restart

I’m back.
უდრტვინველად ვუძლებდი ეს ორი დღე იმეილზე მოსულ რეგისტრაციის შეტყობინებებს.
143–ე ადამიანი რომ დარეგისტრირდა ჩემი ბლოგის საკითხავად, მერე შემრცხვა.

აღარ ვდარდობ, რას წაიკითხავს დედაჩემი.
მთავარია, კოკაინს რომ ვიყნოსავდი და აბორტი რომ გავიკეთე, ბლოგზე არ დამიწერია.
ასე რომ ცხოვრება გრძელდება…

პ.ს. ხვალ ბაკურიანში მივდივარ 1 კვირით. რომ ჩამოვალ რედიზაინს გავაკეთებ.

19 Comments

  1. : )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) გიჟ გიჟ :D :D მარა რას აანგრიე დაანგრიე კაცო ხო იყო კარგად არა

      1. აჰაამ იასნო : ) მარა ის კაი სტილში იყო და იმედია დიდად არ გადაასხვაფერებ

  2. რა იცით ხოლმე კაცო ეს.
    მივდივარ
    თავს ვიკლავ
    უი მოიცა ამ პოსტსაც დავწერ და მერე მოვიკლავ თავს

    ჯერ კიდევ ფორუმზე მიშლიდნენ ხოლმე ნერვებს

    1. მე არ მითქვამს მივდივარ მეთქი. დახურული მქონდა ბლოგი მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის იყო დაშვებული შემოსვლა.

  3. ყველას არ ეყოფა ძალა, ეგეთ რისკიან პიარზე წავიდეს, როგორც შენ ჰქენი :D

  4. მეც დავრეგისტრირდი )) არადა იშვიათად ვკითხულობ შენს ბლოგს და ვიფიქრე რახან მარტო დარეგისტრირებულებს აკითხებს, რაღაც საინტერესოს დაწერდა მეთქი ))

    :>

  5. კოკაინზე და აბორტზე მაგრად გამეცინა და გამახსენდა…
    დირექტორმა დაიბარა მოსწავლის მშობელი და მასთან ერთად ეკითხება: “ვუთხრა დედაშენს, სიგარეტს რომ ეწევი?!”

    :)

  6. მთავარია, კოკაინს რომ ვიყნოსავდი და აბორტი რომ გავიკეთე, ბლოგზე არ დამიწერია.

    აი ეს მომეწონა, კარგად გაარტყო
    ყოჩაღ

    აუ ჩამო და ერთად გავაკეთოთ ბლოგების რედიზაინი, ძალიან მაგრად მინდა შეცვალო

    1. ისე, ეს მინიმალისტური დიზაინი ეხლა რაც აყენია, ისე მომეწონა, რომ შეიძლება ცოტა ხანი დავტოვო :) :love:

      p.s. შენს ბლოგს მართლა სჭირდება. არ მომწონს მუქი ფერის beauty ბლოგები

  7. ეეეეეეეეეეე, მე რატომ არ მომთხოვა რეგისტრაცია?
    დერსკი ვარ? :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.