საფოსტო ყუთები

ამ წამს ჩამოვედი ბაკურიანიდან. არ დამხვდა ჩემი გამოწერილი ჟურნალი, რომელიც ყოველი თვის პირველ რიცხვებში მოდის ხოლმე. არ დამხვდა ჩემი გამოწერილი ამანათები. ფოსტალიონმა ალბათ ვერ დატოვა, რადგან ოჯახის წევრები ახალ წელს ვინ სად იყო ღმერთმა იცის.

ახლა უნდა ვიარო ფოსტიდან ფოსტაში და ვაგროვო ჩემი ერთ კვირიანი არყოფნისას დაგროვებული გზავნილები. ისედაც 1 კვირით დაიგვიანა ყველაფერმა საშობაოდ რეისების გადაჭედვების გამო და ახლა კიდევ ქართული ფოსტის მარაზმიც დაემატა.

ეჰ… ყველაზე უბედური ფოსტა გვაქვს მგონი მსოფლიოში. :(

ხომ შეიძლება საფოსტო ყუთები მაინც არსებობდეს და ფუნქციონირებდეს?

Update:

ეკატერინეს კომენტარის შემდეგ დავფიქრდი, იქნებ არსებობს საფოსტო ყუთები და უბრალოდ არ ვიცით -მეთქი. დავგუგლე და ჰოი საოცრებავ! აღმოვაჩინე რომ ქართულ ფოსტას განუახლებია საფოსტო ყუთების გაყიდვისა და დამონტაჟების სერვისი ჯერ კიდევ 2008 წლის 25 თებერვალს.

ორშაბათს დავრეკავ და გავარკვევ ისევ ძალაშია თუ არა ეს მომსახურება. :love:

მშვენიერი ლურჯი საფოსტო ყუთებია. თუმცა ალბათ შეღებვაც შესაძლებელი იქნება…

15 Comments

  1. ერთი პერიოდი ძალიან შეპყრობილი ვიყავი საფოსტო ყუთების დამკვიდრების იდეით. არამარტო გამოწერილი ჟურნალებისთვის ან ბანკიდან მოსული შეტყობინებებისთვის, ისე, ადამიანების წერილებისთვისაც. ლამაზი, ორიგინალური საფოსტო ყუთები ყველა ბინის კარებთან, ლამაზ ფორმაში გამოწყობილი ფოსტალიონები ან უბრალოდ ველოსიპედიანი ბიჭები. მერე მივხვდი რო ადამიანები ჩვენთან წერილებს არასოდეს მიწერენ ერთმანეთს ასე.. საფოსტო ყუთები ვჭამოთო იტყვიან ან რაიმე მსგავსს.. ვერ ვეგუები.. ვერვეგუები ყველა ქართველის გულისკენ მიმავალი გზა რო კუჭზე და მსგავს მატერიალურ რაღაცეებზე გადის. რატო არ გვიყვარს ასეთ რამეებზე ფიქრი და ზრუნვა? არადა წარმოიდგინე, ლამაზი, ორიგინალური საფოსტო ყუთები და დილას დახვდრილი წერილები…. ეჰ…

    1. ეს პერიოდი “სასოწარკვეთილ დიასახლისებს” ვუყურებ და იმათი ლამაზი ქუჩის და მოწყობილი ცხოვრების შემშურდა. რა კარგი საფოსტო ყუთები აქვთ ნეტავ იცოდე… <3

      1. ჰო, ასეთი წვრილმანები ახალისებს ცხოვრებას ზუსტად :) ნუ “სასოწარკვეთილ დიასახლისებს”სხვა პრობლემები აქვთ მაგრამ ეგენი რო აქ ცხოვრობდნენ მაშინ ნახავდნენ რა არის “სასოწარკვეთა”სინამდვილეში..

        1. მაგას ქრისტინე მასლოუს პირამიდა აგიხსნის!
          ადამიანს კუჭი რო არ აქვს სავსე და შია საფოსტო ყუთები სულ კიდია იმას!
          ხოდა მართალიცაა!

  2. იცი რამდენი ხანია მინდა საფოსტო ყუთის ყიდვა და კარზე/კედელზე მიკვრა? რა თქმა უნდა ყველამ დამცინა :| არადა, მინიმუმ ლამაზია და ორიგინალურს გახდის ჩემს უსახურ ექსტერიერს. ვერსად ვიშოვე.
    არადა, გერმანიაში, სულ რამდენიმე დღე ფოსტას რომ ვარიგებდი, ის დამღლელი სამუშაო ბაღების და საფოსტო ყუთების ხათრით მეხალისებოდა, რა ნაირნაირი ყუთები ჰქონდათ <3
    http://bmu.li/6Tx
    თუ სადმე იშოვი საფოსტო ყუთს, დაწერე რა :)

    1. ეკა, შენი კომენტარის მერე დავგუგლე და საქართველოს ფოსტას ჰქონია საფოსტო ყუთები.

      1 ყუთი 83 ლარი ღირს.
      დავიდგათ მე და შენ და ერთმანეთს ვუგზავნოთ წერილები :love:

      http://georgianpost.ge/?page=36&lang=geo&content=148

      1. :D:D:D:D

        კარგად გამაცინე :D

        ისე მართლა მშვენიერია, ოღონდ თუ კორპუსში ცხოვრობ, ანუ სადარბაზოს სტილის დიზაინია ეს. სახლზე მისაკრავად არ გამოდგება მე მგონი (ნუ ჩემსაზე, ისედაც არაა დიდი ლამაზი).

        იცი როგორი მინდა, ძველი სტილის, რამე ასეთ:
        http://www.ardengates.co.uk/userfiles/Surface%20%20Mounted%20Post%20Box(2).jpg
        ან http://www.glencall.co.uk/1gi/letter-box-names/saturnwhite-bookman.gif
        ან უკეთესი :)

  3. კარგია! ვიღაცამ ჰო უნდა დაიწყოს? და იცი რა მაინტერესებს? ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოს ფოსტის პრეროგატივაა? ანუ არ შეიძლება კერძო კომპანიამ წამოიწყოს საფოსტო ყუთების, წერილების,ფოსტალიონების და მათთან დაკავშირებული ბიზნესი?

    1. ალბათ შეიძლება, რადგან არსებობს ისეთი კომპანიები, როგორიცაა USA2Georgia, Logix, Bestex და ა.შ.

    2. ვერ წამოიწყებს, ძალიან ძვირია. დიდი ინფრასტრუქტურა და უამრავი თანამშრომელი სჭირდება. ამიტომ არავის უღირს.
      ისეთი გამართული ფოსტაც კი, როგორიც დოიჩე პოსტია, ვერ შეიქმნებოდა, რომ არა სახელმწიფოს სუბსიდირება. პირდაპირ მოგებაზე ორიენტირებული ტიპი ფოსტას ვერ შექმნის, ნუ, ეს საერთაშორისო გადამზიდავები არ ითვლება, მაგ ფასად ხო შიდა ფოსტა ევრ იმუშავებს.

      დღეს ფოსტა იმდენად ძვირი ჯდება (DHL მუშაობს ძირითადად ყველგან), რომ სახ. ორგანოების უმრავლესობას კურიერების დაქირავება და მათი შენახვა ურჩევნია.

      1. დამასწარი,მეც ეს მინდოდა მეთქვა,სახელმწიფოს პრეროგატივაა ყველა ქვეყანაში საფოსტო მომსახურება,თორე ერთი მარკის ფასი ღირს ადამიანისთვის ფოსტით გაგზავნილი წერილი,მეტი კი არა,კერძო კომპანია არაა მაგიტომ დაინტერესებული.
        არადა მართლა რა კარგი იქნებოდა! მეც მიყვარს საფოსტო ყუთებიიიი.
        ისე,სულაც რომანტიკა რომ იქით გადავდოთ, უცხოეთთან შედარებით,მოსახლეობა თითქმის არანაირ წერილს არ იღებს, არც ბანკებიდან ,არც მაღაზიებიდან, არც მისაწვევები ან რეკლამები იგზავნება,გადასახადის ქვითრებიც კი წესით ფოსტით უნდა მოდიოდეს და არა ისე, როგორც ჩვენთანაა, რო სადარბაზოში მოიტანენ და ბინებშიც კი არ არიგებს კურიერი,დაიფანტება მერე და მიდი სდიე შენს ქვითარს.:)

  4. ფოსტა კი არა “წერილის დანიშნულებამდე არ მიტანის ორგანიზაცია” უნდა ერქვათ მაგათ!

    ყოველ წელს უამრავ წერილს ვაგზავნი, და ყოველ წელს არცერთი წერილი მიდის რესპონდენტამდე!

    ჭირი მაგათ!

Leave a Reply to Katiee.Ge Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.