პოსტი შენზე

ეს პოსტი შენზეა.

ხო სწორედ შენზე, ვინც ახლა ამას კითხულობ.

სხვა ყველა პოსტი, რომელიც აქამდე დამიწერია – ყოველ შემთხვევაში, სრული უმრავლესობა – ჩემზე იყო.

შენთვის კი არცერთი პოსტი არასდროს მომიძღვნია.

არასდროს გამომიყვია ადგილი, სადაც შეგეძლო თავი ისე გეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. არასდროს მითქვამს, რომ შენ ისევე მნიშვნელოვანი ხარ ჩემს ცხოვრებაში როგორც გამჭვირვალე სუფთა ჰაერი, ხარბად რომ ჩავისუნთქავ ან ნათელი, მზიანი დღე, გარეთ რომ გავიხედავ და გული სიხარულით ამევსება.

არასდროს მიკითხავს შენთვის, როგორ ხარ, რა გქვია, როდის არის შენი დაბადების დღე, რა გიყვარს, რა გძულს, რით ცოცხლობ, რა გიხარია და რა მიზნები გაქვს ცხოვრებაში.

ალბათ ამიტომაც არასდროს გამოგიჩენია ინიციატივა, შენს შესახებ რამე გეთქვა.

და მაინც შემოდიხარ ყოველ დღე, ჩუმად კითხულობ ჩემს ყოველ ახალ ჩანაწერს და სიტყვის უთქმელად გადიხარ.

მე კი არასდროს მითხოვია შენთვის, ხმა ამოგეღო.

ჰოდა დღეს შენი დღეა!

დღეს გთხოვ, რამე მაინც მითხრა.

შენ, რომელსაც არასდროს დაგიწერია თუნდაც ერთი კომენტარი, მაგრამ ვიცი, რომ მანდ ხარ, ვიცი, რომ გიყვარვარ, ვიცი, რომ რაღაც ძალა ყოველდღიურად გაბრუნებს ამ ბლოგზე.

იცოდე, რომ მე ვგრძნობ შენს არსებობას, მეც მიყვარხარ, მეც მამოძრავებს რაღაც ძალა, ყოველდღე ახალი ჩანაწერი დაგახვედრო!

და მაშინ, როდესაც ყველაზე აქტიური პერიოდი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში უამრავი ახალი რაღაც ხდება, უამრავი თემა მაქვს, რაზეც შემეძლო დღევანდელი პოსტი დამეწერა და თვით საახალწლო რეზოლუციაც კი არ გამომიქვეყნებია, აი ასეთ დროს, შენ გითმობ ასპარეზს!

მომიყევი რამე შენს შესახებ!

მითხარი, რა გქვია, რა გიყვარს, თუნდაც შენი სურათი გამომიგზავნე, ან შენი საყვარელი youtube-ს ვიდეოს ლინკი დაპოსტე, უბრალოდ გამაგებინე რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით.

მე კი ჩუმად გვერდით გავდგები და ისეთი ყურადღებით მოგისმენ, როგორიც არასდროს გამომიხატავს შენს მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ შენ ამას ნამდვილად იმსახურებ.

91 thoughts on “პოსტი შენზე”

    1. მარი ძალიან ძალიან ძალიან მომწონს შენი ბლოგი და ყველა ის თემა,რაზეც კი გაქვს ნაფიქრი და დაწერილი.მე ნათია ვარ,23 წლის.ქუთაისში ვცხოვრობ,ისე თბილისში დავიბადე და 10 წლამდე მაქეთკენ ვიზრდებოდი,მაგრამ შემდეგ რაღაც მიზეზების გამო ქუთაისში გადმოვედით საცხოვრებლად.თბილისი ხანდახან ძალიან და როგორც იტყვიან და არც ვაზვიადებ სულის ტკივილამდე მომენატრება ხოლმე.აქეთ ვმუშაობ,სკოლაც აქ დავამთავრე და უნიც.ვმუშაობ კიდევაც ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში Interpreter/Docs Assistant ვარ.ძალიან მიყვარს თეთრი,ცისფერი,ლურჯი და იისფერი ფერები.კიდევ მიყვარს სიმღერა და ფილმების ყურება,ოღონდ მელოდრამების და ხანდახან მგონია რომ უნდა გავიზარდო.ბევრი მეუბნება ძალიან ბავშვური ხარო მაგრამ მე მომწონს როგორიც ვარ,მერე რა თუკი მაქვს ბავშვური ხასიათი,მთავარია რომ ამის გული არავინ გატკინოს და არ დაიჩაგრო.შენს ბლოგზე ეს ჩემი პირველი კომენტარია,თუმცა შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვარ და დიდი ინტერესით ვკითხულობ შენს ყოველ ახალ თემას.ვარდისფერი არ მიყვარს,თუმცა რაც შენი ბლოგის შესახებ შევიტყვე,ნელ-ნელა თვალი შეეჩვია მგონი და მომწონს-სავით :) დიდი ბლოგერი ნამდვილად არ ვარ მაგრამ რაც შენი თემების კითხვა დავიწყე,მას შემდეგ სერიოზულად ვფიქრობ რომ მეც გავაკეთო რაღაც საჩემო აი ისეთი,ჩემს ჭიას რომ გავახარებ და სხვაც დავაინტერესო,რომ შემოვიდეს და დატოვოს კომენტარი თუნდაც ერთ თემაზე.ისე ბლოგსპოტ-ზე მეც მაქვს შექმნილი ჩემი ბლოგი,თუმცა იშვიათად შევდივარ ხოლმე.მინდა რომ კარგად გავაკეთო,თუმცა დრო არ მაქვს და არც იმდენად კარგად ვიცი ეს HTML-ები და მთელი Setting-ები რომ ძალიან მაგარი თუ არა,ისეთი გვერდი მაინც გამომივიდეს,რომ თუკი ადამიანი შემოვა და დაათვალიერებს,სინანულით ხელი არ ჩაიქნიოს და თქვას,შვილო წადი და შენი საქმე გააკეთე,რაც არ იცი რატო აკეთებო.ნუ მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავი არ მოგაბეზრო,გისურვებ წარმატებებს ბლოგოსფეროშიც (თუმცა უკვე ხარ ძალიან წარმატებული და ასეც გააგრძელე)პირადშიც და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

      P.S. მგონი ამასობაში ყველაზე დიდ პოსტი მე გამომივიდა :)

  1. ჭიტაა…მე თვენს გვერდით ვარ, ყველა იმ ბლოგერის გვერდით, რომელიც შემეცნებით, საინტერესო და მასტიმულირებელ ფოსტებს ქმნიან, მადლობას გიხდით თIთოეულ თქვენგანს…ბევრჯერ შეუცვლია თვენს პოსტს ჩემთვის განყობა, უმრავლეს შემთხვევაში აუმაღლებია:)))ყოვეთვის ვცდილობ ჩემი საყვარელი ბლოგერების (რომელთა დასახელებისაგანაც თავს შევიკავებ)პოსტები წავიკითხო და ამ ყველაფერთან ერთად მეც უეცრად ვხდები თქვენი ემოციების მოზიარე…
    ეს ჩემი პირველი კომენტარია თქვენს ბლოგო სფეროში…არადა რამდენჯერ ვყოპილვარ თქვენი სტუმარი:))მადლობა სვიით, შენ მე დღე და პოსტი მომიძღვენი…იცი როცა ამ გვერდ ვკითხულობდი
    http://www.youtube.com/watch?v=62pLY5zFTtc
    თან ამ სიმღერას ვუსმენდი და ეხლა უფრო მეტად მიყვარს, რადგან ყოველთვის ჩემს დღეს გამახსენებს…
    ეხლა უნდა გავიქცე…ჩემოდნებს ვალაგებ, საქართველოში ვბრუნდები არდადეგებზე და ვეებერთელად ბედნიერი ვარ:)))))
    წარმატებულ წელს, საინტერესო, ლამაზ და გემრიელ პოსტებს გისურვებთ…

  2. ვააა კაი პოსტი იყო,მიუხედავად იმისა რომ ბლოგ სამყაროშI ახალი ვარ,ამ ბლოგს კარგად ვიცნობ და ბევრი პოსტი წამიკითხავს.მოკლედ ძაან საყვარელი და კარგი ბლოგია და ჩემს შესახებ ვერაფერს ვიტყვი,მარა თქვენს პოსტებს გულდასმით ვკითხულობ :*:*:*

  3. შენ, რომელსაც არასდროს დაგიწერია თუნდაც ერთი კომენტარი, მაგრამ ვიცი, რომ მანდ ხარ, ვიცი, რომ გიყვარვარ, ვიცი, რომ რაღაც ძალა ყოველდღიურად გაბრუნებს ამ ბლოგზე.

    მაინც რამდენს შვრცება ეს გუგლ ანალიტიქსი რა : ))

    პ.ს. კარგი მარკეტინგული სვლააა, კომენტარების მოსაპოვებლად.. აი ლაიქ ით : )

    1. მარტო კომენტარების ცარიელი მთვლელი რად მინდა თუ ჩემი მკითხველის შეგრძნებები არ გავიგე?

      რა პრაგმატული ხარ, ლანდიშ :)

      შენგან განსხვავებით ჩემთვის ყოველი მკითხველის კომენტარი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს ჩემს ბლოგზე და განწყობაზე.

  4. ყველაზე , ყველაზე ახალი ვარ ალბათ, ჩემ ჯერჯერობით ეგრეთწოდებულ ბლოგზე აღვნიშნე და აქაც ვიტყვი, პირადი ბლოგის შექმნა, sweet.ge-მ გადამაწყვეტინა, იმ ძალას არ ვიცი რა ქვია, მაგრამ, ყოველ დილით როცა სამსახურში მოვდივარ ახალ პოსტებს ველოდები მოუთმენლად, რაღაც აქვს საინტერესო და საყვარელი ამ ბლოგს
    http://www.youtube.com/watch?v=RRBcwufAuQw&feature=fvst , ეს ბოლო დღეებია, ამას ვუსმენ დიდი სიამოვნებით
    და თამამად შემიძლია ვთქვა , დღე მართლაც ჩემი დღეა და მიხარიააააა
    მიყვარხააააააააააართ

  5. შეიძლება ვიმღერო?..

    :უსერ:

    კხმ.. კხმ..

    და მეე აააარ მიიინდაააააააააააააააააააააააა სხვა ნეტააარეეებაააააააააააააააააააა
    თუუუუნდ მოოოვიიიიიაააროოოოო მთელიი სააამყაროოოოო…

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: http://tamok-vasasi.blogspot.com/2009/03/blog-post_7213.html

    :)

  6. საყვარელი პოსტია:) ამ ბლოგს ისე მივეწებე, უკვე თითები თავისით კრეფენ S W E E T. G E და ეს ყოველ დღე ხდება:) ეს კი youtube ის ლინკი,MTV’s TRIBUTE TO MICHAEL JACKSON.ძალიან საყვარელი ვიდეოა, სევდიანი.თემატიკა : მოკლედ R.I.P…
    (1)ჩემი ჯექსონისადმი უსაზღვრო მონატრება.2)გუშინწინდელი შემთხვევა.ერთი ადამიანი გარდაიცვალა,რომელსაც შეიძლება მე არ ვიცნობდი ძალიან კარგად მაგრამ დამენანა, ძალიან დამენანა…ჩემი დის და შენი ჯგუფელი…:(

    http://www.youtube.com/watch?v=_NQgkDXY5JQ

  7. მადლობა დრო რომ დამითმე და გინდა მარკეტინგული სვლა იყოს ეს მაინც სასიამოვნოა.. <3 მართლა, ძალიან ხშირად ვკითხულობ შენ პოსტებს მაგრამ მგონი არასოდეს დამიწერია კომენტარი..და აი დადგა ეს დიადი დღეც..:))

    პ.ს. რამდენიმე დღის წინ ”ელვისში” შენ გვერდით მაგიდასთან ვიჯექი და ერთი კი ვიფიქრე მივიდე ვუთხრა შენი ბლოგის აქტიური მკითხველი ვარ თქოო.. მარა თავი შევიკავე მერე..:))

    Marry Christmas..:*

    1. ვაააიიმეეე ნეტა მოსულიყავიიი! ისე მიხარია ეგეთი რაღაცეები!

      ხალხო, ვინმე სადმე თუ დამინახავთ, მოოოოდით, მოოოდით! <3 <3 <3

  8. Wow და მე ვიმსახურებ შენს სიყვარულს?! რა ბედნიერებაა? :) მეც ძალიან მიყვარხარ, ცხოვრებას მიხალისებ :*

  9. დავიბენი…

    კიარადა დღეს პანაშვიდზე რომ გნახე, ძალიან მინდოდა ჩაგხუტებოდი, მაგრამ ზუკის გვერდით ვიდექი და თვითონ ვიყავი ცუდად.

  10. ხოდა რაც შემეხება მე..
    შენ იცი ვინც ვარ…
    კომენტარებიც დამიტოვებია ამ ბლოგში…
    უბრალოდ მაინც არ მიცნობ.

  11. მმმ.. გავთბი.. მე? მე ადამიანები მიყვარს , კიდევ ფოტოები და პოეზია..
    კიდევ? კიდევ არვიცი დანარჩენი შეგიძლია ჩემი ბლოგით გაიგო თუ ძალიან დომხალი არ არის და რამის გარკვევას შეძლებ http://domxali.blogspot.com/

  12. :) ძალიან საყვარელი ხარ. . . . მე ვარ დილარა 11 წლის მე-6 კლასში და კიდე რავიცი ერთი ჩვეულებრივი ბლოგერი

  13. ახალს არაფერს ვიტყვი – ძალიან ახალი ბლოგერი ვარ, შენს ბლოგ დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ბლოგის გახსნაში…ჯერ მარტო ტუტორიალები რად ღირს :) – ამისთვის მადლობა განსაკუთრებით :)თვითონ ბლოგი მომწონს, ცალკეული პოსტები შეიძლება მომწონდეს, შეიძლება არა, მაგრამ ფაქტია – ყველა ახალ პოსტს ვკითხულობ და თითქომის ყველა ძველი წავიკითხე :) ხო მართლა, blogroll-ზე ვერ დავრეგისტრირდი, მაილზე მოგწერე და არ მოგივიდა მგონი, თუ დამეხმარები გამიხარდება… როგორც გამოცდილმა შემიფასე ჩემი ჯერჯერობით პრიმიტიულად აწყობილი ბლოგი :) http://eka-uka.blogspot.com/

    1. მადლობა კომენტარისთვის :)

      ძალიან გამახარებ თუ დაწვრილებით მომწერ რომელი პოსტები მოგწონს და რომელი – არა.
      თუ გინდა იმეილზე მომწერე.

      ბლოგროლზე შეიძლება იმიტომ ვერ დარეგისტრირდი რომ mail.ru-ზე ან სადმე სხვაგან გაქვს იმეილი გახსნილი. აბა gmail-დან სცადე რეგისტრაცია.

      მივიღე შენი წერილი და 3-ჯერ მოგწერე პასუხი. სავარაუდოდ შენ ვერ შენიშნე, ან სპამში ჩავარდა…

  14. ხო, ჩემი დაბადების დღე ორი დღის წინ იყო, მიყვარს თვითონ სიყვარული და ამ წელს უამრავი მიზანი მაქვს დასასახი :)

  15. მე რომ არმიყვარხარ და არ შემოვდიოვარ ყოველდღე?

    რა სითათუეაა!! (ჰ)

    პ.ს. მეზიზღება ვარდისფერი და მაგიტომ არ შემოვდივარ.. მაღეზიანებს..

  16. ვწერ კომენტარს და მეთვითონ არ მჯერა. ძაან ხშირი მკითხველი ვარ მაგრამ კომენტარი მხოლოდ ერთხელ დავტოვე როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო საერთოდ ბლოგი და ბლოგ სამყარო ეხლა პირველი კომენტარისგან განსხვავებით ცოტას ვნერვიულობ უფრო სწორეტ ძაან ვნერვიულობ.მართალია კომენტარებს არ ვტოვებ მაგრამ http://www.facebook.com გწერ ხოლმე ერთხელ ჩემი ბლოგის ნახვაც გთხოვე და ძალიან გამიხარდა თხოვნა რომ შემისრულე ეხლა აქ ჩემი ბლოგის ლინკი რო დავაგდო სწორედ ეს იქნება კომერციული სვლა და არა შენი თბილი პოსტი მკიტხველისთვის ალბად უკვე უნდა მოვრჩე თორე კომენტარი კი არა პოსტი გამომივიდაა :D წარმატებები :*

  17. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ :))) სასიამოვნოააა

  18. სურათების გადაღება მიყვარს :)))

  19. ასეც არ გინდა რა მარიამ,დიდხანს არ დადგე გვერდით, ახალ პოსტებს ველოდებიიიიიი მოუთმენლად

  20. მერე? დაწერა მაგანა რამე? მაგალითად იუტუბის ლინკი? (გულუბრყვილოდ)

      1. ვაიმე, ღუზა გამიწყდეს თუ ვიცოდე ეს რა არის. დიდი მადლობა რომ მითხარი, გავერკვევი და რომის ბოთლის საცობივით მოვხსნი.

  21. ვიპოვე და გავაქრე ზღვაში გადაგდებული უგლანდებო როჯერსივით.

  22. იუმორი გვინდა აბა რა შობაა მაინც. :)აბა სენქსგივინგდეი რომ იყოს, მოწყენილ პოსტებს დავდებდი.

    1. წაკითხვას ვერ ვასწრებ იმდენი კომენტარი დამიტოვე. ბევრმა ბლოგერმა ინატროს შენნაირი მკითხველი :*

      1. ჰო და ინატრეს და სამი ბუთხუზა მსუქანი კაცი დამადგა ღამე თავზე მტენიდნენ ტომარაში, ერთმანეთს გლეჯდნენ ხელიდან ჩემნაირ მკითხველს მერე რომ გამოვფხიზლდი სამივე ვცემე და შევაბრუნე უკან საკვამლე მილში.

  23. რატომ წუხდებოდით :D მადლობა ამ პოსტისთვის..

    მომწონს შენი ბლოგი, მხოლოდ ამას ვიტყვი :D

    დანარჩენზე კითხვებს Wellcome :D

    მრავალ შობას!

    დევი

  24. ისე მომინდა კომენტარის დაწერა,როგორც არასდროს და…
    კითხვა მიყვარს, საინტერესოს კითხვა კი ორმაგად სასიამოვნოა, კიდევ ადამიანები მიყვარს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ძალიან მიყვარს და მათ “ჩემებს” ვუწოდებ, არ გაიკვირვო საყვარელო, თუ გეტყვი, რომ “ჩემებში” მყავხარ :* შენთან ერთ-ერთი ბლოგერის (ვიტყოდი წარმატებული ბლოგერის:)) საშუალებით მოვხვდი და იმდენად თბილი გარემო,იმდენად დადებითი მუხტი დამხვდა, იმდენად შინაურ გარემოში ვიგრძენი თავი,რომ აღარც წავსულვარ…
    შობას გილოცავ Sweety :*

    1. ძალიან დიდი მადლობა :* გამათბე <3

      ეს სიტყვები ახლა ისე მესაჭიროებოდა როგორც არასდროს, და უღრმეს მადლობას გიხდი ამისთვის <3 <3 <3

  25. პიარის დიპლომი ტყუილად არ გაქვს.
    :)
    მოტივირების კარგი უნარიც გქონია.

  26. მე ვარ თევზი..
    სულ 2 თუ 3 დგეა, რაც ბლოგი გავაკეტე..
    დგეს ცოტა გავერკვია.. (აღმოვაჩინე შენი ”30 გაკვეთილი ბლოგერებს”)
    შენს პოსტებს ხშირად ვკითხულობ..
    მეტი ჩემზე რა უნდა ვთქვა.. კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქინე :P

  27. Sweet პირველ რიგში მინდა მოგილოცო შობა-ახალი წელი, გისურვებ სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას და რა თქმა უნდა სინგაპურში წასვლას :) იცი, ეს პოსტი რომ წავიკითხე, ვიგრძენი რომ მართლა ჩემზე იყო დაწერილი. მიუხედავად იმისა რომ ეს ბლოგი ძალიან ვარდისფერია “გოგოშკური”, სწორედ შენმა ბლოგმა გადამაწყვეტინა საკუთარი ონლაინ დღიურის გაკეთება (რომელიც მაინც ჯერ ვერ გავაკეთე, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ :D)და თუ დავიწყე ბლოგის წერა, ყველა მაგალითს შენგან ავიღებ, რადგან მართლა მიმაჩნია, რომ შენ საუკეთესო ხარ. რაც შეეხება იმას თუ ვინ ვარ მე, მქვია ნიკა (ნიკუშა, ნიკი, ნიკოლასი o_O,რავი როგორც გინდა..) ვარ 17 წლის და დაახლოებით 1 წელია რაც შენი ბლოგის ყოველდღიური სტუმარი ვარ. მანამდე 1 კომენტარი მქონდა დატოვებული, მაგრამ სხვა ნიკით და სრულიად შეუმჩნევლად ^_^ ეს ნიკი ეხლა მოვიფიქრე – როგორც ხედავ კრეატიული ნიჭი არ მაქვს, ასე რომ ალბათ არ ღირს ბლოგის დაწყება. ხოო… კიდე ჩემი საყვარელი ვიდეო ალბათ ეს არის: http://www.youtube.com/watch?v=jxlr2nKd4Bw
    აბა კარგად… ხვალ ტრადიციულად ისევ გესტუმრები, შენი ერთგული მკითხველი და follower-ი =)

    1. მადლობა ნიკა :*

      და კიდევ სულაც არ არის საჭირო კრეატივი ყურებიდან ანათებდეს იმისთვის რომ კარგი ბლოგი გქონდეს :) შენს ნიკს კიდევ რას ერჩი? :)

      პ.ს. უმაგრესი სიმღერა მომილინკე. არ მქონდა ნანახი/მოსმენილი <3 loved it!!!

  28. ჩემს შესახებ რაღა დავწერო
    ისედაც ბევრი იცი

    ვინც არ იცის “მე ჩემი ვიკიკო მიყვარს”
    აქ შეიძლება ვიკიკოს სურათის დალინკვა, მაგრამ მე ვერ ვაკეთებ

  29. exla mgoni meored vtoveb shens blogze komentars,zalian dzalian xshiri stumari var blogis,shen da kotec titqos chemtvis axloblebi xart im gdes kuriershi gnaxe da ise vutxari dedachems es sweet-iatqo titqos bavshvobis megobrebi vyofiliyavit,martla dzalianmomwons sheni mdgomareoba axalgazrda gogo,eseti warmatebuli da eseti vardisferi,legalize blond-s magoneb,ravi chemze ar vici ra gitxra erti ubralo meocnebe gogo var romelic ert tavisufal wams ar ushvebs xelidan ro ar iocnebos,didi gegmebit da shesaferisi ambiciebit,albat chemi didi gegmebidan ramodenime momcro gegmas mainc ganvaxorcieleb meti ra gitxra vapireeb diiidi msaxiobi viyo (“gamovide”-es sityva ar miyvars) imedia rames mivagwev

  30. Sweety დიდი ხანია შენს ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ რატომღაც ეს პოსტი არ მქონდა წაკითხული ალბათ გამომრჩა…)
    ძალიან მომწონს შენი წერის მანერა და გულწრფელობა, სულ არ მადარდებს თუ ზოგი რამ მართლა პიარ ხოდია, მე მაინც მჯერა შენი გულწრფელობის)) არ შეიძლება ადამიანმა გულწრფელობის და სიყვარულის გარეშე ამდენხანს, ასე ლამაზად და საინტერესოდ წეროს.
    Sweety ძალიან მინდა ჩემი ბლოგი ნახო და შენი აზრი მითხრა მის შესახებ. ახალია და ალბათ ცოტა დასახვეწი, მაგრამ მაინც)))

    1. დიდი მადლობა :*

      ვცდილობ მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო. დანარჩენს თქვენ, ჩემი მკითხველები უკეთ აფასებთ. და დიდი მადლობა ამისთვის :)

      რაც შეეხება შენს ბლოგს. ერთი და ყველაზე მთავარი შენიშვნა მექნება, მუქ ფონზე ღია ფერის ასოებით ნაწერი თვალებს ძალიან ტკენს.

      უმჯობესი იქნება ღია ფონზე მუქად წერო (სასურველია შავად და არა ფერად-ფერადად :) )

  31. მადლობა sweet :-* შენიშვნა მიღებულია და გამოსწორებადი)) მაგრამ ყველაზე ძალიან მინდოდა ჩემს პოსტებზე გეთქვა შენი აზრი….

    1. პოსტებზე აზრის გამოთქმას ყოველთვის ვერიდები და ამიტომაც არაფერი ვთქვი.

      ზოგს რა მოწსონს და ზოგს რა.

      შენს შემთხვევაში ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ახალი დაწყებული გაქვს ბლოგი.
      მე მომეწონა! თავისუფლად იკითხება, ლაღად.

      მხოლოდ ტექნიკური რჩევების გათვალისწინება გჭირდება. მაგალითად დიზაინის შეცვლა ან/და ტექსტის უკეთ დაფორმატება.

      ჩემი აზრით, სხვა ყველაფერი ნორმაშია. :)

      გარდა ამისა, ეცადე პირადი პოსტების გარდა რამე ერთი კონკრეტული თემა აიღო და თუნდაც კვირაში ერთხელ ამაზე წერო.
      ამით ერთგულ მკითხველებს შეიძენ.
      სამუშაო ბევრი გაქვს მაგრამ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია. რაც შეიძლება მეტი წერე. მთავარია, წერა არ შეწყვიტო.

  32. ესე იგი მე ვარ მარიამი,ახლახანს აგმოვაცჰინე ეს საიტი და დიდი ინტერესით დავიწყვე თვალიერება….საკმაოდ დათვირთული ტემპი მაკ და აკ კარგად ვისვენებ ხოლმეე…როდესაც ვიგრდნობ რო განტვირტვა მჯირდება ყოველდგიურობიდან აკ შემოვალ…ჩემი ახალი ცხვორება ხომ ძალიან დატვირთულიააა

  33. ვკითხულობ და არ ვაკომენტარებ…
    მაგრამ რატომ დღეს და რატომ ამ პოსტზე:):):)
    გაგეცინება და მეც მეცინება, მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ გუშინწინ სრულმეტრაჟიანი სიზმარი ვნახე შენი მონაწილეობით:):):)
    მოკლედ და კონკრეტულად – წარმატებები!!!

    1. ვა, რა საინტერესოა, როგორ დაგესიზმრე მაინც? :)

      მე ფრიად დიდ პატივს ვცემ სიზმრებს და მიმაჩნია რომ მხოლოდ ის ადამიანები გვესიზმრებიან ვინც ჩვენს ცხოვრებაში გარკვეულ როლს ასრულებს ან ზეგავლენას ახდენს ჩვენზე.

      :P

  34. ჰო, ჩემი კომენტარის აზრიც დაახლოებით ეს იყო, მაგრამ არ დავაკონკრეტე…
    მოახდენ, აბა, რას იზამ, ეს ვარდისფერიც კი ვერ მაკავებს, რომ შემოვიდე და წავიკითხო:):)
    სრულად მართლა არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ დიდხანს ვწვალობდით რაღაცაზე, აღარ მახსოვს, ვიდეოპოსტი იყო თუ პრეზენტაცია:):):):)

  35. და კიდევ, დიდი მადლობა ლინკისთვის,სადაც ჩემი ახლანდელი ავატარი ვიპოვე…

  36. aq var… zalian marto da cudad var… mixaria, rom sadgac aqve arsebob, dadixar, mixarixar zalian…………….

  37. თითქმის ყველა ბლოგზე, სადაც ბლოგროლლი/ბლოგებს რომლებსაც ვკითხულობ არის, ყველგან სვითი წერია. ხშირად დამიგეგმავს, შევალ და ვნახავ ასეთი რა არის-მეთქი, მაგრამ ხან მავიწყდებოდა, და ხან რა მიზეზებისდა გამო არ გსტუმრებივარ. თავიდანვე სანამ პირველივე პოსტის წაკითხვას შევუდგებოდი, მივხვდი, გექნებოდა საუკეთესო პოსტების ჩამონათვალი და ძებნა დავიწყე.
    ჩამოვყევი პოსტებს, სათაურის მიხედვით, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონებოდა, იქ შესვლას ვაპირებდი. მაგრამ სრულიად ბანალურმა სახელმა “პოსტი შენზე” გადამაწყვეტინა, პირველი პოსტი სწორედ ეგ წამეკითხა და შემდეგ, პირველივე კომენატარი “პოსტი ჩემზე”-ში დამეწერა.
    რადგანაც ჩემს ბლოგზე გვერდი – ჩემ შესახებ არ მაქვს, ე.ი. მთლად საინტერესოდ არ ვთვლი, მაცოს დაბადების, ოცნებების, და მიზენების შესახებ მოგიყვეთ. უბრალოდ, როგორც WELCOME-ში წერია, “გამარჯობათ, მე მაცო ვარ.”
    ვერ შეგპირდები, დიდი მკითხველი ვიქნები შენი ბლოგის-მეთქი, რადგან დროის სიმცირის გამო, ბლოგზე პოსტების დაწერასაც ვერ ვახერხებ, მაგრამ ვაპირებ შენი რჩეული პოსტებიდან ყველა წავიკითხო.
    წარმატებები.

  38. პირველად ონლაინ შოპინგი რომ გადავწყვიტე და არ ვიცოდი, როგორ და საიდან და დავგუგლე, შენი ბლოგის მისამართი ამოაგდო და შემდეგ შენს ინსტრუქციებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი :) აქედან დაიწყო ყველაფერი :)
    შენი გულშემატკივარი ვარ :)
    გისურვებ წარმატებებს :)

  39. მე გლიკი ვარ!
    ანუ ერთი სისხლისანი ვართ!!
    კიდე გაინტერესებს რამე? :D

Leave a Reply