახლაც ერთი უჯრა მაქვს ამოვსებული და ჩაკეტილი :D

 

მინდა მინდა მინდა!
:(
მაგრამ ეგეთ ფერად , ვარდისფერ და ლამაზ რაღაცებს სად ვიშოვი :(

გამოიწერე ;)

საიდან? გვირჩიე რა, აშკარად კარგად გაქვს ნაქექი რესურსები ინტერნეტში :) რამე განსაკუთრებულ ალბომში მინდა დაწყება :)

პოსტში რაც მაქვს მითითებული მაგ ლინკზე შედი ;)

 
 
 
 

უი საინტერესო რამეაა…
ხო არ დამეწყო ნეტა?!

რატომაც არა? :)

 
 

აუ მასეთები რამდენი მქონდა… ეხლაც მაქვს, მაგამ უჯრაში განისვენებენ მშვიდად :D

 

ძალიან მომწონს და შემომრჩარამდენიმე.. :P ეხლა ვაპირებ ისევ გავაკეთო <3

 
ანკა სტურუა
at 2009-11-26 19:32:31

ვგიჟდები სკრეპბუქზე, მეც მინდა რომ გავაკეთო და რომ გავაკეთებ გაჩვენებთ ჩემს ბლოგზე, თუ როდესმე სახელი მოვიფირე და გავაკეთე

 

აუ რამდენი მქონდა ესეთები : (

რეები აღარ მქონდა ჩაკრული…
სამწუხაროდ ნახევარზე მეტი გაქრა : ( და დღემდე მივტირი….

მმმმ
როგორ მიყვარს ასეთი რაღაცეეები….

სად გააქრე? o_O

 
 

მმ

ვგიჟდებოდი დღიურებზე

აი ჩემებიც

http://the-dream-teller.blogspot.com/2009/12/blog-post.html

ბავშვობის “გრეხები”

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: