Real Mother Fucker!

FუF! გული გამიხდა ცუდად! ვალერიანკა დავლიე…

ინტერნეტის კაცები მყავდა გამოძახებული და სახურავზე რომ ავიდა ერთ-ერთი, ამოვარდა ჩვენი ქვედა მეზობელი და ჩაკეტა ის კაცი გარედან. o_O

”გინდა თუ არა თქვენს უფროსს დაუძახეთ და მერე გამოგიშვებო”.

”რა უფროსს, რა გინდაო”, ვერ გაიგეს ამათმა და მეზობელმაც მოხსნა პირი, დაიწყო ყვირილი და კივილი, ”ზემოთ ”ტოლი” რო  ამიყარეთ და ”ჟეშტი” გადამიგლიჯეთო და წყალი რო ჩამომივაო”, მეთქი ჯერ მე ჩამომივა შენამდე, ”ხო და მერე შენ რო ჩამოგივა მერე მეც ხო ჩამომივაო” და მოკლედ ჩავარდა პანიკაში.

მერე ვეუბნები, დამშვიდდით და გასაღები მომეცით მეთქი.

არ მოგცემ გასაღებსო, წინა ბოქლომი რო გადამიჭერითო, ჯერ ის დამიბრუნეთო და რაღაცეები.

ამ გოგოს დავემსგავსე კინაღამ

ამ გოგოს დავემსგავსე

ისტორია: ადრე ვაკეთებდით რაღაცას სახურავზე და ბოქლომის გასაღები მარტო მაგ მეზობელს ჰქონდა, თვითონ წასული იყო სადღაც და იძულებული გავხდით ის ბოქლომი მოგვეჭრა და ახალი დაგვეყენებინა. მერე კოტემ იფიქრა ქვედა სართულია და რად უნდა გასაღები, რაში ეკითხებაო და მარტო ბოლო სართულის მეზობლებს მივეცით კოპიოები. ამის მერე რამდენჯერმე ჰქონდა ჩვენგან ნათხოვარი გასაღები და კოპიო არ გაუკეთებია.

(რა ღირს კსტაწი კოპიოს გაკეთება, 50 თეთრი, 1 ლარი, 5 ლარი? o_O) !

კივილი ეგრე არ უნდა მეთქი და ისეთი ვუღრიალე ჩემი გასაღები მომეცი თქო რო გამოვარდა გვერდითა მეზობელი ქალი და უიუიუიუი, დაიწყო დამშვიდება, მერე მეორე მეზობელი კაცი (ძალიან მშვიდი და წყნარი კაცია) მამშვიდებს და ”ესო შენ კი არ გეჩხუბება ეგეთი ლაპარაკი იცისო და შენს თავზე არ მიიღოო” და რაღაცეები!

ამ დროს ინტერნეტის კაცი კვლავ ზემოთაა და იხვეწება გამომიშვით, მე არაფერ შუაში ვარო.

ხოდა მეთქი რა მოვიფიქრო, რა მოვიფიქრო და დამარტყა იდეამ. ქვედა მეზობელს ვეუბნები ”აბა მანახე რა ტოლი არის აყრილი”- მეთქი. აუუუ, გაიხარაააა, ნეტა მე გამიხარდეს დღეს მასე რამე.

ეგრევე ამიყვანა ზევით, სულ დაავიწყდა ინტერნეტის კაცი (რომელიც ამ დროს ჩუმად გამოიპარა ღია კარში) და ეცა აყრილ ტოლს. სულ ნაჭერ ნაჭერ დამათვალერებინა, ”აი აქ აყარეს და აი აქ ჟეშტი მოტეხეს და აი აქ წყალი ჯერ არ ჩამოგსვლიათ?”

მეთქი არაფერი არ ჩამომსვლია.

მთელი ზამთარი ეგრე იყო ის ჟეშტი და მათოვდა და მაწვიმდა მაგრამ არაფერი არ ჩამმომსვლია, და რომც ჩამომსვლოდა ვისი რა ტრაკის საქმეა კაცო, ჩემი ჟეშტია, ჩემი სახლია, ჩემი ჭერია და რამენაირად მაქვს თავი რომ თუ გაფუჭდება გავაკეთო!!!!!! ბლიად!!!!

”ხოდა აი ნახავ სულ ცოტა ხანში ჩამოგივაო” და ა.შ. და ა.შ.

ახლა გამახსენდა რომ ქვევით სახლში 2 ინტერნეტის კაცი მყავს დატოვებული. იქვე ჩემი ხელჩანთა დევს, მაგიდაზე 50 დოლარიანი და კიდე 100 ლარიანი, ჩემი მობილურებიც იქვეა…

ნელ-ნელა წავედი გასასვლელისკენ და ამ დროს დაიწყო ამ კაცმა ისევ მოთქმა-გოდება, ”აი ახლა ეს ჩავა და ფეხებზე ჰკიდია და მერე წყალი ჩამოგვივა და ლიფტს მოგვპარავენ და ლიფტში წყალი რომ შევიდეს მატორი გაფუჭდება” და უუუუუუუუუუუუუუიმეეეეე!!!!!

მეორე მეზობელი კაციც იქვეა და მამშვიდებს რო არ ავფეთქდე.

ჩამოვედი სახურავიდან როგორც იქნა და ვეუბნები მოიტა გასაღები მეთქი.

ეტყობა ძაან ისეთი სახე მქონდა და ამჯერად ულაპარაკოდ მომცა, მაგრამ თან მეუბნება

”რად მინდა მე შენი გასაღები, მაგრამ მეც ხო მინდა გასაღებიო.”

და აუ აქ დავუშვი დიდი შეცდომა!

”ამდენი ხანი გქონდა და გადაგემრავლებინა” – მეთქი.

აქ წავიდა კლასიკური მონოლოგი თუ როგორი გაჭირვებაა და რამდენი შემოსავალი აქვს და ამ მონოლოგს შეუერთდა მეზობელი ქალიც, ”რატო ფასდაკლებით არ აკეთებინებთ ინტერნეტსო, ბოლო სართული ხართ და თქვენს თავზე რომ აყენებენ მაგ კაბელებსო, ნახევარფასად მაინც გაგიკეთონო და…”

ოე ოეეეეეეე!!!!

ისედაც 7 ევროიანი პაკეტი დავაყენებინე! 7 ევრო! ამაზე იაფი ინტერნეტი საქართველოში არ არსებობს!!!!

ბლიად, რა ფასდაკლება???

რა ფასდაკლება?????????????

ამ ხალხს ძმარავს თუ რა ხდება????

კაი, ბაზარი არაა, შენ არ გაქვს იმის საშუალება 7 ევრო იხადო და სთხოვ ფასდაკლებით გაგიკეთონ და ხო გიკეთებენ, ხოო????

და მე იქნებ მაქვს იმის თავი რო 7 ევრო გადავიხადო ამ მომსახურებაში და სახვეწნი არ მქონდეს რაღაც გაუგებარი ფასდაკლებები!!!!!

შენ ხო არ გაწუხებ, ვინ გეკითხება, რა გინდა???????????

ჯერ ერთი ინტერნეტის კაცი რო მოვა სახლში და შეხედავ სამი კომპიუტერი მიდგას და ერთი სხვა კომპანიის ინტერნეტი უკვე გამოყვანილი მაქვს და მეორე ამათსას ვიდგამ, იმას ფასდაკლებაზე რო დავუწყო ლაპარაკი არ დამცინებს, რა იყო 7 ევრო გაგიჭირდაო, არ მეტყვის?

აუ ვერაა ეს ხალხი რააა!!!!

ძლივს შევძვერი სახლში და ამ დროს ინტერნეტის კაცები ლიფტთან დაიჭირა იმ ყია-მყრალმა ბერიკაცმა ტვინის საბურღად.

ის დიდი კაბელი რო გაჭიმეთო და ბუზღუნებს რარაცეებს.

ამ დროს ერთ-ერთმა უთხრა, ”ჩვენ ისინი არა ვართ, ვინც ეგ კაბელი გაჭიმა, ჩვენ ინტერნეტის ხალხი ვართო.”

ინტერნეტიიისოოო?

ხო, ხო, ინტერნეტის და შეხება არ გვაქვს მაგ ჟეშტთანო.

და გაჩუმდა ის კაცი. ხმა აღარ ამოუღია.

თურმე ტელევიზიის კაცებს ერჩოდა.

Real Mother Fucker!

P.S. ქართული ენის მოყვარულთათვის: ჟეშტი = თუნუქი. ტოლი – არვიცი

32 Comments

  1. ოო… კაი ისტორიაა ))

    სხვენის გასაღბზე მეც სულ ეგრე ვწვალობ ხოლმე,მთლი სამეზობლო უნდა შემოვიარო რო ვიპოვო :|

    იმ ინტერნეტის კაცებმა ხელს ხო არ გააყოლეს რამე? :დ

    1. არა, არა, გადავრჩი… პატიოსანი ბიჭები იყვნენ ეტყობა. წხვირწინ ედოთ და არ აიღეს.

  2. ვაიჰ
    გურჯისტან :D

    თან ვბრაზობდი, თან მეცინებოდა გრუზინულ ამბებზე

    1. შენ უნდა გენახა ინტერნეტის კაცები რას დამცინოდნენ მერე მაგარი მეზობლები გყავსო…
      uuuf! ინტერნეტის კაცის დასაცინი რო გახდები…

  3. ხახხახახახახხახახახახხახახახახახახხახახახახახახახახხახახა

    ვაიმე აღარ შემიძლია… ხახახახახახახხაახახახახ
    აუ, რომ წარმოვიდგინე სიტუაციააა, და თან შენი განრისხებული სახე, თან ის კაცი რო მონოლოგებს კითხულობდა და მეორე კიდევ იქიდან გამშვიდებდა… ვაიმეე, დღეს მთელი დღე გიჟივით სიცილი გამოწერილი მაქვს :D

  4. შენ კი ამბობდი სუსტი ვარ და ბრძოლა არ შემიძლიაო. :) ჩემთანაც არის ეგეთი მეზობელი, ის ქალია და ეგ უარესია მსგავს სიტუაციებში. სახურავზე ისე ჩუმად ვიპარები როგორც ქურდი. მარტო იმიტომ მინდა ფრენა შემეძლოს რომ ლაღად ავფრინდე სახურავზე და ლაღად ჩამოვფრინდე. :)

    1. ლოლ :D
      ბრძოლა კი შემიძლია ოღონდ როცა მერჩიან…
      მამაჩემმა ბავშვობაში ჩამაგონა რომ მკვლელობა თავდაცვის მომენტში გამართლებულია :D

  5. ვაიმე ნუ წერთ ასეთ რამეებს გავპათოლოგდები და რამე უკიდურეს სისულელეს ცავიდენ!!

  6. გასაღებებს სად ამრავლებენ? :D
    ზაფხულობით ხშირად ავდივარ ხოლმე სახურავზე საზაგრაოდ :)
    და გასაღები კიდევ მხოლოდ 8 სართულის მეზობელს აქვს :)

  7. აუ ტოლი მეც არ ვიცი და იქნებ ვინმემ თარგმანში დახმარების ხელი გამოგვიწოდოს.. :(

    ისე მარი.. იმ ტლის ჩვენებაზე კარგად მოიფიქრე… რესპექტ.. ! :D
    და ბოლო სართულზე ცხვორობ შეენ?

    ისე.. ისტორიაას და მეზობლებს რაც შეეხება, სუფთა გლდანია რა.. =))))

      1. გადახვედი? :D ადრე მახსოვს …ეგ მითხარი..:spy:
        სად ხართ აბა ეხა?

        1. XD მე ვცხოვრობ გლდანში მაგრამ მასეთი არაფერი ხდება

    1. კი მაგრამ მანდ არ ვცხოვრობ სადა შენ მომაკითხე.
      :)

  8. ერთი რამ მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეგ 7 ევროიანი ინტერნეტი? ნორმალურია თუ ნაგავია?

    1. რავი ნორმალურსა და ნაგავს შორის რაღაცა გახირული… : )))

      სიჩქარე

  9. მაგ გოგოს რო დამსგავსებოდი რაგა გაგიჭირდებოდა :P

  10. ეეჰ ეს რა არის, ტელევიზიის კაცებს შენ ნახე ჩემს უბანში როგორ გვერჩიან. ერთი მეზობელია, ვერ იტანს ტელევიზიის კაცებს. თან ჯერ გადაამოწმებს, შენო ტელეფონის ან ინტერნეტის კაცი ხომ არ ხარო, მკითხა ერთხელ სამსახურში რომ მივდიოდი ისე, არა მეთქი მე ტელევიზიის ნამდვილი მამაკაცი ვარ მეთქი ზომიერად ფერხორც.. ვინ გაცალა დამთავრება, ერთი მაგრად გამომლანძღა. თქვენ ადებილებთ ხალხსო. აი ჩემი შვილიშვილი დებილი რომაა შენ, შენნაირებმა და მაგ სოროს ფონდი რომაა (სოროსი) მაგათმა გაადებილეთო.
    დავიწყე შიშინი, გამომრთო და წავიდა.

  11. :DDDDDDDმე კერძო სახლში ვცხოვრობდი,ეხლა კორპუსში გავთხოვდი,9 სართულზე:(((((მეც ეგ მელიიიიიიის>?????????????;(((((((

  12. აქ მართლა ძალიან გყვარებიათ ყველას წერა, განსაკუთრებით კი შენ ადმინო Sweety, მე კიდევ საკუთარი ლექსს როდესაც ვთხზავ, იმის გადატანაც კი მეზარება ხოლმე ფურცელზე, ამიტომაც ერთი საათი გონებაში ვრითმავ ამ არეულ ჰანგებს, ერთი ეტაპი დამავიწყდება და მეორეს ვიგონებ ხოლმე, მოკლედ სუფთა კომედიაა ამ დროს ჩემს თავში, ჩემი ტვინი კი ცნობილი ჯამბაზია… მერე უკვე როდესაც შიში მიპყრობს რომ ეს ამდენი ნამუშევარი და ნაოფლარი გონებიდან გადამვარდება და ქარი ჩაიტანს ჩემს ღრმა და მიუწვდომელ ქვეცნობიერში, იძულებული ვარ ზანტად და სიზარმაცის ეიფორიაში ამოგვანგლულმა, მოვკიდო კალამსა და ჩემს ვითომ გირსშესანიშნავ ლექსების რვეულს ხელი და წერას შევუდგე…. რაც შეეხება ისტორიას მართლაც სახალისო წასაკითხავია, ძალიან ვიხალისე როცა ეს სიტუაცია რეალურად წარმოვიდგინე, მაშ როგორ? მსახიობმა ყველაფერი რეალურად უნდა წარმოისახო და განსაჯო აბა? ისე ბლოგებითა და ბლოგერობით არასოდეს დავინტერესებულვარ და საერთოდ სხვა გზიტ ჰქრის ჩემი ფიქრები, ამიტომაც დღეს პირველად ვარ ამ საიტზე, მაგრამ მინდა ავგნიშნო რომ Sweety-ს ლოგიკა, უკომპლექსობა და ინტელექტის დონე ფრიად აღმაფრთოვანებს, იშვიათია დღევანდელ უღიმღამო გოგონებში ასეთი თანაშერწყმა… აი რაც შეეხება სწერვებს კი ვერ ვიტან, არ დამენახონ ჯობია… :D

  13. და მაინც წერას კითხვა მირჩევნია, ამიტომაც მოგეცით თქვენ ამ ჩემი უნიჭო კომენტარების სახით საკითხი მასალა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.