პროფესიონალები, ბლოგის დიზაინი და გულახდილობები

ბოლო რამდენიმე დღეა ისტერიულად მინდა ვიყო სვითი. სვითი რომ ვიყო, იმიტომ კი არ მინდა, რომ  ონალაინ შოპინგების დედა ვიყო და ათასობით ვიზიტორის მასპინძელი, ან  სექსი დიდ ქალაქში შემიყვარდა და უცხოპლანეტელების დავიჯერე. არა, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ახლა  სხვა მიზეზი მაქვს  სვითობის სანატრელად.

საკუთარი ბლოგი მაქვს დასალაგებელი და დიზაინშესაცვლელი და რასაც მე აგერ უკვე სამი საღამო უშედეგოდ შევწირე, ღრმად ვარ დარწმუნებული მარი სულ ერთ საათში მოაგვარებდა

ხოოდა, ვინაიდან ჯერ სვითი ვერ გავხდი და ვერც ბლოგი დავალაგე  (დაულაგებლად კიდევ ჩემ ბლოგზე ვერაფერს ვერ დავწერ, როდის იყო ჭუჭყიან სამზარეულოში საჭმელს ხარშავდნენ ) , არარეალიზებული ოცნებების და იდეების  ქვეცნობიერში გადატანა კი არასასურველია,( არავინ იცის როდის რა სახით შემაწუხებს), აქ  მოვედი.

ხოოდა, რადგან  მოვედი, სხვა რამეებსაც გეტყვით.უფრო სწორად სხვა სურვილებს. ხო, ასე,სხვა უფრო ხანგრძლივი სურვილებიც მაქვს ხოლმე.

მაგალითად  მინდა რამე ისე საფუძვლიანად და კარგად ვიცოდე, როგორც სვითმა ბლოგების ამბები იცის, მთელი HTML კოდებით და სხვა საიდუმლოებით, ან როგორც მამიდაჩემმა ქართული სპორტის ამბები და ჩემი ბავშვობის  მეგობარმა ფონეტიკა.

აი, მე ათასი საჭირო და არასაჭირო რამე ვიცი და ყველაფერი ზერელედ.

არ გამომდის ძირფესვიანობები.

უფრო სწორედ ძირფესვიანი ცოდნა არა, თორემ სიყვარული უძირფესვიანობესი  გამომდის, აი, ეგეთი პროფესიონალები მიყვარან, კიდევ  გაზაფხულის წვიმა, გულახდილობები, ჰულა-ჰუპი, რეალიზებულობის შეგრძნება  და დღეს საღამოს ბილი ჰოლიდეი.

ხოოდა, სვით, გააგრძელე შენი გაკვეთილები, პროფესიონალ ბლოგერებზე და მე აღარ დავწერ ისეთ კომენტარებს და იქნებ ბლოგის დიზაინის სწორად შერჩევა და უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა მაინც ვისწავლო, გულახდილობას დავიმართებ და გეტყვი, რომ როცა გაგიცანი, იმაზე ბევრად, ბევრად უკეთესი  აღმოჩნდი, ვიდრე ბლოგიდან წარმომედგინე და იმის მერე შენზე სულ მახსენდება, როგორ მიხარია, რომ ადამიანები იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია და წავედი, მოვუსმინე წვიმას და ბილის :)

მადლობა მასპინძლობისთვის,

ნასტასია :)

26 thoughts on “პროფესიონალები, ბლოგის დიზაინი და გულახდილობები”

  1. ეეჰ. ბავშვობაში ყველაზე ძირფესვიანი რამემრავალძარღვა მეგონა.

    ჰულა ჰუპზე დ პროფესიონალიზმზე ხმა!

  2. მრავალძარღვა :)
    მე ვიცოდი რო ეგ რაღაცის წამალი იყო, ბავშვობაში…

  3. ჰოდა მთავარია რომ სიყვარული უძირფესვიანესი იცი :)))
    და მარი, მეც ვუერთდები ნასტასიას და ვიტყვი, “რომ როცა გაგიცანი, იმაზე ბევრად, ბევრად უკეთესი აღმოჩნდი, ვიდრე ბლოგიდან წარმომედგინე” :))

    1. ყველა მაგას მეუბნება და ნუთუ ეგეთი სწერვა იმიჯი მაქვს ამ ბლოგზე :))))))

  4. სიტყვა “მრავალძარღვა” რაღაც საშინელება მგონია დღემდე. :((

  5. ჩემი ტკივილი! სულ მინდა, რომ ყველაფერს ბოლომდე ჩავუჯდე და თავიდან ბოლომდე ვისწავლო! მიყვარს ეს ბლოგერი, მესმის მისი ნაწერების : ) ეს კიდევ ბლოგოსფეროში საკმაოდ იშვიათია (პირადად ჩემთვის) :*

  6. არა, სვით, სწერვა იმიჯი არ გაქვს მარა რა ვიცი, ისე ბევრად კარგი ხარ, ნუ აი,სხვანაირად კარგი :)

  7. რა კარგია რომ ადამიანს სხვა ბლოგზეც კი პირველივე წინადადებიდან ცნობ :) ცოტა გამიკვირდა კიდეც შენი პოსტი მარის ბლოგზე მიხარია რომ გაიცანით ერთმანეთი.

  8. მე მიხარია ხოლმე მაგას რო მეუბნებიან კი არადა, პირველი წინადადებიდან თუ მცნობენ :)

  9. მე ათასი საჭირო და არასაჭირო რამე ვიცი და ყველაფერი ზერელედ. => მე ზოგჯერ ეს მირჩევნია. რომელშიც გინდა, იმაში გაიღრმავებ ცოდნას :)

  10. ნათეეელ :* ზოგიერთები ,,სიჩუმეზე ცნობენ ერთმანეთს” და განა შეიძლება მე პირველივე წინადადებიდან არ გიცნო? (გაბო +1) :) მე ვიცი, რომ უძირფესვიანობესი სიყვარული შეგიძლია და ამიტომ მიყვარხარ შენ და შენი პოსტებიც :*:*:*

    P.S. აი სულ ბოლო დიზაინი მგონი მართლა ყველას ჯობია (ჯოკონდასაც :)) და იმედია დატოვებ მაგას და არარ იჭყლიტავ ტვინს… :*

  11. “ონალაინ შოპინგების დედა ვიყო და ათასობით ვიზიტორის მასპინძელი, ან სექსი დიდ ქალაქში შემიყვარდა და უცხოპლანეტელების დავიჯერე.”

    არა ექიმი, მეწარმე და ლიდერი კი გამიგია მაგრამ, ეს ვითი მთლად ვინ ყოფილა კაცო :D

  12. ქილიპ, მეც მიყვარხარ, ბოლო დიზაინამდე ზლივს მივედი და ახლა ზალიან დიდ ხანს ხელს აღარ ვახლებ, ხოოდა, მეც მიყვარხარ :*
    აესე, ერთხელ ნახვით, თუ ერთი ნახვით, თუ სიჩუმეზე ცნობით, როგროც არის, არ ვიცი, მაგრამ უსაფუძვლიანესად :)

    SexSystem
    სვითი რო ეგეთი იყო, აქამდე არ იცოდი? :O

Leave a Reply