#11: რევიუ-პოსტი (Review – Post)

by Sweety on 27 დეკემბერი, 2009 · 24 comments

in 30 გაკვეთილი

ეს პოსტი წარმოადგენს 5 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

ამ გაკვეთილის მიზანია, დაგანახოთ თუ რატომ არის რევიუ-პოსტები პოპულარული მკითხველებში და როგორ იწერება კარგი რევიუ-პოსტი.

დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანმა იცის რა არის review (ანუ მიმოხილვა).

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს არაერთხელ დაუწერია რევიუ-პოსტი. ზოგი კი მხოლოდ მიმოხილვების წერით შემოიფარგლება. ასეთი ბლოგის ნათელი მაგალითია  ნიკა ესებუას (იგივე ლეონარდ შელბი) ბლოგი – Faukclub.

მეც არა ერთხელ დამიწერია რევიუები და მათ უზარმაზარი გამოხმაურებაც მოჰყოლია. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, უფრო ხშირად რომ ვწერო მიმოხილვითი პოსტები, ჩემი მკითხველების რაოდენობა გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა.

ჩემი რევიუ-პოსტები (რაც მახსენდება):

რა სარგებლობა მოაქვს რევიუებს მკითხველისთვის?

ამ გაკვეთილების განმავლობაში ალბათ ხშირად მიხსენებია, რომ თუ გსურთ გყავდეთ ბევრი მკითხველი და იყოთ წარმატებული ბლოგერი, უნდა წეროთ მკითხველისთვის სასარგებლო და გამოსადეგ თემებზე.

ინტერნეტში მოხეტიალე ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს რჩევებსა და განხილვებს ამა თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების შესახებ.

შეიხედეთ თქვენი გუგლის საძიებო ტერმინებში. იქ აუცილებლად აღმოაჩენთ თუ რას ეძებდა თქვენი მკითხველი და რა თემები აინტერესებს მას. შემდეგ კი განავრცეთ ეს თემები და დაწერეთ მიმოხილვითი პოსტები.

გარდა რჩევის მიცემისა, თქვენ აჩვენებთ მკითხველს რომ გაგაჩნიათ საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. რაც მას თქვენდამი პატივისცემის გრძნობას უჩენს.

შესაძლოა, გარკვეული პერიოდის მერე, რომელიმე კონკრეტულ სფეროში Opinion Leader-ადაც ჩამოყალიბდეთ, აი, მაშინ კი ჩათვალეთ, რომ პოპულარობისა და წარმატების 70-80% უკვე მიღწეული გაქვთ.

რა უნდა ქნათ, თუ მიმოხილვები თქვენს ბლოგის ფორმატს არ შეესაბამება?

ასეთი რამ არ არსებობს. მთავარია საკითხს მიუდგეთ კრეატიულად.

არ არსებობს ბლოგი, რომელსაც ჰყავს მკითხველი და ეს მკითხველი რაღაც გარკვეულ ნიშას არ შეადგენს. მთავარია განსაზღვროთ, თუ ვინ კითხულობს თქვენს ბლოგს. რა აინტერესებს მათ და რას მოელიან ისინი თქვენგან.

ცოტაოდენი იდეები რევიუ-პოსტებისთვის:

  • წიგნის მიმოხილვა
  • ისეთი ფილმის ან სატელევიზიო გადაცემის მიმოხილვა, რომელიც თქვენი ბლოგის აუდიტორიისთვისაა გამიზნული
  • თქვენს ნიშაში არსებული სხვა ვებსაიტის/ბლოგის მიმოხილვა
  • სტატიის მიმოხილვა რომელიმე ჟურნალიდან ან ვებსაიტიდან
  • თქვენს ნიშასთან დაკავშირებული რაიმე ხელსაწყოს,  მოწყობილობის ან აღჭურვილობის მიმოხილვა
  • თუ ბლოგი საჭმლის შესახებ გაქვთ, რომელიმე რესტორანი მიმოიხილეთ
  • თუ ბლოგი მოგზაურობის შესახებ გაქვთ, ტურისტული სააგენტო, სასტუმრო ან ავიახაზები მიმოიხილეთ.
  • თუ ბლოგი მოდის შესახებ გაქვთ, რომელიმე ცნობილი ადამიანის ჩაცმულობა მიმოიხილეთ
  • თუ ბლოგი პოლიტიკის შესახებ გაქვთ, რომელიმე პოლიტიკოსის წარმოთქმული სიტყვა მიმოიხილეთ
  • თუ ტექნიკური ბლოგი გაქვთ, მიმოიხილეთ რომელიმე გაჯეტი
  • თუ თქვენი ბლოგი ხელოვნება ეხება, რომელიმე გამოფენა იმოიხილეთ
  • თუ თქვენი შვილების შესახებ წერთ, თქვენს აუდიტორიას სათამაშOების მიმოხილვა დააინტერესებს
  • თუ ბლოგზე მუსიკას ეხებით, რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტის მიმოხილვა შეგიძლიათ და ა.შ.

როგორ დავწეროთ ეფექტური რევიუ-პოსტი?

  1. გამოხატეთ თქვენი აზრი – მკითხველი მიმოხილვას იმიტომ კითხულობს, რომ თვითონ ადვილად მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხის შესახებ. სწორედ ამიტომ – დაეხმარეთ მას! ეს თქვენს მკითხველებს დაანახებს, შეგიძლიათ თუ არა ნამდვილად სასარგებლო რჩევების მიცემა.
  2. მიანიჭეთ რეიტინგი – როდესაც მკითხველი რიცხვებით გამყარებულ მოსაზრებას კითხულობს, უფრო ადვილად იაზრებს და ეხმაურება მას. მაგალითად, ფილმების მიმოხილვის დროს მე ვიყენებ საკუთარ მოგონილ რეიტინგს და ყოველ ახალ პოსტში ამ რეიტინგს ვიყენებ ამა თუ იმ ფილმის შესაფასებლად. რამდენჯერმე მოხდა ისე, რომ მკითხველმა კომენტარში თავისი აზრი ჩემი მოგონილი რეიტინგის საშუალებით გამოხატა. ეს რეიტინგი გახდა ჩემს ბლოგზე შეფასების და კომუნიკაციის კიდევ ერთი სისტემა.
  3. დააბალანსეთ მოსაზრება – თქვენი აზრის გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია დაბალანსებული რევიუ-პოსტის დაწერა. საერთო ჯამში, მკითხველისთვი ისეთი პოსტები უფროა საინტერესო, სადაც განსახილველი საგნის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მხარეებია დაფიქსირებული.
  4. იფიქრეთ გასაღებ სიტყვებზე – წერის დროს იფიქრეთ იმ სიტყვებზე ან ფრაზებზე, რომლებსაც თქვენი მკითხველები საძიებო სისტემებში ჩაწერენ ამ მიმოხილვის მოსაძებნად. განსაკუთრებით ხშირად იძებნება სიტყვები “პრობლემა”, “მიმოხილვა”, “ფასი”. ასევე ტექსტში რამდენჯერმე აუცილებლად ახსენეთ იმ “პროდუქტის” სახელი რაზეც წერთ, განსაკუთრებით კი სათაურში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოსტი გასაღები სიტყვებით გადაჭედოთ, (არ დაივიწყოთ, რომ პირველ რიგში თქვენი პოსტები ადამიანებისთვისაა და შემდეგ Google-ის რობოტებისთვის) მაგრამ მაინც ცოტაოდენი დაფიქრება გმართებთ ტექსტის უკეთესი SEO-სთვის.
  5. მოიყვანეთ შედარებები – წარმოიდგინეთ პოსტი “ყველა დროის საუკეთესო სერიალი – „სექსი დიდ ქალაქში“” და მეორე პოსტი – “„სექსი დიდ ქალაქში“ „სასოწარკვეთილი დიასახლისები“-ს წინააღმდეგ!”. თქვენი აზრით, რომელს ექნება უფრო მეტი გამოხმაურება? რა თქმა უნდა მეორეს! რატომ? იმიტომ, რომ პირველ პოსტში მხოლოდ ერთი სერიალია განხილული და ისიც – პოზიტიური თვალსაზრისით. მეორე კი – მკითხველს დისკუსიის თავისუფლად განვითარების საშუალებას აძლევს. დანარჩენი თავად განსაჯეთ…
  6. ხაზი გაუსვით, თუ ვისთვისაა ეს პროდუქტი – მკითხველი ყოველთვის სვამს შეკითხვას – „ეს მე გამომადგება?“. შესაბამისად თქვენგან მოითხოვს ახსნა განმარტებას, თუ ვისთვისაა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ. მიუთითეთ ასაკი, სქესი, წლიური შემოსავალი ან თუნდაც ოჯახური მდგომარეობა. მაგალითად, „ეს შესანიშნავი ელექტრო საპარსია 45 წელს გადაცილებული, ცოლს ახლახანს გაშორებული, ქილვაშ-შეჭაღარავებული მამაკაცებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საბურთალოზე, ორ ოთახიან ბინაში (მიშენების პერსპექტივით).“ ასევე კარგი იქნება თუ დაწერთ, თქვენ თვითონ გამოიყენებდით თუ არა ამ პროდუქტს და როგორ.
  7. შეინარჩუნეთ პირადი ტონი – მკითხველის პრობლემას უფრო მეტად გამოეხმაურება, ისეთ პოსტი რომელშიც საკუთარ ისტორიას მოყვებით და აღწერთ თუ რა სარგებელი/უსიამოვნება მოგიტანათ ამა თუ იმ პროდუქტმა. ნამდვილი ისტორიები ყოველთვის უფრო ადვილი დასაჯერებელია და გადაწყვეტილების მიღებაში უფრო მეტად ეხმარება გზააბნეულ ადამიანს.
  8. გამოიყენეთ ვიზუალური მასალა – ისევ და ისევ, ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა, სკრინშოტები, დიაგრამები, ყველაფერი რაც მკითხველს პროდუქტის ან მისგან მიღებული სარგებელის ვიზუალიზაციაში დაეხმარება უდავოდ დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს.
  9. დეტალურად აცნობეთ მკითხველს, თუ სად შეიძლება ამ “პროდუქტის” შეძენა – თუკი რაიმეს აქებთ, მკითხველმა უნდა იცოდეს სად არის ეს რაღაც, რათა იყიდოს ან მიიღოს. თუკი რაიმეს ლანძღავთ, მკითხველმა მაინც უნდა იცოდეს, რათა მოერიდოს. ნებისმიერ შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია საჭიროა.

დავალება

  1. ერთი კვირის განმავლობაში დაწერეთ რევიუ-პოსტი თქვენთვის სასურველ თემაზე.
  2. გაგვიზიარეთ პოსტის ბმული კომენტარებში.

{ 24 comments… read them below or add one }

1 chaotic 27 დეკემბერი, 2009 at 6:24 am

სვით, 2-3 საათით ადრე დაგეწერა რა, გამომადგებოდა :D

პასუხი

2 Sweety 27 დეკემბერი, 2009 at 4:48 pm

გადაასწორე ამის მიხედვით :) )

პასუხი

3 Just Simple Guy 27 დეკემბერი, 2009 at 11:40 am

როგორ მწყინს რომ თავიდანვე არ ჩავერტე ამ პროექტში :(

პასუხი

4 Sweety 27 დეკემბერი, 2009 at 4:47 pm

ახლა შეგიძლია ჩაერთო :) ნებისმიერ დროს. ;)

პასუხი

5 Dil-Ell-BFF 27 დეკემბერი, 2009 at 6:39 pm

მე მინდა დაწყება და შეიძლება?

პასუხი

6 Sweety 27 დეკემბერი, 2009 at 6:58 pm

კი მეთქი.
ყველას შეუძლია დაწყება. :)

პასუხი

7 გიორგი 27 დეკემბერი, 2009 at 9:52 pm

ესაა საუცხოო რეკომენდაცია ე.წ. pro-blogging-ისთვის, მაგრამ არა პირადი ბლოგის საწარმოებლად :)

პასუხი

8 Sweety 27 დეკემბერი, 2009 at 10:34 pm

რატომ ამბობ მაგას? პირადი ბლოგების ავტორები ძალიან ხშირად აკეთებენ სხვადასხვა პროდუქტების რევიუებს :)

ზოგი მაგით შოულობს ფულს ;)

პასუხი

9 გიორგი 27 დეკემბერი, 2009 at 11:30 pm

We blog for food – ეგ უკვე პრობლოგინგია :) და მიმოხილვითი სტატია, კი, ბატონო, ყველანაირ ბლოგს უხდება – მე ვიგულისხმე შენი რეკომენდაციები ეფექტური რევიუს დასაწერად.
პირად ბლოგზე რევიუ იწერება მემოს სტილში, არა იმდენად მკითხველისთვის, რამდენადაც ავტორისათვის.
ვინც მკითხველის მოსაზიდად წერს, უჯობს, შენი რეკომენდაციები გაიაზროს.
BTW, alexa.com-ის მიხედვით, შენი ბლოგი 62-ე ადგილზეა .ge დომენში – უსერიოზულესი წარმატებაა ბლოგისათვის, რასაც გილოცავ :)

პასუხი

10 Sweety 28 დეკემბერი, 2009 at 12:46 am

დიდი მადლობა :)

<3

რაც შეეხება პრო-ბლოგინგს, ეს გაკვეთილები პროფესიონალი ბლოგერებისთვისაა სწორედ. :)

პრობლოგერები უნდა გამოვიყვანო ამათგან :P

პასუხი

11 Just Simple Guy 27 დეკემბერი, 2009 at 10:05 pm

პირვეი დავალებიდან დავიწყო ხომ ?

პასუხი

12 Sweety 27 დეკემბერი, 2009 at 10:34 pm

პირველ რიგში ბოლო გააკეთე და მერე თავიდან დაიწყე ხო :)

პასუხი

13 Just Simple Guy 27 დეკემბერი, 2009 at 11:42 pm

კარგი :)

პასუხი

14 ლეონარდ შელბი 28 დეკემბერი, 2009 at 12:05 am

მარტო რევიუების(მიმოხილვების) წერით რატომ შემოვიფარგლები მე? :D

პასუხი

15 Sweety 28 დეკემბერი, 2009 at 12:46 am

რაც წამიკითხავს თითქმის 90% რევიუები გაქვს. ხან ფილმებს მიმოიხილავ ხან მუსიკას… არა?

პასუხი

16 ლეონარდ შელბი 28 დეკემბერი, 2009 at 10:24 pm

ხშირად ვწერ. 90% ბევრია. უფრო 55-60 : )

პასუხი

17 mr.picasso 28 დეკემბერი, 2009 at 6:20 pm

მარი ის შენი საყვარელი სმაილიკები სად გაქრა კომენტარებში რომ იყო???? მადლობ რჩევებისთვის დიდ ნაწილს ისედაც ვიყენებდი გარკვეული რჩევები კი ახალი და საინტერესო იყო

პასუხი

18 Sweety 28 დეკემბერი, 2009 at 6:28 pm

ახალი ვორდპრესი რომ დავაყენე წაიშალა და დაყენება დამეზარა. დღეს ვიზამ :)

პასუხი

19 თაა 29 დეკემბერი, 2009 at 12:43 pm
20 ლენა 31 დეკემბერი, 2009 at 6:36 pm
21 chaotic 3 იანვარი, 2010 at 10:58 pm
22 Meloholica 7 იანვარი, 2010 at 5:22 pm
23 ჯუნო 13 მარტი, 2010 at 6:22 am

აუუ ცოტა ვერ გავიგე და იქნებ დამეხმარო რომ დავრეგისტრირდე:-))}

პასუხი

24 tamashebi 24 ივნისი, 2010 at 5:29 pm

ვერ გავიგე და ვინც იცის ჩემს ემაილზე შემომეხმაიროს :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</