Rescue Time Update: Productivity & Singlehood

ჩემს Rescue Time-ის ლოგებს ვუყურებდი და საინტერესო კორელაცია აღმოვაჩინე პროდუქტიულობას და სინგლობას შორის.

ნოემბერში თბილისში ჩამოვედი და შეყვარებულთან ახალდაშორებული გადავეშვი თავით სამსახურის საქმეში. კომპიუტერთან გავატარე თითქმის 300 საათი, 70%-იანი პროდუქტიულობით (210 პსთ).

rescuetimenovember

დეკემბერში დავიმართე აბსოლუტური ვორკაჰოლიზმი და ისტერიკა. კომპიუტერთან გავატარე 325 საათი, აქედან 217 იყო პროდუქტიული.

rescuetimedecember

იანვარში კომპიუტერთან გავატარე თითქმის 200 საათი და აქედან 74% იყო პროდუქტიული (148პსთ). რეალურად უფრო მეტი დრო დავხარჯე მუშაობაზე, უბრალოდ ბოლო თვის ბოლო დღეები ლონდონში ICE-ს მიეძღვნა და Rescue Time-ში დალოგილი არ არის.

rescuetimejanuary

თებერვალში 10 რიცხვამდე ჯერ ისევ ლონდონში ვიყავი და offline ვმუშაობდი, ამიტომ კომპიუტერთან 118 საათი გავატარე, თუმცა პროდუქტიულობა არ დაცემულა და 72% მშვენივრად მეჭირა.

rescuetimefebruary

მარტში დავიწყე შეხვედრები ერთ ბიჭთან. პროდუქტიული საათების რაოდენობა შემცირდა თითქმის ორჯერ. გარდა მაგისა, სამსახურში ყველა ჩემი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა და ახალი პროექტები ჯერ არ დამიწყია. ერთი სიტყვით #მახათი.

rescuetimemarch

აპრილის დასაწყისში იმ ბიჭს დავშორდი. საპლივი ფილმების ყურებას შევუდექი, და youtube-ზე ყველა ჟღვლინტიანი კარაოკე ვიმღერე. დროდადრო დრამატული ფეისბუქ-გარჩევებიც მქონდა და მოკლედ ამ ძლივს შეკოწიწებული 46 პროდუქტიული საათის ძალიან მრცხვენია. თავს არარაობად ვგრძნობ.

rescuetimeapril

მაგრამ თუ წინა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ყველაფერი კარგად წავიდა, აპრილის მეორე ნახევარი თვითონვე ამოიქაჩება და მაისში რაღაც გრანდიოზული უნდა მოხდეს ჩემს კარიერაში. #მოტივაცია

One thought on “Rescue Time Update: Productivity & Singlehood”

  1. მე კიდევ პირიქით ვარ. ნორმალური დონის ურთიერთობაში მაინც როცა ვარ, ეგრევე ვიპრანჭები: სამსახურის მეტი აზარტიც მაქვს, ვარჯიშისაც და გონებაც უფრო მიჭრის. აი, დაშორების ეტაპია სამაგიეროდ დევოლუცია, განულება.

Leave a Reply