როგორ დავაპატარავოთ მარტივად ბევრი ფოტო ერთდროულად? (Windows OS)

ალბათ ბევრჯერ გადაგიღიათ საინტერესო ექსკურსია ან წვეულება და სახლში მოსულს ფოტოაპარატიდან გადმოყრილი სურათების დაპატარავება და ბლოგზე/facebook-ზე ატვირთვა ძალიან დაგზარებიათ.

გთავაზობთ ფოტოების მასობრივი დაპატარავების ერთ მეთოდს რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ პროგრამა Microsoft Office Picture Manager, რომელიც თითქმის ყველა Office-ს მოყვება.

მაშასადამე, ფოტოების დასაპატარავებლად ვიქცევით ასე:

1. ყველა ფოტოს აკოპირებთ ცალკე ფოლდერში.

ყველა დასაპატარავებელი ფოტო ერთ ფოლდერში

2. რომელიმე ფოტოზე დააწკაპუნებთ მარჯვენა ღილაკით და მოძებნით Open With… → Microsoft Office Picture Manager.

Picture manager

3. არჩეული ფოტო გაიხსნება პროგრამაში, სადაც უნდა დააწკაპუნოთ ღილაკს – Thumbnail View:

Thumbnail View

4. ფანჯარაში გამოჩნდება ყველა ის ფოტო, რომელიც ფოლდერში გაქვთ ჩაყრილი.

5. შემდეგ დააჭირეთ CTRL + A რათა მოინიშნოს ფოლდერში არსებული ყველა ფოტო და შემდეგ დააწკაპუნეთღილაკზე Edit Pictures…

Edit Pictures

6. მარჯვნივ გამოსულ პანელში აირჩიეთ Resize

Resize

7. გამოსულ პანელში, სულ ქვემოთ ჩაწერეთ ის რიცხვი, რამდენი პროცენტითაც გსურთ შემცირდეს ყველა ფოტოს ზომა და დააჭერთ OK-ს:

% + OK

8. შემდეგ დააჭერთ File → Save All და ყველა ფოტოსურათი დაპატარავებული სახით შეინახება ამ ფოლდერში.

Save All

9. თუ ფოტოები მაინც გედიდებათ იგივე მოქმედებები შეასრულეთ მანამ, სანამ ფოტოების სასურველ ზომას არ მიაღწევთ.

5 Comments

  1. ეს ძალიან მომეწონა, რა ადვილია :)

    თუ იცით ვინმემ , ვიდეოს დაჭრა მონაკვეთებად როგორ ხდება, მაგალითად movie maker-ში , მე ვერაფერს ვუხერხებ, თუ იცით რამე ადვილი დაწერეთ … :)

    1. კი ხდება movie maker ში მაგრამ ცოტა გართულებულია :) უნდა დააპატარაო ვიდეო გვერდიდან მაგრამ მაგაზე ბევრად მარტივი ვიდეოს მოსაჭრელად გადასვლების გასაკეთებლად და რავიცი ყველაფერს ჯობია
      MAGIX MOVIE EDIT PRO 15 ესე ქვია ამ ჯადოსნურ პროგრამას :)

  2. მადლობთ კარგი რჩევისთვის, წარმატებულად გამოვიყენე !

Leave a Reply