სამყაროს აღსასრული ანუ 2012

by Sweety on 17 ნოემბერი, 2009 · 40 comments

in დღიური

გუშინ ვიყავი კინოში 2012-ზე!!!

4 ბილეთი სალაროში იყო დატოვებული ჩემს სახელზე, მაგრამ იმდენი ხალხი მიაწყდა, ძლივს მივაღწიე სალაროს ფანჯრამდე.

ასევე ხალხმრავლობის გამო აღარ იყო დარჩენილი არც პოპკორნი, არც სასმელი, ამიტომ ”მარაგების შეუვსებლად” შევედით კინოსეანსზე.

და დაიწყო დაძაბულობა!!!

2012-Movie-Stills-012

2012: მთავარი პერსონაჟები

ორსაათნახევრის განმავლობაში ვნერვიულობდი, ოფლს ვიწურავდი, თვალებს ვხუჭავდი და ვახელდი, პერსონაჟებთან ერთად ვიტანჯებოდი, ვიღუპებოდი, ვცოცხლდებოდი, სამყაროს დაღუპვისგან ვარჩენდი და ვკვდებოდი.

ვინერვიულე.

ეს ნერვიულობა სახლამდეც კი გამომყვა. ჯერ კიდევ ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.

2012-Movie-Stills-006

2012: ბრძოლა გადარჩენისთვის

მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვუყურებდი ”ტიტანიკს” და ცრემლად ვიღვრებოდი, მაგრამ ახლა გავაანალიზე, რომ იქ რეალურ ტრაგედიას (1500+ ადამიანის უმიზეზო სიკვდილს) ვერასდროს აღვიქვამდი, მხოლოდ ”არა-ჰეფი-ენდით” დასრულებულ სიყვარულზე მწყდებოდა გული.

2012-მა კი რაღაც მომენტში სასტიკად შემაძრწუნა. ცრემლი – ? არცერთი გრამი!

საშინელებაა, როდესაც ერთი გემიდან კი არ ცდილობ გაღწევას და გადარჩენას, ან ერთი ქალაქიდან, ან ერთი ქვეყნიდან, – არამედ მთელს დედამიწაზე აღარსად დაგედგომება და წასასვლელიც არსაით გაქვს.

მიწა, რომელმაც გაგაჩინა და გამოგზარდა, ფეხქვეშ გეცლება, სასიკვდილოდ გიმეტებს და თვალის დახამხამებაში გშთანთქავს.

ერთი ჩემი ძველი პოსტი გამახსენდა, სადაც საოცარი სიზუსტით მაქვს აღწერილი ის განცდები, რაც ამ ფილმის ყურებისას დამეუფლა.

2012-Movie-Stills-014

2012: ერთ-ერთი მაგარი / შემზარავი ეფექტი

ერთადერთი იმაზე დამწყდა გული, რომ თვითონ მაიას ტომების ლეგენდაზე და კალენდარზე კი არა, უფრო ტრაგედიაზე და სპეც-ეფექტებზეა გადატანილი აქცენტი (არადა გაფრენილი მაქვს მაგ ლეგენდების კითხვით!!!).

ფილმის ჩემეული შეფასება:

1. ფინალური შეგრძნება – 4/4

2.განმეორებადობა – 0/3 (მე ამ ნერვიულობის გადამტანი მეორედ აღარ ვარ!)

3. დამახსოვრებადობა – 3/3

4. სპეციალური ქულა ეფექტებისთვის – +1

სულ: 8/10

ფული არ დაგენანოთ ამ ფილმის სანახავად!

P.S. ბილეთები რამდენიმე დღით ადრე დაჯავშნეთ. პოპკორნიც. :D

2012-Movie-Stills-002.jpg_940

{ 40 comments… read them below or add one }

1 zurriuss 17 ნოემბერი, 2009 at 3:33 am

ვაააჰ, აი პოსტიც მესმის!
არ ვიცი, ფილმის ბრალია თუ შენი პოსტის, მაგრამ მაგრად კი შემაჯაჯგურა!:)))
რა თქმა უნდა, წავალ.ნაღდად არ დამენანება ფული, მაგრამ ჯერ არა. არ მინდა, სიცოცხლე ჭყლეტაში დავასრულო ან ჩემი კუთვნილი პოპ კორნი თავზე გადამაყარონ :)

ერთ 2 კვირაში, ალბათ, ხალხის ცუნამი იკლებს და ერთ–ორ მშვენიერ ადამიანთან ერთად ვინერვიულებ მეც.
უი, მიალომ თქვა, თუ არ ვცდები, რომ ასეთ ფილმებს, ძირითდად, ატრაქციონის ფუნქცია აქვთ. ჰოდა მეც გავივლი ამერიკულ გორაკებსსსს ;)

პასუხი

2 ekusi 17 ნოემბერი, 2009 at 3:44 am

მეშინია ამ ფილმის ნახვა… :(

არადა თან მაინტერესებს… საერთოდ მიყვარს კატაკლიზმები,სულმოუთქმელად ველოდები 2012 წელს იმ იმედით რომ მართლა რამე მოხდება…

ფილმის კიდევ მეშინია :(

პასუხი

3 flower 17 ნოემბერი, 2009 at 6:45 am

ყველა ამ ფილმზე ლაპარაკობს აქაც, რა არის ესეთიიი?? მეც უნდა წავიდე, მორჩა გადავწყვიტე!:)

პასუხი

4 ლილიანი 17 ნოემბერი, 2009 at 11:50 am

ქულ ცოტა დაცოტავდეს ხალხი და მოვინახულებ კინოთეატრს :D

პასუხი

5 თაა 17 ნოემბერი, 2009 at 11:56 am

mec viyavi guSin

Sefaseba:
arnaxuli spec efeqtebia, mec vinerviule, ganvicade
magram gamovedi sicarielis grznobit
filmi aris mxolod spec efeqtebi da meri araferi
dzaan martivi fabula aqvs
tumca am specefectebisatvis girs filmis naxva aucileblad

პასუხი

6 კიკიტო 17 ნოემბერი, 2009 at 2:31 pm

გუშინ ვუყურე და რაღაც მომენტში მეც ტიტანიკთან გავაიგივე, მაშინაც ასეთ დღეში ვიყავი :(
ვიტირე კიდევაც, შემეშინდა მაგრად და მაგრად მომეწონა, ამიტომ მართლა ყველამ უნდა ნახოს

პასუხი

7 Andy 17 ნოემბერი, 2009 at 2:51 pm

ამ დღეებში მეც მივდივარ , ყველას მოეწონა მოკლედ :)

პასუხი

8 ანა 17 ნოემბერი, 2009 at 3:33 pm

წავიდე ანუ????

პასუხი

9 Sweety 17 ნოემბერი, 2009 at 5:47 pm
10 ANUKI 17 ნოემბერი, 2009 at 7:54 pm

და რა ენაზე იყოო?

პასუხი

11 12344 17 ნოემბერი, 2009 at 7:58 pm

ტიტრებიი ქონდა

პასუხი

12 12344 17 ნოემბერი, 2009 at 7:59 pm
13 Sweety 17 ნოემბერი, 2009 at 9:14 pm

არა ტიტრები არ ჰქონია

პასუხი

14 Sweety 17 ნოემბერი, 2009 at 9:13 pm

რუსულად :)

პასუხი

15 ნაკო 17 ნოემბერი, 2009 at 8:36 pm

….. ukomentaroood :D

პასუხი

16 ნაკო 17 ნოემბერი, 2009 at 8:37 pm

აუ რა საშინელი ფილმი იქნება წარმომიდგენიიაააა

პასუხი

17 tb_parazitka 17 ნოემბერი, 2009 at 9:52 pm

mec გუსჰინ ვიყავი.. :D

კაცმა რომ ტქვას, კაი საპოპკორნე ფილმია :D :D

პასუხი

18 Sweety 17 ნოემბერი, 2009 at 10:59 pm

კიიი თუ იშოვე :D

მე 2 კოლოფი შევჭამე :D

პასუხი

19 იასამნისფერი 17 ნოემბერი, 2009 at 9:58 pm

2012 წლის 20 დეკემბერს გავხდები 21 წლის და … = )))
ვეთანხმები პირველი კომენტარის ავტორს, ჯერ წასვლა არ ღირს… ჩემი ძმაც მოვიდა, ბილეტები არ იყოო. ასე რომ, მირჩევნია ამ ვნებათაღელვამ გადაიაროს და მერე მშვიდად ჩავუჯდე : D

თუმცა, ამ პოსტიდან და ფილმის შინაარსიდან გამომდინარე, არა მგონია სიმშვიდისთვის მოვიცალო : D

პასუხი

20 supernatural 17 ნოემბერი, 2009 at 10:09 pm

აუ რა წაჭამეს ტვინი რუსულებით დადეთ ორიგინლი ინგლისური მაინც რა :( :(. მაინტერესესბ ძაან ჯერ ახალი მთვარე გადავაგორო ად მერე მანდაც გავივლი :D

პასუხი

21 Dissolved Girl 18 ნოემბერი, 2009 at 12:43 am

დაძაბულობა
ზუსტი სიტყვაა, რაც ამ ფილმის ყურების დროს დამეუფლა :)
რავიცი, მომეწონა რა :-?? იდიოტური ჰოლიდუვური კრეტინობებით რომ არ გაუFუჭებინათ :|
მაგალითად, როგორ ამოძვრება მთავარი გმირი უფსკრულიდან, სადაც დამწვარი თვითმფრინავით ჩავარდა
ან კატასტროფის დროს რო გაირინდება ყველაფეირ და ერთმანეთს რო აკოცებენ…
კაარგით რააა :) )))

პასუხი

22 თაა 18 ნოემბერი, 2009 at 5:13 pm

Dissolved Girl
რავიცი, მომეწონა რა ? იდიოტური ჰოლიდუვური კრეტინობებით რომ არ გაუFუჭებინათ
მაგალითად, როგორ ამოძვრება მთავარი გმირი უფსკრულიდან, სადაც დამწვარი თვითმფრინავით ჩავარდა
ან კატასტროფის დროს რო გაირინდება ყველაფეირ და ერთმანეთს რო აკოცებენ…
კაარგით რააა )))

woooooooooooooow
შენ მე ხომ არ ხარ შემთხვევით
ზუსტად ის დაწერე რაზეც მე ვფიქრობდი
მეც ძაან შემაწუხა ამ ჰოლივუდურმა ტუტუცობებმა

ხვალ მივდივარ Twilight-ზე ამირანში
კოსტუმირებული ივენთი იქნება პრემიერის წინ :)

პასუხი

23 Sweety 18 ნოემბერი, 2009 at 5:26 pm

თათ, დაკოპირების ნაცვლად ”უპასუხე” ფუნქცია გამოიყენე ხოლმე :)

პასუხი

24 თაა 19 ნოემბერი, 2009 at 11:47 am

ოკ ჰონ :)

პასუხი

25 Dissolved Girl 19 ნოემბერი, 2009 at 12:32 pm

კარგია აზრები რო დაემთხვა :D თვაილაითი არასდროს მომწონდა, შესაბამისად არ წავალ არანაირად ნიუ მუნზე :) დაწერე როგორი იქნება :D

პასუხი

26 ირინა_ქ 18 ნოემბერი, 2009 at 7:22 pm

მეც დავწერე ამ ფილმზე პოსტი. ძალიან მაგარი ფიმლია, მაგრამ შენი არ იყოს, ვერც მე ვუყურებ მეორედ.

პასუხი

27 უცნობი 20 ნოემბერი, 2009 at 3:37 pm

მაინცდამაინც რუსთაველში უნდა ნახოთ?
სანზონაში – კინო საქართველოში, არანაკლები დარბაზი, არანაკლები პოპკორნი, მაგრამ პოპკორნი არც ისე მნიშვნელოვანია ალბათ, თუ ფილმი კარგია, პოპკორნის ჭამას ვერც უნდა ახერხებდე…

ფილმი ვნახე..
და რაღაც მარკესისეული ჩამისახლდა..
რომ უცებ შეიძლება რამე მოხდეს და…
რამდენი ადამიანისთვის ვერ მოვასწარი რომ მეთქვა
-მიყვარხარ..
-მაპატიე..
ბანალურია, მაგრამ მაინც..

პასუხი

28 Sweety 20 ნოემბერი, 2009 at 5:23 pm

ვისაც უნდა სანზონაში ნახოს. მე პირადად კინოთეატრი საქართველო ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს სახლთან ახლოსაა, მაგრამ მაგის ბილეთებს არ მაძლევენ :D

პასუხი

29 DreaMar 20 ნოემბერი, 2009 at 9:45 pm

ვუყურე ამ ფილმს “რუსთაველში” და შენც დაგინახე მეუღლესთან ერთად :) კარგი ფილმია, საყურებლად ღირს… ბანალური სცენარით და ძალიან მაგარი სპეცეფექტებით :) სჯობს ასეთი ფილმი კინოთეატრში ნახო :)

პასუხი

30 Sweety 20 ნოემბერი, 2009 at 10:41 pm

ვააა :D

სად დამინახე :P

პასუხი

31 Dianiko 21 ნოემბერი, 2009 at 7:07 pm

8/11-იდან გამოდის =)))

მეც მინდა მაგ ფილმზე წასვლა,მაგრამ…

პასუხი

32 Sweety 22 ნოემბერი, 2009 at 12:21 am

მაგრამ რა?

პასუხი

33 ნატ0 21 ნოემბერი, 2009 at 11:38 pm

აუ ახალ პოსტს როდის დაწეეერ :(

პასუხი

34 Sweety 22 ნოემბერი, 2009 at 12:20 am

მალე :) )

პასუხი

35 If it comes in pink 21 ნოემბერი, 2009 at 11:55 pm

I don’t understand anything of what you write, but I guess it’s about the movie 2012, I’m not sure it’s a movie for me, but since everybody is talking about it maybe I should watch it:) Cute blog!

პასუხი

36 Sweety 22 ნოემბერი, 2009 at 12:22 am

Wow! thanks! I saw your blog too. It’s even cuter :)

პასუხი

37 Michael 6 დეკემბერი, 2009 at 8:52 pm

ძალიან მაგარი ფილმი იყო. იმ შავკანიანის მამაზე დამწყდა გული რო მოუყვა სამყაროს დასასრულიაო კიდე იმ ინდიელს რომ არ მიაკითხეს :( … მაგრამ ის გიჟი რადიოს მფლობელი მაინც მაგარი კაცია :D

პასუხი

38 დჯ-გურო 3 იანვარი, 2010 at 3:21 am

მე არ მომეწონა.. :( რეკლამა ჯობდა.

პასუხი

39 ტაკო 25 აპრილი, 2010 at 6:32 pm

uimee me ameebis ar mjera meored mosvla ara traki :D

პასუხი

40 თაკო 25 აპრილი, 2010 at 6:33 pm

მოკლედ მაგარი სიშტერეა :D :D:D:D :) :* :*

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</