იდეალური ბიჭი

იდეალური ბიჭი არ არსებობს. წინასწარ ვამბობ არ არსებობს ასეთი ბიჭი. მასზე მხოლოდ შეიძლება იოცნებო.

იდეალურ ბიჭს მოსწონს შენი ვარდისფერი ლეპტოპი, შენი კოსმოპოლიტენის ჟურნალები და ის, რომ ზეპირად იცი SATC-ს ყველა სერია.

იდეალურ ბიჭს ზუსტად ისეთი მოსწონხარ, როგორიც ხარ. მეტიც, ის აღფრთოვანებულია შენით.

იდეალური ბიჭი არ იზიარებს შენს გატაცებებს, მაგრამ მისთვის შენი სამყარო ყველაზე საინტერესოა.

შენ და იდეალური ბიჭი ისე ხართ, როგორც Beyonce და Jay-Z.

იდეალური ბიჭისთვის შენ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მიმზიდველი გოგო ხარ.

იდეალური ბიჭი არასდროს გიღალატებს და არც შენ მოგცემს საშუალებას, სხვა მოიდეალურო ბიჭზე დაიწყო ფიქრი.

იდეალური ბიჭი შენთან ერთად ოცნებობს საშობაო არდადეგების ნიუ იორკში გატარებაზე. მერე რა, რომ შენი არჩევანი მანჰეტენია, მისი კი – ბრონქსი.

იდეალური ბიჭი შენსავით სიამოვნებს მაღაზიების ვიტრინების თვალიერება.

იდეალური ბიჭი არ დაელოდება შენს ინიციატივას და პირველი გამოგიგზავნის facebook-ზე relationship request-ს.

იდეალური ბიჭი ამბობს, რომ გამოუსწორებელი “პაპსავიკი” ხარ და მერე შენთან ერთად უსმენს ლედი გაგას.

იდეალური ბიჭი შენი თხოვნით გასინჯავს პიცას, რომელსაც აქამდე არასდროს ჭამდა და აღმოაჩენს, რომ თურმე გემრიელი ყოფილა.

იდეალური ბიჭი არასდროს გაექცევა სიძნელეებს, ყოველთვის მოიხდის ბოდიშს, როცა დამნაშავეა და მაშინაც, როცა დამნაშავე არ არის.

იდეალური ბიჭი გავსებს ენერგიით და სიცოცხლის ხალისით. მის გამო გიხარია გაღვიძება და დაძინებაც, რადგან მეორე დღეს უნდა გაიღვიძო.

იდეალურ ბიჭთან ყოველი შეხვედრის წინ მუცელში უამრავი პეპელა დაფარფატებს.

იდეალური ბიჭი შენთან ერთად უამრავ სიგიჟეს სჩადის და საღამოობით ამ ყველაფერზე ფინჯანი ჩაის თანხლებით გულიანად იცინით.

იდეალური ბიჭი როცა შენთან არის, ამქვეყნად ყველაფერი იდეალური ხდება და შენც სურვილი გიჩნდება იდეალური გახდე.

იდეალური ბიჭი თვითონ იდეალურია, მიუხედავად იმისა რომ ამბობენ – ამქვეყნად არაფერი არსებობს იდეალური.

ბოლოს და ბოლოს ყველა ის ავტობუსის ბილეთი შენახული გაქვს, როდესაც იდეალური ბიჭი შენთან ერთად მგზავრობდა.

იდეალური ბიჭი იმდენად გიყვარს, რომ ხანდახან სრულიად უმიზეზოდ გადგება ცრემლები, რადგან ეს იდეალური ბიჭი, სწორედ შენთან ერთადაა, შენია და ერთადერთი რაც დაგრჩენია ინატრო არის, რომ მუდამ შენთან იქნება.

არ არსებობს იდეალური ბიჭი.

54 thoughts on “იდეალური ბიჭი”

    1. ეხლა არ გვინდა თავის დაფასება, შენ მე უარი მითხარი, ძმაო… :|

      1. თავს არასდროს ვიფასებ : )

        იმიტომ რომ გაფასებდი და გაფასებ.. დაო :*

  1. თუ ის არ არსებობს საჭიროა მისი გამოგონება ამბობდა ღმერთი.
    “ვალტერი”
    :)

    1. პირველ რიგში ვოლტერი და არა ვალტერი.
      მეორეც, ღმერთი კი არ ამბობდა რამეს, ღმერთზე ამბობდა ვოლტერი, რომ არ არსებულიყო უნდა გამოგვეგონაო :P

      1. 1 სიმბოლო არ შემარჩინო აბა. Edit – ი რომ ჰქონდეს, ნამდვილად ჩავასწორებდი.
        ჰოდა, რაც შეეხება ნათქვამს, ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა… აბა უშუალოდ ღმერთი ვერ გვეტყოდა. :D

        1. მაპატიე, მეწვრილმანეობა ვიცი ხოლმე.
          რაც შეეხება ჩემს შენიშვნას- იმის თქმა მინდოდა, რომ ვოლტერის გამონათქვამი არასწორად ჩამოაყალიბე და აზრი სრულიად შეცვალე. რეალურად კი ამას ამბობდა : “If God did not exist, it would be necessary to invent him.”

  2. როგორ არ არსებობს ჩემი ბიჭ იდეალურია… ყველა პარამეტრში ჯდება.. :)

  3. მადლობა ღმერთს, რომ ზუსტად ეგეთი იდეალური ბიჭები არ არსებობენ.

    რა საჭიროა მაშინაც კი მომიხადოს ბოდიში, როცა დამნაშავე არ არის? ამით ხომ ყველა სიტყვა ხუნდება და უფერულდება? მხოლოდ იმიტომ, რომ ვარდისფერ გოგოს დამანახოს, რომ მისთვის რაღაცას წარმოვადგენ? თუნდაც ეს რაღაცა მთელი სამყვარო იყოს? :დ არაა, უკაცრავად , არ მინდა :დ

    უბრალო სიტყვებს ათასჯერ მირჩევნია ჩამეხუტოს და საქმით დამიმტკიცოს სიყვარულიც, პატივისცემაც და მზრუნველობაც. საქმე ლაპარაკის ნაცვლად :D

    1. მე ვიცი ბიჭი რომელმაც ძლიერი სიყვარული იცის. ბევრს თმობს და ზუსტად იმას აკეთებს რასაც ის გოგო აკეთებს ვინც მას უყვარს. სამწუხაროდ იმ გოგოს ვერ არის გარკვეული თავის გრძნობებში.

      მე ვიცნობ იდეალურ ბიჭს.

      1. ეგეთი ბიჭები “ტვინის ბურღები” არიან,პარამეტრებიდან გვერდები გადასდით :>

  4. ყოველთვის როცა ბიონსეს და ჯეიზის ერთად ვუყურებდი მეც მსოფლიოში ყველაზე იდეალური წყვილი მეგონა რატომღაც :> იდეალური ბიჭები რომ არსებობდნენ უბრალოდ იდეალურის სტერეოტიპი დაიმსხვრეოდა.ისე ჩემი აზრით არც იდეალური გოგო არ არსებობს. :>

  5. იდეალური კაცი სწორედ იმიტომ არის იდეალური რომ ის არსებობს. აეგრე. იშ :დ :დ

  6. იდეალური არც სამყაროა, არც ადამიანები არიან და საერთოდ რა არის იდეალური? :)) მიუხედავად იმისა რომ ყველა ადამიანს თავისებური ხედვა აქვს თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ბიჭი, მემგონი ყველასთვის მნიშვნელოვანია რომ შენი ბიჭისთვის შენ იყო ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მიმზიდველი:)

  7. : )))))))))))))))))))))))))) კაკოიიი უჟას ეეე : )))

    ყველა არაიდეალური ბიჭი ჩემსკენ გამოუშვით , მე კიდევ სუპერ იდეალურებს დაგითმობთ :ხელებისფშვნეტა: :რაკაიპონტიგავაძრედასაგოიმებლად: : ))))))))))))))))))))))

      1. ოი როგორ ვიცოდი რომ მაგ პასუხს დამიწერდაა ვინმეეეე :) :) ზოგიერთ პუნქტებს ვეთანხმები მაგრამ ზოგი ზედმეტად მეჩვენება….არადა რამდენი ფიქრობს,საუბრობს ამ იდეალურობაზე…კაცმა არ იცის სინამდვილეში რა არის…ალბად იდეალური არის რაც იდალურად მთავრდება….აი დასასრული მითხარით თქვენ როგორი იქნება…თუმცა ისიც მაგარია როცა გარკვეული დრო მაინც ბედნიერი იყავი….მაგის დედაც ჯეკ :)

  8. თუ ეს არის იდეალური ბიჭი, მაშინ ის არსებობს, უბრალოდ ჩვენ გვეზარება მისი მოძებნა და თავს იმით ვიმშვიდებთ რომ ის არ არსებობს :)

    იდეალური ბიჭები არსებობენ, მაგრამ (რაომღაც) ისინი (გაგიკვირდებათ და .. ) იდეალურ გოგოებს ხვდებიან ხოლმე :)
    ამოცანა გვეკითხება – არსებობენ თუ არა იდეალური გოგოები?

    1. ზოგადად იდეალური ბიჭი არ ვიცი როგორია. ეს ჩემი პირადი იდეალური ბიჭია…

    2. ჩემი აზრითა და გამოცდილებით ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა: იდეალურებს ხშირ შემთხვევაში არაიდეალურები ხვდებიან და ძალიან აწვალებენ :|

    1. სადმე რომ დაგელინკა ჩემი პოსტი შენს პოსტში იდეალური იქნებოდა :love:

  9. ეჰ რა იცით თქვენ იდეალური ბიჭი ვინ ან როგორი არის :P

    აი იდეალური ბიჭი [Link Removed]

    და ნურავინ შეეცდება შეედაროს

  10. იდეალურ ბიჭს ზუსტად ისეთი მოსწონხარ, როგორიც ხარ. მეტიც, ის აღფრთოვანებულია შენით.
    იდეალური ბიჭი არ იზიარებს შენს გატაცებებს, მაგრამ მისთვის შენი სამყარო ყველაზე საინტერესოა
    იდეალური ბიჭისთვის შენ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, მიმზიდველი გოგო ხარ.
    იდეალური ბიჭი შენსავით სიამოვნებს მაღაზიების ვიტრინების თვალიერება.
    იდეალური ბიჭი შენი თხოვნით გასინჯავს პიცას, რომელსაც აქამდე არასდროს ჭამდა და აღმოაჩენს, რომ თურმე გემრიელი ყოფილა.
    იდეალური ბიჭი არასდროს გაექცევა სიძნელეებს, ყოველთვის მოიხდის ბოდიშს, როცა დამნაშავეა და მაშინაც, როცა დამნაშავე არ არის.
    იდეალური ბიჭი გავსებს ენერგიით და სიცოცხლის ხალისით. მის გამო გიხარია გაღვიძება და დაძინებაც, რადგან მეორე დღეს უნდა გაიღვიძო.
    იდეალურ ბიჭთან ყოველი შეხვედრის წინ მუცელში უამრავი პეპელა დაფარფატებს.

    იდეალური ბიჭი შენთან ერთად უამრავ სიგიჟეს სჩადის და საღამოობით ამ ყველაფერზე ფინჯანი ჩაის თანხლებით გულიანად იცინით.

    იდეალური ბიჭი როცა შენთან არის, ამქვეყნად ყველაფერი იდეალური ხდება და შენც სურვილი გიჩნდება იდეალური გახდე.

    ეს პუნქტები ემთხვევა და ანუ მე თითქმის იდეალური ბიჭი მყავსსსსსსს?

    1. იდეალური ბიჭი არის ის ,ვინც შენ გიყვარს და შესაბამისად,ის არსებობს…. : ))

  11. me myavs moidealuro bichi, tan chemi qmaria da იდეალური ბიჭი იმდენად mიყვარს, რომ ხანდახან სრულიად უმიზეზოდ mადგება ცრემლები, რადგან ეს იდეალური ბიჭი, სწორედ chemtan ერთადაა, chemia და ერთადერთი რაც დაmრჩენია vინატრო არის, რომ მუდამ chemtan იქნება

  12. ლედი გაგას უსმენ?? კაი პოსტია..ეჰ კარგი იქნებოდა ეგეთი ბიჭი რომ არსეობდეს..ნუ თუ მთლად მასეთი არა 60 % ით მასეთი მაინც….ჰმმ კარგია ოცნება..

  13. ვაიმე ადრეც ძალიან მომწონდა შენი ბლოგი და ახლა ხომ საერთოდ…ვგიჟდები ლედი გაგაზე..ჩემი ცხოვრებაა ყველანაირი გაგებით…..პოტსტი ძალიან მომეწონა..ნამდვიოლად იგრძნობა რომ გიყვარს და აფასებ ამ ადამიანს ისევე როგორც მე.. :* :* : )

  14. როცა ბიჭი გიყვარს ის შენთვის უკვე იდალურია და ვეღარ ამჩნევ მის ნაკლებს :” ))
    მიუხედავად იმისა შეიძლება ბევრი ქონდეს ..
    ბიონსეს და ჯეიზის რაც შეეხება შესაფერისი წყვილია ფერი ფერსაO :დ

  15. რაც ეხლა მე წავიკითხე ეს იყო ზღაპრული მაგრამ სამწუხაროდ არ იყო რეალური :( ზღაპრული მაგრამ არარეალური .თუ ოდესმე შევხდი ისეთ ბიჭს რომელიც ამ პირობებიდან ნახევარს მაინც ასრულებს აუცილებლად დავწერ მის შესახებ ჩემს ბლოგში . :)

  16. ეს ყველაფერი ორი ფრაზით: ჩემთვის იდეალურია ის ბიჭი, ვინც იდეალურად გამიგებს!

    გმადლობ,
    ჩემთვისაც, ! ;)

  17. ვაიჰ, ასეთი იდეალური ბიჭი ვის არ უნდა? ^^
    მშვენიერი არჩევანია, კიარადა ოცნებები.. ^^

  18. “იდეალური ბიჭი”- 16-22 წლის ასაკში ნამდვილად ძნელია ასეთი ქცევების მქონე ადამიანის პოვნა, მაგრამ 23+ ძალიან ბევრია ისიეთი, ვინც ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნებს თავისუფლად აკმაყოფილებს.

    “იდიალურობა” ხომ ცოდნის, ინტელექტისა და მაღალზნეობრივობასთან ერთად, პირველ რიგში ხანგრძლივი პრაქტიკიდან მოდის.
    მჯერა, პოსტის ავტორი აუცილებლად იპოვნის “იდეალურ” ბიჭს, რის შესახებაც ვიმედოვნებ აუცილებლად გვაცნობებს ამავე ბლოგზე – აბა წარმატებები!..

  19. არ მინდა იდეალური ბიჭი… იმიტომ რომ ვიციიი… მისი იდეალურობაც გამაღიზიანებს… და ეგ იქნება მისი ნაკლი :))

  20. ამის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ იდეალური ბიჭი არ არსებობს. :S

  21. ამ ბულეტებს უმნიშვნელოვანესი აკლია !! he looks like a hot hollywood star :))

Leave a Reply