Picasa

ახლა დავწერ მოკლე ტუტორიალს თუ როგორ უნდა ვიხმაროთ Picasa-ას ვებ ალბომები.
Picasa არის Blogger-ის ბლოგებთან და ასევე გუგლის სხვა პროდუქტებთან ინტეგრირებული სურათების ასატვირთი მოწყობილობების (Software & web-service) ერთობლიობა.

ვინაიდან უკვე რამოდენიმე კვირაა გაჭედილი მაქვს გუგლის პროდუქტებზე, Picasa-ს საჭიროება და დადებითი თვისებებიც ჩამოვაყალიბე უცებ.

  1. კომპიუტერში აღმოვაჩინე ბევრი ისეთი ფოტოსურათი, რომელიც კარგა ხნის დავიწყებული მქონდა.
  2. Picasa-ში შეიძლება ფოტოსურათების დამუშავება, მათი ვებ-ალბომში ატვირთვა ბრაუზერის გახსნის გარეშე, თანაც ატვირთვ შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე სათითაოდ.
  3. ბრაუზერის გაუხსნელად შემიძლია ბლოგში დავპოსტო ფოტოიანი ტექსტი.
  4. Picasa-ში შემიძლია გავაკეთო ფოტოსურათების სხვადასხვაგვარი კოლაჟი.
  5. Picasa-ს ვებ-ალბომი მთავაზობს 2 გიგაბაიტ უფასო სივრცეს ჩემი ფოტოსურათების განსათავსებლად და მეგობრებთან დასა-share-ებლად.
  6. აღმოჩნდა რომ ბლოგის ყველა ფოტო ინახება პიკასას ალბომში და ნებისმიერ დროს შეგიძლია ყველა ერთად ჩამოტვირთო ან უბრალოდ დაათვალიერო.
  7. Picasa-დან შეგიძლია შენს კომპიუტერში მოთავსებული ფოტოსურეთების ნებისმიერი ფოლდერი ჩაწერო პირდაპირ დისკზე.
  8. ეს არის ძალიან მსუბუქი და მოსახერხებელი პროგრამა რომელიც არასდროს ჭედავს!!!
  9. Picasa-ს ვებ ალბომში შესასვლელად იყენებ gmail-ის იუზერს და პაროლს.
  10. ნებისმიერი ფოტოს მოძებნა კომპიუტერში ძალიან ადვილია Picasa-ს შიდა სერჩით.
  11. რაც გამახსენდება კიდე დავამატებ…

ახლა რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ Picasa-ზე:

  1. რა თქმა უნდა დარეგისტრირება არ გჭირდებათ თუ თქვენ გაგაჩნიათ gmail-ზე ექაუნთი.
  2. შედიხართ გუგლის პროდუქტების ჩამონათვალში
  3. ირჩევთ Picasa-ს
  4. იწერთ Picasa-ს Software-ს
  5. აყენებთ კომპიუტერში
  6. Picasa თვითონ განალაგებს კომპიუტერის ყველა ფოტოს თავის არქივში
  7. იწყება თავდავიწყება :)))

Leave a Reply