გოგრის ჭრა: მეთოდები

ჰელოვინისთვის ემზადები და არ იცი როგორ გამოჭრა გოგრა?

მაშინ წაიკითხე ეს სტატია!

პირველ რიგში უნდა გადაწყვიტო რა ნახატის ამოჭრა გინდა გოგრაზე.

არსებობს 2 გზა: ტრადიციული და თარგით.

ტრადიციული ჭრა (წყარო)

მომზადება, იარაღები
მომზადება, იარაღები

ვიღებთ წინასწარ შერჩეულ გოგრას, კარგად ვასუფთავებთ ჭუჭყისგან და ვათავსებთ გაშლილ გაზეთზე.

საჭირო იარაღები: წვრილი და ბასრი დანა, დიდი კოვზი, პატარა კოვზი.

წვრილი და ბასრი დანით ამოვჭრათ ყუნწის გარშემო თავსახური ისე, რომ შეგვეძლოს ამ ადგილიდან ხელით და კოვზით შიგთავსის, კურკების და უვარგისი ნაწილების ამოცლა. საერთოდ ამ თავსახურს აკეთებენ გოგრის დიამეტრის 2/3 ზომისას.

გასუფთავება
გასუფთავება

ყველაზე მოხერხებულია ამოჭრათ 6-კუთხა ან 5-კუთხა ფორმა. დანა დახარეთ ისეთი კუთხით რომ ამონაჭერის კიდეები იყოს დამრეცი, რათა მერე თავსახური არ ჩავარდეს გოგრაში.

როცა მორჩებით თავსახურის გამოჭრას. შეარჩიეთ გოგრის ის მხარე სადაც გსურთ სახის ნაკვთების გამოჭრა. წინასწარ დახატეთ მარკერით ან წვრილად ამოკაწრეთ ზედაპირზე კონტურები.

გამოჭრა
გამოჭრა

ფრთხილად დაიწყეთ ნაკვთების ჭრა. როცა ბოლომდე დაამთავრებთ ყველა დეტალს მხოლოდ მას შემდეგ გამოიღეთ ამოჭრილი ფორმები გოგრიდან და დატკბით თქვენი ნამუშევრით.

დარჩა ბოლო ეტაპი – გოგრის განათება.

დარწმუნდით, რომ გოგრის შიდა ფსკერი მოსწორებულია, თუ არადა მოასწორეთ კოვზით და დანით. შემდეგ ჩადგით მასში ანთებული სანთელი და დააფარეთ თავსახური.

განათება
განათება

თარგით ჭრა (წყარო)

მომზადება, იარაღები
მომზადება, იარაღები

ვიღებთ წინასწარ კარგად გასუფთავებულ გოგრას და ვათავსებთ გაშლილ გაზეთზე.

საჭირო იარაღები: წვრილი და ბასრი დანა, დიდი სადგისი, სპეციალური წვრილი ხერხი (ვიქტორინოქსიც გამოდგება მგონი),  კოვზი და ქაღალდის თარგი.

მოვამზადოთ გოგრა საკვეთად ისე როგორც ზემოთ იყო ნახსენები: ცერად ამოვჭრათ თავსახური და გამოვშიგნოთ.

თარგის გადაყვანა
თარგის მომზადება

დავამაგროთ ქაღალდის თარგი გოგრის სასურველ მხარეს პლასტირებით.

თარგის გადაყვანა
თარგის გადაყვანა

სადგისით დავიწყოთ კონტურებზე ნახვრეტების გაკეთება. რაც უფრო კომპლექსური და რთულია გამოსახულება მით უფრო ახლო ახლოს დაგჭირდებათ ნახვრეტების გაკეთება.

რჩევა: არ არის აუცილებელი რომ სადგისით ბოლომდე გაიხვრიტოს გოგრა. საკმარისია მხოლოდ ქაღალდისა და გოგრის ზედაპირული ქერქის გახვრეტა.

თარგიდან გადაყვანის შედეგი
თარგიდან გადაყვანის შედეგი
პატარა ხერხით ჭრა
პატარა ხერხით ჭრა

როდესაც დაამთავრებთ თარგის გოგრის ზედაპირზე გადატანას, დარწმუნდით რომ ყველა კონტური გახვრეტილია და მხოლოდ ამის შემდეგ მოაცილეთ ქაღალდი. დააკვირდით რამდენად სწორად გადავიდა გამოსახულება.

შემდეგ აიღეთ წვრილი ხერხი და ნელ-ნელა შემოახერხეთ კონტურები გამოსახულებას ამ წერტილების შეერთებით.
დაიმახსოვრეთ, რომ უნდა გახერხოთ და არა გაჭრათ როგორც დანით ვაკეთებდით ზემოთ.

კიდეების დამუშავება
კიდეების დამუშავება

არ იჩქაროთ წერტილების შეერთებისას. მთავარია მოხაზულობა არ დაირღვეს. როცა ნახაზში კუთხე მკვეთრად იცვლება ამოიღეთ ხერხი და ახალი კუთხით ჩაარჭვეთ. ამოჭრილი ნაწილები შეგიძლიათ გაჭრათ უფრო პატარა ნაწილებად, რომ უფრო ადვილად ამოიღოთ. შემდეგ შიგნიდან ფრთხილად გამოაგდეთ ამოჭრილი ნაწილები თითით ან წაუთლელი ფანქრით.

საბოლოო სახე
საბოლოო სახე

როცა დაამთავრებთ კვეთას, კიდეები დაამუშავეთ ბასრი დანით და მოაცილეთ ზედმეტი რბილი ნაწილები.

თუ დანას დახრით ცერად, უფრო მეტი სინათლე გამოვა გოგრიდან სანთლის ჩადებისას და გამოსახულებაც უფრო ლამაზი გამოჩნდება.

როცა ბოლომდე დაასრულებთ, ჩადგით შიგ სანთელი და დაახურეთ თავსახური.

რჩევა:
შეარჩიეთ ისეთი თარგი, რომელზეც დარწმუნებული იქნებით რომ გამოსახულება მკვეთრად გამოჩნდება და ადვილი აღსაქმელი იქნება.

8 thoughts on “გოგრის ჭრა: მეთოდები”

Leave a Reply