Package

ონლაინ შოპინგში ყველაზე მეტად ლოდინის პროცესი მიყვარს!

ტრეკინგის ნომერს რომ ამოწმებ და ნელ-ნელა პროგრესს თვალ-ყურს რომ ადევნებ. თან ფიქრობ, ახლა ნიუ-იორკშია, ახლა გერმანიაშია, ახლა ჰონგ-კონგშია…

თან შეძლებისდაგვარად წარმოიდგენ ყველა იმ აეროპორტს, სადაც შენი ტვირთი ჩაფრინდება, ყველა იმ ადამიანს, ვის ხელშიც გაივლის, ყველა იმ სკანერს, რომელიც საზღვარზე გადაატარებს და განსაკუთრებულ კოდს მიაკრავს გარედან.

ამ ადგილების მონახულება რეალურად არ შეგიძლია, მაგრამ სამაგიეროდ ნივთი გაქვს ისეთი, რომელსაც შენს მაგივრად უმოგზაურია.

სულ პირველი შეკვეთა რომ გავაკეთე, Google Earth-ში დავსკრინე ის გზა, რაც ამანათს უნდა გამოევლო და საგულდაგულოდ შევინახე. ნახევარი დედამიწა გამოვიდა…

ჩემი აზრით მთელი მუღამიც ეგ არის ონლაინ შოპინგში.

წინა ამანათის ფოტოები არ დამიდია და ახლა გიზიარებთ.

ამ ამანათს ის განსაკუთრებული თვისება ჰქონდა რომ ხელნაწერით ეწერა ჩემი სახელი, გვარი და მისამართი, ასევე გამყიდველის – ვინმე ლეონარდის – სახელი და მისამართი. დაჟე დაახლოებით წარმოდგენილი მყავს ეს ლეონარდი როგორ გამოიყურება და ის მომენტიც ზუსტად აღვიდგინე, ამანათს რომ ფუთავდა და მერე შავი კალმით ზედ ლამაზად და გარკვევით წააწერა:

From: Leonard

To: Mariam

5 Comments

  1. რა კარგი იყო ეგ თამაში.
    თან ეხლა დავფიქრდი, თურმე რამხელა გზა გამოვლილი რამე მეჭირა ხელში :D

  2. აუ, მაგარი ტიპი ხარ :) თან ხსნიდი და თან ფოტოებს უღებდი. მე რომ ეგეთი ამანათები მივიღო, ეგრევე გავბრდღვნი, რა ფოტო, რის ფოტო :) საკმაოდ მოუთმენელი ვარ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.