რამხელა პოსტი გამოვიდა

დღეს ოფისიდან გამოვედი 15 წუთით, რომ რამე მეყიდა მაკდონალდსში, და უკან რომ ვბრუნდებოდი ციგნები… ახ, უკაცრავად, ბოშები დამესხნენ თავს, შეეცადნენ წაერთმიათ ნავაჭრი და ჩემს აგრესიულ ქმედებების საპასუხოდ უშვერი სიტყვებით გამომლანძღეს ანუ მაგინეს!

მე არ ვწუწუნებ! ვიცი რომ დამნაშავე ვარ და გასაგებია, რომ მაკდონალდსიდან გამომსვლელი ადამიანი, ვინც ჩანთაში არ ჩაიტენის საჭმლიან ქაღალდის პარკს განწირულია მსგავსი სიტუაციის მსხვერპლად შუა რუსთაველის გამზირზე.

ისიც გასაგებია, რომ ბოშებსაც ყავთ ბავშვები, რომელთაც გამოკვება სჭირდებათ, თან აუცილებლად მაკდონალდსის კარტოფილით, და ვაღიარებ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე ვარ, რადგან იმ ციგნის გოგოს თავში ხელი ჩავარტყი, ვინც მთელი ძალით შეეცადა, გამოეტაცა მაკდონალდსში ნაყიდი ჩემი ქაღალდის პარკი.

ბაზარი არაა, ალბათ დავიმსახურე. მეც მშიოდა და იმ ციგანსაც, და ჩვენ-ჩვენი ლუკმის მოსაპოვებლად ხელჩართული ბრძოლა გავმართეთ შუა რუსთაველზე. ერთი გამვლელი ძიაც გამომესარჩლა, თორემ აშკარად მათი რაოდენობრივი და ასაკობრივი უპირატესობა სახეზე იყო :( მაგრამ ეს შეგინება რაღა უბედურებაა?!… კაი, მძარცვავ – მძარცვავ, მეჩხუბები – მეჩხუბები, საკუთარ ქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე თავისუფლად და კარტოფილის შრიალით ვერ გამივლია – ვერ გამივლია, ხელჩართულში მიწვევ – მიწვევ, მარცხდები? დამარცხდი რა! რაღას მაგინებ, კაცო?

მაგრამ ხომ არ შევარგე ჩემი კარტოფილი მაინც, იიიშ! ვისაც უნდა ბოროტი დამიძახოს და ბოშათ-მმუსვრელი!

* * *
გუშინ სამსახურიდან რომ მივდიოდი სახლში ერთ საშიშ და გამოსადეგ ადგილს მივაგენი. ეს არის გვირაბი ელბაქიძეზე. საშიშია იმიტომ რომ თუ მანქანამ გამოიარა აუცილებლად აწყვეტილი მოქრის და საშიშია, ასევე შეიძლება ვინმეს ბოზი ვეგონო, მაგრამ გამოსადეგია იმ თვალსაზრისით, რომ საოცრად მაგარი აკუსტიკაა იმ გვირაბში.
მე და დოდიმ გამოვიარეთ 2 დღის წინ და რაღაცაზე ვჭორაობდით ხმამაღლა. მაშინ მოვისაზრე, რომ აქ მშვენივრად შეიძლება იმღეროს ადამიანმა ისე, რომ თავი მინიმუმ ფილარმონიაში ეგონოს.

ხოდაა, დღეს ოფისიდან გამოყოლილი აეროსმიტის ქრეიზი ვაგუგუნე იმ გვირაბში. რა კარგი იყო.თან სიჩუმე, თუ მანქანა არ მოწუის, თან აეროსმიტი. იეეე, ა’ვ გათ ვოის, მეენ!

* * *

ახალი ანიმე ჩემს ცხოვრებაში:Melancholy of Haruhi Suzumiya

როგორც მივხვდი საკულტო ანიმეა იაპონიაში.

მგონი მეც მომეწონება. მესამე სერიაზე ვარ და ძალიან საინტერესოა. მიყვარს კაცობრიობის დილემებზე დასაფიქრებელი სიუჟეტები. რა არის ღმერთი? რა არის დრო? მისტიკა vs. რეალობა, +ადამიანური გრძნობები… :Supernatural: [:yes: შენს გასაგონად!]

haruhi

* * *

საოცარია, აღმოვაჩინე, რომ გარეგნულად მომწონს დიდ და ქართულ ცხვირიანი ბიჭები. იმ დღეს დოდის აღშფოთება გამოიწვია ერთი სუბიექტის შესახებ ჩემმა ნათქვამმა განსაზღვრებამ – “სიმპატიური”, როდესაც მისი განსაზღვრება იყო – “ოღჩ! რას გავს!”.

ცოტა დებილური კითხვაა, მაგრამ ვინმეს გიყვართ უზადო და უნაკლო ადამიანები?

მე ყოველთვის “დანაოჭებულ” ხალხზე მაქვს ჩახვეული. ნაოჭებში ფიზიკურ ნაოჭებს კი არ ვგულისხმობ, არამედ ცხოვრებისეულ და სულიერ ნაოჭებს და ტვინის ნაოჭებსაც რა თქმა უნდა.

იდეალური ადამიანების არ მჯერა :( და ადამიანი ოდნავ მაინც თუ იდეალური მომეჩვენა, იმ წუთასვე ნეგატიური დამოკიდებულება მებადება, თუ რაღაც უნდობლობის მსგავსი. მოკლედ, “იდეალური” ადამიანები არ მიყვარს :( და ასევე მიჩნდება წარმოდგენა: too good to be true!

შეიძლება ეს ნიჭია – რომ ადამიანი გიყვარდეს მისი პატარა წახნაგების გამო, ან პირიქით, შეიძლება ეს დანაშაულია, არ გიყვარდეს მისივე “სრულყოფილებისთვის”. ან შეიძლება მარტო მე კი არა, ყველანი ასე ვართ?

გოგო, რომელიც პრაქტიკულად “იდეალურია” ყველა ჩემი სტერეოტიპის, ჩარჩოსა და კრიტერიუმის მიხედვით, ლამაზია, კეთილია, წყნარია, მოსიყვარულე, განათლებული, თბილი, ბლა-ბლა-ბლა და ზუსტად ვიცი რომ ამ გოგოს ვერ დავუმეგობრდები… რამდენჯერმე ვცადე და არ გამოდის… რატო? არ ვიცი… აი.. ანჩხლი მაინც იყოს რომ ხშირად ვიჩხუბოთ, ან ბოროტი იყოს, ან შურიანი ან რავიცი მე. ან ფეხმძიმობაზე ჰქონდეს გაფრიკული ან სუპერნატურალზე. რამე ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს უსწორმასწორო, რომ ზედ ფეხი მოიკიდო?

ან იქნებ მე რასაც უსწორმასწორობას ვეძახი, მაგას ინტერესების სფერო ჰქვია?

კარგად ვერ ვაყალიბებ. ამ თემაზე მერე დავწერ უფრო ზუსტად… კარგად რომ ჩამომიყალიბდება, რისი თქმა მინდოდა…

უცებ ქრისტე გამახსენდა, ჯვარზე რომ გავაკარით…

კიარადა მეძინება…

ვინც გაიგებს რამეს და აზრს გამოიტანს – ბრავო!

16 Comments

  1. ჩემთვის იდეალურია ის ვინც მომწონს, ხოდა მე თუ არ მომწონს ზოგადად იდეალური ადამიანები, ზნაჩიტ ისინი იდეალურები არ არიან :) აი მე რაც მომწონს თუ ყველა ის თვისება აქვს, ესეგი მომწონს და თუ მომწონს ჩემთვის იდეალური გამოდის რა :)

  2. დამპალი ბოშები რუსებმა ხომ შეაწუხეს გული, ეხლა ეგენიღა გვაკლდნენ

  3. მე ერთხელ მასე ნაყინზე გამომეკიდნენ ეგ ბოსები და თითი ტყლიწეს შიგნიტ რომ არ მივეცი. და მე თავში ჩავაზილე ეგ ნაყინი.

    ძაან აუტანელი მასტები არიან, იმენნა ყაჩაღები : (

  4. @Secrets, ხოდა მე ვინც მომწონს არავინ არ არის ჩემთვის იდეალური. პირიქით იდეალურად ყოველთვის ისინი მეჩვენება ვინც საერთოდ არ მომწონს.

    აი შენ მაგალითად, [ჩემთვის] იდეალური იქნებოდი 25 წლის რომ იყო :D მაგრამ არ მომეწონებოდი :D ან [ჩემთვის] იდეალური იქნებოდი ტვინის ბურღვა რომ არ გიყვარდეს, მაგრამ ეგრე რომ იყოს არ მომეწონებოდი. რადგან ტვინის ბურღვა მიანიშნებს იმაზე რომ ჩემს შესახებ რაღაც გაინტერესებს და ეგ კიდევ ჩემს შეგრძნებებზე კარგად მოქმედებს. :D მოკლედ მერე ვისკაიპოთ :P

    @zeuspro, @Kissie, :mo: :( დამპლები.

  5. თბილისი ეკუთვნის ქართველს და არ ეკუთვნის ბოშას ან ქურთს ან ასე შემდეგ, იმას, ვინც საქართველოში ცხოვრობს? :)
    ჩარტყმა მოსულა, მაგრამ
    ქალაქი მისიცაა :)
    ის აქ ცხოვრობს :)
    ჯასთ.

    პ.ს. ლამაზი კადრია

  6. @perwkli, ვინ ართმევს ქალაქს, სულ მისი იყოს, ვაჩუქებ და წავალ აქედან, ოღონდ ქუჩაში თავს რატომ მესხმის???

    და თუ მესხმის მერე რატომ მაგინებს???

    მე რა შუაში ვარ?

  7. @მარი

    25 წლის რო ვიყო რატო ვიქნებოდი იდეალური? :D

    და ტვინის ბურღვა რო არ მიყვარდეს რაღა სიქრეთსი ვიქნებოდი,

    მე ყველაფერი მაინტერესებს,

    i love secrets

    ორმნიშვნელოვნად :D

  8. რაღა სიქრეთსი ვიქნებოდი კიარა, სიქრეთსი ვიქნებოდი – მე არ ვიქნებოდი :D

    აი იდეალურობასთან დაკავშირებით ერთგვარი ეგოიზმის გამოვლინებაა :D

    :ზიგმუნდ ირაკლის ძე ფროიდი:

  9. ასე გაზარდესზე გამახსენდა, ზუსტად ვიცი ბოშების ბარონმა, რომელიც 3 სართულიან სახში ცხოვრობს თურმე და რომელიც ძალიან მდიდარია, თავის შვილს მდუღარე გადაასხა რომ საცოდავი შესახედაობის ყოფილიყო დამწვარი და მეტი ფული ეშოვა მათხოვრობით და მასეთი მამის შვილებს რას ემართლებით გაგინეს კი არა ბავშვებს რომ არ იტაცებენ და მერე მდუღარეში არ ხარშავენ მადლობა მინდა შევუთვალო მაგათ ბარონს და სულ მავიწყდება ხოლმე

  10. და კიდე ერთი რამდენჯერაც თურმე ეს ბავშვები პოლიციას დაუჭერია და ბავშვთა სახლებში მიუყვანია იმდენჯერ ეს მაგათი ბარონი მივა ხოლმე და წამოიყვანს და ადმინისტრაციას კიდე არააქვს იმის უფლება რომ ბავშვები მშობლების ან მეურვის ნებართვის გარეშე იქ გააჩერონ! ხოდა რასვიზამთო ჩვენი ცხოვრების წესიაო ეგო… ჩვენ რომ იავნანას გვიმღეროდნენ ბავშვობაში მაგათ აგინებდნენ ხოლმე, ან იმას უმღეოდნენ “ობოლი ბიჭი ვარ ღარიბი ღატაკი და….”

  11. უხ, იმ გვირაბის აკუსტიკა მეც მომწონს.

    ბოშები მაგრად მიყვარს :D ეგენი რომ არ იყვნენ, მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება; რუსთაველზე რომ გავივლი, სულ კონცენტრირებული ვარ და ჩანთას მაგრად ვებღაუჭები ;)
    ისე მადლობის მეტი არაფერი გეთქმის, mcdonalds-ის საჭმელს თუ გართმევდნენ, უნდა გეჩუქებინა [ეს გლობალისტი მონოპოლისტები მეზიზღება].

    და კიდევ, უხ, წახნაგებზე ფეხის მოკიდება მსოფლიოში ყველაზე საინტერესოა ადამიანების ურთიერთობის კლდეზე ;)

    love your post!

  12. გუშინ მე და ჩემს კურსელს გაცნობის დილა გვქონდა და ერთმანეთს რაღაცეებს ვუყვებოდით… მოკლედ ორივეს გაგვიხარდა ის ფაქტი რომ ბევრი ნაკლი, შეიძლება ითქვას ბევრი არანორმალურობა აღმოგვაჩნდა.. საერთოდ უსედაც მივხვდი რომ მე მხოლოდ არანორმალურები მიყვარს… აბა რა არის შენი ცხოვრება გვერძე მასეთი ბუნების შეცდომების გარეშე? ვერ ვიტან იდიალურ ადამიანებს… ტოისთ მე ვერ ვარ ხოლმე მაგათთან კარგად :(

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.