რას არ ვაპატიებ რობერტ დაუნი ჯუნიორს

პოსტი შეიცავს სპოილერებს!

ერთი წლის წინ Ally Mcbeal-ს ვუყურე.

არცერთ ფილმს, სერიალს თუ ნაწარმოებს არ მოუხდენია ასეთი დიდი გავლენა ჩემს ცნობიერებაზე, ცხოვრებაზე და თვითრწმენებზე, როგორიც Ally Mcbeal-მა მოახდინა.

ახლახანს ნოსტალგია შემომაწვა და ხელმეორედ დავიწყე ყურება…

აი, რა წერია ელის შესახებ ვიკიპედიაში:

ელი ბოსტონში მცხოვრები ადვოკატია. ის არის ქალი, რომელსაც სწამს სიყვარულის და გამუდმებით ეძებს თავის soul mate-ს.

მას ხშირად ესმის სიმღერები საკუთარ გონებაში და ემართება ჰალუცინაციები, ძირითადად მოცეკვავე ბავშვის სახით, რისი მიზეზიცაა მისი ბიოლოგიური საათის წიკწიკი და სწრაფვა სხვადასხვა მამაკაცების მიმართ.

მაგრამ ელი მაკბილი უფრო მეტია ვიდრე ის რაც ამ მოკლე აღწერაში წერია.

ელი შერეკილია, თან ჭკვიანი, ლამაზი და მიმზიდველი, თან ბავშვური და გულუბრყვილო.

ელიმ ბავშვობაში ცალ-რქიანი ცხენი ნახა საკუთარი თვალით. ელის სჯერა, რომ სადღაც არსებობს ‘მისი ერთადერთი’, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად შეხვდება, ამასობაში კი ყიდულობს ძველ პიანინოს და ყოველ საღამოს თავის არ არსებულ მეგობარს უმღერის სიმღერას – Goodnight My Someone.

მეოთხე სეზონში ელი შეხვდება ლარი პოლს, რომლის როლსაც რობერტ დაუნი ჯუნიორი ასრულებს. ელის და ლარის ერთმანეთი შეუყვარდებათ.

მიუხედავად სიტუაციის სირთულისა (ლარის ჰყავს ყოფილი ცოლი, რომელთანაც ჯერ ისევ მეგობრობს და ყოფილი შეყვარებული რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს) ძალიან მალე გახდება ცხადი, რომ ლარი ელის Soul Mate-ია.

მათი ურთიერთობა უცაბედად შეწყდება, როდესაც ლარი გადაწყვეტს დეტროიტში გადასვლას, რათა თავის შვილთან ახლოს იყოს. საბოლოოდ სერიალი მთავრდება ისე, რომ ელი მარტო რჩება, საცხოვრებლად გადადის ნიუ იორკში და თავისი ცხოვრების ფოკუსირებას აკეთებს თავის შვილზე, რომელიც შემთხვევით გამოჩნდება სერიალის ბოლოს.

There was no happy ending. There was no soul mate. There was no ‘Goodnight My Someone’ anymore.

Just a severe reality.

თავდაპირველი სცენარის მიხედვით, ელი და ლარი უნდა დაქორწინებულიყვნენ მეოთხე სეზონის ბოლოს, მაგრამ ლარის როლის შემსრულებელი მსახიობი- რობერტ დაუნი ჯუნიორი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჯარიმების გამო დააპატიმრეს და სატელევიზიო არხმა დაუნი სამსახურიდან გაათავისუფლა, შესაბამისად ქორწინების სცენარიც შეიცვალა.

არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხო, რომ რეალური ცხოვრებაში შენი საქციელის გამო ყველაზე ლამაზი ზღაპრის ბედნიერი დასასრული ასე საშინლად შეიცვალოს.

შეიძლება ელიმ ოდესმე აპატიოს რობერტ დაუნის.

მე არ ვაპატიებ.

11 Comments

  1. Ar miitano egre axlos gultan:) sherdzlot sxva msaxiobi da sxva personaji gaechitat da happy end it damtavrebuliko marA egrea realibashic da ras izam:)))

  2. რამდენ სერიალში და რამდენჯერ შეუცვლიათ სცენარი, ვიღაც მსახიობის ხუშტურის გამო.

    მე გრეის ანატომიაზე ვიყავი ასე, კეტრინ ჰეიგლი რომ წავიდა სერიალიდან და მისი ასეთი საყვარელი პერსონაჟი, რაღაც იდიოტური მიზეზით გაუშვეს კლინიკიდან.

  3. ზალიან მომინდა ამ ფილმის ნახვა, არადა სერიალიაო…ალბათ ვერც შევძლებ რომ ვნახო…მოკლე ფილმი არ არის მსგავსი შინაარსით?! არადა ეგ მსახიობებიც რომ მომეწონა!!!

  4. ვგიჟდები ამ კაცზეეეეეე…….. აი ვგიჟდები ალ პაჩინოს მერე :) :*

  5. საინტერესოა, მაგრამ მგონია რომ ფინალით არაფერი შეიცვლებოდა, პირიქით ასე უფრო საინტერესოა, მიახლოებულია რეალობასთან

  6. ამ დღეებში ვამთავრებ ზუსტად ამ სერიალის ყურებას, რობერტის გამო შევარჩიე და ძალიან მომეწონა, ძალიან! არაჩვეულებრივი პერსონაჟებია, ჯონზე და რიჩარდზე ვაფანატებ :)
    მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რა გარემოებებშიც მოუწია სერიალის დატოვება რობერტს და შესაბამისად მოველოდი, რომ კარგად დამუშავებული არ იქნებოდა პერსონაჟის გაქრობა, მაინც საშინლად განვიცადე ლარის წასვლა, მგონია, რომ მაინც შეეძლოთ უკეთესად პერსონაჟის “ამოწერა”, ხანდახან ვფიქრობ რომ ისიც კი აჯობებდა, რომ მოეკლათ :))) მართლა რამდენიმე დღიანი დეპრესია დამეწყო.
    რობერტ დაუნი უმცროსს კი მაინც ვპატიობ, იმიტომ რომ ამის შემდეგ იმდენი რამის გადალახვა მოახერხა და ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია :)

    1. ვაიი რა კაია რომ კიდევ ერთ ადამიანი გამოჩნდა ვისაც ნანახი აქვს ეს სერიალი! საიდან გადმოიწერე თუ საიდუმლო არ არის გვითხრა (თუ ქართული სერვერია ცხადია, მე რაპიდშეარიდან ვიწერდი).

      მე ყველა პერსონაჟი მიყვარს განსაკუთრებით ჯონი და მისი ბარივაითული წიკები!

      და ლინის ვეფხვის ღრენა “ღრრრრ”
      ჰაჰაა

      და რაც შეეხება ელის.
      რავი იმდენად მიყვარს და იმდენად გათავისებული მყავს რო … თან რაც ასაკი მემატება :D უფრო ვემსგავსები :D

      მგონი ის დროა კვერცხუჯრედის დონეიშენზე ვიფიქრო, მეც მაქეთკენ მივდივარ მგონი საბოლოოდ. :)))

      1. სამწუხაროდ ტორენტებიდან გადმოვწერე და შევალიე ცხოვრების ერთი თვე :)))) სახლში რომ მივალ, დაგიდებ თუ გინდა ლინკს :))) მე და ჩემმა მეგობარმა გავინაწილეთ და გადმოვწერეთ მთლიანად :)
        მეც გადავირიე, შენი ეს პოსტი რო ვნახე, საშინლად მინდა ხოლმე თითოეული სერიის მილიონი დეტალის გაზიარება ისეთი ადმიანისთვის, ვინც ჩემსავით გიჟდება სერიალზე :))) ფორუმზე ვნახე ძველისძველი თემა და არავინ არაფერს პოსტავს :((
        ჯონი გენიალურია, ცეკვა ავითვისე კიდეც :) მართალია, ელისგან ძაან განვსხვავდები, მაგრამ ამავე დროს იმდენ მსგავსებაში დავიჭირე ჩემი თავი, რომ სერიოზულად დავფიქრდი :))) ალბათ ასაკის ბრალია :)
        ისე არა მგონია, საქართველოში კვერცხუჯრედები ვინმეს ჭირდებოდეს, ამერიკაში თუ გავაგზავნით :))))))))))))