30+ ბლოგზე დაიწერა. მგონი ყველა სათითაოდ წავიკითხე.
არავის დავუტაგივარ. (ან იმედი მაქვს ვერ ვიპოვე)
ქუჩაში თუ შემოგხვდით, მითხარით:
“გამარჯობა, Sweet, შენ ბლოგოსფერომ დაგივიწყა.”
Update @ 09.06.10 – 0:18
ირინამ დამტაგა, ჰოდა დავწერ მაინც რამეს.
სად –
თუ სახლში არ ვარ და არც სამსახურში, ესე იგი ვერთობი. გასართობად ბოლო დროს პეროვსკაიაზე დავდიოდი – Buffalo/Dublin-ს ვიკლებდით მეგობრები მინიმუმ კვირაში ერთხელ. თუმცა ამიერიდან სად ვივლი, რამდენად ხშირად და ვისთან ერთად ეგ ჯერ არ ვიცი.
ახლა ერთ-ერთი ისეთი პერიოდია, რაღაცეები რომ იცვლება ხოლმე ცხოვრებაში.
რით –
მარშუტკით ძალიან იშვიათად დავდივარ. ჩემი მთავარი გადაადგილების საშუალებები ავტობუსი ან ტაქსია.
ხშირად ვდგავარ ქაშუეთის წინ რომ ავტობუსის გაჩერებაა და #14 ავტობუსს ველოდები. მანდ ერთხელ დათომ დამაფიქსირა.
ფეხით სიარულიც მიყვარს. თუმცა გააჩნია ვისთან ერთად ვარ და ფეხზე რა მაცვია.
რას –
თუ ვსვამ, აუცილებლად – “კოსმოპოლიტენი” ან “მარგარიტა”. უკიდურეს შემთხვევაში – “მარტინი”.
მიყვარს ელვისში პიცა, პროსპეროში – ქაფქეიქი, ლიტერატურულში – ჩაი, მაკდონალდსში – ორმაგი ჩიზბურგერი.
როგორ –
ზამთარში უმეტესწილად თმა გაშლილი მაქვს, მაგრამ რაც სიცხეები დაიწყო კეფაზე გორგლად ვიხვევ. მუსიკას იშვიათად ვუსმენ.
თითქმის ყოველთვის მაღალ-ქუსლიანი ან მაღალ-ძირიანი ფეხსაცმელი მაცვია. ჩემი გარდერობის 90% ვარდისფერია, შესაბამისად თუ შემხვდებით, ფერით მაინც მიცნობთ აუცილებლად.
ადრე ჰექსემ მიცნო ვარდისფერი მობილურით, მაგრამ ახლა ის მობილური აღარ მაქვს, თუმცა ასეთი ფოტოაპარატით ვისაც შენიშნავთ, ის აუცილებლად მე ვარ.
ვისთან ერთად –
დღისით მარტო დავდივარ, საღამოს – უამრავ ხალხთან ერთად. თუ მარტო მნახავთ, პირდაპირ მოაჭერით, “როგორ ხარ Sweet?”-ის ძახილით. გამიხარდება, მარტო ვგრძნობ ხოლმე თავს.
თუ მეგობრებთან ერთად დამინახავთ, მოსვლა არ მოგერიდოთ. ჩემს მეგობრები ძალიან ამაყობენ, როცა სხვები ქუჩაში მცნობენ. ეგ ერთი რამ აქვთ საამაყო ჩემთან დაკავშირებით და მაგ ბედნიერებასაც ნუ მოაკლებთ. :D
ბიჭი არ მყავს. სადღაც მყავდა და დამეკარგა. თუ ვიპოვე, გპირდებით, თან ვატარებ.
თუ შემთხვევით გაგიმართლათ და ბიჭთან ერთად დამინახეთ, შეგიძლიათ სურათი გადამიღოთ და ფეისბუქზე ჩააპაპარაცოთ. :D
1. არავის არ დავიწყებიხარ..
2. შენ რად გინდა ტეგ თამაში.. ისედაც გცნობენ ქუჩაში : )
მოდი ახლა ხასიათზე. მეც არავის დავუტაგივარ :D
დამიჯერე მარი, სადაც ბლოგოსფეროს ახსენებენ იქ შენც გახსენებენ ხოლმე :)
ეგრეა, რად გინდა დატაგვა, სულ დატაგული არ ხარ? .. ვერ გამივიდა ლამაზად? :( იმის თქმა მინდა რომ ბლოგოსფერო მიგყავს და ახალბედებმა გაიხარონ ჯერ. :)
:))))))))))))) თვითგვემა და თვითშეცოდება კლავს :D
არადა მეგონა საინტერესო პოსტს ვნახავდი : (
რამდენჯერაც დაგტაგეს, იმდენჯერ არ დაწერე ის სხვა რაღაცეები და o_O
არც შენ იღებ ხოლმე ბევრ წამოწყებაშ მონაწილეობას, მაგრამ მე ყოველთვის გეუბნები.
მეკიდე მეთქი რამდენ ბლოგზე დაიწერა და რამდენს ეყოლება დატაგული მეთქი და ალბათ ყველამ ასე იფიქრა :|
მეც არავის დავუთაგივარ (უფრო სწორად, ჯერ დავწერე და მერე დამთაგეს :P), მაგრამ ამისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. მომეწონა თემა და დავწერე, სანამდე მეცადა დათაგვისთვის?
მე პირადად იმიტომ არ დავთაგე არავინ,_ რომ არ დაეწერათ მერე, გამიტყდებოდა. ზოგმა ალბათ ამიტომ არ დაგთაგა, ზოგმა იმიტომ, რომ როგორც ქრისტინემ თქვა “რამდენ ბლოგზე დაიწერა და რამდენს ეყოლება დატაგული მეთქი” იფიქრეს. და ზოგმაც იმიტომ, რომ “2.შენ რად გინდა ტეგ თამაში.. ისედაც გცნობენ ქუჩაში” :)
არც კი მიფიქრია რომ შენ დატაგვა “გჭირდებოდა” ისედაც ყველა გცნობს :)
კაი რა მარ :* ნუ ხარ მოწყენილი არავის დავიწყებიხარ ;) ყოველშემთხვევაში ჯერ–ჯერობით :):) ხოდა ცხვირი არ ჩამოუშვა :* გ
რა თქმა უნდა ეს ბლოგებს ქართულ ბლოგებს შორის ერთერთი ყველაზე საუკეთესოა, ასე რომ მის ავტორს ვერავინ დაივიწყებს :) ;)
ორიგინალურია, მაგრამ ნევრასტენნიკური )))
ალბათ შენი პასიურიბის ბრალია რომ დაგივიწყა = ))
ოჰ კარგი ერთი! რა თუ არ დაგტაგეს? დიდი ამბავი! და საერთოდაც ამ ბოლო დროს ბლოგში აღარ წერ საინტერესო პოსტებს ისეთებს როგორსც ადრე და მართლაც შენი ბრალია თუ ბლოგსფერომ მრთლაც დაგივიწყა!
მართლა კარგი რა, ადამიანი ყოველთვის ერთნაირი შემართებით ვერ გააკეთებს საქმეს და მარტო მაშინ არ უნდა გახსოვდეს, როცა აქტიურია.
აუ ეგ რა შუაშია? რომ ამბობს ბლოგსფერომ დამივიწყაო რა ესე იგი თუ არ დატაგეს ესე იგი დაივიწყეს? სისულელეარა! ხოდა მაშინ რაღას ამბობს რომ ბლოგსფერომ დამივიწყაო თუ ერთნაირი შემართებით ვერ დაწერ პოსტებს..!
აუ რა ბედნიერია ზოგი :D შურიზმი ქვია ამას :)
არაუშავს სვით არც ეხლაა გვიან, შენ ტყუილად კი არ გიწერია რომ ქართული ბლოგსფეროს დივა ხარ, შენ ყველა გცნობს ქუჩაში, გული არ გაიტეხო და ვიღაცის არასერიოზულს კომენტარს არ აჰყვე :)
მე საერთოდ არავის ვთაგავ
უაზრობად მიმაჩნია და იმიტომ
თუ უნდა ადამიანს ისედაც დაწერს ამ თემაზე
თუ არადა რაღაც ვალდებულებასავით გამოდის რა
ნუ შენ რაც შეგეხება
ისედაც ყველამ ვიცით როგორ უნდა გიცნოთ
ჰიოდა… :)
შენა და ისევ დიღომში ხარ 14-ს რო ელოდები ხოლმე თუ ? : )
ჰო
მეგონა ცალკე გადახვედი : )
ჯერ ვერა, მშობლების ნერვებს ვუფრთხილდები. :(
ვაუ მარ…ძალიან მომეწონა ეს პოსტი,ორიგინალურად გაქვს ახსნილი და დაწერილი ეს ყველაფერი….თუ დაგინახე ქუჩაში მოვალ და გეტყვი: ჰეი, სვითი როგორ ხარ? გამიხარდა შენი ნახვა :) მე “Wasp-IslandgGlocke” ვარ, იგივე ნათია :)
ექსპრომტად მომივიდა თავში :
“Hey, Mary sweet,
You are pinkest…sweetest,
and we all are sweetend
by your own sweetness …”
blah blah blah :) :D
:D :D :D :*
პროსპეროში ან ლიტერატურულში წავიდოდი სიამოვნებით
რატომ არ მოხვედი ჩემთან შეკრებაზე?
სხვაგან ვიყავი. :(
:) :)
ვარდისფერ ტანსაცმლიან გოგოს თუ სადმე დავინახავ ხოლმე,სულ ვაკვირდები, სვითი ხომ არ არის მეთქი :)
ვის მოაფიქრდებოდა შენი დატაგვა, ისედაც ყველამ იცის როგორ გიცნოს
აუ ის მობილური აღარ გაქვს? :(
მაგარი ტელეფონი იყო :)
კარგი ამიერიდან გიცნობ ხოლმე ლეპტოპის ჩასადები ჩანთით – მომწონს
მაქვს, მაგრამ აღარ ვხმარობ. :)
მართლა ყველა მაინც გიცნობდა, ვინც საქართველოში აქტიურად ბლოგავს და რა გასაკვირია, რომ არ დაგთაგეს :) თან დამწყები ბლოგერები ძველ ბლოგერებს ნაკლებად თაგავენ ;)
მე არავინ დამითაგავს (დამავიწყდა, თან წინაზე მაინც არავინ დაწერა) და სინდისი სუფთა მაქვს ყველას წინაშე :)
სამაგიეროდ ლალენას დავათაგინე თავი სულ ძალისძალად :D და მერე ავდექი და იგივე სათაურით სულ სხვაგვარი პოსტი დავწერე, ფაქტიურად გადავუხვიე თამაშის წესებს :)
რა ბლოგსფერომ დაგივიწყა? 1 სიტყვით მახსენე პოსტში და 30 კაცი შემოვიდა აქედან ჩემს ბლოგზე))))
გუშინდელ სტატისტიკას შევხედე და გავკვირდი, 90 უნიკალური, ეგრე მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე))
ვაა :D ხშირად უნდა ვლინკო ბლოგები :love: სულ მავიწყდება რომ ხალხი გადმოდის. ვაა! რა მაგარია!
ნეტა სჰეგხვდეეეეეეეეეეე :D :* :* :*
მეც არავისდ აუტაგივარ, მაგრამ მაინც მომავალ კვირას ქუჩაში თუ დამინახეთ მოდით და გემეცანით, მე ცუდი ემხიერება მაქვს სახეებზე და ვერ გიცნობთ რომ დაგინახოთ.
ჯერემ შეგხდე და მერე ვნახოტ:)ჰაჰაჰა:)
შენი აღწერა არ უნდა იმდენი ფოტო ვნახე უკვე თავისუფლად გიცნობ L:D
ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, Sweety, ძალიან მინდა სენი ახლოს გაცნობა :) თუ გნახე სადმე, აუცილებლად მოვალ, მოვაჭრი :) :)))) დიდი ხანი არ არის, რაც ბლოგსფერომ გამიტაცა, ძირითადად ვეცნობი მხოლოდ, ნამდვილად გამორჩეული ბლოგი გაქვს და მომწონს ძალიან :) მეც ვიცოდვილე ვითომ რაღაც, მაგრამ ჩემი ბლოგი გაჩერებულია, იმედია მალე წაიწევს წინ :)
კაი ადამიანიხარ sweet
მადლობა მახო :*