Pink.ge – ჩემი ახალი პროექტი

Pink.ge ჩემი ახალი წამოწყებაა. ეს არის ონლაინ ჟურნალი – ქალებზე, ქალებისთვის, ქალებისგან (და არა მარტო ;) ). ვებ-გვერდი ოფიციალურად 2 კვირაა რაც გაეშვა და უკვე ყოველდღიურად 300-ზე მეტ უნიკალურ ვიზიტორს მასპინძლობს!

რაც მთავარია, მასში მონაწილეობა ყოველ თქვენგანს შეუძლია! ამისათვის უბრალოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო.

ჩემი ღრმა რწმენით, Pink.ge ნიჭიერ ავტორებს და ბლოგერებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ საკუთარი სტატიები ჯანმრთელობის, სილამაზის, სიყვარულის, სექსის, კარიერისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

Pink.ge-ს ავტორობა სასარგებლოა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში (და ვინ იცის, რამდენი გამომრჩა!):

  • თუ თქვენი ბლოგი ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვისაა და ცოტა მკითხველი ჰყავს, თქვენ კი მეტის მოზიდვა გსურთ;
  • თუ თქვენ დამწყები/სტუდენტი ჟურნალისტი ხართ და გსურთ ფეხი მოიკიდოთ გასართობ-შემეცნებით ჟურნალისტიკაში;
  • თუ გჭირდებათ გამოქვეყნებული პუბლიკაციები რეზიუმეში მისათითებლად;
  • თუ გსურთ მკითხველის გემოვნებაზე და მოთხოვნებზე დაკვირვებების წარმოება;
  • თუ ორიგინალური იდეები გაქვთ და მათ გასახორციელებლად ფართო აუდიტორია გჭირდებათ;
  • თუ გსურთ პოპულარული გახდეთ სასარგებლო სტატიების ავტორობით;
  • თუ ოდესმე ჟურნალის რედაქციაში გსურთ მუშაობა (ან რედაქტორობა);
  • თუ წამახალისებელი პრიზების მოგება გიყვართ;
  • თუ საინტერესო იდეებისთვის ჰონორარის მიღება გსიამოვნებთ;
  • თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ და თვითგამოხატვის სურვილი გკლავთ;

Pink.ge-ზე შესაძლებელია გახდეთ ავტორი, რედაქტორი, მესვეტე, ბლოგერი, ფოტოგრაფი, ფოტორეპორტიორი, მხატვარი, ვიდეობლოგერი, ან ის, რაც თავად გსურთ, რომ გახდეთ და აკეთოთ ის, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გეხერხებათ.

Pink.ge ძალზედ ახალგაზრდა წამოწყება, მაგრამ გულწრფელად მჯერა მისი მომავლის. მისი განვითარების უამრავი გზაც მოფიქრებული მაქვს. მათ განხორციელებას კი თქვენი დახმარებით შევძლებ.

შემოგვიერთდით და ერთად განვავითაროთ ქართველი ქალების მომავალი საწყისი გვერდი ინტერნეტში. :)

9 Comments

  1. ძალიან კარგი წამოწყებაა და გვერდის დიზაინი მომწონს ძალიან ;) წარმატებები!

  2. მეც შემოგიერთდები სამსახურს მივხედავ და… :* ისე მეც მქონდა ეს იდეა, მაგრამ ჟურნალ “დაქალის” მერე აღარ გავრისკე :) <3 ისე მომწონს :*

  3. “თუ საინტერესო იდეებისთვის ჰონორარის მიღება გსიამოვნებთ;” ეს სიმართლეა??? :დდდ

  4. ამ ჟურნალის გამოა, ბლოგზე რომ კარგა ხანია არაფერი დაგიწერია?:)

    გისურვებთ წარმატებებს შენ და PINK-ს:)

    მეც შემოგიერთდებით, სავარაუდოდ, თუმცა ჩემი მიმართულება ცოტა სხვაა..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.