პოტერიადა დასრულდა

დღეს ჰარი პოტერის ბოლო ფილმის პრემიერაზე ვიყავი! ფილმის დაწყებამდე ჯადოსნური ღონისძიება გაიმართა.

დარბაზის შესასვლელში წითელი ხალიჩა დაეგოთ და მანტია შემოსხმული, ქუდიანი ჯადოქრები ჩირაღდნებით ხელში ეგებებოდნენ პრემიერაზე მოსულ ჰარი პოტერისტებს. მეორე სართულზე კი სტუმრებს სანთლებით სუსტად განათებული მაგიდა, ცოცხალი ბუს გალია, “მფრინავი” ცოცხების სკივრი, უზარმაზარი შოკოლადის ტორტი წარწერით “ჰარი პოტერი” და ბერტი ბოტის მრავალნაირი გემოს კანფეტების დიდი კალათი დახვდათ.

თვითონ ფილმით აღფრთოვანებული და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ! განსაკუთრებით იმის გამო, რომ რამდენიმე კულმინაციურ მომენტში დარბაზმა მქუხარე აპლოდისმენტები მოსცხო! პრემიერას ყველა ასაკის მაყურებელი ესწრებოდა. იყვნენ 5 წლის ბავშვებიც და 50 წლის მშობლებიც. საგულისხმო კი ის იყო, რომ ყველას ერთნაირად უხაროდა იქ ყოფნა. ბავშვი და დიდი ყველა ერთნაირად აღიქვამდა ეკრანზე განვითარებულ მოვლენებს. დარბაზი სუნთქავდა, როგორც ერთი ორგანიზმი.

სტუდენტები გაიზარდნენ, პროფესორები დაბერდნენ, ვოლდემორი აღარ არსებობს.
ეს არ იყო უბრალოდ ფილმის ჩვენება, ეს იყო ეპოქის დასასრული. ძალიან ემოციური იყო. ბევრმა იტირა კიდეც. ნაწილობრივ მძაფრი სიუჟეტის გამო, ნაწილობრივ კი იმიტომ რომ – ამ ფილმით ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს კარი სამუდამოდ დაიხურა.

10 წელი გავიდა, არც კი მჯერა. დრო რა სწრაფად გადის…

P.S. დღეს რაღაც აპლიკაცია ვიპოვე, რომელიც გეუბნება თუ რომელია შენი პატრონუსი. ჩემი გამოვიდა ფენიქსი. სხვაგვარად ვერც ვიფიქრებდი. :)

13 Comments

  1. მე ვიტირე და ხალხი ისე მიყურებდა რო :/ და თან ვიღაცეები ლაპარაკობდნენ აი გონზე რო არ იყვენ პოტერის და არ აინტერესებდათ კინაღამ თავში რაღაც ჩავარტყი:დ

  2. მაგ ლინკზე ვერ გადავდივარ :D მეც მინდა გავიგო რომელია ჩემი პატრონუსი

  3. აი ყველაზე მეტად მეშლება ნერვები რომ პრემიერაზე ისეთ ხალს პატიჟებენ ვისაც წიგნიც კი არ აქვთ ნანახი და ჰაჰა 1-2 ნაწილი ჰქონდეთ ნანახი (შენ არ გგულისხმობ რათქმაუნდა)..

  4. ჩემი ცხენია) აუ როგორ მინდოდა პრემიერააზე :(

  5. ჰარი პოტერთან ერთად გავიზარდე ფაქტობრივად 11 წლიდან ვიცნობ. მაგრამ ფილმები იმედს მიცრუებს ხოლმე წიგნებთან შედარებით :| ახალ ნაწილს ვნახავ დღეს მაგრამ მეეჭვება ასეთი შთაბეჭდილება მოახდინოს :|

    1. მართალი ხარ. ეს ბლო ნაწილიც მაგარი ნაგავი იყო, ძაან ბევრი იყო გამოტოვებული ან შეცვლილი და ვისაც წიგნი აქ წაკითხული წესით უნდა მეთანხმებოდნენ

  6. ra vqna ar miyvars eg wingni:D :D
    mainteresebs tu icit rogor unda monishvnis dros blogspotze rogor gavardisfrdes? chemtan rogorc sxvebtan lurjadaa da xo ver maswavlidit rogor unda?

  7. არასოდეს ვყოფილვარ ჰარი პოტერის ფანი

    რაღაც ვერასდროს მოვიწონე ეგ ფილმი

  8. რაღაცნაირად მიყვარს ეს წინგი, რაღაცნაირად ჩამთრევია , მახსოვს პირველად რომ წავიკითხე პირველი ნაწილი სადღაც 10 წლის ვიქნებოდი მაშინ ისეტი მომენტი იყო რა კითხვა, მუდამ ეზოსკენ მეჭირა თვალი მაგრამ 3 დღე დამჭირდა სრულად რომ წამეკითხა :))

  9. რაც პრემიერა ვნახე იმის შემდეგ ყოველდღე ვბღავივა მენატრება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.