ქართული რეალობა

by Sweety on 31 იანვარი, 2010 · 35 comments

in მოწვეული ბლოგერი,ცხელი პოსტები

მოწვეული ბლოგერის პოსტი: Yob

“დაგვიბრუნეთ გაყინული ანაბრები ! “

„ბენდუქიძე იუდა!“

„სოროსის მონები!“ „იაღოველები!“ „მიშისტები!“ „ნაცისტები!“

„გვშიაააა!“ „მეც მშიააა!“ „ჩვენც გვშიაა!“

„ლილიპუტინი!“

ან კიდე….

„ჰელოუინი! – სატანისტები!“ „ღმერთი არ გწამთ?!“ „თუთბერიძისნაირებო!“ „იაღოველებო!“

„ღმერთი არ გწამს, შენი დედ ********** ! “

„გადაგვჭამეს ჩინელებმა!“

ან კიდე….

„ოდნოებში ხაარ?“  „+5 დამიწერეეე…“ „გოგო ოდნოები ჩაბანძდა, ფეისბუქზე ხო არ გადავიდეთ?“

მრავალფეროვანია ჩვენი საზოგადოება… მრაფალფეროვანი…. მაგრამ ძალიან ცოტაა ამ ფერებში ნათელი ფერები… მუქი ფერი სჭარბობს..  შავი… ნაცრისფერი… ღია შავი, მუქი ნაცრისფერი,  კიდე უფრო მუქი ნაცრისფერი….. და ა.შ….

მრავალფეროვანია ჩვენი საზოგადოება… მრავალფეროვანი…. ჭრელა-ჭრულა…. მაგრამ ვერაფერი გაგვიგია  ფერებისა… დალტონიკები გავმხდარვათ ყველანი…

მრავალფეროვანია ჩვენი სალანძღავი ლექსიკონი… გამოთქმაც ხომ გვაქვს – „ანბანისდა მიხედვით გინება“…

მრავალფეროვანია საქართველო საკუთარი ეთნიკური ჯგუფებით… მაგრამ უმრავლესობა ვერ ხედავს ამ მრავალფეროვნებას… უმცირესობა მუდამ იჩაგრება…

მრავალფეროვანია საქართველო რელიგიური მრწამსის მიხედვით… მაგრამ თუ მართლმადიდებელი არ ხარ, რატომღაც აუცილებლად იაღოველი ხარ…. ან თუ ეგეც არ ხარ, საერთოდ რა ხარ?… ნებისმიერ შემთხვევაში, „ვერ ცხონდები“….

მრავალფეროვანია ჩვენი პოლიტიკური სივრცე… მაგრამ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ერთი ფერი, წითელი და ისიც 5 ნომერი, ყველაზე კარგად ჩანს მათ შორის…

მრავალფეროვანი ნამდვილად არ არის ჩვენი ინტერნეტ სივრცე… „ოდნოები“ დომინირებენ…. ვისაც „ოდნოები“ უტყდება „ფეისზე“ გადმოდის…

პარადოქსალური ქვეყანაა საქართველო… პარადოქსალური… უცნაური….

ამაყი ხალხით სავსე… აქ არავის სურს იყოს უბრალო მუშა (ყველას უტყდება). ყველას უნდა ჰქონდეს დამთავრებული „უმაღლესი“….. და რა „უმაღლესი“??? რისთვის? როგორ? ამაზე არავინ ფიქრობს…

აქ გოგოებს ისევ მოსწონთ „მანქანიანი ბიჭები“…. აქ არ მოსწონთ ეგრეთწოდებული „შკოლნიკები“, ანუ ის ხალხი, ვისაც მართლა სურს სწავლა….

აქ შატალოზე არ წასვლა „გრეხად“ ითვლება…

აქ ქელეხი „პალატკებში“ იშლება და ღრეობად იქცევა… ან რა საჭიროა ქელეხი….

აქ არავინ იცის, რას ნიშნავს კრემატორიუმი…

აქ ყველას უნდა, რომ ჰქონდეს შავი მარმარილოს ქვით ნაკეთი სასაფლაო…

აქ არავინ იცის, რა ფუნქცია აკისრია შუქნიშანს…. ჩვენ ხომ “დალტონიკები” ვართ, ფერებს ვერ ვარჩევთ და………

აქ  ყველას მაგარი მანქანა, მაგარი მობილური უნდა რომ ჰქონდეს…. და ამისთვის მზადაა მთელი კვირა იშიმშილოს…

საქართველო ავტორიტეტების ქვეყანაა…. ამითიც მრავალფეროვანია საქართველო…..

ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს…

და გრძელდება….. და გრძელდება.. და გრძელდება…..

….. ….. …..

…….. …..

……

..

.

მოწვეული ბლოგერის პოსტი: Yob

{ 35 comments… read them below or add one }

1 Dil 31 იანვარი, 2010 at 7:01 pm

:D :D Prikoooooooooool :D :D

პასუხი

2 ვასასი 31 იანვარი, 2010 at 7:42 pm

არა, მე საფლავზე პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, შავი და თეთრსარჩულიანი კუბო მინდა..

სხვა ფერში არ ჩავწვები.. :უსერ:

პასუხი

3 kate_alukard 31 იანვარი, 2010 at 7:43 pm

მე მომბეზრდა ესეთი პოსტების კითხვა რაღაც წიპა “მხოლოდ საქართველოში…” და “ფუ რა ვართ ეს ქართველები”.
აღარ უნდა დაიხუროს ეს თემა?! მსგავსი რაღაცები არ გამოსწორდება! რამდენიმე ადამიანი მაინც იქნება ასეთი.. პოზიცია ოპოზოცია. ადნები თუ აღარ იქნება სხვა დასაცინს ვიპოვით რამეს და ასე შემდეგ… მოკლედ “საკაიფო” და “ტკივილ ნარევი” თემები ყოველთვის იქნება და რა აზრი აქვს ამ წყლის ნაყვას ვინმეს თვალები აეხილება და ადნაკლასნიკებს გააუქმებს თუ ერთმანეთს აღარ აგინებენ?!

პასუხი

4 Clown^^ 31 იანვარი, 2010 at 11:19 pm

გეთანხმები, მაგრამ როდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ამ ყველაფერს :|

მე პირადად ყელში ამომივიდა :X

პასუხი

5 mari 31 იანვარი, 2010 at 8:08 pm

და რა გინდა თქვა რომ შენ მათგან განსხვავდები?

პასუხი

6 Yob 1 თებერვალი, 2010 at 11:36 am

მარი, მე ყოველთვის პირველ პირში ვწერ.. ასე რომ ეს ისევე მეხება მეც, როგორც შენც და სხვასაც…
ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, ესევე დავრჩებით.
გასაგებია, რომ შეიძლება მოგბეზრდათ ასეთი პოსტები კითხვა.
მარტივი გამოსავალია.. ნუღარ წაიკითხავთ, და ამით ადმთავრდება :)

ეს უბრალოდ ჩემი აზრია და პოსტში გამოვხატავ…

კრიტიკისთვის მადლობა.. (არაირონიულადაა ნათქვამი) მართლა მადლობა.

პასუხი

7 ტასო 31 იანვარი, 2010 at 8:12 pm

და ბოლოში მიაწერე:
აქ ყველას სხვებზე მაგარი გონია თავი და მოდაშია იმის ლაპარაკი თუ როგორი “ცუდები” არიან ქართველები!

პასუხი

8 მარი 31 იანვარი, 2010 at 8:15 pm

:D :D “ასფალტი ვჭამო?” გამოგრჩა :D

არა, კრემატორიუმს არ ვეთანხმები, დანარჩენში +1

პასუხი

9 siyvarulovna 31 იანვარი, 2010 at 9:08 pm

მიუხედავად ყველა ნაკლისა მე მაინც მიყვარს ქართველები. რაც დაწერე სინამდვილეა და მართლა ეგრეა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა ეგეთია. კი არა და უმეტესობა ეგეთი არაა. უბრალოდ ცუდი უფრო კარგად ჩანს.და რაც არ უნდა მონდომო მათი გამოსწორება არ იქნება.

პასუხი

10 zurriuss 31 იანვარი, 2010 at 10:18 pm

ტაკს…
პოსტი მომწონს ძალიან. კარგად არის მილაწუნებულ–მოლაწუნებული. დაჟე ჩემი 5–მეგაპიქსელიანი დუოსი ამიკანკალდა ხელში :) ) :) )
მააააააგრამ: ამ ბლოგზე რა უნდოდა, ვერ გავიგე :) )
გავატარეთ…
ერთმანეთის ჯინაზე რომ იწყებენ გოგოები სიგარეტის მოწევას და ერთმანეთის ჯინაზე რომ ლეზბიანკდებიან ლიტერატორები – ესეც გეხსენებინა ბარემ და დაგლიჯავდი! ;)
ისე, კარგად წერ. კარგად კი არა, სხარტ–გონივრულად და დაკ დერჟატ ;)

პასუხი

11 Sweety 31 იანვარი, 2010 at 11:22 pm

ამ ბლოგზე თვეში ერთხელ ხვდება მოწვეული ბლოგერის პოსტი, რომელიც რასაც უნდა იმას წერს :) ასე რომ ვისაც სურს, შეუძლია შემდეგი თვისთვის გამომიგზავნოს თავისი ნამუშევარი :) )

პასუხი

12 Yob 31 იანვარი, 2010 at 10:24 pm

ტასო, მე არავიზე მაგარი არ მგონია თავიი : ))

პასუხი

13 Yob 31 იანვარი, 2010 at 10:26 pm

ზურიუს, მადლობა : )

პასუხი

14 Dissolved Girl 1 თებერვალი, 2010 at 3:36 am

მეთქი მარი რამ გაამწარა :) )
რაც შეეხება პოსტს: მანქანიანი ბიჭების და შკოლნიკების საკითხო საერთაშორისოა და სულაც არ ვრცელდება მარტო საქართველოზე. ეს უფრო ახალგაზრდული თემაა, რომელიც ყველა ქვეყანაში ყველა მეცადინი და უმანქანო ბიჭისთვის ერთნაირად მტკივნეულია.
კრემაციას არ აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესია და ვინაიდან ქართველთა დიდი უმრავლესობა მორწმუნეა, ამიტომ “ბანალურ” დაკრძალვას და საფლავის ქვებს ამჯობინებენ (პომპეზურობაზე გეთანხმები).
ნუ ეხა ადამიანი სათქვლეფს თუ მოიკლებს ცოტას და მუცლის ამოყორვის მაგივრად კარგ ტელეფონს იყიდის ამაშიც ცუდი არაფერია :D უკიდურეს გაჭირვებაზე არ მაქვს ლაპარაკი.
საერთო ჯამში, მეც მომბეზრდა ესეთი პოსტები და ქართველებისთვის ყველაფრის შეტენვა. თუმცა, ამ შემთხვევაში ავტორს უფრო ვეთანხმები, ზედა დებულებების გარდა :P OMG რამდენი ვწერე :)

პასუხი

15 Sweety 4 თებერვალი, 2010 at 2:21 am
16 იეღოველი 1 თებერვალი, 2010 at 8:38 pm

იეღოვა გვეუბნება, ხიშტი მინუს ორასიო.

პასუხი

17 Anonim 1 თებერვალი, 2010 at 9:26 pm

სრული უაზრობა..

რა აზრი აქვს ამდენ წერას ?
მაინც არაფერი არ იცვლება
და არც შეიცვლება
პირიქით
უფრო გაუარესდება
ასეთია ჩვენი ბუნება..

არ მოგწყინდათ ?
სალაპარაკო თემას ეძებთ ??

პასუხი

18 Sweety 4 თებერვალი, 2010 at 2:22 am

წერაში ენერგიას და უარყოფით ემოციებს მაინც ვხარჯავთ ^_^

პასუხი

19 DEVI 1 თებერვალი, 2010 at 10:47 pm

აქ ყველას მაგარი მანქანა, მაგარი მობილური უნდა რომ ჰქონდეს…. და ამისთვის მზადაა მთელი კვირა იშიმშილოს…

<<< ძალიან მომწონს ეს ჩვევა :) ბევრი იმსახურებს საუკეთესოს.. და რა გზით მიიღებს რა მნიშვნელობა აქვს.. მაგრამ მივხვდი შენს ჩანაფიქრს ამ სიტყვებში ასე რომ ნაწილობრივ მაინც შენ აზზრზე ვარ..

პასუხი

20 Sweety 4 თებერვალი, 2010 at 2:22 am

ძალიან მაგარი მობილური მაჩუქეს 2 დღის წინ. <3

პასუხი

21 Lord Vader 2 თებერვალი, 2010 at 12:44 am

ეგ მშია მეც მშია ჩვენ უფრო გვშია ჩვენ ისევ გშია და ა.შ. მთელი კედლები როა რუსთაველზე აჭრელებული მაგარი კრეატივია :)
ბუღაძე რულამს.

პასუხი

22 HerzoG 2 თებერვალი, 2010 at 10:05 am

რეალობაა და მართალია მარაზმია მაგრამ ესეთი მარაზმები მარტო ჩვენ არ გვჭირს : )

ჩინელების გადაჭმაზე მარტო ჩვენთან არ ამბობენ :D (თუმცა სხვა ქვეყნებში მათი რიცხვი გაცილებით დიდია)

სხვა ქვეყნებშიც დადის ხალხი ქელეხში საჭმელად :D

მანქანებიანი ბიჭების პოპულარობა ხო საერთოდ მთელ მსოფლიოშია .. უყვარს ხალხს ფული და რა ქნან :D

ესეთები მანამდე იარსებებენ სანამ ხალხი იარსებებს. ხალხი კი ყოველთვის იარსებებს. ასე რომ ვერაფერს ვიზამთ : )

პასუხი

23 ნინონინო 2 თებერვალი, 2010 at 6:04 pm

კიდევ მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ წერონ ესეთი პოსტები საკუთარ თავზე(ნუ თუ ქართველებად თვლიან თავს არ ვიცი…)შემდეგ სხვებმა იკითხონ და თან უხაროდეთ:D
ისე მართლა მაინტერესებს ეგრე თეხავს ქართველობა?
ყველა განსაკუთრებული და ზედმეტად კარგი როგორ არის ამ ქვეყნისთვის გადავირიე:Dჩვეულებრივ ადამიანს ვეღარ ნახავ ყველა ფილოსოფოსია და ყველას ბედმა დასცინა რომ ამ ქეყანაში გაჩნდა…..
რავი მე მაინც არ მეპაზორება ქართველობა

პასუხი

24 Yob 3 თებერვალი, 2010 at 3:32 pm

ნინონინო, ქართველობა რომ “მეპაზორებოდეს” საერთოდ დავიკიდებდი და არაფერს არ დავწერდი. უბრალოდ მინდა უკეთესი საზოგადოება იყოს, და ეს ცუდია? პროგრესი ცუდია? როდემდე უნდა ვიყოთ დეგერდირებული და საქართველოს იქით ვერ ვიხედებოდეთ?
მე ქართველი ვარ და მინდა უკეთეს ქვეყანაში და რაც მთავარია უკეთეს საზოგადოებაში ვცხოვროვბდე.
ეს არის და ეს…

პასუხი

25 GlowBug 2 თებერვალი, 2010 at 7:32 pm

DEVI, იცი რა მაინტერესებს, რა არის კარგი მაგარი მობილური რომ აქვს ყველას და ანგარისისთვის ფული აღარ რჩებათ და მაგარ მანქანას რომ იყიდან და ბენზინის ფულისთვის მათხოვრობენნ… ეგ არის კარგი? და აჭრელებული რომ არის მთეეელი თბილისი პაპროტესტო გამოსვლებით?? არაფრის კულტურა ჩვენ არ გვაქვს… და იგივე პრობლემა ალბათ ყველა ქვეყანაშია, მაგრამ იქაური პრობლემები იქაურ ბლოგებზე გაარჩიონნნ….:P:P:P რახან სხვაც ცუდია, ამიტომ ჩვენც იგივე ნაირები უნდა ვიყოთ???????

პასუხი

26 Shu84 2 თებერვალი, 2010 at 11:54 pm

Momecona:)))))))))))))

პასუხი

27 siyvarulovna 3 თებერვალი, 2010 at 12:36 am

ქართველები მაინც მაგრები ვართ.
და ამ პოსტის დამწერს კიდე უ გონია რომ რამეს გამოასწორებს ამითი შემცდარა.
და თუ იცის რომ ვეღაფაერს გამოასწორებს რა საჭიროა ამდენი ძახილი ნაგვები ვართო?
რავიცი რავიცი…

პასუხი

28 Yob 3 თებერვალი, 2010 at 3:35 pm

კარგი, მაშინ ვიძახოთ “რაც კარგები ვართ – ქართველები ვართ!”.. და ქვეყანაც აშენდება….

მე ამ პოსტით ჩემი აზრი გამოვხატე. That’s it !

პასუხი

29 Curly Eko 3 თებერვალი, 2010 at 1:16 am

ჩემთბის მტკივნეული თემა – პირადი ჰიგიენის პრობლემა არ გიხსენებია ჩვენს ქვეყანაში, ზამთარ-ზაფხულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასული ვიგუდები, ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. თან ის მაოცებს უმეტესობას რომ არ აწუხებს აუტანელი სუნი და ფანჯრის გამოღება თუ დაიწყე, აქაოდა ცივაო შეიძლება ჩაგქოლონ…სანამ გლობალური პრობლემების მოგვარებას შევუდგებით, ჩემი აზრით ზოგადად პირადი კულტურა გვაქვს ასამაღლებელი…
რაც შეეხემა იმას, რომ ქარველობა “პაზორია”, მოყვარეს პირში უძრახეო ხომ გაგიგონიათ…

პასუხი

30 Katiee 3 თებერვალი, 2010 at 9:40 pm

განწყობა მეცნო :) ) და არ მეყო, კიდევ ბევრი რამაა რაც “აქ”-ით იწყება :)
პოსტის პირველი ნაწილის შესავსებად: http://ekaterinaoniani.blogspot.com/2008/02/blog-post_10.html
ხოლო მეორე ნაწილისთვის, ეს: http://ekaterinaoniani.blogspot.com/2009/02/home-sweet-home.html

პასუხი

31 Dissolved Girl 4 თებერვალი, 2010 at 12:28 am

არ ვართ ქართველები ყველაზე მაგრები :(
სამწუხაროდ :(

პასუხი

32 მიშო აბაშიძე 4 თებერვალი, 2010 at 1:00 pm

აუ იცით რა? ქართველების პლუსებზეც ილაპარაკეთ ეს ლანძღვა უკვე იქცა ტენდენციათ, არაა ყველა ისეთი როგორსაც შენ წერ რადგან შენ გვერდით დღეს დიდებული ქართველებიც დადიან და ნუ მიაყენებ მათ შეურაცხყოფას!!! მე რაღაცებში გეთანხმები თუმცა შენ თვითონ ხატავ ყველაფერს მუქად რა!!! საქართველო იყო არის და იქნება ყოველთვის ყველა ძლიერი ქვეყანა (და არა მთავრობა) საქართველოში ვაჟა ილია და აკაკი ერთად დადიოდნენ და ერთ ეპოქაში ქმნიდნენ საოცრებებს!!! ეს დაიმახსოვრეთ!!!

პასუხი

33 Katiee 4 თებერვალი, 2010 at 2:06 pm

და ილია და აკაკი წერდნენ “მოყვარეს პირში უძრახე”-ს პრინციპით და ბევრად უფრო მკაცრად :) უბრალოდ იმათ ჩვენზე “ცოტა” ნიჭიერად გამოსდიოდათ ეგ ამბავი და “იმ სიძულვილში ბევრი სიყვარული” იყო :)

პასუხი

34 KAKHA 18 აპრილი, 2010 at 11:04 pm

არამგონია ასე ცუდად იყოს საქმე შენს საქართველოში. “ნუ იკითხავ რა გამიკეთა ქვეყანამ, იკითხე შენ რა გაუკეთე ქვეყანას”. რა გადაეკიდე ხალხს რომელიც ქელეხს იხდის ან საწყალ აბიტურიენტს რომელიც უმაღლესში სწავლას პრესტიჟულად მიიჩნევს.
მეც ვცხოვრობდი საქართველოს ფარგლებს გარეთ!!!! ვთვლი რომ ყველა ქვეყნის ძაგებაც შეიძლება და სიყვარულიც. მაგალითად გერმანელებს ახლოს თუ დაუკვირდები ბევრ ცუდ თვისებას აღმოუჩენ და საქართველოში წამოსვა ანუ დაბრუნება მოგინდება. ასეა.
არ არსებობს იდეალური ერი. ჩვენც ვართ ჩვენთვის. როგორც გვესმის ადამიანობა იმგვარად ვართ ადამიანები. სამაგიეროდ ქართველები ცუდი ადამიანები არ არიან. ქართველებს არ ჩამოუგდიათ ბომბი სადმე და არც ტერორისტული აქტი მოუწყვიათ არსად. სხვა ერებს კი რამდენიც გინდა.
ქართველები თუ უშავებენ ვინმეს რამეს ეს მხოლოდ საკუთარ თავს. კლასიკური სილამაზის და გულუბრყვილობის ხალხი ვართ.
გიყვარდეს საქართველო. დაანებე თავი კრემატორიუმს. ქართველმა უნდა თავისი მიწა იგრძნოს.
ვინ გვჯობს რეგიონში ერთი ეგ გვითხარი???? სომეხი თუ თურქი, რუსი თუ აზერბაიჯანელი?

რატო გვადარებ ფრანგებს!!!! არ ვართ და არც ვიქნებით! ჩვენ პატარა ხალხი ვართ!!! შეცდომებს ვუშვებთ!!!! ცხარედ ვტირით. მერე ისევ იმედებით ვივსებით!!!!

რავ ქნა ასეთია ჩვენი არაპრაგმატული მაგრამ უბოროტო ბუნება!!!!!

პასუხი

35 KAKHA 18 აპრილი, 2010 at 11:05 pm

არამგონია ასე ცუდად იყოს საქმე შენს საქართველოში. “ნუ იკითხავ რა გამიკეთა ქვეყანამ, იკითხე შენ რა გაუკეთე ქვეყანას”. რა გადაეკიდე ხალხს რომელიც ქელეხს იხდის ან საწყალ აბიტურიენტს რომელიც უმაღლესში სწავლას პრესტიჟულად მიიჩნევს.
მეც ვცხოვრობდი საქართველოს ფარგლებს გარეთ!!!! ვთვლი რომ ყველა ქვეყნის ძაგებაც შეიძლება და სიყვარულიც. მაგალითად გერმანელებს ახლოს თუ დაუკვირდები ბევრ ცუდ თვისებას აღმოუჩენ და საქართველოში წამოსვა ანუ დაბრუნება მოგინდება. ასეა.
არ არსებობს იდეალური ერი. ჩვენც ვართ ჩვენთვის. როგორც გვესმის ადამიანობა იმგვარად ვართ ადამიანები. სამაგიეროდ ქართველები ცუდი ადამიანები არ არიან. ქართველებს არ ჩამოუგდიათ ბომბი სადმე და არც ტერორისტული აქტი მოუწყვიათ არსად. სხვა ერებს კი რამდენიც გინდა.
ქართველები თუ უშავებენ ვინმეს რამეს ეს მხოლოდ საკუთარ თავს. კლასიკური სილამაზის და გულუბრყვილობის ხალხი ვართ.
გიყვარდეს საქართველო. დაანებე თავი კრემატორიუმს. ქართველმა უნდა თავისი მიწა იგრძნოს.
ვინ გვჯობს რეგიონში ერთი ეგ გვითხარი???? სომეხი თუ თურქი, რუსი თუ აზერბაიჯანელი?

რატო გვადარებ ფრანგებს!!!! არ ვართ და არც ვიქნებით! ჩვენ პატარა ხალხი ვართ!!! შეცდომებს ვუშვებთ!!!! ცხარედ ვტირით. მერე ისევ იმედებით ვივსებით!!!!

რავ ქნა ასეთია ჩვენი არაპრაგმატული მაგრამ უბოროტო ბუნება!!!!!

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</