რა შეუძლია ჩვენს ფანტაზიას?

ქართულ ბლოგებზე ბორიალისას გადავაწყდი ამ პოსტს: რა შეუძლია ჩვენს ფანტაზიას

ეს ბლოგი ძალიან მიყვარს და ხშირად შევდივარ, და ეს პოსტიც ჩემთვის ჩვეულებრივ საკმაოდ გასართობი იქნებოდა, რამდენიმე კვირის წინ იგივე სტატიის ინგლისური ვერსია ჩემი ხელით რომ არ გამევრცელებინა ტვიტერში და ფეისბუქზე: 15 Silliest Facebook URLs

ჩემი პირადი მოსაზრებით მგონია რომ ინგლისურენოვანი პოპულარული (!) ბლოგიდან კონტენტის აღება და პირდაპირ გადმოქართულება (ნუ კარგი ვთქვათ 2-3 წინადადებაა შეცვლილი, ან სულაც სხვა სტატიიდან გადმოთარგმნილი, so what?) ხოლო შემდეგ წყაროს მიუთითებლობა არის გარკვეულწილად არამართებული საქციელი.

პირდაპირ დაკოპირებაც კი სჯობს გადმოთარგმნას.

ადამიანი მიხვდება მაინც რომ ავტორს საიდანღაც აქვს აღებული და თავად არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია საკითხის გარშემო.

სხვათაშორის, მკითხველის უფლებაა, იცოდეს, ავტორი საკითხში კომპეტენტურია თუ უბრალოდ საკითხით დაინტერესებული.

ამ მაგალითის კონტრ-მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ლინგვისტუსის ბლოგი ან თაზოს Freelandia. მართალია ამ ბლოგების დიდი თავგამოდებული მკითხველი არ ვარ, და ყოველდღე დღეში 10-ჯერ არ ვარეფრეშებ, მაგრამ როდესაც შევდივარ და რასაც ვკითხულობ იმის მიხედვით, მჯერა რომ ამ ბლოგების ავტორები განხილულ საკითხებში უფრო კომპეტენტურები არიან ვიდრე დაინტერესებულები.

და აქვე ორიოდე მოკრძალებული განცხადება:

1. ჩვენც ვკითხულობთ უცხოურ ბლოგებს! :yes:

2. ფანტაზიას მართლა ბევრი შეუძლია! :yes: სცადეთ თქვენც :)

I know it’s not wrong, but it can’t be right,  because there is something wrong!

2 Comments

  1. მადლობა Feedback-ისთვის

    მთლაც ეგრე არ არის სვითი. მე ყოველთვის უთითებ წყაროს და მაგასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მაგას რაც შეეხება, თვითონაც Mashable-ს ჰქონდა რამოდენიმე წყაროდან აღებული და ისინი მათი ორიგინალური გამოგონება არანაირად არ იყო. ამათი უმრავლესობა ბევრ ბლოგსა თუ ჟურნალზე დაიდო.

    სურათიდან დაწყებული, სტატიებისა და ციტატებამდე, ყოველთვის უთითებ წყაროებს. შთაგონებას კი ზუსტადაც რომ უცხოური ბლოგებიდან ვიღებ. თუ საჭიროდ თვლით, სათითაოდ მიუთითებ მაგ პოსტშიც თითოეულ ლინკს, არც ეგაა პრობლემა.

    ჩემი დამოკიდებულება პირატობასთან და პლაგიატთან მოეხსენება რიგ იუზერებს ფორუმზე. :)

    და ვიცი რომ კითხულობ უცხოურ ბლოგებს. :)

    თუმცა, ისევდაისევ მადლობა შენიშვნისთვის.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.