ვერ ვხვდები, საკუთარი მეუღლე რატომ არ უნდა მიჭერდეს მხარს ისეთ რამეში, როგორიც არის მაგალითად სხვა ქვეყანაში სასწავლებლად/ტრენინგზე/კონფერენციაზე წასვლა, თუნდაც 3-4 დღით. ერთ წელზე და ხანგრძლივ პერიოდზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.
რატომ არ უნდა უხაროდეს ჩემი წარმატებები, რატომ არ უნდა იყოს აღფრთოვანებული, როცა ოცნებები მისრულდება? რატომ არ უნდა მიწევდეს საუკეთესო მეგობრობას და რატომ უნდა მიჩნდებოდეს ხანდახან შეგრძნება რომ “ის ამას ვერ გამიგებს”?
ვერასდროს მივხვდები, როგორ მუშაობს ეს “ქალი – კუხნაში” პრინციპი.






{ 8 comments }
ოოო, ძალიან ძალიან ცუდია ეგეთი დამოკიდებულება. ქალი კუხნაში პრინციპი არ ვიცი და…. არ გიცდია, დასხდეთ და ამომწურავად დაილაპარაკოთ? შენ, როგორც ვიცი, საკმაოდ კარიერაზე ორიენტირებული ახალგაზრდა ქალი ხარ, შესაბამისად, მეუღლე, რომელსაც უყვარხარ და გიყვარს, თუ არ იქნება შენი “აპორა” და დასაყრდენი, შენი შთამაგონებელი და ბედნიერების გამზიარებელი, აბა რაღაა მაშინ ურთიერთობა ორი ერთმთლიანი არსების??
აუხსენი, რა გჭირდება, რას მოითხოვ და რას დათმობ და გასცემ სანაცვლოდ. თუ ისე არ იქნება, როგორც საჭიროა, მაშინ სჯობს, საერთოდ არ იყოს. ცოტა პროვოკაციულია და ულტიმატუმის სუნი ასდის, მაგრამ ყველაზე რეალურია.
ძალიან ბევრჯერ ავუხსენი, მაგრამ დათმობა არ უნდა.
ეგრე რომ არ იყოს და ათასჯერ ნალაპარაკები არ გვქონდეს, აქ არც დავწერდი.
არსებობს რაღაცეები რასაც მე ვერ ვიგებ. და ეს სიტუაცია ერთ-ერთი მათგანია.
აუ, რა ცუდიაა..დარწმუნებული ვარ “ქალი კუხნაში”-ს პრინციპი არაა,მაგრამ რა უშავს თუნდაც რამდენიმე კვირით საზგვარგავეთ ტრენინგებზე რომ წახვიდე?? რატოა ვითომ პრობლემა?? მაგარმ,მაინც ურთიერთ გაგებაა საჭირო მარ..;) ისე მეც ძალიან აღვშფოთდებოდი
ტყუილად კი არ ვამბობ: life sucks all the time!
ურთიერთგაგება კარგია, მაგრამ ძალიან ვიღლები პატარა ბავშვივით რომ მექცევიან…
არც ის არის საჭირო ყოველ ნაბიჯზე დაურეკო ადამიანს და შეამოწმო, სად დადის, რას აკეთებს, ფეხი ხო არ მოიტეხა, კისერი ვინმემ ხომ არ მოუგრიხა, ხო არ გაძარცვეს, ავარიაში ხო არ მოყვა.
ჯერ ერთი ამდენი ნეგატივი მართლა რაღაცას დამმართებს საბოლოოდ, მეორეც რამე თუ უნდა დამემართოს, ისედაც არ ამცდება, რა საჭიროა ამდენი ნერვიულობა, კრუხივით გადაფარება, სახლში ჩაკეტვა და “ვაიმე, თვითმფრინავი ჰაერში დაფრინავს და ხანდახან ვარდება კიდეც” – მიდგომა.
პრობლემები ყველა ოჯახშია. ნუ ნერვიულობ არ არსებობს ოჯახი სადაც თუნდაც პატარა კონპლიქტი არ არის. მოკლედ მარრ ნუ ინერვიულებ დრო გავა და მიხვდება რომ მართალი ხარ. იქნებ აუხსნა რომ ეს შენი მთელი ცხოვრების ოცნებაა რომელიც როგორც იქნა აგისრულდა. სამწუხაროდ საქართველოში კიდევ არის ლოგიკა ქალი-კუხნაში და მარტო იქ
ძალიან მეეჭვება შპილერა ქალი-კუხნაში ტიპი იყოს მარ
უბრალოდ ყველა ადამიანს აქვს რაღაც მომენტი როდესაც ყველაფერს ისე ვერ აღიქვამენ, ამას წინათ იყო ზუსტად ფორტუნა +-ზე რაღაც გადაცემაში ეგ თემა გაჟღერებული
“ქართველი მამაკაცების 90% ვერ ეგუება და არ მოსწონს ცოლების წარმატებები და ასე შემდეგ”
რას იზამ, ყველა ნაციას თავის კომპლექსები აქვს
ჩემი აზრით კი აქ ქართველის მამაკაცების პრობლემა არ არის
ადამიანი თუ ვინმეს წარმატებას ვერ ეგუება და არ უნდა რომ სხვა ადამაიანმა წარმატება მიაღწიოს მას ეგოისტი ქვია და აქ წარმოშობა მეორე ხარისხოვანია
და არასდროს გიფიქრია რომ ტრენინგზე გაშვება იმიტომ კი არ უნდა რომ შენ წარმატებას ვერ ეგუება, არამედ იმიტომ რომ უნდა სულ შენთან უნდა იყოს ( ძალიან რომანტიულად გამოვიდა მაგრამ მე პირველ რიგში ამაზე ვიფიქრებდი)
ერთად რომ წახვიდეთ?
არ უნდა გათხოვდე ნაადრევად და ყველა ოცნებები უნდა აისრულო პირველ რიგში ^v^
Comments on this entry are closed.