Pyjama party! That’s what i like

სვითისგან შემოთავაზების მიღების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ event-ზე დავწერო :)

Pyjama Party!

ვინც ვერ მიხვდა,ეს  არის მეგობრების შეკრება (ძირითადად გოგოების ;) )
და მთელი ღამის ერთად გატარება.  ერთხელ მაინც, ცხოვრებაში ყველა
ჩვენგანი იქნება ნამყოფი მსგავს “დევიშნიკზე”. თქვენი არ ვიცი,
და მე ძალიან მიყვარს ასეთი რაღაცეები. ამ დროს მე და მეგობრები, ვიკრიბებით,ვაკეთებთ საჭმელს, ვსვამთ(რადგან უკვე დიდი გოგოები ვართ:)),  ბევრს ვცეკვავთ(მეზობლების გულის გასახეთქად), ვჭორაობთ და რაც მთავარია, ვუყურებთ რომანტიულ მელოდრამებს!:)

ჩემი აზრით, ეს ელემენტი  მნიშვნელოვანია. ის დევიშნიკი,
რის დევიშნიკია, ყველამ ერთად თუ არ იტირეთ, ყველაზე
სენტიმენტალურ მომენტში?ძალიან ბევრი სასაცილო მომენტი მახსენდება, ამასთან დაკავშირებით. გქონიათ სიტუაცია, როდესაც აცრემლებული, მეგობრებს გადახედავთ
და უცებ ყველას სიცილი გიტყდებათ?ხო მაგარი გრძნობაა?)) ამ დროს, მახსენდება, ყბადაღებული “დოგმა”, რომ ბიჭები არ ტირიან.. რატომ მახსენდება? იმიტომ რომ, მეცოდებიან ხოლმე მამრები, ისინი ვერასოდეს გაიგებენ, რა მაგარია, რაღაც სულელურ ფილმებზე დაქალებთან ერთად ტირილი )) it’s so fun!..

კიდევ რამდენიმე დეტალი, რამაც შეიძლება გაახალისოს ასეთი ფართი. სხვა და სხვა სახის snack-ები:ჩიპსები,კრეკერები,პოპკორნი,მზესუმზირა + ბევრი უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი:კოლა,წვენი,ნემიროვი და ა.შ. ))..

რით შეიძლება გაერთო ამ დროს? პირველ რიგში,ერთმანეთთან ყოფნით და ჭორაობით ),ფილმები,make up შეჯიბრება,dressing contest და სურათების გადაღება,Cosmopolitan-ის ახალი ნომრის წაკითხვა, კარაოკე :), სხვა და სხვა თამაშები.. ბოლოს, გამთენიისას ჩაძინება, ადამიანებთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარს ))

მოკლედ, ძალიან მიყვარს Pyjama Party-ები.. ))

ესეც, ერთ-ერთი რომანტიული და სევდიანი ანიმე, რომელსაც გირჩევთ მე პირადად: 5 centimeters per second

p.s. ესეც, სვითის, სულ ახლახანს დაწერილი პოსტი, რომელიც წერისას გამახსენდა: If we wanna rock – we rock!

18 Comments

  1. მეც წამიყვანეთ და იმდენს ვიტირებ ყველა მითს ერთი ცრემლის მოსმით დავარღვევ :მზე: ფრჩხილები გავუკეტოთ ერთმანეთს :სჰყ: ))

  2. აუუ
    მიყვარს როგორ პიჟამა ფართი
    მარგამ მგონი ძაან გავიზარდეთ
    დიდი ხანია აღარ მოგვიწყვია
    ზოგს მეორე დღეს სამსახური და დილას ადგომა აფერხებს
    ზოგი შეყვარებულს ხვდება და არ სცალია
    ზოგი გათხოვდა და ქმარს ვერ ტოვებს და ბლაბლა
    მალე ალბათ “ბავშვი ვის დავუტოვო”-ს გამო ვეღარ ვიზამთ და ასე..
    მარა მახსენდება და მიხარია
    იმედია კიდევ იქნება წინ ასეთი საღამოები თუ ღამეები :D

  3. ნატოშა, ლოვ ია!!!
    ეს რა გამახსენეეეეეეე =))
    20 წლის რომ გავხდი, მაშინ ჩემს დაბადების დღეზე გავაკეთე “ფიჯამა ფართი”. გარდა ჭამა-სმა-ცეკვისა, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო, ყველა მეგობარი ჯდებოდა “ელექტრო სკამზე” (ჩვეულებრივი სკამი) და უნდა მოეყოლა თავისი შიშების, წარუმატებლობების და სიყვარულობანების შესახებ. ისეთი საინტერესო გამოვიდაააააააა, ხან ვტიროდით, ხან – ვიცინოდით.

  4. აუ ძალიან მაგრად მევასება Pijama Party.
    ძალიან მაგარი რაღაცაა.
    ერთობი და ყირაზე გადადიხარ რა.

  5. ძაან მიყვარს პიჟამა ფართი. და ჩვენ სახლში ხშირად ეწყობა ხოლმე. ნუ, თითქმის ყოველ კვირას.
    ძალიან ვხალისობთ. იმედი მაქვს რომ გავიზრდებით ხალისი არ დაგვეკარგება.

  6. ბაბისა, ეჰჰ.. მეც დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ Pyjama Party-ზე ))

    სოფი, აუ, ეგ ძალიან მაგარი იდეაა <3 როგორც კი მექნება შესაძლებლობა, გამოვცდი )

    თათია, თქვენ სულ პიჟამა ფართი არ გაქვთ? ))) <3

    ქეით, ხო მეც მაგიტომ მიყვარს ^^

    უტვინო, :2კისს:

  7. ეს რა გამახსენე ნატ,უნდა დავგეგმო უახლოეს მომავალში,ოღონდ მეგობრის სახლში :D

  8. ძაააააააალიანნ მაგარი რამეა!!!
    მართალია მელოდრამების მოყვარული არ ვარ და ეგ ნაწილი დიდად არ მხიბლავს მაგრამ დანარჩენების სახეების ყურება მაგ დროს ისეთI კაიფია რომ ღირს :D :love:

  9. აუ რა მაგარიააა
    მეგობრებიი
    ბევრი ჭორაობა , კინოებზე ტირილი თავის თავზე რო ითვისებს ყველა ყველფერს იმ კინოდან და აუუ რა მაგარიაა, ყოველდღე სულ უფრო მიხარია ეს ბოლოხანები რო გოგო ვარ :დ

  10. აააააააააააააააააააა რა მაგარი პოსტია

    მიყვარხარ ნატოშ!!!

  11. ერთი კითხვა:

    რატომ იყენებ ხშირად ინგლისურ სიტყვებს? :)

    ქართული მნიშვნელობები არ გახსოვს ვითომ? :givi:

    1. მახსოვს. რა ვიცი, იმ მომენტში ინგლისური/რუსული შესატყვისის გამოყენების სურვილი მიჩნდება და ვიყენებ )

  12. ოოოოოოოოოო, რა მაგარი პერიოდი გამახსენე :)
    ჩვენ 3 დაქალი ვრცებოდით ხოლმე ერთ-ერთთან ვაჟას დასაწყისსი ნაქირავები ბინა ქონდა.
    ჩავიდოდით მარკეტში ამოვიტანდით ბევრ სნექებს, სასმელი სულ ქონდათ სახლში, მე წითელი მარტინი მევასებოდა ხოლმე და სულ მაგას ვსვამდი
    მერე ვჭამდით, ვსვამდით, ყველაზე და ყველაფერზე ვლაპარაკობდით ცხოვრებაში, მერე მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწევდით და გიჯებივით ვცეკვავდით.
    რამის 4 საათზე ჩავცვივდებოდით მანქანაში და კრუგებს ვურტყამდით ცარიელ თბილისს…
    მმმმმმმმმმ
    ძალიან მაგარი დრო იყო
    ერთხელ დაჟე პატრულებმა გაგვაჩერეს ღამე ვაკესი და გვითხრეს რომ თურმე ყოველ მეორე დღეს მორიგეობდნენ და სულ გვხედავდნენ ხოლმე და ბოლოს დაინტერესდნენ.
    ხოდა ვაკის პარკთან ვიდექით ვეჭორავებოდით და დაჟე აქეთ გვეპატიჟებოდნენ შამპანურებზე :)
    ძალიან საყვარელი ბიჭები იყვნენ ორივე :)

  13. Sleep Overs<3 მაგ დროს ყველა პრობლემა გავიწყდება და თავს ძალიან მაგრად გრძნობ^^ ჩემთან მოწყობილი სლიფოვერები ყველაზე მაგარი გამოდიოდა ხოლმე ამ ზაფხულსაც აუცილებლად მმმ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.