როგორ მოვიპოვოთ პოპულარობა 1 პოსტით!

პოსტი ეძღვნება ბლოგოსფეროს ბოღმებს!

1. თუ თქვენში აბსოლუტურად არ არსებობს კრეატივის ნასახი და არ გაქვთ საწერი თემა, გადახედეთ ჩემს ბლოგს, იქნებ რამე იდეა მოგივიდეთ!

2. თუ თქვენი ბლოგი ნაგავია და არავინ შემოდის, დაწერეთ იმ ბლოგის კრიტიკა, რომელიც საუკეთესოა და ყველა სწორედ იქ შედის!

3. ატკინეთ გული რომელიმე ბლოგერს – მაგალითად მე!

მე ხომ ბლოგოსფეროს ვარდისფერი ჩუჩელა ვარ, რომელსაც არც გრძნობები აქვს და არც ტვინი. არც იმის ძალა, დრო და ნერვები რომ ყოველ თქვენს შხამიან ფრაზას პასუხი გასცეს!

გადაპოსტეთ ჩემი პოსტები, გამსვარეთ ტალახში, მომაყენეთ შეურაცხყოფა, მაწყენინეთ!

ეს ყველაფერი უფასოა და ადვილია! არავინ მოგთხოვთ პასუხს ამის გამო, არც დაგიჭერენ, არც გაგასამართლებენ.

ქულებსაც დაიწერთ და რეიტინგებიც მოგემატებათ!

ვერც ჩემს თვალებს დაინახავთ, როდესაც ამ პოსტებს წავიკითხავ. რეალში როცა შეგხვდებით, მე მაინც მოგესალმებით და თბილად გაგიღიმებთ!

რა პრობლემაა! მე არ ვარ წინააღმდეგი. ბლოგოსფეროს განვითარებისთვის…

იქნებ ბექლინკების გაკეთება მაინც ისწავლოთ. ;)

წარმატებებს გისურვებთ!

68 Comments

  1. ვაიმე არა!! სიმართლე გითხრა არც მე მომეწონა ის პოსტი.. :) მე შენს ბლოგზე ვაბოდებ რასაც ქვია :D :* :*

    1. მადლობა :2kiss:

      მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ბევრს მოეწონა…
      +17 თუ რაღაც ხმა ჰქონდა blogroll.ge-ზე .

  2. ნურავინ ჩამომართმევს მიკერძოებულობაში, მაგრამ ეგ უფრო მართალი პოსტია, ვიდრე ის, რომელიც სვითის წინააღმდეგ დაიწერა…
    მარა ეგ რა სალაპარაკოა, და ამინდის გაფუჭება თუ ბლოგებზე ბანაკების შექმნას უკავშირდება, მაშინ დაგხოცავთ ყველას!!!!!

    მარად თქვენი Zurriuss :)

  3. სვითიი
    ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი ;)

    დონთ ვორრი
    ქოზ იუ არ სოოო სვიით

  4. სამსახურში პრინციპულად არ ვერთვები შიდასარედაქციო ინტრიგებში, ერთ კუთხეში ჩუმად ვაკეთებ ჩემს საქმეს. ასე მოვიქცევი ახლაც. :) ეს ბანაკები და კოალიციები კიდევ რა ახალი გამოგონებაა? :D

    1. აუ, რავი მართლა რა!
      თავის ბლოგებს მიხედონ, რამე დაწერონ ნორმალური და ეყოლებათ მკითხველები!
      რას შემომიჩნდნენ რა უნდათ…

      პახოდუ თავის დაწერილ პოსტებს ჩემს ბლოგზე აპიარებენ კომენტარებში.

      იმენა საცოდაობაა…

  5. რატომ გწყინს თუ ვიღაც გაკრიტიკებს?
    ხომ გინდა რომ იყო ყველაზე ყველაზე ბლოგერი?
    ხოდა უარესებისთვისაც მზად უნდა იყო
    რა საჭიროა აქ თავის შეცოდება

    1. რატო უნდა ვიყო უარესებისთვის მზად?

      თუკი “ყველაზე ყველაზე” ბლოგერი ხარ (ჯერ ერთი ეგ რა ტერმინია? o_O) აუცილებლად ყველამ უნდა გაგინოს?

      რა ლოგიკაა?

      1. ის, რომ რაც უფრო მეტი გიცნობს, მით მეტი არის შესაძლებლობა იმისა, რომ ვიღაცას არ მოეწონოს შენი ნაწერი ან ნათქვამი და ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ ნორმალური მოვლენაა
        1000 მკითხველი რომ გყავდეს, ათასივე შენი ქება-დიდებით არ დაიხარჯება, თუნდაც სუპერ მაგარი როჟა იყო. ანუ სთილ იქნება ვიღაც, განსხვავებული აზრით, რომელიც შენს რომელიმე ნაწერს გააპროტესტებს და ყველას თუ ასე შეხვდი, შენვე დაგაკლდება, ხომ ხვდები

  6. სვითი, დედიკო, შენ არ ინერვიულო, იმან ინერვიულოს, ვისი პოსტებიც არ პიარდება (ეს “პიარი” კიდევ რა მეტიჩრობა გამოიგონეს ვითომ რა იყო ეხლა) და ვისაც ტვინში ერთი–ორი კარგი იდეა არაა :| თუ მაინცდამაინც, მაგას ჭინჭრის საფენი შველის ძალიან, ცოტა ლიმონი დააწუროს და ისე მიიღოს.
    შენი ქეთინო დეიდა.

  7. ასეთი რეაქცია რო გაქვს და უბრუნებ საპასუხო პოსტს, იმიტომაც წერენ :D
    დააიგნორე და ხო მობეზრდებათ?
    რა გადარებს შენ?

    1. იცი რა მადარდებს?

      ვინმეს მაინც რომ ვაწუხებდე ჩემი ბლოგით კიდევ ხო!
      იქით ყველას ვეხმარები…
      ვისაც არ სჭირდება დახმარება და არც ჩემი ბლოგის კითხვა უნდა რატომ შემოდის? ან რატომ წერს ჩემზე ასეთ საზიზღრობებს?

      ეგ ყველაფერი კაი, მარა უცნობები მაინც იყვნენ – უცნობები!

      ყველას რომ პირადად ვიცნობ, რეალში ყველა მიღიმის, მეგობრებად მივიჩნევ და მერე ასე მტკენენ გულს…

        1. არავის ვაცოდებ თავს.
          ჩემს ბლოგზე ვწერ, ჩემს გულისტკივილს.

          4 წელია ვიცნობ იმ ადამიანს. არაფერი დამიშავებია მისთვის არასდროს…

          პროსტა ხელი როგორ მოუბრუნდა, ვერ ვხვდები.

          1. გეთანხმები მგარმ ეხლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს ჩემი აზრით :) მინდა გითხრა რომ შენზე უბრალოდ იმიტომ წერენ ცუდს რომ შურთ შენი ის შურთ რომ მაგარი ბლოგი გაქვს და ის არ არის ისეთი პოპულარული როგორიც შენ. რჩევას მოგცემ ყურადღებას ნუ მიქცევა თორე რომ იცოდე მერე უფრო სხვებიც დაწერენ და შენც ნერვები ტყულად რატო უნდა იშალო? :( ვინც დაწერა ეგ მეც ვნახე მაგრამ მოსაწონი იქ რც არაფერი იყო! შენ ნუ ინერვიულებ სვიით რა :*

  8. ვინ დაწერა და რა?

    იქნებ მიუთითო ლინკი, ბუნებრივია, ყველა ბლოგს ვერ დავივლით ვინც არ ვიცით, და სათითაოდ ვერ გადავქექავთ… დადე რა ლინკი, ფლიზ :)

    და საერთოდ, რატო ითხრი ნერვებს, რაც არ უნდა ეწეროს. რადგან საჭიროდ ჩათვალეს, შენზე დაეწერათ, ესე იგი, “გულზე ეკლად ესობი”, თუ როგორც ამბობენ… ხოდა თუ ასეა, ესე იგი კონკურენტად აღგიქვამენ… თუ კონკურენტად აღგიქვამენ – ესე იგი, ძლიერი ხარ… თუ ძლიერი ხარ – გიხაროდეს! შენ რომ ვიღაც მაჩანჩალა იყო, არავინ არაფერს დაწერდა არც იტყოდა. რომელი გირჩევნია? :-)

    კის კის

  9. და როგორ გამოვიწერო კომენტარები შენს ბლოგზე, არასოდეს არ მომდის მეილზე, არადა სულ ვნიშნავ

  10. მე მქავს უნიკალური ეცეპტი პოპულარობის მოპოვების შესახებ :D
    მაგრამ მხოლოდ გაბედული ბლოგერები თუ გააკეთებენ ამას
    ანუ წერონ რაც შეიძლება მეტი საკუთარი სექსუალური გამოცდილების შესახებ.
    პირველი სექსი სურათებით, მეორე სექსი სურათებით, მესამე სექსი სურათებით.

    თუ ასეტი გამოცდილება არ გგაჩნიათ მაშინ მოიგონეთ და საკუთარი სურათები დადეთ :D :D ნახევრად შიშველი სურათები, ხანდახან თითქმის შიშველი :D :D

    1. პირველი სექსი რომ მქონდა მაშინ თავზე ნაჭერ გადასაფარებელი კამერები რომ იყო და ის რომ ფეთქდება გასანათებელი მაგრად დაღმაგზნებდა ამიტომ ფოტოგრაფი გავუშვი და გრავიურები რომ დავდო ბლოგში შეიძლება? (მორიდებული ბეჭდვით აკრეფილი ტექსტი)

  11. აუ, სხვისი აზრი არ გკიდია? ვისაც რა უნდა ის წეროს! სიმართლე ყველამ იცის! და ბოღმებს და ინტრიგნებს რა დალევს! ;)

  12. დაახლოებით ვიცი რაზეც მიდის ლაპარაკი.

    შემთხვევით ჩემმა პოსტმა ხომ არ გაგანაწყენა ?!

    http://justsimpleguy.wordpress.com/2009/10/21/31/

    თუ ამ პოსტმა გაგანაწყენა მირჩევნია ვიცოდე :)

    იმიტომ რომ გამაკრიტიკებელი არაფერი დამიწერია

    არც შენვის მომიმართავს და უბრალოდ ჩემი აზრი დავწერე

    და თუ ამ პოსტმა შენზე იმოქმედა ბოდიში მინდა მოგიხადო

    და თუ არ უმოქმედია ამოვისუნტქებ კიდევაც :)

    პ.ს. ვნახე ერთი ორი შენი გამაკრიტიკებელი პოსტი

    1. არა შენ არაფერ შუაში ხარ. ყველაფერი კორექტულად გიწერია, სხვებისგან განსხვავებით :)

      :2kiss:

  13. არ მიყვარს ასეთი დაძაბულობა ბლოგერებს შორის : |

    ბლოგი ხომ არ არის ოფიციალური რაღაც, ვერავის მოვთხოვთ რა უნდა წეროს, და რა – არა. სვითი აკეთებს ბლოგინგის გაკვეთილებს – ვისაც უნდა ასრულებს, ვისაც არ უნდა – არ ასრულებს. გადაკიდება არ არის საჭირო, ჩემი აზრით.

    ყველამ ჩვენთვის ვპოსტოთ, რაც გვინდა, – ვიღაცამ დღის განრიგი მოყვეს, ვიღაცამ – ნიუსები დაპოსტოს, კინო განიხილოს და ასე შემდეგ..
    მე ვერ დავწერ მაგლითად, თეა თუთბერიძეზე, ან ქართულ მარაზმებზე, იმიტომ რომ მე – მე ვარ და ასეთი პოსტების წერა არ მიყვარს. მირჩევნია დავწერო თუ როგორ მიყვარს ესპანეთი, ან გრეის ანატომია.. მერე რა რომ ეს ბევრს არ აინტერესებს, მე ხომ არ ვარ ვალდებული ხალხის ინტერესები გავითვალისწინო?

  14. დასკვნა: ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩვენთვის..

    თუმცა ყველაფერი ადამიანური ამავდროულად ცხოველურიცააო, აქვე დააყოლა ტერენციუსმა ზემოთქმულ ზეფრაზას.. :))

  15. [quote]მე მქავს უნიკალური ეცეპტი პოპულარობის მოპოვების შესახებ
    მაგრამ მხოლოდ გაბედული ბლოგერები თუ გააკეთებენ ამას
    ანუ წერონ რაც შეიძლება მეტი საკუთარი სექსუალური გამოცდილების შესახებ.
    პირველი სექსი სურათებით, მეორე სექსი სურათებით, მესამე სექსი სურათებით.

    თუ ასეტი გამოცდილება არ გგაჩნიათ მაშინ მოიგონეთ და საკუთარი სურათები დადეთ ნახევრად შიშველი სურათები, ხანდახან თითქმის შიშველი [/quote]

    გეთანხმები :D :D:D

    ვაიმე რამდენი ვიცინე :D

      1. ზურიუსის კომენტარი წავიკითხე: ”ნურავინ ჩამომართმევს მიკერძოებულობაში, მაგრამ ეგ უფრო მართალი პოსტია, ვიდრე ის, რომელიც სვითის წინააღმდეგ დაიწერა…”
        მაგაზე ვიკითხე, სად დაწერეს ამ ბლოგის წინააღმდეგ-მეთქი. :( :(

        პ.ს. პროვოკაციას წამოვეგე, ”ძუძუებში” შევედი X-D

  16. ნუ განიცდი :)) ვიღაცამ დაწერა აქ ადრე.. ყველაფერი რეკლამაა, მანამ სანამ შენს სახელს სწორად წერენო :))
    თუ გაბრაზდები, ეს ნიშნავს რომ ვიღაცამ მიზანს მიაღწია, თუ შენს გასაბრაზებლად აკეთებდა..

  17. საერთოდ შურთ ხოლმე კარგის… მერე შურითვე ილანძღებიან… შურითვე ცდილობენ ძირი გამოგითხარონ.. რომ რამენაირად დაწიონ შენი რეიტინგი… და ესეც შურის გამო….
    ცუდი რომ იყო კაციშვილი სიტყვას არ დაძრავდა :)
    take it easy

  18. კაი რა სვით… ზატო იმაზე მეტს უყვარხარ ვისაც არ უყვარხარ :D გული არ იტკინო ეგეთებზე :P წავიკითხე ის პოსტი და უბრალოდ გაიცინე ცუდ ხასიათზე დაწერილი პოსტი იყო :D :)) :*

  19. ძირს ბოღმებიიიიიი!!!!
    მითხარით რა მეც სად წავიკითხო ის პოსტი?? მოვკვდი ქალი ინტერესით! ფლიიიიიზ:)

  20. არადა ფაქტია რომ შენს ბლოგზე თითქმის ყველა პოსტი მაქვს წაკითხული და პირველად გავიგე მაგ პოსტიდან დვორსკიზე საერთოდ რამე.

    და ისე, საინტერესოა, სვითის რომ თავი დავანებოთ, დანარჩენი მისი ბლოგის მკითხველებიც დებილები და იდიოტები ვართ?

  21. იმ რჩევა დარიგებების ჩამონათვალში ხომ ისიც წერია, სხვისი ბლოგი თამამად გააკრიტიკეთო.
    ჰოდა რაშია პრობლემა ვერ ვხვდები, ვიღაცას არ მოსწონს კონკრეტული ბლოგი და შესაძლოა თავისი არგუმენტებიცა აქვს. რა სჭიროა ასე მტკივნეულად რეაგირება?!

    რა ვიცი…

    1. ეგ რანაირი კრიტიკაა, პირადი ჰიგიენა მოიწესრიგეო და რაღაც საზიზღრობები წერია…

  22. წავიკითხე ის პოსტი, არც მე მომწონს ასეთი დაძაბულობა :@ ერთმანეთის ხარჯზე პოპულარობა რა წესია?!… მაშინ გავთელოთ ფეხით ერთმანეთი და ბოლოს ყველა გავერთხმევით მიწაზე… :@

  23. იმ პოსტის მერე ეს პოსტი უფრო სასაცილო იყო.
    ვერაფერი დავინახე იქ დამცინავი და სანერვიულო.
    ხომ გაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე მაგარი ბლოგერი ხარ და ყველაზე მეტი მკითხველი გყავს, ჰოდა კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყო.

  24. დღითი-დღე ვრწმუნდები, რომ ქართულ თვითშეგნებაში კრიტიკის და დაცინვის ცნებები ერთმანეთს ემთხვევა.

    კრიტიკა ვიცი მე ობიექტური და კონსტრუქციული.

    და შენ კიდევ ერთ რამეს გეტყვი: იდეაში, ორივეგან გამოვთქვი ჩემი აზრი და არ ვაპირებ ჩაღრმავებას. თქვენი კონფლიქტია, თქვენვე გაარკვევთ. მაგრამ აი, ძალიან, ძალიან სულელური საქციელი იქნება შენი მხრიდან, ღიმილით შეხვედრა და მოკითხვა. აშკარად გეწყინა ხომ? ხოდა, როცა რაღაც წყინს ადამიანს და იღიმის, ცოტა არაადექვატურია ჩემის აზირთ. მეორედაც იგივე რომ გაიმეოროს, აღარ უნდა დაიწუწუნო მაშინ.

    ხოდა, სახის ახევა გადატანითი მნიშვნელობით არის მშვენიერი საშუალება. შენც დაიცლები წყენისგან, ისიც დაიცლება აგრესიისგან და ბლოგოსფეროც დაიცლება “სვითის ბლოგს რა პონტში კითხულობ, ძმაუ?” vs. “სვითის ბლოგს რა პონტში არ კითხულობ, ძმაუ?” ტიპის დაჯგუფეფებისგან.

    პ.ს. ცინიზმის მთავარი მიზანიც ისაა, გული გატკინოს. ცინიზმს ცინიზმით პასუხობენ, ან საერთოდ, იკიდებენ და არ პასუხობენ :D

    1. ეტყობა პოსტი თავიდან ბოლომდე არ წაგიკითხავს.

      მეც კი ვერ წავიკითხე ბოლომდე. შუაში უკვე გული მერეოდა…

      1. შუაში ნაწილები გამოვტოვე, რამეთუ ნამეტანი საკაიფო მანდ ვერაფერი ვნახე :D
        დაჟე, ვერ ვიკაიფე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პუნქტი ჩემთანვე აღვნიშნე, რომ არ მომწონდა, მაგრამ ამისთვის ფეკალური მასების წარმოშობის და განვრცობის შესახებ ლექციის წაკითხვა არ დამჭირვებია და რიავიც…

        ;)

        მოკლედ, დაიკიდე რა :D

  25. დვორსკის პოსტიც წავიკითხე და ესეც და კონფლიქტის აზრს ვერ მივხვდი… ჩვეულებრივი ღადაობა იყო თემაზე, აგრესიისა და ზურგსუკან დანის ჩაცემის ვერანაირი ნიშანწყალი ვერ აღმოვაჩინე. თან, თუ ძალიან ჩავეძიებით, დვორსკისეული შენიშვნები ზოგ ადგილას დროული და ადეკვატურია, თუმცა ცოტა ზედმეტად ცინიკური გამოუვიდა…

    მეც შემიძლია მაგ 80 რჩევის დეტალური კრიტიკის დადება, თუმცა ეს იმის ნიშანი არ იქნება რომ არ მევასები. თუ აკა მორჩილაძის (მაგალითად) რომანს ვაგინებ და ვაკრიტიკებ, ეს არ ნიშნავს რომ თავად ავტორს ვერჩი რამეს…

    ერთი სიტყვით, ვერ მივხვდი შენი გაბრაზების მიზეზს, დვორსკის პოსტი ადეკვატური იყო, თუ ჩავთვლით, რომ ტიპმა იღადავა. არადა სხვა არც არაფერი უქნია :)

    პ.ს. ზემოთქმული ჩემი პირადი მოსაზრებაა და არც დვორსკის ვიცნობ და არც სვითის პირადად, ასე რომ გაითვალისწინეთ :p

    1. მეც ვეთანხმები ლინგვისტუსს,
      მარი ძაან მტკივნეულად აღიქვამ ამ ყველაფერს
      მე მესმის რომ ეს ბლოგი შენთვის შვილივიტაა, ნაწვალები და ნალოლიავები და შესაბამისად გულიც გტკივა
      მაგრამ უფრო საღად და იუმორით მიუდექი მაგ ყველაფერს :)
      შენ შენი საქმე აკეთე და წერონ რას გიშლიან

      მე პირადად ძალიან ვიხალისე იმ პოსტზე და არა იმიტომ რომ შენს პონტში, არამედ ზოგი პუნქტი მართლა საკაიფოდ ეწერა

      ხოდა ყველაფერი რაც შენს წინააღმდეგაა, შენს სასარგებლოდაც არისო უთქვამთ ბრძენ ხალხს…

  26. მე ვიცნობ დვორსკის პირადად და სვითის მხოლოდ ვირტუალურად :) ასე რომ შეგიძლიათ მიკერძოებულად ჩათვალოთ ჩემი კომენტარი :)

    მე მგონი ტყუილა მიიღე ასე მტკივნეულად და საერთოდ ასე პირადულად ეს კომენტარები :))

    კი, იყო ერთი-ორი ისეთი ადგილი, სადაც ირონია აშკარად იყო შენკენ გადმოკრული (და ესეც არაა დაქცევა), მაგრამ უფრო მეტი იყო ზოგადად ირონია ბლოგერობის მიმართ და არა კონკრეტულად ავტორის მიმართ. ყოველ შემთხვევაში, მე ერთი პოსტიც წავიკითხე, მერე მეორე ჩორვენთან, მერე მესამე დვორსკისთან და საერთო ჯამში კარგად ჩამომიყალიბდა აზრი, რომელი რეკომენდაციაა ჩემნაირი ტიპის პროგერისთვის მისაღები და გამოსადეგი და რომელი არა. და მართალი გითხრა, რომ არა იქ და აქ კომენტარები, აზრადაც არ მომივიდოდა რომ ეს ბლოგ-პინგპონგი რაიმე რეალურ კონფლიქტს ან ეფუძნებოდა ან გამოიწვევდა :)

    ასე რომ, please, take it easy :)))
    მე მომეწონა დვორსკის პოსტი (თუმცა მეილზე წავიკIთხცე და აილაიქისთვისაც არ დამიჭერია), სუფთად თვითირონიის და სასარგებლო ინფოს ამბავში და ალბათ ამიტომ მოეწონათ სხვებსაც. შენდამი დაპირისპირება არაფერ შუაშია.
    მე მგონი ყველაზე არაკონფლიქტური და სასარგებლო ბლოგერი ხარ, ვსგეგდა კ ნაშემ უსლუგომ და ვინ რატომ ვერ უნდა გიტანდეს, აბა დაფიქრდი , თუკი კტოტა ლიჩნუიუ ნეპრიაზნ ნე ისპიტაეტ რეალური ცხოვრებიდან :)

    ის, რომ მე არ შემიძლია ან არ მინდა შენნაირი ბლოგი მქონდეს და საუკუნეში ერთხელ შემოსვლა და პიარის გარეშე წერა მაკმაყოფილებს, სულაც არ ნიშნავს რომ დავიწუნო შენი ბლოგი და შენი დროის ხარჯვა :)))

    მოკლედ რა,
    მოეშვით, გაიღიმეთ და შერიგდით. გაუგებრობა რაც მალე გაირკვევა, მით უკეთესია :))

  27. პ.ს. და კიდევ ერთი,
    რაც არ უნდა ვთქვათ, პოპულარობა დვორსკის ბლოგს არ აკლია, ნუ რომელი ჯობნით პოპულარობაში მაგდენი არ ვიცი, ან კონკურენცია რამდენად გაპირისპირებთ, მაგრამ პოპულარობისთვის გაკეთებული რომ არაა ეგ პოსტი, მაგაზე მე დავდებ თავს :))

  28. არადა არაფერი არ იყო იმ პოსტში ასეთი გასაბრაზებელი და ასაქოთქოთებელი.
    არ დაგეთანხმა ადამიანი და აზრი გამოხატა : ))))
    relax…

  29. ფეხი დამადგით გულზე დამადგითქო ბარემ გეთქვა და ბლოგოსფეროს აღმაშენებლი დაგერქმეოდა ამ პოსტის მერე :*
    რა გწირს ადამიანო ?

    1. ბლოგოსფეროს აღმაშენებლი ისედაც მქვია. :ამაყი სმაილი:

      არ მინდა გულზე ფეხები და ცხვირში საჩვენებელი თითი :D

  30. მარიამ, ამ პოსტმა შენ მგონი ყველაზე დიდი პოპულარობა მოგიტანა შენი ბლოგის არსებობის მანძილზე და მადლობა უთხარი დვორსკის და შენს თავსაც :) რომ ასეთი დაწერე და ასე გაგაკრიტიკეს!!!

    კრიტიკაზე მაგარი კიდე არაფერია, ყველაზე აუცილებელია დღეს ეს საქართველოში :) ერთმანეთის ჯანსაღი კრიტიკის გარეშე განვითარება შეუძლებელია :)

    ეთამაშე ძლიერს, თუ გინდა გახდე უფრო ძლიერი ;)

  31. არ ვიცი ვინ ცუდებმა გაგაბრაზეს, მაგრამ მე გირჩევ გააკეთო ჩემნაირი დებილი ბლოგი და არც არავინ შემოვა და არც კომენტარები იქნება და არც არავინ არ გაგაბრაზებს სამუდამოდ (ბუზღუნით)

    1. აი ზუსტად ეგეთი ბლოგი მაქვს მე.. არც არავინ მაწუხებს არც არავინ მიშლის ნერვებს…ვარ ჩემთვის და უკიდურეს შემთხვევაში თვითონ ვტოვებ კომენტარებს ჩემს პოსტებზე… :*.. აიი ეს ბლოგი კიი ძალიან ძალიან მიყვარს.. აქ რომ შემოვდივარ მშვიდათ ვარ..

  32. მარიი კარგად მიუდექი საკითხს
    :Dაი ეგეთი სარკასტული პოსტი უნდა მოუძღვნა ისეთ ადამიანებს რომლებსაც Aშენი შურთ

    წარმატებები და წარმატებები კიდევ ის რომ წარმატებები ბლოგშიც ცხოვერბაშიც და რავიცი :* მაგარი ადამიანი ხარ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.