პოზიტივები

OK. წინა პოსტში ვწერ თუ როგორ მიტევს დეპრესია.

ახლა ისე გამომივა, ქართულ სუფრაზე რომ იციან, წასულების სადღეგრძელოზე დიდხანს არ გავჩერდეთო, ჰოდა წინა პოსტზე გაჩერება არ მინდა.

მითუმეტეს, რომ დღევანდელი დღე პოზიტივით დაიწყო.

პოზიტივი #1

სიაშუემ პოსტი დაწერა საქართველოზე. ჩემზე უწერია:

Mari and I!! xoxoxo

She is damn cute she is super excitable about everything and would camwhore non-stop even worse than me!!

ჰაჰა :))

პოზიტივი #2

ბლოგის მკითხველისგან იმეილი მივიღე. ვინც არ უნდა იყო, გმადლობ! :love:

პოზიტივი #3

ადრე გახსოვთ ალბათ კრისტალ-სტიკერები ვიყიდე მალაიზიური ბლოგშოპიდან. იმ გოგოსთან აქტიური მიწერ-მოწერა მქონდა ერთი წლის წინ. დღეს მომწერა იმეილი:

* * *

მიხარია, რომ ასეთი რაღაცეები ისევ მიხარია. და საერთოდაც მიყვარხართ ყველა!

15 thoughts on “პოზიტივები”

  1. ყოჩაღ მარი, მასე განაგრძე და ეცადე რაც შეიძლება მეტი პოზიტივი იპოვნო. ისინი ყველგანაა, მთავარია მათი დანახვა მოინდომო. და კიდევ ეცადე იუმორის თვალით შეხედო შეძლებისდაგვარად ყველაფერს.

  2. მშვენიერი შთაბეჭდილებებით გაგიშვიათ ვენდი!!!:):)
    ისე, ხინკლის კუჭების დათვლა თვითონ დაამუღამა თუ აუხსენით??:):)

  3. აუ საღოლ მაგას, ამდენი საჭმლიდან ფრი დაევასა ყველაზე მეტად :D

  4. wow
    თავიდან ბოლომდე წავიკითხე სიაშუეს პოსტი.
    ვისიამოვნე, ძალიან ობიექტური იყო და თან მართლა ჩანდა, როგორი კმაყოფილი წავიდა :)

    და იქ 2 ფოტო დევს, არაჩვეულებრივად გამოიყურები, ერთი სიაშუესთან ერთად, ერთიც მარტო, ვარდისფერ ხესთან.
    ამ ბლოგზეც აუცილებლად გადმოაკოპირე :))

  5. ასე რა პოზიტივებიც ხდება თურმე. სიაშუეს პოსტი მეც წავიკითხე მწვანილებზე ისე ბევრს აქვს გართულება. ხინკალზე ვიხალისე სად დაამუღამა კუჭების დათვლა. ნახევარი პოსტი საჭმელებზე იყო არა და რა ეტყობა რომ გურმანია, ეგ იგივეა მე რომ ვწერო რესტორნების შესახებ :)

  6. uii cemii gamogzavnili maili.:) wavikitxe ra sheni wina posti :D vipikre iset rames gavugzavni rac gauxardebatko.da sxva veraferi movipikre..(rogorc chans gagixarda)

  7. მარი, ნახე რა კაია რომ ყველაფერი ჩაწყნარდა:)
    ძალიან მესიამოვნა სიაშუეს პოსტი,ყოჩაღ თქვენ! :) :*

  8. some findings about XX-post:

    1. რატომღაც არც შენ და არც სჯ არ დაულინკავს ცოცხალი თავით

    2. სამებაზე უწერია “another church” :))

    3. სინქრონული თარგმანი არ გაუგია… :))

Leave a Reply